პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო - Leader of the Year გადაეცა
"არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო - Leader of the Year გადაეცა

შვე­ი­ცა­რი­ის სა­რე­ი­ტინ­გო ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რის და­ჯილ­დო­ე­ბის რი­გით მე­ა­თე სა­ი­უ­ბი­ლეო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, კომ­პა­ნია "არემ­ჯის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო Leader of the Year გა­და­ე­ცა. კომ­პა­ნი­ას ლი­დე­რის სტა­ტუ­სი, ობი­ექ­ტურ რან­ჟი­რე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით - თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე და­ნა­ხარ­ჯის კრი­ტე­რი­უ­მით მი­ე­ნი­ჭა.

“ბევ­რი ჯილ­დო მი­ვი­ღეთ ამ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი ჯილ­დო - წლის ლი­დე­რი - გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს ეხე­ბა. ჩვენ ბოლო წლე­ბია, სის­ტე­მა­ტუ­რად ვა­ხერ­ხებთ სა­ხელ­ფა­სო ბა­დის გა­და­ხედ­ვას და სა­შუ­ა­ლოდ 10% ვუზ­რდით და­საქ­მე­ბუ­ლებს ანა­ზღა­უ­რე­ბას. იმე­დი მაქვს, რომ მო­მა­ვალ­შიც მო­ვა­ხერ­ხებთ, ერთი მხრივ, ამ პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ამ მო­ნა­ცე­მე­ბის კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.“ - გა­ნა­ცხა­და "არემ­ჯის“ კორ­პო­რა­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა კა­ხა­ბერ მჭედ­ლიშ­ვილ­მა.

ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რი 2003 წელს და­არ­სდა და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის რვა ქვე­ყა­ნას აერ­თი­ა­ნებს, მათ შო­რის 2015 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს. ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რის პარტნი­ო­რი 2017 წელს გახ­და შვე­ი­ცა­რი­ის სა­რე­ი­ტინ­გო ასო­ცი­ა­ცია, ამ პე­რი­ო­დი­დან ბიზ­ნეს-კომ­პა­ნი­ებს გა­და­ე­ცე­მათ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის სა­რე­ი­ტინ­გო ასო­ცი­ა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო Leader of the Year. კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­დგე­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად ხდე­ბა ობი­ექ­ტუ­რი რან­ჟი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, იმ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, თუ რო­გო­რია კომ­პა­ნი­ის წლი­უ­რი ბრუნ­ვა, და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში შე­ტა­ნი­ლი თან­ხე­ბი.

წლე­ვან­დელ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო ჯამ­ში 30 ქარ­თულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა. "არემ­ჯიმ“ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო უკვე მე­ო­რედ მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო - Leader of the Year გადაეცა

"არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო - Leader of the Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის დაჯილდოების რიგით მეათე საიუბილეო ცერემონიაზე, კომპანია "არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცა. კომპანიას ლიდერის სტატუსი, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით - თანამშრომლების თვიური ანაზღაურებისა და დასაქმებულებზე დანახარჯის კრიტერიუმით მიენიჭა.

“ბევრი ჯილდო მივიღეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა დღევანდელი ჯილდო - წლის ლიდერი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს მონაცემები ჩვენს თანამშრომლებს ეხება. ჩვენ ბოლო წლებია, სისტემატურად ვახერხებთ სახელფასო ბადის გადახედვას და საშუალოდ 10% ვუზრდით დასაქმებულებს ანაზღაურებას. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მოვახერხებთ, ერთი მხრივ, ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას, ხოლო მეორე მხრივ, ამ მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.“ - განაცხადა "არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის 2015 წლიდან საქართველოს. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია, ამ პერიოდიდან ბიზნეს-კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები.

წლევანდელ ცერემონიაზე საერთაშორისო ჯილდო ჯამში 30 ქართულ და საერთაშორისო კომპანიას გადაეცა. "არემჯიმ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მიიღო.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება

"როგორი აღფრთოვანებული იყავით “ბუნებრივი”, “ხალხის წიაღიდან გაჩენილი”, “არა ნამახვანჰესის” საპროტესტო მოძრაობით? გამოფხიზლდით ხომ?" - რომან გოცირიძე "რიონის ხეობის" მცველებზე