მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ..." - გუშინდელ აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ჯარიმა, პაატა გურჩიანს კი 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ..." - გუშინდელ აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ჯარიმა, პაატა გურჩიანს კი 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მრგვალ ბაღ­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ აკა­კი ნა­კა­ში­ძეს 2 300-ლა­რი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ მა­ნუ­ჩარ ცა­ცუ­ამ მი­ი­ღო და აღ­ნიშ­ნუ­ლით მან შსს-ს მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გან­მარ­ტა, აკა­კი ნა­კა­ში­ძე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­სა­მარ­თით იგი­ნე­ბო­და, პო­ლი­ცი­ე­ლის მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის არ გა­ჩერ­და და მან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თი­თაც გა­აგ­რძე­ლა გი­ნე­ბა. სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნა­კა­ში­ძის მი­მართ 15-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და.

ამას­თან, უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აცხა­დებ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა ეპი­ზო­დებ­შიც ფი­გუ­რი­რებ­დეს, რის გა­მოც, ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად და­კა­ვე­ბულს, მან აღი­ა­რა, რომ იგი­ნე­ბო­და, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა, რომ "9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან გარ­ყვნი­ლე­ბას ვერ და­უშ­ვებ­და".

"პატ­რი­არ­ქმა მოგ­ვი­წო­და და ვი­დე­ქი იქ, ემო­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და შე­ვი­გი­ნე, ბო­დიშს ვიხ­დი, ჩემ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ვი­გი­ნე­ბო­დი, მო­მი­წო­დებ­დნენ და არ ვჩერ­დე­ბო­დი. ასე­თი „პრა­ი­დი“ თუ ჩა­ტარ­და, რო­გორც ქარ­თვე­ლი კაცი იქ დავ­დგე­ბი, მაგ­რამ ვი­ნა­ნი­ებ და ბო­დიშ­საც ვიხ­დი", - გა­ნა­ცხა­და ნა­კა­ში­ძემ.

ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გილ­ზე ლან­ძღვას, გი­ნე­ბას, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას, ასე­ვე პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას, მის­თვის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამას­თან, მო­სა­მარ­თლე მა­ნუ­ჩარ ცა­ცუ­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, „მრგვალ ბაღ­თან "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ პა­ა­ტა გურ­ჩი­ანს 3-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან - და­ნა­შა­უ­ლის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ი­თხო­ვა. თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი გურ­ჩი­ა­ნი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებს და­ე­თან­ხმა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ლან­ძღვა-გი­ნე­ბას ეთან­ხმე­ბო­და".

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არას­რულ­წლო­ვანს გა­ე­კიდ­ნენ, რა დრო­საც მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­ა­ტა გურ­ჩი­ა­ნი.

გურ­ჩი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გილ­ზე ლან­ძღვას, გი­ნე­ბას, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას, ასე­ვე პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას, მის­თვის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი თქვენ პატრონს
8

რეებს მიქარავთ.ეს ნაძირლები ჯუფური ძალადობის მუხლით უნდა გაასამართლოთ

ვი–რუსი
0

ვითომ ჯარიმასაც მერე ჩამოაწერენ! უნამუსოები!

ავტორი:

"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ..." - გუშინდელ აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ჯარიმა, პაატა გურჩიანს კი 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ..." - გუშინდელ აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ჯარიმა, პაატა გურჩიანს კი 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მრგვალ ბაღთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო და აღნიშნულით მან შსს-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, აკაკი ნაკაშიძე მოქალაქეების მისამართით იგინებოდა, პოლიციელის მოწოდების მიუხედავად, ის არ გაჩერდა და მან პოლიციელების მისამართითაც გააგრძელა გინება. სამინისტროს წარმომადგენელი ნაკაშიძის მიმართ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ამასთან, უწყების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დაკავებული შესაძლებელია, სხვა ეპიზოდებშიც ფიგურირებდეს, რის გამოც, ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება თავად დაკავებულს, მან აღიარა, რომ იგინებოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ "9 აპრილის მემორიალთან გარყვნილებას ვერ დაუშვებდა".

"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ, ემოციაში ვიყავი და შევიგინე, ბოდიშს ვიხდი, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად ვიყავი. ვიგინებოდი, მომიწოდებდნენ და არ ვჩერდებოდი. ასეთი „პრაიდი“ თუ ჩატარდა, როგორც ქართველი კაცი იქ დავდგები, მაგრამ ვინანიებ და ბოდიშსაც ვიხდი", - განაცხადა ნაკაშიძემ.

ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

ამასთან, მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, „მრგვალ ბაღთან "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პაატა გურჩიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოცემულობიდან - დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მოითხოვა. თავად დაკავებული გურჩიანი საპატრულო პოლიციის მიერ გაჟღერებულ გარემოებებს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ "ლანძღვა-გინებას ეთანხმებოდა".

ცნობისთვის, გუშინ, აქციის მონაწილეები არასრულწლოვანს გაეკიდნენ, რა დროსაც მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სწორედ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდა პაატა გურჩიანი.

გურჩიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს -  მათი თქმით, ისინი დაკავებას არ ელიან

"ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია - დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს..." - რა თქვა ზაზა სარალიძემ სასამართლოში

რას აცხადებს შსს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე?