საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არანაირი "მაგრამ"! არ შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - მართლა არ მესმის, 10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?!" - კახა კუჭავა
"არანაირი "მაგრამ"! არ შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - მართლა არ მესმის, 10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?!" - კახა კუჭავა

გუ­შინ ის შემ­თხვე­ვა იყო, რა­ზეც ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვით “მაგ­რამ“ – ამა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, ვე­ლო­დე­ბით მკაცრ რე­ა­გი­რე­ბებს! - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კახა კუ­ჭა­ვამ ბი­უ­როს სხდო­მა გახ­სნა. კუ­ჭა­ვას შე­ფა­სე­ბით, ის რაც 5 ივ­ლისს მოხ­და, იყო სა­მარ­ცხვი­ნო, რაც სა­ქარ­თვე­ლოს არ ეკად­რე­ბა.

“ეს იყო ქმე­დე­ბე­ბი, რა­საც არ შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბა ჰქონ­დეს. არა­ნა­ი­რი “მაგ­რამ“! არ შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს ის, რაც ჩვენ გუ­შინ ვი­ხი­ლეთ და აუ­ცი­ლებ­ლად და­საგ­მო­ბია ყვე­ლას მხრი­დან. ჩვენს ქვე­ყა­ნას ის­ტო­რი­უ­ლად აერ­თი­ა­ნებს სიყ­ვა­რუ­ლი და რე­ლი­გია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მას მოგ­ვი­წო­დებს. რე­ლი­გი­ის სა­ხე­ლით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეს ქმე­დე­ბე­ბი უბ­რა­ლოდ მი­უ­ღე­ბე­ლია! მარ­თლა არ მეს­მის, ათ-ათი კაცი ერთს რომ დას­დევს, ამას კა­ცო­ბა ჰქვია?! ვაჟ­კა­ცო­ბა­ში თვლი­ან, თუ ვისი სა­ხე­ლით აკე­თე­ბენ ამას?! გან­სა­კუთ­რე­ბით მი­უ­ღე­ბე­ლია, როცა თავ­დას­ხმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე და ოპე­რა­ტო­რებ­ზე ხდე­ბა, როცა ისი­ნი თა­ვის საქ­მეს აკე­თე­ბენ. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა მათი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ა­ფერ­ხოს. ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში მსგავს სი­ძულ­ვილს ად­გი­ლი არა აქვს. ტუ­რის­ტიც კი არის დაჭ­რი­ლი. ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს დას­დევ­დნენ ქუ­ჩა­ში. ხვალ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ოპე­რა­ტო­რე­ბი და მათ შვი­ლებ­ზე ასე­თი ქმე­დე­ბა უნდა გა­ა­მარ­თლონ?! ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა, ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ვინც ამ ძა­ლა­დო­ბა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. უნდა და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა! სხვა­ნა­ი­რად ვერ განვვი­თარ­დე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ ბი­უ­როს სხდო­მა­ზე.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა იყო ოფი­სე­ბის დარ­ბე­ვა და დრო­შის დაშ­ვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეო
17

ყოჩაღ! არ დაკარგო სიმართლის გზა!

v
38

Tavsmokhveul dzaladobas praidis sakhit aqvs gamartleba? khalkhisgan rom shors khart getkobaaa!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არანაირი "მაგრამ"! არ შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - მართლა არ მესმის, 10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?!" - კახა კუჭავა

"არანაირი "მაგრამ"! არ შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - მართლა არ მესმის, 10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?!" - კახა კუჭავა

გუშინ ის შემთხვევა იყო, რაზეც ნამდვილად ვერ ვიტყვით “მაგრამ“ – ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ველოდებით მკაცრ რეაგირებებს! - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომა გახსნა. კუჭავას შეფასებით, ის რაც 5 ივლისს მოხდა, იყო სამარცხვინო, რაც საქართველოს არ ეკადრება.

“ეს იყო ქმედებები, რასაც არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. არანაირი “მაგრამ“! არ შეიძლება გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენს ქვეყანას ისტორიულად აერთიანებს სიყვარული და რელიგია, რომელიც მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას მოგვიწოდებს. რელიგიის სახელით განხორციელებული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია! მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?! ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როცა თავდასხმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ხდება, როცა ისინი თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება მათი საქმიანობა შეაფერხოს. ჩვენ ქვეყანაში მსგავს სიძულვილს ადგილი არა აქვს. ტურისტიც კი არის დაჭრილი. ჩვეულებრივ მოქალაქეებს დასდევდნენ ქუჩაში. ხვალ ამ ადამიანების შვილები შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები და მათ შვილებზე ასეთი ქმედება უნდა გაამართლონ?! ერთადერთი გამოსავალი არის მკაცრი რეაგირება, ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. უნდა დაისაჯოს ყველა! სხვანაირად ვერ განვვითარდებით“, - განაცხადა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო ოფისების დარბევა და დროშის დაშვება.