საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკლესიამ საზოგადოებას პრაიდის საწინააღმდეგოდ ლოცვისკენ მოუწოდა... ქვეყანა ძალიან კონსერვატიულია" - რას წერს BBC-ი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე
"ეკლესიამ საზოგადოებას პრაიდის საწინააღმდეგოდ ლოცვისკენ მოუწოდა... ქვეყანა ძალიან კონსერვატიულია" - რას წერს BBC-ი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

"თბი­ლი­სი პრა­ი­დი ძა­ლა­დობ­რი­ვი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე გა­უქ­მდა“, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC-ი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აღ­წერს.

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლგბტ აქ­ტი­ვის­ტებ­მა გა­ა­უქ­მეს თა­ვი­ან­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ, რაც მათი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დე­მონ­სტრა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შე­ტე­ვა "პრა­ი­დის" ოფის­ზე მი­ი­ტა­ნეს.

"ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებს დე­და­ქა­ლაქ­ში და­გეგ­მი­ლი მარ­შის წინ თავს და­ესხნენ“, - წერს გა­მო­ცე­მა და თბი­ლი­სი პრა­ი­დის გან­ცხა­დე­ბი­დან ფრაგ­მენტს ცი­ტი­რებს - "ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია საფრ­თხის ქვეშ და­ვა­ყე­ნოთ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და გა­მო­ვი­დეთ ქუ­ჩებ­ში, რომ­ლე­ბიც სავ­სეა მო­ძა­ლა­დე თავ­დამ­სხმე­ლე­ბით“, - ნათ­ქვა­მია პრა­ი­დის გან­ცხა­დე­ბა­ში.

BBC-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმე­ბი დაგ­მეს სა­ელ­ჩო­ებ­მა და მო­უ­წო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლა­დო­ბის შე­ჩე­რე­ბის­კენ. გა­მო­ცე­მა წერს, რომ იგეგ­მე­ბო­და პრა­ი­დის 5-დღი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო არა მხო­ლოდ ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მათი მომ­ხრე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, არა­მედ აქ­ტი­უ­რად შე­უ­შა­ლა ხელი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.

BBC-ის ცნო­ბით­ვე, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლა­დო­ბის დროს სულ ცოტა 20 ჟურ­ნა­ლის­ტი და­შავ­და. სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ქუ­ჩა­ში დაწ­ვეს ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბის დრო­შა.

გა­მო­ცე­მა ასე­ვე წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შსს-მ მო­უ­წო­და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს უარი ეთ­ქვათ "ღირ­სე­ბის მარ­შზე“ უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა "მი­უ­ღე­ბე­ლია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის.“

BBC-ი ქარ­თულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ მთავ­რო­ბამ ვერ შეს­თა­ვა­ზა აქ­ტი­ვის­ტებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს უსაფრ­თხო გა­რე­მო და რო­გორც აქ­ტი­ვის­ტთა ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, "ძა­ლა­დობ­რივ ფაქ­ტებ­ზე პა­სუ­ხის­გე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა.“

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ, რო­მე­ლიც მკაც­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ლგბტ აქ­ტი­ვის­ტებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრა­ი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ლოც­ვის­კენ მო­უ­წო­და.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცია უკა­ნო­ნოა, ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლია“ - წერს BBC-ი და იხ­სე­ნებს 2019 წელს, რო­დე­საც მას­შტა­ბუ­რი დე­მონ­სტრა­ცია მო­ე­წყო ფილ­მის, "და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ ჩვე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
249

კიდე რბილად დაუწერიათ - ხალიფატი გვაქვს ფაქტიურად: სახელმწიფო და წამყვანი რელიგიური კონფესია აქეზებს ჟურნალისტებზე ძალადობას. დღეს ავღანეთში გაცილებით დაცულად გრძნობდა ჟურნალისტი თავს ვიდრე საქართველოში.

თამარი
51

მოკლედ,არ ასვენებენ ნატოს კარებს რააა)))

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ეკლესიამ საზოგადოებას პრაიდის საწინააღმდეგოდ ლოცვისკენ მოუწოდა... ქვეყანა ძალიან კონსერვატიულია" - რას წერს BBC-ი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

"ეკლესიამ საზოგადოებას პრაიდის საწინააღმდეგოდ ლოცვისკენ მოუწოდა... ქვეყანა ძალიან კონსერვატიულია" - რას წერს BBC-ი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

"თბილისი პრაიდი ძალადობრივი პროტესტის ფონზე გაუქმდა“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა BBC-ი და ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში დღეს განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში ლგბტ აქტივისტებმა გააუქმეს თავიანთი ღონისძიება მას შემდეგ, რაც მათი საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილეებმა შეტევა "პრაიდის" ოფისზე მიიტანეს.

"ჟურნალისტებსა და აქტივისტებს დედაქალაქში დაგეგმილი მარშის წინ თავს დაესხნენ“, - წერს გამოცემა და თბილისი პრაიდის განცხადებიდან ფრაგმენტს ციტირებს - "ჩვენ არ შეგვიძლია საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ადამიანის სიცოცხლე და გამოვიდეთ ქუჩებში, რომლებიც სავსეა მოძალადე თავდამსხმელებით“, - ნათქვამია პრაიდის განცხადებაში.

BBC-ის ცნობით, თავდასხმები დაგმეს საელჩოებმა და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას ძალადობის შეჩერებისკენ. გამოცემა წერს, რომ იგეგმებოდა პრაიდის 5-დღიანი ღონისძიება, მაგრამ როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოებისა და მათი მომხრეების უსაფრთხოება, არამედ აქტიურად შეუშალა ხელი შეკრების უფლების გამოყენებაში.

BBC-ის ცნობითვე, არსებული ინფორმაციით, ძალადობის დროს სულ ცოტა 20 ჟურნალისტი დაშავდა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეებმა ქუჩაში დაწვეს ცისარტყელას ფერების დროშა.

გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველოს შსს-მ მოუწოდა ორგანიზატორებს უარი ეთქვათ "ღირსების მარშზე“ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება "მიუღებელია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.“

BBC-ი ქართულ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მთავრობამ ვერ შესთავაზა აქტივისტებსა და ჟურნალისტებს უსაფრთხო გარემო და როგორც აქტივისტთა ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, "ძალადობრივ ფაქტებზე პასუხისგებელი ხელისუფლებაა.“

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ლგბტ აქტივისტებს, საზოგადოებას პრაიდის საწინააღმდეგოდ ლოცვისკენ მოუწოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა ძალიან კონსერვატიულია“ - წერს BBC-ი და იხსენებს 2019 წელს, როდესაც მასშტაბური დემონსტრაცია მოეწყო ფილმის, "და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ.

“ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, დედასაც არ ველაპარაკებოდი… დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდებოდი” - ნინო ჩხეიძე მისი ცხობრების ორ მძიმე ეპიზოდზე

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა