სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული ოფიციალურად გადაეცა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული ოფიციალურად გადაეცა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტე­ტეტს, რო­გორც წლე­ვან­დე­ლი უნი­ვერ­სი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს, „უნი­ვერ­სი­ა­და 2021“-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტი­ტუ­ლი და თასი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ე­ცა. უნი­ვერ­სი­ა­დის მო­ნა­წი­ლე უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტურ­მა გუნ­დებ­მა სპორ­ტის 20-ზე მეტ სა­ხე­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მეტი ჯილ­დო: 15 ოქრო, 7 ვერ­ცხლი და 5 ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, „უნი­ვერ­სი­ა­და 2021“-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ტი­ტუ­ლის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უმას­პინ­ძლა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და, ეს­წრე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ან­დრია ბა­სი­ლა­ია, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე და სტუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­სი­ის, თბი­ლი­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, და­ვით გურ­გე­ნი­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბით, სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­წლი­უ­რი, მას­შტა­ბუ­რი უნი­ვერ­სი­ა­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და სპორ­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას უწყობს ხელს. რო­გორც რექ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, კო­ვიდ­პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტურ­მა გუნ­დებ­მა სპორ­ტუ­ლი ფორ­მის აღ­სად­გე­ნად ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ი­შუ­რეს, და­ძა­ბულ ტურ­ნი­რებ­სა და ორ­თაბ­რძო­ლებ­ში ღირ­სე­უ­ლად იას­პა­რე­ზეს და „უნი­ვერ­სი­ა­და 2021“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტი­ტუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვეს.

„პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს ვუ­ლო­ცავთ წლე­ვან­დელ უნი­ვერ­სი­ა­და­ში მო­პო­ვე­ბულ წარ­მა­ტე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით ვუ­ლო­ცავთ ჩვენს სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც ღირ­სე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს იმით, რომ „უნი­ვერ­სი­ა­და 2021“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ - 27 მე­და­ლი, მათ შო­რის 15 ოქრო არ არის მარ­ტი­ვად მო­სა­პო­ვე­ბე­ლი. სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ჩვენ შემ­დგომ­შიც არ და­ვი­შუ­რებთ ძა­ლის­ხმე­ვას, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ავა­ღორ­ძი­ნოთ და გან­ვამ­ტკი­ცოთ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპორ­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, გა­ვაღ­ვი­ვოთ ახალ­გაზ­რდებ­ში პატ­რი­ო­ტიზ­მი და ხელი შე­ვუ­წყოთ მათ ჩარ­თუ­ლო­ბას სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს­თან შე­თან­ხმე­ბით, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ წარ­მა­ტე­ბულ ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან ან მო­ი­პო­ვე­ბენ ჩვენ­თან სწავ­ლის უფ­ლე­ბას, უნი­ვერ­სი­ტე­ტი მოქ­ნილ სას­წავ­ლო გრა­ფიკს შეს­თა­ვა­ზებს და მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მქო­ნე სპორ­ტსმე­ნებს, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის და­ფარ­ვის მხრივ, გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებ­საც და­უ­წე­სებს. იმედს ვი­ტო­ვებთ, ეს სი­ახ­ლე ხელს შე­უ­წყობს ახალ­გაზ­რდებ­ში სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტსაც იმ­დე­ნად გა­ნა­ვი­თა­რებს, რომ ჩვენს სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ტურ­ნი­რებ­შიც მი­ი­ღონ და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს ახა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნონ“, - აღ­ნიშ­ნა რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, „უნი­ვერ­სი­ა­და 2021“ სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტუ­რი გუნ­დე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სპორ­ტის 20-ზე მეტ სა­ხე­ო­ბა­ში ჩა­ტარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის­გან იყო მხარ­და­ჭე­რი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული ოფიციალურად გადაეცა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული ოფიციალურად გადაეცა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტს, როგორც წლევანდელი უნივერსიადის გამარჯვებულ უმაღლეს სასწავლებელს, „უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიაზე, გამარჯვებული უნივერსიტეტის ტიტული და თასი ოფიციალურად გადაეცა. უნივერსიადის მონაწილე უნივერსიტეტებს შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში ყველაზე მეტი ჯილდო: 15 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ღონისძიებას გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის ტიტულის მქონე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განაცხადებით, სპორტული ცხოვრების განვითარება მნიშვნელოვანია ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლისთვის. შესაბამისად, ყოველწლიური, მასშტაბური უნივერსიადების ჩატარება სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და სპორტული ტრადიციების აღორძინებას უწყობს ხელს. როგორც რექტორმა აღნიშნა, კოვიდპანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა სპორტული ფორმის აღსადგენად ძალისხმევა არ დაიშურეს, დაძაბულ ტურნირებსა და ორთაბრძოლებში ღირსეულად იასპარეზეს და „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებული უნივერსიტეტის ტიტული დამსახურებულად მოიპოვეს.

„პირველ რიგში, ყველა უნივერსიტეტს ვულოცავთ წლევანდელ უნივერსიადაში მოპოვებულ წარმატებას. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც ღირსეული წარმატება მოუტანეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იმით, რომ „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულები გახდნენ - 27 მედალი, მათ შორის 15 ოქრო არ არის მარტივად მოსაპოვებელი. სპორტული აქტივობების განვითარება საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ შემდგომშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ავაღორძინოთ და განვამტკიცოთ ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, გავაღვივოთ ახალგაზრდებში პატრიოტიზმი და ხელი შევუწყოთ მათ ჩართულობას სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში. რაც მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ან მოიპოვებენ ჩვენთან სწავლის უფლებას, უნივერსიტეტი მოქნილ სასწავლო გრაფიკს შესთავაზებს და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებს, სწავლის საფასურის დაფარვის მხრივ, გარკვეულ შეღავათებსაც დაუწესებს. იმედს ვიტოვებთ, ეს სიახლე ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასაც და საუნივერსიტეტო სპორტსაც იმდენად განავითარებს, რომ ჩვენს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ტურნირებშიც მიიღონ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი წარმატებები მოუტანონ“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, „უნივერსიადა 2021“ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური გუნდების მონაწილეობით სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში ჩატარდა. აღნიშნული ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიისგან იყო მხარდაჭერილი.

ბათუმში 80 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა

"სახლიდან დილით გავიდა და გაუჩინარდა... მაიდენტიფიცირებელი საბუთიც არ ჰქონია" - ვარკეთილში დაკარგული მოზარდი პატრულმა მშობელს დაუბრუნა

ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოც შეიქმნება