საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეხმაურები ამ მძიმე ფაქტს... დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით
"ვეხმაურები ამ მძიმე ფაქტს... დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე (ძა­ლა­დო­ბის) და 154-ე (ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის) მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ნისს, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წინ­წყა­რო­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ გა­დამ­ღებ ჯგუფს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და ად­გი­ლობ­რი­ვი პირი, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შე­უ­შა­ლა ხელი და ფი­ზი­კუ­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მათ.

რო­გორც შსს-ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცია შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­და და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ი­წყო.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის მი­მართ შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის მიზ­ნით.

მომ­ხდარ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე და წელს, რომ მე­დი­ა­ზე თავ­დას­ხმა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის­შეშ­ლა მძი­მე ფაქ­ტია.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ მი­წევს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ისეთ მძი­მე ფაქტს, რო­გო­რიც არის მე­დი­ა­ზე თავ­დას­ხმა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის­შეშ­ლა. ძა­ლა­დო­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის მი­უ­ღებ­ლო­ბა ხელს უშ­ლის ჯან­სა­ღი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და აფერ­ხებს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას.

მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რი­თაც სა­მარ­თლი­ა­ნად ამა­ყობს სა­ქარ­თვე­ლო და არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას. წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დამ­ნა­შა­ვე პირი სა­თა­ნა­დოდ და­ის­ჯე­ბა" - წერს კა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
151

შენ რომ არ გამომხტარიყავი, არ იქნებოდა? ქოცების უნიათობამ და თქვენს მიერ ნაცების აღზევებამ გადარია ხალხი. ნაცების ოცნებად იქეცით. თანაც ახდენილ ოცნებად. სირცხილი თქვენ

ლეილა
59

არჩევნები მოახლოვდა თუ რაშია საქმე,როდის გახდი კალა ასეთი სამართლიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ვეხმაურები ამ მძიმე ფაქტს... დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით

"ვეხმაურები ამ მძიმე ფაქტს... დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე და წელს, რომ მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა მძიმე ფაქტია.

"სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას. წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება" - წერს კალაძე.

არეულობა პარლამენტში - ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ჩხუბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია

პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"