სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანდემიის "მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის..." - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი?
"პანდემიის "მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის..." - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი?

ექი­მი-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ოთარ ჩო­კოშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის "მე­ო­თხე ტალ­ღა“ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, თუმ­ცა, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ის მას­შტა­ბუ­რი არ იქ­ნე­ბა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში "დელ­ტას" შტა­მით ინ­ფი­ცი­რე­ბის ზრდა სა­ყუ­რა­დღე­ბოა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია.

"პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში გა­დამ­წყვეტ ეტაპ­ზეა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არის სწო­რედ დრო­უ­ლი მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია. "დელ­ტას" შტა­მი სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია და­ვას­წროთ.

"მე­ო­თხე ტალ­ღა" ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა სიმ­ძლავ­რის, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი არ­სე­ბობს და ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ მისი სიმ­ძლავ­რე შემ­სუ­ბუქ­დეს. მთა­ვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის ის, რომ თუ რე­გუ­ლა­ცი­ებს კვლავ და­ვი­ცავთ, მო­რი­გი ტალ­ღა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი სიმ­ძლავ­რის იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, შარ­შან­დე­ლის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი იმუ­ნი­ზი­რე­ბუ­ლია, ნა­წილ­მა უკვე გა­და­ი­ტა­ნა ინ­ფექ­ცია და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ იმუ­ნურ ფე­ნას ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმის იმე­დი უნდა ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ე.წ. მე­ო­თხე ტალ­ღა ნაკ­ლე­ბი სიმ­ძლავ­რის იქ­ნე­ბა. მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში და­ა­ვა­დე­ბის ჯერ კი­დევ აქ­ტი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბაა, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბას იწყებს ე.წ. დელ­ტას შტა­მი და უკვე არის "ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი", აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სიფრ­თხი­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვა გვმარ­თებს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი არ არის "დელ­ტას" შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ, მაგ­რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად გა­ვა­ტა­როთ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და­ვიც­ვათ თავი და მო­ვახ­დი­ნოთ მისი პრე­ვენ­ცია. გარე სივ­რცე­ში პირ­ბა­დის მოხ­სნის რე­გუ­ლა­ცია შემ­სუ­ბუქ­და, მაგ­რამ თუ ჩვენ ვართ მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში და ხალ­ხის სიმ­ჭიდ­რო­ვეა, კვლავ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ პირ­ბა­დე და თავი და­ვიც­ვათ. რაც შე­ე­ხე­ბა "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" მოხ­სნას, ამ მხრივ რე­გუ­ლა­ცია შემ­სუ­ბუქ­დე­ბა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, მო­სახ­ლე­ო­ბა უფრო მე­ტად და­ი­ცავს სიფრ­თხი­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და ჩო­კოშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებ­სა და და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე და და­იც­ვან დის­ტან­ცია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zlatan straianovich
12

Es vingaaa erti??? Es axali kulumbegovi - 2neta rame maic gagegebodes da Laparakis nacvlad saqmes aketebde

goga
3

ხედმ ? იქნებაო . მარაო .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"პანდემიის "მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის..." - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი?

"პანდემიის "მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის..." - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი?

ექიმი-ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის "მეოთხე ტალღა“ მოსალოდნელია, თუმცა, რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, ის მასშტაბური არ იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში "დელტას" შტამით ინფიცირების ზრდა საყურადღებოა და აუცილებელია დროული ვაქცინაცია.

"პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყანა კოვიდთან ბრძოლაში გადამწყვეტ ეტაპზეა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღონისძიება არის სწორედ დროული მასობრივი ვაქცინაცია. "დელტას" შტამი სწრაფად ვრცელდება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ვაქცინაცია დავასწროთ.

"მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის, ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ მისი სიმძლავრე შემსუბუქდეს. მთავარი მნიშვნელობის არის ის, რომ თუ რეგულაციებს კვლავ დავიცავთ, მორიგი ტალღა შედარებით ნაკლები სიმძლავრის იქნება. გარდა ამისა, შარშანდელის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი იმუნიზირებულია, ნაწილმა უკვე გადაიტანა ინფექცია და ეს ადამიანები წარმოადგენენ იმუნურ ფენას ინფექციის გავრცელების კუთხით. აქედან გამომდინარე, იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ე.წ. მეოთხე ტალღა ნაკლები სიმძლავრის იქნება. მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში დაავადების ჯერ კიდევ აქტიური გავრცელებაა, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში გავრცელებას იწყებს ე.წ. დელტას შტამი და უკვე არის "ბრიტანული შტამი", აქედან გამომდინარე, სიფრთხილის ღონისძიებების მაქსიმალური დაცვა გვმართებს. საბედნიეროდ, ჯერ მდგომარეობა გართულებული არ არის "დელტას" შტამის გავრცელების მხრივ, მაგრამ მოსალოდნელი რისკები ნამდვილად არსებობს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად გავატაროთ ღონისძიებები, დავიცვათ თავი და მოვახდინოთ მისი პრევენცია. გარე სივრცეში პირბადის მოხსნის რეგულაცია შემსუბუქდა, მაგრამ თუ ჩვენ ვართ მასობრივი თავშეყრის ადგილებში და ხალხის სიმჭიდროვეა, კვლავ უნდა გამოვიყენოთ პირბადე და თავი დავიცვათ. რაც შეეხება "კომენდანტის საათის" მოხსნას, ამ მხრივ რეგულაცია შემსუბუქდება, მაგრამ იმედი მაქვს, მოსახლეობა უფრო მეტად დაიცავს სიფრთხილის ღონისძიებებს", - განაცხადა ჩოკოშვილმა.

მისი თქმით, ხალხმრავალ შეკრებებსა და დახურულ სივრცეში ადამიანებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება

"როგორი აღფრთოვანებული იყავით “ბუნებრივი”, “ხალხის წიაღიდან გაჩენილი”, “არა ნამახვანჰესის” საპროტესტო მოძრაობით? გამოფხიზლდით ხომ?" - რომან გოცირიძე "რიონის ხეობის" მცველებზე