პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამნაშავე რომ ყოფილიყო, ქალაქში არ ივლიდა" - რას ჰყვება გორში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის მამა
"დამნაშავე რომ ყოფილიყო, ქალაქში არ ივლიდა" - რას ჰყვება გორში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის მამა

ჩემს შვილს 3 ივ­ნისს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი არ მი­უ­ძღვის, ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზეც კი არ იმ­ყო­ფე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ 3 ივ­ნისს, გორ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი „სემ­სო­ტას“ მეტ­სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი შალ­ვა გუ­ლი­აშ­ვი­ლის მა­მამ, თე­მურ გუ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"არც ნარ­კო­ტი­კი ჰქონ­და და არც ბრა­ლი მი­უ­ძღვის 3 ივ­ნისს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში. თა­ვის პი­რად საქ­მე­ზე იყო წა­სუ­ლი და ფაქტს არც კი შეს­წრე­ბია. დამ­ნა­შა­ვე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ქა­ლაქ­ში არ ივ­ლი­და და პო­ლი­ცია ფოს­ტის წინ არ და­ა­კა­ვებ­და. ზუს­ტად ვიცი, წა­მა­ლიც არ ჰქონ­და და და­კა­ვე­ბი­სას ჩა­უ­დეს, რაც ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, ისე­დაც უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, რად­გა­ნაც ნა­სა­მარ­თლე­ვია, ცდი­ლო­ბენ, და­ნა­შა­უ­ლი მას და­აბ­რა­ლონ“, - გა­ნა­ცხა­და თე­მურ გუ­ლი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 3 ივ­ნისს, გორ­ში მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს",ტრუ­ტის" მეტ­სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ზუ­რაბ რიკ­რი­კა­ძე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით დაჭ­რეს, რიკ­რი­კა­ძე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 3 ივ­ნისს, გორ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ძებ­ნი­ლი, „სემ­სო­ტას“ მეტ­სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 35 წლის შალ­ვა გუ­ლი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ში ედე­ბა, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დამნაშავე რომ ყოფილიყო, ქალაქში არ ივლიდა" - რას ჰყვება გორში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის მამა

"დამნაშავე რომ ყოფილიყო, ქალაქში არ ივლიდა" - რას ჰყვება გორში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის მამა

ჩემს შვილს 3 ივნისს მომხდარ მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის, ის შემთხვევის ადგილზეც კი არ იმყოფებოდა, - ამის შესახებ 3 ივნისს, გორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული „სემსოტას“ მეტსახელით ცნობილი, წარსულში ნასამართლევი შალვა გულიაშვილის მამამ, თემურ გულიაშვილმა განაცხადა.

"არც ნარკოტიკი ჰქონდა და არც ბრალი მიუძღვის 3 ივნისს მომხდარ მკვლელობაში. თავის პირად საქმეზე იყო წასული და ფაქტს არც კი შესწრებია. დამნაშავე რომ ყოფილიყო, ქალაქში არ ივლიდა და პოლიცია ფოსტის წინ არ დააკავებდა. ზუსტად ვიცი, წამალიც არ ჰქონდა და დაკავებისას ჩაუდეს, რაც ციხიდან გამოვიდა, ისედაც უთვალთვალებდნენ, რადგანაც ნასამართლევია, ცდილობენ, დანაშაული მას დააბრალონ“, - განაცხადა თემურ გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, 3 ივნისს, გორში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ,,ტრუტის" მეტსახელით ცნობილი ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, რიკრიკაძე საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 ივნისს, გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძებნილი, „სემსოტას“ მეტსახელით ცნობილი, წარსულში ნასამართლევი 35 წლის შალვა გულიაშვილი დააკავეს. მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

ოზურგეთში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, არასრულწლოვანი დაჭრეს