სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა
BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა

„ინი­ცი­ა­ტი­ვა 5.0-ის“ ფარ­გლებ­ში ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სია „მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის“/GreenTech-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტარ­და.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­და, გან­ხორ­ცი­ელ­და BTU-ს კვლე­ვის წარ­დგე­ნა. პა­ნე­ლუ­რი შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­მო­ი­ხი­ლა რო­გორც აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პო­ტენ­ცი­ა­ლი, ასე­ვე - სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი.

დის­კუ­სი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ პა­ნე­ლის­ტე­ბი - სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დარ­გში:

  • მაია მე­ლი­ქი­ძე - BTU-ს აფი­ლი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი | კვლე­ვა: „მწვა­ნე ენერ­გი­ის (მზის ენერ­გი­ის) შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი - ბიზ­ნეს მო­დე­ლი“;
  • თორ­ნი­უ­კე ყა­ზა­რაშ­ვი­ლი - ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი;
  • გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლი - გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე;
  • ირაკ­ლი სამ­სახ­რა­ძე - GIZ რე­გი­ო­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი.

„ზო­გა­დად მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჭრილ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ფრი­ად სა­ჭი­როც არის, რად­გან კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს თი­თე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის, ამ შემ­თხვე­ვა­ში ენერ­გე­ტი­კის დარ­გის მნიშ­ვნე­ლო­ბა ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­სა და მო­მა­ვა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის­თვის. უნდა ვე­ცა­დოთ ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­როთ ჩვე­ნი ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად ერ­თად გა­დავ­წყვი­ტოთ რა არის ჩვე­ნი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის და რისი გა­კე­თე­ბა დაგ­ვა­ზი­ა­ნებს.

ენერ­გე­ტი­კა ის მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბაც და ხელ­შე­წყო­ბაც გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სხვა დარ­გე­ბი უფრო მე­ტად გან­ვა­ვი­თა­როთ, შე­სა­ბა­მი­სად დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია არის ერთი მცი­რე­დი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის“ - აცხა­დებს თორ­ნი­კე ყა­ზა­რაშ­ვი­ლი - ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

„ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი ტი­პის დი­ა­ლო­გებს გა­მარ­თვა და ერ­თობ­ლი­ვი მუ­სა­ო­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე - ყვე­ლა ჩარ­თულ­მა მხა­რემ უნდა გა­მოთ­ქვას სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ არის მდი­და­რი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით, თუმ­ცა, სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ეხე­ბა გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ებს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი და ვთვლი, მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ პო­ტენ­ცი­ა­ლის ათ­ვი­სე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს წინ უნდა უძღვო­დეს მსგავ­სი თან­მიმ­დევ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და შეხ­ვედ­რე­ბი ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად, რო­მელ­შიც უნდა ჩა­ერ­თოს რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე - კერ­ძო სექ­ტო­რიც. ჩვენ, კერ­ძო სექ­ტო­რი მზად ვართ, დავ­ხარ­ჯოთ დრო და ენერ­გია მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და დიდი მად­ლო­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს დი­ა­ლო­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის“ - ამ­ბობს გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლი - გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქვე­ყა­ნამ თვა­ლი მი­ა­დევ­ნოს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ დად­გე­ნილ რე­გუ­ლა­ცი­ებს და ამ მხრივ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მარ­თლის ევ­რო­პე­ი­ზა­ცია, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, მო­ი­ცავს ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კუ­ლი წე­სე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის და­ნერგვას მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ჩარ­ჩო და თა­ნა­მე­გობ­რო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, მივ­ყვეთ ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თლის გან­ვი­ტა­რე­ბის რიტმს და ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ავ­სა­ხოთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად. ამი­სათ­ვის კი, ისევ და ისევ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, მათ­თან დი­ა­ლო­გის რე­ჟი­მი და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა - თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა უნდა იგ­რძნოს მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა“ - სა­უბ­რობს ირაკ­ლი სამ­ხა­რა­ძე - GIZ რე­გი­ო­ნუ­ლი ექპერ­ტი.

კონ­ფე­რენ­ცია“ინი­ცი­ა­ტი­ვა 5.0“ მიზ­ნად ისა­ხავს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპე­რი­ტი­ზი­სა და უახ­ლე­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბის, მიღ­წე­ვე­ბი­სა თუ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას ყვე­ლა იმ სექ­ტორ­ში, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და ციფ­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ბიზ­ნე­სის სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და ქვეყ­ნის ინო­ვა­ცი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ინი­ცი­ა­რე­ბა გა­უ­კე­თა პრო­ექტს „ინი­ცი­ა­ტი­ვა 5.0“ რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ქვეყ­ნის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან სექ­ტო­რებს, სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­ხით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო­ე­ბია: ფემ­ტე­ქი, მე­დი­ა­ტე­ქი, სა­მარ­თლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ჯან­დაც­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მე­წარ­მე­ო­ბა, კულ­ტუ­რის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, აგ­რა­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და სხვ.

Covid-19-ის პან­დე­მი­ამ თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­და ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ქვე­ყა­ნას აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცეს­ში.

პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სი­ე­ბის სე­რია "ინი­ცი­ა­ტი­ვა 5.0“ 28 ივ­ნი­სი­დან 1 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა

BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა

„ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პანელური დისკუსია „მწვანე ტექნოლოგიების“/GreenTech-ის მიმართულებით ჩატარდა.

კონფერენციაზე, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩატარდა, განხორციელდა BTU-ს კვლევის წარდგენა. პანელური შეხვედრის მიმდინარეობისას, დამსწრე საზოგადოებამ მიმოიხილა როგორც აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები და პოტენციალი, ასევე - საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები.

დისკუსიას ესწრებოდნენ პანელისტები - საქართველოს წამყვანი სპეციალისტები მწვანე ტექნოლოგიების დარგში:

  • მაია მელიქიძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი | კვლევა: „მწვანე ენერგიის (მზის ენერგიის) შესაძლებლობები - ბიზნეს მოდელი“;
  • თორნიუკე ყაზარაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი;
  • გიორგი აბრამიშვილი - განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე;
  • ირაკლი სამსახრაძე - GIZ რეგიონული ექსპერტი.

„ზოგადად მსგავსი შეხვედრები ფართო საზოგადოების ჭრილში აუცილებელი და ფრიად საჭიროც არის, რადგან კარგად უნდა გვესმოდეს თითეული მიმართულების, ამ შემთხვევაში ენერგეტიკის დარგის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობასა და მომავალი პერსპექტივებისთვის. უნდა ვეცადოთ ყველამ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და გათვითცნობიერებულად ერთად გადავწყვიტოთ რა არის ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და რისი გაკეთება დაგვაზიანებს.

ენერგეტიკა ის მიმართულებაა, რომლის განვითარებაც და ხელშეწყობაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა დარგები უფრო მეტად განვავითაროთ, შესაბამისად დღევანდელი კონფერენცია არის ერთი მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი მწვანე ტექნოლოგიების ათვისების ხელშეწყობისთვის“ - აცხადებს თორნიკე ყაზარაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის დიალოგებს გამართვა და ერთობლივი მუსაობა ცნობიერების ამაღლებაზე - ყველა ჩართულმა მხარემ უნდა გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, თუმცა, სწორედ ამ მიმართულებით, რაც ეხება განახლებად ენერგიებს, საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი და ვთვლი, მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია ამ პოტენციალის ათვისება. ამ ყველაფერს წინ უნდა უძღვოდეს მსგავსი თანმიმდევრული კომუნიკაცია და შეხვედრები ცნობიერების ასამაღლებლად, რომელშიც უნდა ჩაერთოს როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო სექტორიც. ჩვენ, კერძო სექტორი მზად ვართ, დავხარჯოთ დრო და ენერგია მწვანე ტექნოლოგიებზე და დიდი მადლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს დიალოგის შესაძლებლობისთვის“ - ამბობს გიორგი აბრამიშვილი - განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე.

„მნიშვნელოვანია, ქვეყანამ თვალი მიადევნოს ევროკავშირის მიერ დადგენილ რეგულაციებს და ამ მხრივ, განახორციელოს ენერგეტიკის სამართლის ევროპეიზაცია, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ევროპის ენერგეტიკული წესებისა და პრინციპების დანერგვას მიმდინარე საქმიანობაში. ენერგეტიკული გაერთიანების ჩარჩო და თანამეგობრობა საშუალებას მოგვცემს, მივყვეთ ევროკავშირის სამართლის განვიტარების რიტმს და ცვლილებები კანონმდებლობაში ავსახოთ თანმიმდევრულად. ამისათვის კი, ისევ და ისევ, აუცილებელია დარგის სპეციალისტების ჩართულობა, მათთან დიალოგის რეჟიმი და ცნობიერების ამაღლება - თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს მწვანე ტექნოლოგიების მნიშვნელობა“ - საუბრობს ირაკლი სამხარაძე - GIZ რეგიონული ექპერტი.

კონფერენცია“ინიციატივა 5.0“ მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტმა ინიციარება გაუკეთა პროექტს „ინიციატივა 5.0“ რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: ფემტექი, მედიატექი, სამართლის ტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები განათლების ტექნოლოგიები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მეწარმეობა, კულტურის ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები და სხვ.

Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში.

პანელური დისკუსიების სერია ,,ინიციატივა 5.0“ 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება.