მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინსულტის შემდეგ მაინც იმაზე ვფიქრობდი, დაუმთავრებელი არ დამრჩენოდა" - ეპოსი, რომელმაც "ცხოვრება წაიღო“ და გამომცემლის ძიების კიდევ უფრო რთული წლები
"ინსულტის შემდეგ მაინც იმაზე ვფიქრობდი, დაუმთავრებელი არ დამრჩენოდა" - ეპოსი, რომელმაც "ცხოვრება წაიღო“ და გამომცემლის ძიების კიდევ უფრო რთული წლები

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ვრცე­ლი საგ­მი­რო-სა­რა­ინ­დო ეპო­სის, დიდი ირა­ნე­ლი პო­ე­ტის ფირ­დო­უ­სის "შაჰნა­მეს" ქარ­თულ ენა­ზე გა­ცო­ცხლე­ბას ქარ­თველ­მა პო­ეტ­მა და ირა­ნის­ტმა ბელა შალ­ვაშ­ვილ­მა 33 წელი და 2000-მდე უძი­ლო ღამე შე­ა­ლია. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შვი­ლო­ბილ­ზე ხელი არ აუ­ღია, შუა გზა­ზე არ მი­უ­ტო­ვე­ბია, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ამ­ბობს, მისი თარ­გმნა მო­ვა­ლე­ო­ბად ექცა. ასე და­ი­ბა­და ქარ­თუ­ლი "შაჰნა­მეს“ ცხრა­ტო­მე­უ­ლი, რომ­ლის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ტო­მია გა­მო­ცე­მუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნის ბედი კი გა­ურ­კვე­ვე­ლია. "შაჰნა­მეს“ თარ­გმნა მარ­თლა არ იყო იოლი. ახლა ვფიქ­რობ, რა­ტომ შე­ვე­ჭი­დე ამ­ხე­ლა რუ­ტი­ნას. ამ ეპოს­მა მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა წა­ი­ღო.. ამა­სო­ბა­ში 33 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ის 2000 გა­თე­უ­ლი ღა­მეც რომ და­ვი­ან­გა­რი­შოთ, სა­დღაც 40 წლამ­დე გა­მო­დის. ბოლო სტრი­ქო­ნი 2016 წლის 16 ივ­ნისს დავ­წე­რე და ვთქვი, ახლა შე­მიძ­ლია მოვ­კვდე... ვე­რაფ­რით ვი­ფიქ­რებ­დი, რომ თურ­მე მთა­ვა­რი ტან­ჯვა წინ მე­ლო­და“... გვე­უბ­ნე­ბა "ქარ­თვე­ლი ფირ­დო­უ­სი“ და ამ ხან­გრძლივ ეპო­პე­ა­ზე გვიყ­ვე­ბა.

  • "მარ­თა­ლია, ამის­თვის ერთი 30 წელი დაგ­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩე­ბიო“

- ჩემი ლექ­ტო­რე­ბი მე­სა­მე კურ­სი­დან მი­კი­ჟი­ნებ­დნენ, - "შაჰნა­მე“ უნდა თარ­გმნოო. იმ­ხა­ნად, ძა­ლი­ან ხში­რად ვბეჭ­დავ­დი ლექ­სებს "ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­ში“, "მნა­თობ­ში“, "ცის­კარ­ში“ და როცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ვე­დი, აღ­მოჩ­ნდა, რომ უკვე გა­ე­გოთ ჩემი სა­ხე­ლი. ხომ იცით, ახალ­გაზ­რდო­ბა უფრო ლექ­სის­თვის არის. აკი, ამ­ბობს კი­დეც გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე: - "სი­ჭა­ბუ­კე და ლექ­სი ერ­თია“.

პა­ტა­რა ბელა

ქარ­თულ ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე კი შე­ვე­დი, მაგ­რამ და­ვით კო­ბი­ძემ, რო­მე­ლიც ირა­ნის­ტი­კის სული და გული იყო, თა­ვის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­მიყ­ვა­ნა. მერე გა­ირ­კვა, რომ ეს ვაი-ვაგ­ლა­ხით მო­ა­ხერ­ხა - მე­ხუ­თედ რომ შე­სუ­ლა თხოვ­ნით ევ­გე­ნი ხა­რა­ძეს­თან, მა­შინ და­თან­ხმდა თურ­მე ამა­ზე. ბავ­შვო­ბი­დან კი მიყ­ვარ­და სპარ­სუ­ლი პო­ე­ზია, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, ვერ მო­ვე­წყო­ბო­დი. თურ­მე კო­ბი­ძე ეუბ­ნე­ბო­და ხა­რა­ძეს - ეს გოგო ძა­ლი­ან კარგ ლექ­სებს აქ­ვეყ­ნებს, სპარ­სუ­ლი პო­ე­ზი­ი­დან ბევ­რი რამ არის სა­თარ­გმნი და ძა­ლი­ან გა­მოგ­ვად­გე­ბაო. მე­სა­მე კურ­სი­დან ბა­ტონ­მა და­ვით­მა მი­თხრა, ახლა უკვე საკ­მა­რი­სი ლექ­სი­კა გაქვს სპარ­სულ­ში და და­ი­წყე "შაჰნა­მეს“ თარ­გმნაო. სა­ერ­თოდ არ მქონ­და ფირ­დო­უს­ზე წარ­მოდ­გე­ნა, ვი­ცო­დი სპარ­სი პო­ე­ტე­ბი - ხა­ი­ა­მი, ჰა­ფე­ზი და ა.შ. მაგ­რამ ფირ­დო­უ­სის მარ­ტო სა­ხე­ლი გა­მე­გო­ნა და "შაჰნა­მე“ წა­კი­თხუ­ლიც არ მქონ­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წე­სი­ვით იყო, ერ­თმა რომ მი­თხრა თარ­გმნეო, მერე ყვე­ლას ჭკუ­ა­ში და­უჯ­და - კოტე ფა­ღა­ვას, ალექ­სან­დრე გვა­ხა­რი­ას.. მეტ­საც ვი­ტყვი, მე­სა­მე კურ­სზე ჩათ­ვლა გვქონ­და კოტე ფა­ღა­ვას­თან, სულ შვიდ­ნი ვი­ყა­ვით ჯგუფ­ში, ჩემს გარ­და, ყვე­ლა გო­გო­ნას ჩა­უთ­ვა­ლა და მე კი მე­ო­რე დღეს და­მი­ბა­რა. ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, რო­გორ, ჩათ­ვლის ღირ­სი არ ვარ-მეთ­ქი? მი­უს­ვლე­ლო­ბაც ვერ გავ­ბე­დე, მი­ვე­დი და ბა­ტო­ნი კოტე მი­ზეზს მიხ­სნის - იცი, რა­ტომ და­გი­ბა­რე? შენ იმ­დე­ნი ცოდ­ნა გაქვს და ლექ­სი­კა, "შაჰნა­მეს“ თარ­გმნა უნდა და­ი­წყოო. გულ­ში ვფიქ­რობ, ეს ხალ­ხი რას გა­და­მე­კი­და-მეთ­ქი. და­ა­მა­ტა - მარ­თა­ლია, ამის­თვის ერთი 30 წელი დაგ­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩე­ბიო. ჩათ­ვლა, რა თქმა უნდა, და­მი­წე­რა, მოვ­დი­ვარ, და ვფიქ­რობ, ეს ხალ­ხი რამ გა­და­რია, მარ­თლა ვერ მო­ნა­ხეს მთარ­გმნე­ლი, მე რომ არ შე­მა­წუ­ხონ-მეთ­ქი?..

  • "ვა­ხუშ­ტი რჩე­ულ­თა შო­რის რჩე­უ­ლი იყო"

- ვა­ხუშ­ტი იყო ჩემი სა­კურ­სო­ე­ბის და სა­დიპ­ლო­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ის იყო ყვე­ლაფ­რის სული და გული და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბი­დან 5 წელი გა­ვი­და, 1970 წე­ლია, იან­ვრის ბოლო. იმ­ხა­ნად სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი, ზე­მელ­ზე. ჩემ­თან ზეზ­ვა მე­დუ­ლაშ­ვი­ლი მო­ვი­და და მე­უბ­ნე­ბა, ვა­ხუშ­ტი გი­ბა­რებს და ხვალ უნდა მიხ­ვი­დეო. რომ მცოდ­ნო­და, თარ­გმა­ნი უნდა და­ე­ვა­ლე­ბი­ნა, არ წა­ვი­დო­დი. მე­ო­რე დღეს ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ (ას­თმის შე­ტე­ვე­ბი მქონ­და და სულ სას­წრა­ფო­ებს ვი­ძა­ხებ­დი), მა­ინც წა­ვე­დი ვა­ხუშ­ტის­თან. ვა­ხუშ­ტიმ მო­მი­კი­თხა და მე­უბ­ნე­ბა, შავ­ლეგ (ასე მი­ძახ­და), ალ­ბათ იცი, რომ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის 80 ტო­მე­უ­ლი გა­მო­დის და იცო­დე, ერთი ტომი იქ­ნე­ბა სპარ­სუ­ლი პო­ე­ზი­ის, თვალ­სა­ჩი­ნოდ უნდა წარ­მო­ვად­გი­ნოთ ფირ­დო­უ­სი და შენ, რო­გორც ქალს, "ბეჟა­ნი­სა და მა­ნი­ჟეს“ წიგ­ნი შე­გირ­ჩი­ეო. გა­ვა­სავ­სა­ვე ხე­ლე­ბი, არ შე­მიძ­ლია, ვიხ­რჩვე­ბი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ-მეთ­ქი. მკაც­რად მი­თხრა - როცა თარ­გმნას და­ი­წყებ, კარ­გად გახ­დე­ბი, მე არ გე­კი­თხე­ბი, გიბ­რძა­ნე­ბო, იღ­ლი­ა­ში ამომ­ჩა­რა "შაჰნა­მეს“ მე-5 ტომი, რო­მელ­შიც იყო "ბეჟა­ნის და მა­ნი­ჟეს ამ­ბა­ვი“, ოდ­ნავ მი­ბიძ­გა და მი­თხრა, წადი ახლა, 10 სექ­ტემ­ბერს მოხ­ვალ და თარ­გმანს მო­მი­ტა­ნო. გავ­გიჟ­დი, გა­და­ვი­რიე და ვე­უბ­ნე­ბი, აღარც სპარ­სუ­ლი მახ­სოვს-მეთ­ქი. რომ და­ი­წყებ, გა­გახ­სენ­დე­ბაო. წა­მო­ვე­დი ჩემს გზა­ზე და ვფიქ­რობ, რა ვქნა, რა მეშ­ვე­ლე­ბა...უა­რე­სად გავ­ხდი, ყო­ველ დღე სას­წრა­ფო იდგა ჩემს კარ­ზე. სა­დღაც მა­ის­ში, ცოტა უკეთ ვიგ­რძე­ნი თავი, გა­მახ­სენ­და ვა­ხუშ­ტის ბრძა­ნე­ბა და და­ვი­წყე "ბეჟან და მა­ნი­ჟეს“ წიგ­ნის თარ­გმნა. პირ­ვე­ლი 20 ბე­ი­თის­თვის (წყვი­ლი სტრი­ქო­ნი) მთე­ლი 2 კვი­რა დამ­ჭირ­და. სი­მონ ჩი­ქო­ვანს აქვს ასე­თი სტრი­ქო­ნე­ბი - "ლექ­სის და­წყე­ბა ძნე­ლია ისე,/ რო­გორც შე­ნო­ბის სა­ძირ­კვლის ჩაყ­რა“ და მარ­თა­ლი­ცაა... ცუ­დად კი ვარ, მაგ­რამ რა ვუყო ვა­ხუშ­ტის ბრძა­ნე­ბას? ვა­ხუშ­ტი ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სტუ­დენ­ტებ­საც ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და. ლექ­ცი­ა­ზე ის მარ­ტო სპარ­სულს კი არ გვას­წავ­ლი­და, ქარ­თულ და რუ­სულ პო­ე­ზი­ას, ადა­მი­ა­ნო­ბას გვას­წავ­ლი­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი ლექ­ტო­რე­ბი მყავ­და, მაგ­რამ ვა­ხუშ­ტი მათ­ში კი­დევ უფრო გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ერთი სი­ტყვით, მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვა­ხუშ­ტი­ზე გიჟ­დე­ბო­და. რად­გან ვა­ხუშ­ტიმ თარ­გმნა მთხო­ვა, ალ­ბათ და­ი­ნა­ხა ჩემ­ში რა­ღაც...

იო­სებ გრი­შაშ­ვილ­თან ერ­თად

  • "ეგა "პი­სა­წელ­ნი­ცა­აო"

ამა­სო­ბა­ში ღა­მის თე­ვით ვმუ­შა­ობ, არც ას­თმა მა­ძი­ნებს და არც ვა­ხუშ­ტის ბრძა­ნე­ბა. რო­გორც იტყვი­ან, ეშხში შე­ვე­დი, ჩავ­ჯე­ქი... ჩემს ბი­ნას უზარ­მა­ზა­რი ფან­ჯა­რა ჰქონ­და ეზოს მხა­რეს და მთე­ლი კორ­პუ­სე­ბი­დან მი­ყუ­რებ­დნენ. თურ­მე მე­ზობ­ლე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ, - ის ქალი მთე­ლი ღამე მა­გი­დას­თან რას აკე­თებ­სო. ერთი სო­მე­ხი ქალი იყო და უთ­ქვამს, - ეგა "პი­სა­წელ­ნი­ცა­აო“. ვა­ხუშ­ტიმ 10 სექ­ტემ­ბე­რი მომ­ცა ბოლო ვადა და მეც და­პი­რე­ბულ დროს პირ­ნა­თე­ლი მი­ვე­დი და მი­ვუ­ტა­ნე ხელ­ნა­წე­რი. ვა­ხუშ­ტიმ თა­ვი­სი გაბ­ზა­რუ­ლი ხმით ხმა­მაღ­ლა და­ი­წყო კი­თხვა და ვა­ტყობ, სი­ა­მოვ­ნე­ბით კი­თხუ­ლობს.

მერე მო­მი­გო: "აი, შე მა­ი­მუ­ნო, აკი არ შე­გეძ­ლო? ამის მერე, შენ არ გაქვს უფ­ლე­ბა არ გა­აგ­რძე­ლო "შაჰნა­მეს“ თარ­გმნა, დღეს და­ის­ვე­ნე და ხვალ დი­ლი­დან "მა­ნუ­ჩა­რი“ და­ი­წყე". ვუ­თხა­რი, ჩემ­ზე კარ­გი ქარ­თუ­ლიც იცით, სპარ­სუ­ლიც და თქვენ თა­ვად თარ­გმნეთ-მეთ­ქი. არა, შავ­ლეგ, მა­მა­კა­ცი ამას ვერ თარ­გმნი­სო. წლებ­მა და­მიმ­ტკი­ცა, რომ ვა­ხუშ­ტი "შაჰნა­მეს“ ვერ თარ­გმნი­და. ვა­ხუშ­ტი იყო გე­ნი­ა­ლუ­რი მთარ­გმნე­ლი ხა­ი­ა­მის, ჰა­ფე­ზის, ჯა­ლა­ლე­დინ რუ­მის, რუ­და­ქის, რილ­კე­სი, რუსი პო­ე­ტე­ბის, მაგ­რამ ეპოსს ვერ თარ­გმნი­და და იცით, რა­ტომ? მე თითო ბე­ით­ზე თავ­ზე დამ­თე­ნე­ბია და ასე­თი იყო 2000-ზე მეტი ღამე. ვა­ხუშ­ტი ამას ვერ იზამ­და, თა­ნაც ქა­ლე­ბი ეტა­ნე­ბოდ­ნენ ძა­ლი­ან და მი­თხრა კი­დეც - მა­მა­კა­ცი ამას ვერ თარ­გმნის, იქით ქალი, აქეთ - ღვი­ნოო. ასე თან­და­თან, ირა­ნელ მე­ფე­თა ცხოვ­რე­ბის თარ­გმნა ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბად იქცა...

  • “ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემს იმედ­ზე ნუ მოკ­ვდე­ბი”

მერე და მერე ფეხი ავიდ­გი და ირა­ნის სა­ელ­ჩო­ში გავ­ბე­დე მის­ვლა. იქ კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, ატა­შე იყო ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ეჰ­სან ხა­ზაი. რო­დე­საც მას ვუ­თხა­რი, ვა­ხუშ­ტიმ ასე მი­თხრა, დღეს და­ის­ვე­ნე და ხვალ "მა­ნუ­ჩა­რი“ და­ი­წყეო, ამა­ზე სი­ცი­ლით მოკ­ვდა. მერე, ხა­ზა­იმ გა­მოს­ცა რჩე­უ­ლი თარ­გმა­ნე­ბის 1000 გვერ­დი­ა­ნი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი წიგ­ნი (რო­მელ­შიც ჩემი თარ­გმა­ნე­ბიც შე­ვი­და) და მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მი­თხრა, არ და­გა­ვი­წყდეს ის თქვი, რაც ვა­ხუშ­ტიმ გი­თხრაო. 2011 წელს გა­მო­ი­ცა "შაჰნა­მეს" ის ნა­წი­ლი, რაც მქონ­და ნა­თარ­გმნი (40 000 სტრი­ქო­ნი), ირან­ში წლის წიგ­ნის პრი­ზი მი­ი­ღო და ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა სი­გე­ლიც გა­მო­მიგ­ზავ­ნა.

ვაგ­რძე­ლებ და ვაგ­რძე­ლებ თარ­გმნას და 2015 წლის 28 დე­კემ­ბერს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტი და­მე­მარ­თა. ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ექი­მე­ბიც თან გა­დამ­ყვნენ... ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ოთახ­ში ძლივს დავ­ღო­ღავ­დი და ვფიქ­რობ­დი, მა­ინც ვერ გა­დავ­რჩე­ბი და იმი­სი თავი კი მქონ­და, ნე­ტა­ვი, რამ­დე­ნი დამ­რჩა "შაჰნა­მე“-მეთ­ქი, მა­ინც იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი არ დამ­რჩე­ნო­და. ირა­ნისტსა და პო­ეტს, შე­სა­ნიშ­ნავ პი­როვ­ნე­ბას, ნო­მა­დი ბარ­თა­ი­ას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, მე კი გა­მო­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, მაგ­რამ ეტყო­ბა, მა­ინც ვერ გა­დავ­რჩე­ბი-მეთ­ქი. და­ვით­ვა­ლე და 400 სტრი­ქო­ნიც არ იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ვთხო­ვე, თუ ძმა ხარ, "შაჰნა­მე“ და­მიმ­თავ­რე-მეთ­ქი. იცით, რა მი­თხრა? - არა, ბელა, შენი ჭი­რი­მე, არ შე­მიძ­ლია. იცო­დე, მე მა­გას ვერ ვთარ­გმნი, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემს იმედ­ზე ნუ მოკ­ვდე­ბიო. კარგა ხნის მერე მი­თხრა, მე რომ მარ­თლა მე­თარ­გმნა, შენ მა­შინ მოკ­ვდე­ბო­დიო...

  • "ამ ეპოს­მა მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა წა­ი­ღო"

"შაჰნა­მეს“ თარ­გმნა მარ­თლა არ იყო იოლი. ახლა ვფიქ­რობ, რა­ტომ შე­ვე­ჭი­დე ამ­ხე­ლა რუ­ტი­ნას. ამ ეპოს­მა მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა წა­ი­ღო.. "შაჰნა­მე“ სპარ­სე­ლე­ბის­თვის უფრო მე­ტია, ვიდ­რე - ყუ­რა­ნი. "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ არის ასე­თი სტრი­ქო­ნი: "ის­რი­თა მოჰ­კლის ნა­დი­რი, როს­ტო­მის მკლა­ვუგ­რძე­სი­თა“. შოთა რუს­თა­ვე­ლი ახ­სე­ნებს როს­ტომს, რო­მე­ლიც "შაჰნა­მეს“ მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რია, ფა­ლა­ვა­ნი. ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპო­სი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მით უფრო - საგ­მი­რო ეპო­სი და "შაჰნა­მეც“ მათ­თვის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რაც თუნ­დაც, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ამ ერთი სტრი­ქო­ნი­დან ჩანს."შაჰნა­მეს" გა­მო­ცე­მას აქვს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ისე­ვე, რო­გორც "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ითარ­გმნე­ბა სხვა­თა ენა­ზე და ის მარ­ტო ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბა არ არის, ასე­ვეა "შაჰნა­მეც".

  • "თით­ქოს რა­ღა­ცით ჰგავს ჩემი ბედი ფირ­დო­უ­სი­სას"

ამა­სო­ბა­ში 33 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ის 2000 გა­თე­უ­ლი ღა­მეც რომ და­ვი­ან­გა­რი­შოთ, სა­დღაც 40 წლამ­დე გა­მო­დის. ბოლო სტრი­ქო­ნი 2016 წლის 16 ივ­ნისს დავ­წე­რე და ვთქვი, ახლა შე­მიძ­ლია მოვ­კვდე... ვე­რაფ­რით ვი­ფიქ­რებ­დი, რომ თურ­მე მთა­ვა­რი ტან­ჯვა წინ მე­ლო­და - და­ვე­ძებ ადა­მი­ანს, და­ვე­ძებ გა­მომ­ცემ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ჩემს ცხრა­ტო­მე­ულს გა­მოს­ცემს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "მე­რი­დი­ან­მა“ თა­ვის თავ­ზე აიღო "შაჰნა­მეს“ გა­მო­ცე­მა, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და, ვერც ვამ­ტყუ­ნებ, შე­იძ­ლე­ბა მას არც ეყო ფი­ნან­სე­ბი. თით­ქოს რა­ღა­ცით ჰგავს ჩემი ბედი ფირ­დო­უ­სი­სას - მას უნ­დო­და კა­რის პო­ე­ტი ყო­ფი­ლი­ყო, მი­ვი­და და მაჰ­მუდ ღაზ­ნელს უთხრა, და­ვამ­თავ­რე "შაჰნა­მეო“. ღაზ­ნე­ლი წარ­მო­შო­ბით თურ­ქი იყო და, მან შარი მო­უ­დო, - ში­ი­ტი ხარ, წადი, თო­რემ ვბრძა­ნებ, სპი­ლოს ფეხ­ქვეშ და­გაგ­დო­ნო. წა­მო­ვი­და ფირ­დო­უ­სი, კაც­მა არ იცის, სად გა­და­იხ­ვე­წა და უკვე ხან­ში შე­სუ­ლი დაბ­რუნ­და ირან­ში.

გა­ვი­ხე­დოთ და, ფირ­დო­უ­სის უარ­მყო­ფე­ლი, მაჰ­მუდ ღაზ­ნე­ლი ირა­ნი­დან ბრუნ­დე­ბა, ერთი ციხე-სი­მაგ­რე და­ი­ნა­ხა და მის მფლო­ბელს შე­უთ­ვა­ლა, - დამ­მორ­ჩილ­დიო. მერე ჰკი­თხა პა­სუ­ხი მის ვაჟს და ლექ­სად უთხრა ვა­ზირ­მა - "თუ უპა­სუ­ხო მო­ვის­მი­ნე პა­სუ­ხი შენი, მა­შინ მე­ფეო, მო­და­ვე­ებს ხმა­ლი­ღა შვე­ნით“ (ესეც ჩემი თარ­გმა­ნია). ღაზ­ნელს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ეს სტრი­ქო­ნი და ავ­ტო­რი იკი­თხა. უთხრეს, ფირ­დო­უ­სი­სა­აო და სინ­დი­სის ქენ­ჯნა იგ­რძნო, ღაზ­ნა­ში რომ ჩა­ვი­და, 120 ათა­სი დი­ნა­რი და უამ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მელ­შიც აუ­ა­რე­ბა რამ შე­დი­ო­და, გა­უგ­ზავ­ნა ფირ­დო­უსს. როცა ქა­ლა­ქის კა­რიბ­ჭე­ში დატ­ვირ­თუ­ლი აქ­ლე­მე­ბის ქა­რა­ვა­ნი შე­ვი­და, მე­ო­რე მხრი­დან ფირ­დო­უ­სის კუბო გაჰ­ქონ­დათ...

ამი­ტომ ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ მე ფირ­დო­უ­სის ბედი მერ­გო-მეთ­ქი... სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც უამ­რა­ვი ბიზ­ნეს­მე­ნი და მდი­და­რი კა­ცია, რო­გორ არა­ვინ გა­მოჩ­ნდა, "შაჰნა­მეს“ ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი გა­მო­ე­ცა. თავ­და­პირ­ვე­ლად, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მი­ვა­კი­თხე, სა­ი­და­ნაც უა­რით გა­მო­მის­ტუმ­რეს - ამის გა­მო­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გაგ­ვაჩ­ნი­აო. მერე ავ­დე­ქი და ოჯახ­თან ერ­თად ავე­დი დუ­შეთ­ში, იმ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან. ვი­ცო­დი, არა­ვინ შე­მიშ­ვებ­და, ამი­ტომ წე­რი­ლი და­ვუ­წე­რე და დაც­ვის ბი­ჭებს გა­და­ვე­ცი, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია. სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ ბა­ტონ-პატ­რონ­საც მივ­წე­რე, მაგ­რამ არ გა­მომ­ხმა­უ­რე­ბია - ლა­პა­რა­კია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე.

  • "მინ­და, მის გა­მო­ცე­მას მო­ვეს­წრო"

ასე­თია ჩემი ამ­ბე­ბი... ამა­სო­ბა­ში, სამ­ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, "შაჰნა­მეს“ მხო­ლოდ ერთი ტო­მია გა­მო­ცე­მუ­ლი, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. მე­გო­ნა, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 6 ტომი მა­ინც გა­მო­ვი­დო­და. ამას უნდა თან­ხე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც არ გვაქვს. უც­ნა­ურს გე­ტყვით: ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და­ად­გი­ნა, რომ "შაჰნა­მე“ მსოფ­ლი­ო­ში თით­ქმის ყვე­ლა ენა­ზეა თარ­გმნი­ლი, მაგ­რამ ყველ­გან თურ­მე რამ­დე­ნი­მე კაცი თარ­გმნი­და მას. აღ­მოჩ­ნდა, რომ მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ვარ, ვინც მარ­ტომ თარ­გმნა ეპო­სი. ირა­ნის­ტე­ბი გიჟ­დე­ბი­ან ჩემს ნა­მუ­შე­ვარ­ზე იმი­ტომ, რომ აქამ­დე მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბი იყო. ვერ­სია ხომ კლა­სი­კუ­რი ტექ­სტი არ არის... სულ მახ­სენ­დე­ბა ცხო­ნე­ბუ­ლი კოტე ფა­ღა­ვა - "შაჰნა­მეს“ 30 წელი კი დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩე­ბიო. ვიდ­რე წა­ვალ, მინ­და მის გა­მო­ცე­მას მო­ვეს­წრო...

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
1

ჩვენი ბიზნესმენები ხომ ფულზე არიან ორიენტირებული და არა ქვეყნის ინტელექტუალურ წინსვლაზე.

soso
0

საუკეთესო მთარგმნელი და ძალიან კარგი პიროვნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ინსულტის შემდეგ მაინც იმაზე ვფიქრობდი, დაუმთავრებელი არ დამრჩენოდა" - ეპოსი, რომელმაც "ცხოვრება წაიღო“ და გამომცემლის ძიების კიდევ უფრო რთული წლები

"ინსულტის შემდეგ მაინც იმაზე ვფიქრობდი, დაუმთავრებელი არ დამრჩენოდა" - ეპოსი, რომელმაც "ცხოვრება წაიღო“ და გამომცემლის ძიების კიდევ უფრო რთული წლები

მსოფლიოში ყველაზე ვრცელი საგმირო-სარაინდო ეპოსის, დიდი ირანელი პოეტის ფირდოუსის "შაჰნამეს" ქართულ ენაზე გაცოცხლებას ქართველმა პოეტმა და ირანისტმა ბელა შალვაშვილმა 33 წელი და 2000-მდე უძილო ღამე შეალია. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, შვილობილზე ხელი არ აუღია, შუა გზაზე არ მიუტოვებია, ვინაიდან, როგორც ამბობს, მისი თარგმნა მოვალეობად ექცა. ასე დაიბადა ქართული "შაჰნამეს“ ცხრატომეული, რომლის მხოლოდ პირველი ტომია გამოცემული, დანარჩენის ბედი კი გაურკვეველია. "შაჰნამეს“ თარგმნა მართლა არ იყო იოლი. ახლა ვფიქრობ, რატომ შევეჭიდე ამხელა რუტინას. ამ ეპოსმა მთელი ჩემი ცხოვრება წაიღო.. ამასობაში 33 წელი გავიდა, მაგრამ ის 2000 გათეული ღამეც რომ დავიანგარიშოთ, სადღაც 40 წლამდე გამოდის. ბოლო სტრიქონი 2016 წლის 16 ივნისს დავწერე და ვთქვი, ახლა შემიძლია მოვკვდე... ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ თურმე მთავარი ტანჯვა წინ მელოდა“... გვეუბნება "ქართველი ფირდოუსი“ და ამ ხანგრძლივ ეპოპეაზე გვიყვება.

  • "მართალია, ამისთვის ერთი 30 წელი დაგჭირდება, მაგრამ ისტორიაში დარჩებიო“

- ჩემი ლექტორები მესამე კურსიდან მიკიჟინებდნენ, - "შაჰნამე“ უნდა თარგმნოო. იმხანად, ძალიან ხშირად ვბეჭდავდი ლექსებს "ლიტერატურულ საქართველოში“, "მნათობში“, "ცისკარში“ და როცა უნივერსიტეტში შევედი, აღმოჩნდა, რომ უკვე გაეგოთ ჩემი სახელი. ხომ იცით, ახალგაზრდობა უფრო ლექსისთვის არის. აკი, ამბობს კიდეც გიორგი ლეონიძე: - "სიჭაბუკე და ლექსი ერთია“.

პატარა ბელა

ქართულ ფილოლოგიურზე კი შევედი, მაგრამ დავით კობიძემ, რომელიც ირანისტიკის სული და გული იყო, თავის ფაკულტეტზე გადამიყვანა. მერე გაირკვა, რომ ეს ვაი-ვაგლახით მოახერხა - მეხუთედ რომ შესულა თხოვნით ევგენი ხარაძესთან, მაშინ დათანხმდა თურმე ამაზე. ბავშვობიდან კი მიყვარდა სპარსული პოეზია, მაგრამ რატომღაც მეგონა, ვერ მოვეწყობოდი. თურმე კობიძე ეუბნებოდა ხარაძეს - ეს გოგო ძალიან კარგ ლექსებს აქვეყნებს, სპარსული პოეზიიდან ბევრი რამ არის სათარგმნი და ძალიან გამოგვადგებაო. მესამე კურსიდან ბატონმა დავითმა მითხრა, ახლა უკვე საკმარისი ლექსიკა გაქვს სპარსულში და დაიწყე "შაჰნამეს“ თარგმნაო. საერთოდ არ მქონდა ფირდოუსზე წარმოდგენა, ვიცოდი სპარსი პოეტები - ხაიამი, ჰაფეზი და ა.შ. მაგრამ ფირდოუსის მარტო სახელი გამეგონა და "შაჰნამე“ წაკითხულიც არ მქონდა. უნივერსიტეტში წესივით იყო, ერთმა რომ მითხრა თარგმნეო, მერე ყველას ჭკუაში დაუჯდა - კოტე ფაღავას, ალექსანდრე გვახარიას.. მეტსაც ვიტყვი, მესამე კურსზე ჩათვლა გვქონდა კოტე ფაღავასთან, სულ შვიდნი ვიყავით ჯგუფში, ჩემს გარდა, ყველა გოგონას ჩაუთვალა და მე კი მეორე დღეს დამიბარა. ძალიან გავბრაზდი, როგორ, ჩათვლის ღირსი არ ვარ-მეთქი? მიუსვლელობაც ვერ გავბედე, მივედი და ბატონი კოტე მიზეზს მიხსნის - იცი, რატომ დაგიბარე? შენ იმდენი ცოდნა გაქვს და ლექსიკა, "შაჰნამეს“ თარგმნა უნდა დაიწყოო. გულში ვფიქრობ, ეს ხალხი რას გადამეკიდა-მეთქი. დაამატა - მართალია, ამისთვის ერთი 30 წელი დაგჭირდება, მაგრამ ისტორიაში დარჩებიო. ჩათვლა, რა თქმა უნდა, დამიწერა, მოვდივარ, და ვფიქრობ, ეს ხალხი რამ გადარია, მართლა ვერ მონახეს მთარგმნელი, მე რომ არ შემაწუხონ-მეთქი?..

  • "ვახუშტი რჩეულთა შორის რჩეული იყო"

- ვახუშტი იყო ჩემი საკურსოების და სადიპლომოს ხელმძღვანელი, ის იყო ყველაფრის სული და გული და უნივერსიტეტში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. უნივერსიტეტის დამთავრებიდან 5 წელი გავიდა, 1970 წელია, იანვრის ბოლო. იმხანად სარაჯიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ზემელზე. ჩემთან ზეზვა მედულაშვილი მოვიდა და მეუბნება, ვახუშტი გიბარებს და ხვალ უნდა მიხვიდეო. რომ მცოდნოდა, თარგმანი უნდა დაევალებინა, არ წავიდოდი. მეორე დღეს ძალიან ცუდად ვარ (ასთმის შეტევები მქონდა და სულ სასწრაფოებს ვიძახებდი), მაინც წავედი ვახუშტისთან. ვახუშტიმ მომიკითხა და მეუბნება, შავლეგ (ასე მიძახდა), ალბათ იცი, რომ მსოფლიო ლიტერატურის 80 ტომეული გამოდის და იცოდე, ერთი ტომი იქნება სპარსული პოეზიის, თვალსაჩინოდ უნდა წარმოვადგინოთ ფირდოუსი და შენ, როგორც ქალს, "ბეჟანისა და მანიჟეს“ წიგნი შეგირჩიეო. გავასავსავე ხელები, არ შემიძლია, ვიხრჩვები, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი. მკაცრად მითხრა - როცა თარგმნას დაიწყებ, კარგად გახდები, მე არ გეკითხები, გიბრძანებო, იღლიაში ამომჩარა "შაჰნამეს“ მე-5 ტომი, რომელშიც იყო "ბეჟანის და მანიჟეს ამბავი“, ოდნავ მიბიძგა და მითხრა, წადი ახლა, 10 სექტემბერს მოხვალ და თარგმანს მომიტანო. გავგიჟდი, გადავირიე და ვეუბნები, აღარც სპარსული მახსოვს-მეთქი. რომ დაიწყებ, გაგახსენდებაო. წამოვედი ჩემს გზაზე და ვფიქრობ, რა ვქნა, რა მეშველება...უარესად გავხდი, ყოველ დღე სასწრაფო იდგა ჩემს კარზე. სადღაც მაისში, ცოტა უკეთ ვიგრძენი თავი, გამახსენდა ვახუშტის ბრძანება და დავიწყე "ბეჟან და მანიჟეს“ წიგნის თარგმნა. პირველი 20 ბეითისთვის (წყვილი სტრიქონი) მთელი 2 კვირა დამჭირდა. სიმონ ჩიქოვანს აქვს ასეთი სტრიქონები - "ლექსის დაწყება ძნელია ისე,/ როგორც შენობის საძირკვლის ჩაყრა“ და მართალიცაა... ცუდად კი ვარ, მაგრამ რა ვუყო ვახუშტის ბრძანებას? ვახუშტი ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო უნივერსიტეტში, სტუდენტებსაც ძალიან გვიყვარდა. ლექციაზე ის მარტო სპარსულს კი არ გვასწავლიდა, ქართულ და რუსულ პოეზიას, ადამიანობას გვასწავლიდა. გამორჩეული ლექტორები მყავდა, მაგრამ ვახუშტი მათში კიდევ უფრო გამორჩეული იყო. ერთი სიტყვით, მთელი უნივერსიტეტი ვახუშტიზე გიჟდებოდა. რადგან ვახუშტიმ თარგმნა მთხოვა, ალბათ დაინახა ჩემში რაღაც...

იოსებ გრიშაშვილთან ერთად

  • "ეგა "პისაწელნიცააო"

ამასობაში ღამის თევით ვმუშაობ, არც ასთმა მაძინებს და არც ვახუშტის ბრძანება. როგორც იტყვიან, ეშხში შევედი, ჩავჯექი... ჩემს ბინას უზარმაზარი ფანჯარა ჰქონდა ეზოს მხარეს და მთელი კორპუსებიდან მიყურებდნენ. თურმე მეზობლები კითხულობდნენ, - ის ქალი მთელი ღამე მაგიდასთან რას აკეთებსო. ერთი სომეხი ქალი იყო და უთქვამს, - ეგა "პისაწელნიცააო“. ვახუშტიმ 10 სექტემბერი მომცა ბოლო ვადა და მეც დაპირებულ დროს პირნათელი მივედი და მივუტანე ხელნაწერი. ვახუშტიმ თავისი გაბზარული ხმით ხმამაღლა დაიწყო კითხვა და ვატყობ, სიამოვნებით კითხულობს.

მერე მომიგო: "აი, შე მაიმუნო, აკი არ შეგეძლო? ამის მერე, შენ არ გაქვს უფლება არ გააგრძელო "შაჰნამეს“ თარგმნა, დღეს დაისვენე და ხვალ დილიდან "მანუჩარი“ დაიწყე". ვუთხარი, ჩემზე კარგი ქართულიც იცით, სპარსულიც და თქვენ თავად თარგმნეთ-მეთქი. არა, შავლეგ, მამაკაცი ამას ვერ თარგმნისო. წლებმა დამიმტკიცა, რომ ვახუშტი "შაჰნამეს“ ვერ თარგმნიდა. ვახუშტი იყო გენიალური მთარგმნელი ხაიამის, ჰაფეზის, ჯალალედინ რუმის, რუდაქის, რილკესი, რუსი პოეტების, მაგრამ ეპოსს ვერ თარგმნიდა და იცით, რატომ? მე თითო ბეითზე თავზე დამთენებია და ასეთი იყო 2000-ზე მეტი ღამე. ვახუშტი ამას ვერ იზამდა, თანაც ქალები ეტანებოდნენ ძალიან და მითხრა კიდეც - მამაკაცი ამას ვერ თარგმნის, იქით ქალი, აქეთ - ღვინოო. ასე თანდათან, ირანელ მეფეთა ცხოვრების თარგმნა ჩემს მოვალეობად იქცა...

  • “ძალიან გთხოვ, ჩემს იმედზე ნუ მოკვდები”

მერე და მერე ფეხი ავიდგი და ირანის საელჩოში გავბედე მისვლა. იქ კულტურის განყოფილების გამგე, ატაშე იყო ძალიან ღირსეული პიროვნება, ლიტერატურის დიდი მოყვარული ეჰსან ხაზაი. როდესაც მას ვუთხარი, ვახუშტიმ ასე მითხრა, დღეს დაისვენე და ხვალ "მანუჩარი“ დაიწყეო, ამაზე სიცილით მოკვდა. მერე, ხაზაიმ გამოსცა რჩეული თარგმანების 1000 გვერდიანი ძალიან ძვირფასი წიგნი (რომელშიც ჩემი თარგმანებიც შევიდა) და მის პრეზენტაციაზე მითხრა, არ დაგავიწყდეს ის თქვი, რაც ვახუშტიმ გითხრაო. 2011 წელს გამოიცა "შაჰნამეს" ის ნაწილი, რაც მქონდა ნათარგმნი (40 000 სტრიქონი), ირანში წლის წიგნის პრიზი მიიღო და ირანის პრეზიდენტმა სიგელიც გამომიგზავნა.

ვაგრძელებ და ვაგრძელებ თარგმნას და 2015 წლის 28 დეკემბერს, მოულოდნელად, იშემიური ინსულტი დამემართა. ძალიან მალე გამოვედი მდგომარეობიდან, ექიმებიც თან გადამყვნენ... ძალიან დასუსტებული ვიყავი, ოთახში ძლივს დავღოღავდი და ვფიქრობდი, მაინც ვერ გადავრჩები და იმისი თავი კი მქონდა, ნეტავი, რამდენი დამრჩა "შაჰნამე“-მეთქი, მაინც იმაზე ვფიქრობდი, დაუმთავრებელი არ დამრჩენოდა. ირანისტსა და პოეტს, შესანიშნავ პიროვნებას, ნომადი ბართაიას დავურეკე და ვუთხარი, მე კი გამოვედი საავადმყოფოდან, მაგრამ ეტყობა, მაინც ვერ გადავრჩები-მეთქი. დავითვალე და 400 სტრიქონიც არ იყო დარჩენილი, ვთხოვე, თუ ძმა ხარ, "შაჰნამე“ დამიმთავრე-მეთქი. იცით, რა მითხრა? - არა, ბელა, შენი ჭირიმე, არ შემიძლია. იცოდე, მე მაგას ვერ ვთარგმნი, ძალიან გთხოვ, ჩემს იმედზე ნუ მოკვდებიო. კარგა ხნის მერე მითხრა, მე რომ მართლა მეთარგმნა, შენ მაშინ მოკვდებოდიო...

  • "ამ ეპოსმა მთელი ჩემი ცხოვრება წაიღო"

"შაჰნამეს“ თარგმნა მართლა არ იყო იოლი. ახლა ვფიქრობ, რატომ შევეჭიდე ამხელა რუტინას. ამ ეპოსმა მთელი ჩემი ცხოვრება წაიღო.. "შაჰნამე“ სპარსელებისთვის უფრო მეტია, ვიდრე - ყურანი. "ვეფხისტყაოსანში“ არის ასეთი სტრიქონი: "ისრითა მოჰკლის ნადირი, როსტომის მკლავუგრძესითა“. შოთა რუსთაველი ახსენებს როსტომს, რომელიც "შაჰნამეს“ მთავარი მოქმედი გმირია, ფალავანი. ძველ საქართველოში ეპოსი უფრო პოპულარული იყო, მით უფრო - საგმირო ეპოსი და "შაჰნამეც“ მათთვის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი უნდა ყოფილიყო, რაც თუნდაც, "ვეფხისტყაოსნის“ ამ ერთი სტრიქონიდან ჩანს."შაჰნამეს" გამოცემას აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ისევე, როგორც "ვეფხისტყაოსანი" ითარგმნება სხვათა ენაზე და ის მარტო ჩვენი საკუთრება არ არის, ასევეა "შაჰნამეც".

  • "თითქოს რაღაცით ჰგავს ჩემი ბედი ფირდოუსისას"

ამასობაში 33 წელი გავიდა, მაგრამ ის 2000 გათეული ღამეც რომ დავიანგარიშოთ, სადღაც 40 წლამდე გამოდის. ბოლო სტრიქონი 2016 წლის 16 ივნისს დავწერე და ვთქვი, ახლა შემიძლია მოვკვდე... ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ თურმე მთავარი ტანჯვა წინ მელოდა - დავეძებ ადამიანს, დავეძებ გამომცემლობას, რომელიც ჩემს ცხრატომეულს გამოსცემს. გამომცემლობა "მერიდიანმა“ თავის თავზე აიღო "შაჰნამეს“ გამოცემა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ვერც ვამტყუნებ, შეიძლება მას არც ეყო ფინანსები. თითქოს რაღაცით ჰგავს ჩემი ბედი ფირდოუსისას - მას უნდოდა კარის პოეტი ყოფილიყო, მივიდა და მაჰმუდ ღაზნელს უთხრა, დავამთავრე "შაჰნამეო“. ღაზნელი წარმოშობით თურქი იყო და, მან შარი მოუდო, - შიიტი ხარ, წადი, თორემ ვბრძანებ, სპილოს ფეხქვეშ დაგაგდონო. წამოვიდა ფირდოუსი, კაცმა არ იცის, სად გადაიხვეწა და უკვე ხანში შესული დაბრუნდა ირანში.

გავიხედოთ და, ფირდოუსის უარმყოფელი, მაჰმუდ ღაზნელი ირანიდან ბრუნდება, ერთი ციხე-სიმაგრე დაინახა და მის მფლობელს შეუთვალა, - დამმორჩილდიო. მერე ჰკითხა პასუხი მის ვაჟს და ლექსად უთხრა ვაზირმა - "თუ უპასუხო მოვისმინე პასუხი შენი, მაშინ მეფეო, მოდავეებს ხმალიღა შვენით“ (ესეც ჩემი თარგმანია). ღაზნელს ძალიან მოეწონა ეს სტრიქონი და ავტორი იკითხა. უთხრეს, ფირდოუსისააო და სინდისის ქენჯნა იგრძნო, ღაზნაში რომ ჩავიდა, 120 ათასი დინარი და უამრავი ქონება, რომელშიც აუარება რამ შედიოდა, გაუგზავნა ფირდოუსს. როცა ქალაქის კარიბჭეში დატვირთული აქლემების ქარავანი შევიდა, მეორე მხრიდან ფირდოუსის კუბო გაჰქონდათ...

ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ მე ფირდოუსის ბედი მერგო-მეთქი... საქართველოში, სადაც უამრავი ბიზნესმენი და მდიდარი კაცია, როგორ არავინ გამოჩნდა, "შაჰნამეს“ ქართული თარგმანი გამოეცა. თავდაპირველად, კულტურის სამინისტროს მივაკითხე, საიდანაც უარით გამომისტუმრეს - ამის გამოცემის შესაძლებლობა არ გაგვაჩნიაო. მერე ავდექი და ოჯახთან ერთად ავედი დუშეთში, იმჟამინდელ პრეზიდენტ მარგველაშვილთან. ვიცოდი, არავინ შემიშვებდა, ამიტომ წერილი დავუწერე და დაცვის ბიჭებს გადავეცი, თუმცა პასუხი არ მიმიღია. საქართველოს დღევანდელ ბატონ-პატრონსაც მივწერე, მაგრამ არ გამომხმაურებია - ლაპარაკია ბიძინა ივანიშვილზე.

  • "მინდა, მის გამოცემას მოვესწრო"

ასეთია ჩემი ამბები... ამასობაში, სამნახევარი წლის განმავლობაში, "შაჰნამეს“ მხოლოდ ერთი ტომია გამოცემული, რასაც ძალიან განვიცდი. მეგონა, რომ ამ ხნის განმავლობაში 6 ტომი მაინც გამოვიდოდა. ამას უნდა თანხები და სახელმწიფო, რომელიც არ გვაქვს. უცნაურს გეტყვით: ჩემმა მეგობარმა დაადგინა, რომ "შაჰნამე“ მსოფლიოში თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი, მაგრამ ყველგან თურმე რამდენიმე კაცი თარგმნიდა მას. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში პირველი ვარ, ვინც მარტომ თარგმნა ეპოსი. ირანისტები გიჟდებიან ჩემს ნამუშევარზე იმიტომ, რომ აქამდე მხოლოდ ვერსიები იყო. ვერსია ხომ კლასიკური ტექსტი არ არის... სულ მახსენდება ცხონებული კოტე ფაღავა - "შაჰნამეს“ 30 წელი კი დასჭირდება, მაგრამ ისტორიაში დარჩებიო. ვიდრე წავალ, მინდა მის გამოცემას მოვესწრო...

"არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ" - ნინო ლომჯარია

"ნაძვნარი, გადაკიდებული აივნები არაგვზე, ულამაზესი ხედები..." - როგორ გამოიყურება სახლი წიწამურში, რომელიც 6 მლნ ლარზე მეტი ღირს

"ჩვენთანაც ცვლილება შევა "ფაიზერის" შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება" - ამირან გამყრელიძე