პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ ქვეყანა არ გიყვართ - ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, რომ დაიღალნენ "ნაცმოძრაობის" ჩივილით ჩვენზე" - პრემიერი
"თქვენ ქვეყანა არ გიყვართ - ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, რომ დაიღალნენ "ნაცმოძრაობის" ჩივილით ჩვენზე" - პრემიერი

თქვენ ქვე­ყა­ნა არ გი­ყავ­რთ, მე­გობ­რე­ბო! რო­გორ სა­უბ­რობთ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ზე?!, - ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, მმარ­თველ გუნდს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლი აქვს, თუმ­ცა ოპო­ზი­ცი­ას­თან ამის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­დავს.

„არა­ერ­თი გა­მომ­სვე­ლი, მათ შო­რის ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ვა­შა­ძე და ქალ­ბა­ტო­ნი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი გა­მო­ვიდ­ნენ და ქვე­ყა­ნა მო­იხ­სე­ნი­ეს შემ­დე­გი ეპი­თე­ტე­ბით: „ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი ქვე­ყა­ნა“, „ჩამ­პა­ლი ქვე­ყა­ნა“. თქვენ ქვე­ყა­ნა არ გიყ­ვართ მე­გობ­რე­ბო. რო­გორ სა­უბ­რობთ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ზე?! ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს გა­ვერ­თი­ან­დეთ, მაგ­რამ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ ამ ოპო­ზი­ცი­ას­თან, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ჩვენ „ნა­ცი­ო­ან­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ. ქვე­ყა­ნა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ში ამ­ყო­ფეს, პა­სუ­ხი არ გა­უ­ცი­ათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ბის­თვის, რა­ტომ და­ა­ზი­ა­ნეს ჩენი სა­ხელ­მწი­ფო.

იცით, რას მე­უბ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი? - მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ისი­ნი და­ი­ღალ­ნენ „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბის ჩი­ვი­ლით ჩვენ­ზე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრობ­ლე­მებ­ზე, რე­ა­ლუ­რად იმა­ზე, რომ აქ რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. მო­ვიყ­ვა­ნეთ რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი, ღიად გა­აჟ­ღე­რეს, რომ თურ­მე მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა არ არის მზად, რომ გახ­დეს ნატო-ს წევ­რი. შე­ვახ­სე­ნებთ კი­დევ ერთხელ მათ, რომ ისი­ნი თავ­გა­მო­დე­ბით ითხოვ­დნენ, არ მი­ე­ცათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მი. ჩვენ ამას მი­ვაღ­წი­ეთ და კი­დევ უფრო მეტს მი­ვაღ­წევთ, მი­უ­ხე­და­ვად თქვე­ნი მავ­ნებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა. ეს არის მავ­ნებ­ლო­ბა. ეს მავ­ნებ­ლო­ბა უნდა და­ამ­თავ­როთ იმი­ტომ, რომ ასე ქვე­ყა­ნა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა.

სა­უბ­რობ­დნენ, რომ პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ნამ­დვი­ლად ასე. ბა­ტო­ნი ნიკა მე­ლია რა­ტომ­ღაც არ და­დის, მეს­მის მას გა­უ­ჭირ­დე­ბო­და აქ ყოფ­ნა იმი­ტომ, რომ ჩვენ ვართ დარ­ბაზ­ში - იან­ვარ­ში იმე­ო­რებ­დნენ, რომ გა­ზა­ფხულ­ზე რე­ვო­ლუ­ცია უნდა მოხ­დეს, ამას იმი­ტომ ამ­ბობ­დნენ, რომ ინ­ვეს­ტორს არ ჰქონ­დეს პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა. ერთ-ერთი მთა­ვა­რი, რაც ყვე­ლას სჭირ­დე­ბა, რო­გორც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ისე უცხო­ე­ლებს, ვინც აქ ცხოვ­რობს და ინ­ვეს­ტო­რებს, ვინც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბას აპი­რებს, არის პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ერ­თა­დერ­თი ძალა, ვინც ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყო უწყვე­ტი მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. მი­უ­ხე­და­ვად მათი მავ­ნებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და მუდ­მი­ვი სა­ბო­ტა­ჟი­სა, ჩვენ მა­ინც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ მშვი­დო­ბა და სატ­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თქვენ ქვეყანა არ გიყვართ - ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, რომ დაიღალნენ "ნაცმოძრაობის" ჩივილით ჩვენზე" - პრემიერი

"თქვენ ქვეყანა არ გიყვართ - ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, რომ დაიღალნენ "ნაცმოძრაობის" ჩივილით ჩვენზე" - პრემიერი

თქვენ ქვეყანა არ გიყავრთ, მეგობრებო! როგორ საუბრობთ ჩვენს სახელმწიფოზე?!, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველ გუნდს გაერთიანების სურვილი აქვს, თუმცა ოპოზიციასთან ამის პერსპექტივას ვერ ხედავს.

„არაერთი გამომსველი, მათ შორის ბატონი გიორგი ვაშაძე და ქალბატონი თაკო ჩარკვიანი გამოვიდნენ და ქვეყანა მოიხსენიეს შემდეგი ეპითეტებით: „ყველაზე უბედური ქვეყანა“, „ჩამპალი ქვეყანა“. თქვენ ქვეყანა არ გიყვართ მეგობრებო. როგორ საუბრობთ ჩვენს სახელმწიფოზე?! ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს გავერთიანდეთ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როგორ შეიძლება, რომ ჩვენ „ნაციოანლურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლოთ. ქვეყანა 6 თვის განმავლობაში საბოტაჟის რეჟიმში ამყოფეს, პასუხი არ გაუციათ ჩვენი მოქალაქებისთვის, რატომ დააზიანეს ჩენი სახელმწიფო.

იცით, რას მეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები? - მეუბნებიან, რომ ისინი დაიღალნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ჩივილით ჩვენზე, ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე, რეალურად იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება. მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი, ღიად გააჟღერეს, რომ თურმე მათივე შეფასებით, ქვეყანა არ არის მზად, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. შევახსენებთ კიდევ ერთხელ მათ, რომ ისინი თავგამოდებით ითხოვდნენ, არ მიეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ჩვენ ამას მივაღწიეთ და კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ, მიუხედავად თქვენი მავნებლური პოლიტიკისა. ეს არის მავნებლობა. ეს მავნებლობა უნდა დაამთავროთ იმიტომ, რომ ასე ქვეყანა ვერ განვითარდება.

საუბრობდნენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია, ნამდვილად ასე. ბატონი ნიკა მელია რატომღაც არ დადის, მესმის მას გაუჭირდებოდა აქ ყოფნა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დარბაზში - იანვარში იმეორებდნენ, რომ გაზაფხულზე რევოლუცია უნდა მოხდეს, ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ ინვესტორს არ ჰქონდეს პროგნოზირებადობის, სტაბილურობის შეგრძნება. ერთ-ერთი მთავარი, რაც ყველას სჭირდება, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს, ვინც აქ ცხოვრობს და ინვესტორებს, ვინც ჩვენს ქვეყანაში ფულის ჩადებას აპირებს, არის პოლიტიკური სტაბილურობა. ერთადერთი ძალა, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში უზრუნველყო უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა არის „ქართული ოცნება“. მიუხედავად მათი მავნებლური პოლიტიკისა და მუდმივი საბოტაჟისა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ მშვიდობა და სატბილური განვითარება ჩვენი ქვეყნის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გვეუბნებიან, რატომ რჩებიან სასამართლოში მურუსიძე და სხვები - უკაცრავად, თქვენ, ამ მძიმე წარსულის შემოქმედები, რატომ რჩებით პოლიტიკაში დღეს?!" - პრემიერი "ნაცმოძრაობაზე"

"ვიღაცას ეგონება, ამ ადამიანს დავდევ, მაგრამ ასე არ არის, ღმერთი, რჯული - უბრალოდ ისეთ თემებს აბრეხვებს, გაოგნებული ვარ, რომ არ ვუპასუხო შეუძლებელია, სახლში მივიდე" - ზარქუა ვაშაძეზე