ეტყობა, სიმართლე მოხვდა გულზე გიორგი ვოლსკის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც სხდომათა დარბაზში მასსა და გიორგი ვოლსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ორი წელია მას შემდეგ გასული, რაც ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სარჩელი შეიტანეს, თუმცა, სასამართლო პროცესი არ ჩანიშნულა.
"უკვე მესამე წელია ჩემზე, ბადრი ჯაფარიძეზე და ავთო წერეთელზე მიმდინარეობს ორკესტრირებული სახელმწიფო რეკეტი და ეს ხდება ძალიან შეთანხმებულად პროკურატურასთან, სასამართლოსთან, არაერთი თავდასხმა და ბრალდება იყო დეპუტატების მხრიდან პირდაპირ ეთერებში, თითქოს პროკურორები გველაპარაკებოდნენ. ერთ- ერთი ასეთი გამოსვლა იყო გიორგი ვოლსკის, რომელმაც ჩვენ დაგვადანაშაულა თანხის მითვისებაში, ამის გამო, მე და ბადრი ჯაფარიძემ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში და უკვე გავიდა ორი წელი და არცერთი სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა, როცა 1 წლის წინ, 12 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც ბრალდებულია და არც დაზარალებული, თითქმის ყოველ მეორე დღეს გვიბარებდნენ სასამართლოში. ეტყობა, ეს სიმართლე მოხვდა (გულზე) გიორგი ვოლსკის, რადგან ეს სასამართლო არის მართული და კლანური, უნდოდა თავი ემართლებინა, მაგრამ ფაქტი არის ჯიუტი, როცა მათი საქმეა, ამას დებენ თაროზე და ზრდილობის გულისთვის სხდომასაც არ ნიშნავენ და როცა მიზანში ჰყავთ ამოღებული ადამიანები, ამ შემთხვევაში ჩვენ, ყველაფერს აკეთებენ", - განაცხადა ხაზარაძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისა და მამუკა ხაზარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია ვოლსკიმ ტრიბუნასთან სიტყვის გამოსვლის დროს მის წინააღმდეგ ბადრი ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ დაიწო საუბარი. ვოლსკის გამოსვლას დარბაზში ჯერ მამუკა ხაზარაძის, შემდეგ კი ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ვოლსკიმ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი დამნაშავეებად არ გამოუცხადებია და უბრალოდ თქვა, რომ მათ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი.
როდის ჩაბარდება ეს ძველი ძველბიჭური ბაზარი და ტიპები ისტორიას!!! ხალხოოო 21 საუკუნეა გარეთ! სად ხართ გაჩხერილები!!! კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა რომ ფული ყველაფერი არ არის! მანერებს ვერ იყიდი
ახლა უკვე უდავოა, რომ შევარდნაძის სახლში წასვლა მასთან დაახლოვებულმა ბანკირმა მილიონრებმა და ცნობილმა მილიარდერებმა დააფინანსეს, რადგან მან-ედუარდმა, შსს და სხვა სამართალდამცავ მაკონტროლებლები არჩია ბიზნესმენებს, რომლებიც 1997- 1998 წელს ბიზნესის თავისუფლებისა და განვითარების პერსპექტივის ზენიტში იყვნენ , სწორედ ამ დროს შევარდნაძის მეორედ არჩევის ფულების მობილიზების მოტივით მოაჭერინეს ედუარდს ჭანჭიკები , და სამართალდამცავები მოაჯდნენ ყველას და ყველაფერს , აი სწორედ მაშინ დაიწყო გადატრიალების მომზადება და 5 წელიწადში დასრულდა ! ზოგი ამბობს ამერიკული პროექტიაო ,ზოგი რუსულიო , ალასანიამ უღალატაო კგბ-ს და ცრუ-ს აგენტი გახდაო და მან დაგეგმაო ვარდების რევოლუციაო ,მაშინ ეგ ერთადერთი ცოცხალია მოღალატე კგბშნიკებს შორის დისშვილიანად ! მოხდა ბანკირების ერთგვარი შერწყმა პარტოკრატიასთან, ჯერ ფულით საკანონმდებლო კარტბლანში იყიდეს , მერე ლობი დასვეს კანონმდებლენად , მაგალითად გოცირიძე , კოვზანაძე , ბოლოს თავად დასხდნენ კანონმდებლადაც და მის აღმასრულებლებადაც , კომპარტიულ კომკავშირული იდეოლოგიურ მერკანტილურ დინასტიური ფესვების პარტოკრატია სპიკერებად, ანუ ტელერადიოღიბუცებად ,დაიქირავეს და მივიღეთ დღემდე ცხრაი ბანკირი პრემიერი , სახარების ნაცვლად, მათი გახდა ქვეყანა, დიახ ივანიშვილი და ხაზარაძე კოლეგებია, ბანკირებია, თუ გახსოვთ 7 სხვა ბანკირი პრემიერი, ერთი სამი ვიცე პრემიერიო ? მე კი, მახსოვს! ეს მათ შექმნეს მიშასთან ერთად ის, რაც გვაქვს ! ახლა რა გვაქვს და პოლიციური ფუნქციების სახელმწიფო შესაბამისი სამართლის სისტემით მთავარი ცრუ და ყალბი პრინციპით სახელმწიფო ყოველთვის მართალია , მაგრამ ეს სახელმწიფო ამომრჩეველთან კი არა, "ამორჩეულთან " ასოცირდება , ამიტომაა სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირი, ჩინოვნიკი - სამართალდამცავ მაკონტროლებელ მარეგულირებელი ამომრჩეველთან, ანუ რიგით მოქალაქესთან ყოველთვის "მართალი", მტკიცების ტვირთია მასზე და დაბადებიდან დამნაშავედაა წინასწარ ამ ცრუ სისტემით ცნობილი , სოცმუშაკია მართალი, რკინიგზაა მართალი, ყაზტრანსგაზია მართალი , სსიპ-ა მართალი ,მაგალითად საჯარო რეესტრი, აღსრულების ბიურო და ასე უსასრულოდ , ბანკია მართალი, დიდია პატარასთან მართალი , პატარას არ იცავს ჩვენი კანონი , დასავლეთის იცავს, ამიტომ დგახარ დსთ-ს კარებთან და არა ნატოსი , ახლა როცა ეს თანამდებობის პირი თან მონოპოლიზირებულ "თავისუფალი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკის " პირობებში ბიზნესს ეწევა მისსავე შექმნილ ოლიგოპოლიაში , ან "კრიშავს", კომბანკია მართალი, მიკროსაფინანსო, მევახშე ნოტარიუსიანად და ონლაინ კრედიტია მართალი , მევახშეც, სტაიანშიკიც ,და ათასი ჯურის ტყავის ამძრობია "მართალი" ! აი, ეს უმსგავსოება მოიტანა ნაცქოცმოქკავშირის უმსგავსოებამ ! პ.ს. შევარდნაძის სახლში წასვლას კი არ ვგლოვობ, ბანკირების ხელისუფლებაში მოსვლას ვტირი მე !