საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლინჩიო? ეგ იმაზე უარესია, რაც მოხდა... ნუ წავახალისებთ უგუნურებას, გადაწვან სახლები და დახოცონ სხვები" - როგორ ეხმაურებიან მამა-შვილის მიერ 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ამბავს
"ლინჩიო? ეგ იმაზე უარესია, რაც მოხდა... ნუ წავახალისებთ უგუნურებას, გადაწვან სახლები და დახოცონ სხვები" - როგორ ეხმაურებიან მამა-შვილის მიერ 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ამბავს

მარ­ტვი­ლის ერთ-ერთ სო­ფელ­ში შო­კის­მომ­გვრე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. სა­მეგ­რე­ლოს პო­ლი­ცი­ამ, 2 დღის წინ 8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მამა-შვი­ლი, 65 და 35 წლის მა­მა­კა­ცე­ბი და­ა­კა­ვა. სა­სა­მარ­თლომ მათ უკვე პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ამ ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მე­ზობ­ლებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და დაწ­ვეს.

ამ­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

"პე­დო­ფი­ლი­ის შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ახლო წრე­ში, ნაც­ნობ გა­რე­მო­ში ხდე­ბა, რად­გან მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბა სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში. სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ამი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ყვე­ლა მშო­ბელ­მა იცო­დეს, სად იმა­ლე­ბა სა­შიშ­რო­ე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შვის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მო და ყვე­ლა ბავ­შვმა იცო­დეს, რა სა­ხის ქმე­დე­ბა არ არის დაშ­ვე­ბუ­ლი მის მი­მართ. პე­დო­ფი­ლი, რო­მე­ლიც სას­ტიკ ძა­ლა­დო­ბას ჩა­დის, ყო­ველ­თვის რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ პი­რად, ამი­ტომ უნდა ის­ჯე­ბო­დეს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ბავ­შვებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ ხან­გრძლი­ვი ფსი­ქო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, იმი­სათ­ვის, რომ შეძ­ლონ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. მო­ძა­ლა­დის შვი­ლებ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბათ ფსი­ქო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, იმა­ვე მიზ­ნით, რომ შეძ­ლონ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა".

"როცა შვი­ლე­ბის თავს პრობ­ლე­მე­ბია, ისე­დაც თავს იდა­ნა­შა­უ­ლე­ბენ მშობ­ლე­ბი. ხოდა თუ თავს არ მო­ვაკ­ვლე­ვი­ნებთ მათ, მათ­კენ ის­რე­ბის გა­და­ტა­ნით, მემ­გო­ნი აჯო­ბებს. ასე­ვე, არ წა­ვა­ხა­ლი­სებთ უგუ­ნუ­რე­ბას, გა­დაწ­ვან სახ­ლე­ბი და და­ხო­ცონ სხვე­ბი. ბავ­შვებ­შიც არ გა­ვაძ­ლი­ე­როთ გან­ცდა "მშობ­ლებ­მა ვერ და­მიც­ვეს". იმე­დია, სა­სა­მარ­თლო ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა იმ­დე­ნად, რომ სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბის საკ­მა­რი­სი გან­ცდა გაჩ­ნდეს და არა ისე, წე­ლი­წად­ში რომ გა­რეთ უშ­ვე­ბენ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნებს".

ბაია პა­ტა­რა­ია, ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი:

"მშო­ბე­ლი უნდა ვა­ლა­პა­რა­კოთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიო, მარ­თლა არ ვიცი, რა­ტომ ან რა უნდა ისა­უბ­როს ამ დროს მშო­ბელ­მა... მე რომ ამ ბავ­შვს ვი­ცავ­დე (უკვე შევ­თა­ვა­ზეთ, მაგ­რამ ჯერ არ და­თან­ხმე­ბუ­ლან), მშო­ბელს ვთხოვ­დი მაქ­სი­მა­ლურ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას. ასე­ვე, ნუ ულან­ძღავთ ამ ბავ­შვებს დე­დას. თქვენ რო­გორც წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ანა­ლუ­რად და ვა­გი­ნა­ლუ­რად, ასე არ ხდე­ბა პრაქ­ტი­კა­ში ხში­რად. პე­დო­ფი­ლე­ბი საკ­მა­ოდ ფრთხი­ლი და ვე­რა­გი ხალ­ხია, იცი­ან, რო­გორ არ აწა­მონ ბავ­შვი, რო­გორ მი­იჩ­ვი­ონ და რო­გორ მო­ა­ტყუ­ონ და ა.შ. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი პრაქ­ტი­კა დაგ­ვიგ­როვ­და და გთხოვთ, მშო­ბელს ნურც არა­ჰი­გი­ე­ნუ­რო­ბას და­აბ­რა­ლებთ და ნურც უყუ­რა­დღე­ბო­ბას. ისეთ დე­დებს ვიც­ნობ, ბუზს რომ არ აჯენ­დნენ შვილს თავ­ზე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ახლო ნა­თე­სა­ვი­სა­გან და მე­ზობ­ლი­სა­გან ვერ და­იც­ვეს შვი­ლი. კარ­გი დე­დის­თვი­საც ვერ უთ­ქვამს შვილს დრო­უ­ლად. ბავ­შვს თუ წი­ნას­წარ არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია პე­დო­ფი­ლი­ა­ზე და თავ­დაც­ვა­ზე, ვე­რა­ფერს ხვდე­ბა და ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იცავს თავს რო­გორც წესი. ამი­ტომ გა­ეშ­ვით დე­დის ლან­ძღვას".

"პე­დო­ფი­ლია უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლია და ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას, რაც სწო­რია. სხვი­სი სახ­ლის დაწ­ვა და­ნა­შა­უ­ლია, თუნ­დაც დამ­ნა­შა­ვის სახ­ლის დაწ­ვაც და­ნა­შა­უ­ლია. ხოლო პო­ლი­ცი­ე­ლი თუ მო­ნა­წი­ლე­ობს ამ და­ნა­შა­ულ­ში ღიად, უყუ­რებს და­ნა­შა­ულს და არ ცდი­ლობს მის აღ­კვე­თას - ეს მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლაა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ გა­მოქ­ვა­ბულ­ში გინ­დათ დაბ­რუ­ნე­ბა და ლინ­ჩის წე­სით ცხოვ­რე­ბა? მე არ მსურს ბრბო ასა­მარ­თლებ­დეს ვინ­მეს. მე სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო მინ­და, რო­მე­ლიც პე­დო­ფილ­საც გან­სჯის და პო­ლი­ცი­ე­ლის და­ნა­შა­ულ­საც, სა­მარ­თლი­ა­ნად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად. გა­ვე­შე­ბუ­ლი ბრბოს სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბა არც არას­დროს შე­ეძ­ლო და ვერც ვე­რას­დროს შეძ­ლებს. სი­ვე­ლუ­რეს და ლინ­ჩის წესს არას­დროს არ გა­ვა­მარ­თლებ - ეს უკონ­ტრო­ლო ბო­რო­ტე­ბაა, რო­მელ­საც სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას­თან და კა­ნონ­თან".

გია ეძგვერ­და­ძე, მხატ­ვა­რი:

"პე­დო­ფი­ლია გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ფსი­ქი­უ­რი ფე­ნო­მე­ნია - ადა­მი­ა­ნურ კულ­ტუ­რა­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფსი­ქი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბის ფორ­მა. ასე­თი გა­დახ­რის მქო­ნე ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ეს გა­დახ­რა თა­ვად აღი­ა­როს, თა­ვად­ვე დად­გეს აღ­რი­ცხვა­ზე და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თე­რა­პია გა­ი­ა­როს. კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სწო­რედ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა იყოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ფსი­ქი­უ­რი გა­დახ­რე­ბის მი­მართ ზო­გა­დად. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით ეძახ­დნენ ფუ­კოს "ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის ად­ვო­კატს" - იგი ყვე­ლა ტი­პის პერ­ვერ­სი­ას უჰუ­მა­ნუ­რე­სი თვა­ლით ხე­დავ­და და ცდი­ლობ­და ცი­ვი­ლუ­რი მო­თო­დე­ბით აღ­მო­ე­ფხვრა ეს გა­დახ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან. ამის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და ასე­თი პრაქ­ტი­კის და­სამ­კვიდ­რებ­ლად, პირ­ველ რიგ­ში ასეთ გ ა დ ა ხ რ ე ბ ზ ე უნდა მო­იხ­სნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სტიგ­მა - ყვე­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ასე­თი მოვ­ლე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი "ცუდი ადა­მი­ა­ნი" კი არ არის, არა­მედ ფსი­ქი­უ­რად არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მორ­გე­ბუ­ლი და მას მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა სინ­დი­სის ქეჯ­ნის და წა­მე­ბის გა­რე­შე იგ­რძნოს თავი ამ გა­დახ­რის მა­ტა­რებ­ლად, დად­გეს აღ­რი­ცხვა­ზე და თე­რა­პია ჩა­ი­ტა­როს (აქ არის ლა­პა­რა­კი ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ასეთ ტენ­დენ­ცი­ას გრძნო­ბენ, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი აქტი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ ჩა­უ­დე­ნი­ათ). მხო­ლოდ ასე შე­იძ­ლე­ბა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან და შევ­ძლოთ მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის სა­ზი­ზღა­რი ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია. ეს ერ­თა­დერ­თი გზაა!"

"ლინ­ჩიო??? უი, თქვე უკი­დე­გა­ნოდ ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბო! ეგ, მემ­გო­ნი, კი­დევ იმა­ზე უა­რე­სია, რაც მოხ­და - დას­ჯა­ზე პრე­ტენ­ზია ში­ზოფ­რე­ნი­ის ფორ­მაა - კარ­მის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა - ინ­დუ­რი სიბ­რძნეა: "არა­ვინ იცის რა გა­მო­ვა სა­ი­დან"! ნენე ჩერი ქუ­ჩა­ში ხუთ­მა კაც­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს მერე: ამ შთხვე­ვამ გამ­ხა­და ის რაც ეხლა ვარ და და­მა­ყე­ნა პი­როვ­ნე­ბაო".

8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მამა-შვილს პა­ტიმ­რო­ბა გუ­შინ შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ლე­ვან ნუ­ცუ­ბი­ძემ მი­ი­ღო. პრო­ცე­სი სე­ნა­კის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თა და ის მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ხუ­რუ­ლი იყო. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ ( გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ბ.გ.-ს ორი ეპი­ზო­დი, ზ.გ.-ს სამი ეპი­ზო­დი), ხოლო ზ.გ-ს ასე­ვე ბრალ­დე­ბა 138-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
0

გია სტაფილო ისევ გიყვარს?

ელა
10

ნენე ჩერი შენ და .....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ლინჩიო? ეგ იმაზე უარესია, რაც მოხდა... ნუ წავახალისებთ უგუნურებას, გადაწვან სახლები და დახოცონ სხვები" - როგორ ეხმაურებიან მამა-შვილის მიერ 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ამბავს

"ლინჩიო? ეგ იმაზე უარესია, რაც მოხდა... ნუ წავახალისებთ უგუნურებას, გადაწვან სახლები და დახოცონ სხვები" - როგორ ეხმაურებიან მამა-შვილის მიერ 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ამბავს

მარტვილის ერთ-ერთ სოფელში შოკისმომგვრელი დანაშაული მოხდა. სამეგრელოს პოლიციამ, 2 დღის წინ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები დააკავა. სასამართლომ მათ უკვე პატიმრობა შეუფარდა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ, ბრალდებულების საცხოვრებელ სახლს გოგონას ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

ამბავს საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

"პედოფილიის შემთხვევების უმეტესობა ახლო წრეში, ნაცნობ გარემოში ხდება, რადგან მცირეწლოვანი ბავშვი იშვიათად ხვდება სრულიად უცხო გარემოში. სექსუალური განათლება ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყველა მშობელმა იცოდეს, სად იმალება საშიშროება და მაქსიმალურად უზრუნველყოს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო და ყველა ბავშვმა იცოდეს, რა სახის ქმედება არ არის დაშვებული მის მიმართ. პედოფილი, რომელიც სასტიკ ძალადობას ჩადის, ყოველთვის რჩება საზოგადოებისთვის საშიშ პირად, ამიტომ უნდა ისჯებოდეს სამუდამო პატიმრობით. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია, იმისათვის, რომ შეძლონ ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. მოძალადის შვილებსაც ესაჭიროებათ ფსიქორეაბილიტაცია, იმავე მიზნით, რომ შეძლონ ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელება".

"როცა შვილების თავს პრობლემებია, ისედაც თავს იდანაშაულებენ მშობლები. ხოდა თუ თავს არ მოვაკვლევინებთ მათ, მათკენ ისრების გადატანით, მემგონი აჯობებს. ასევე, არ წავახალისებთ უგუნურებას, გადაწვან სახლები და დახოცონ სხვები. ბავშვებშიც არ გავაძლიეროთ განცდა "მშობლებმა ვერ დამიცვეს". იმედია, სასამართლო ადეკვატური იქნება იმდენად, რომ სამართლის აღსრულების საკმარისი განცდა გაჩნდეს და არა ისე, წელიწადში რომ გარეთ უშვებენ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენებს".

ბაია პატარაია, ქალთა უფლებადამცველი:

"მშობელი უნდა ვალაპარაკოთ ტელევიზიაშიო, მართლა არ ვიცი, რატომ ან რა უნდა ისაუბროს ამ დროს მშობელმა... მე რომ ამ ბავშვს ვიცავდე (უკვე შევთავაზეთ, მაგრამ ჯერ არ დათანხმებულან), მშობელს ვთხოვდი მაქსიმალურ კონფიდენციალურობას. ასევე, ნუ ულანძღავთ ამ ბავშვებს დედას. თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ ბავშვის გაუპატიურება ანალურად და ვაგინალურად, ასე არ ხდება პრაქტიკაში ხშირად. პედოფილები საკმაოდ ფრთხილი და ვერაგი ხალხია, იციან, როგორ არ აწამონ ბავშვი, როგორ მიიჩვიონ და როგორ მოატყუონ და ა.შ. სამწუხაროდ, ბევრი პრაქტიკა დაგვიგროვდა და გთხოვთ, მშობელს ნურც არაჰიგიენურობას დააბრალებთ და ნურც უყურადღებობას. ისეთ დედებს ვიცნობ, ბუზს რომ არ აჯენდნენ შვილს თავზე, მაგრამ ძალიან ახლო ნათესავისაგან და მეზობლისაგან ვერ დაიცვეს შვილი. კარგი დედისთვისაც ვერ უთქვამს შვილს დროულად. ბავშვს თუ წინასწარ არ აქვს ინფორმაცია პედოფილიაზე და თავდაცვაზე, ვერაფერს ხვდება და ვერანაირად ვერ იცავს თავს როგორც წესი. ამიტომ გაეშვით დედის ლანძღვას".

"პედოფილია უმძიმესი დანაშაულია და ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას, რაც სწორია. სხვისი სახლის დაწვა დანაშაულია, თუნდაც დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია. ხოლო პოლიციელი თუ მონაწილეობს ამ დანაშაულში ღიად, უყურებს დანაშაულს და არ ცდილობს მის აღკვეთას - ეს მთელი სახელმწიფოს სისტემის ჩამოშლაა. დარწმუნებული ხართ, რომ გამოქვაბულში გინდათ დაბრუნება და ლინჩის წესით ცხოვრება? მე არ მსურს ბრბო ასამართლებდეს ვინმეს. მე სამართლიანი სასამართლო მინდა, რომელიც პედოფილსაც განსჯის და პოლიციელის დანაშაულსაც, სამართლიანად და მიუკერძოებლად. გავეშებული ბრბოს სამართლის აღსრულება არც არასდროს შეეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებს. სიველურეს და ლინჩის წესს არასდროს არ გავამართლებ - ეს უკონტროლო ბოროტებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან და კანონთან".

გია ეძგვერდაძე, მხატვარი:

"პედოფილია გარკვეული სახის ფსიქიური ფენომენია - ადამიანურ კულტურაზე ინდივიდუალური ფსიქიური რეაგირების ფორმა. ასეთი გადახრის მქონე ადამიანმა შეიძლება ეს გადახრა თავად აღიაროს, თავადვე დადგეს აღრიცხვაზე და ფსიქოლოგიური თერაპია გაიაროს. კულტურულ საზოგადოებაში სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა იყოს ინდივიდუალურ ფსიქიური გადახრების მიმართ ზოგადად. სწორედ ამ მიზეზით ეძახდნენ ფუკოს "ყველას და ყველაფრის ადვოკატს" - იგი ყველა ტიპის პერვერსიას უჰუმანურესი თვალით ხედავდა და ცდილობდა ცივილური მოთოდებით აღმოეფხვრა ეს გადახრები საზოგადოებიდან. ამის განსახორციელებლად და ასეთი პრაქტიკის დასამკვიდრებლად, პირველ რიგში ასეთ გ ა დ ა ხ რ ე ბ ზ ე უნდა მოიხსნას საზოგადოების მიერ დაფიქსირებული სტიგმა - ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი მოვლენის მატარებელი ადამიანი "ცუდი ადამიანი" კი არ არის, არამედ ფსიქიურად არ არის საზოგადოების მოთხოვნებთან მიმართებაში მორგებული და მას მიეცეს საშუალება სინდისის ქეჯნის და წამების გარეშე იგრძნოს თავი ამ გადახრის მატარებლად, დადგეს აღრიცხვაზე და თერაპია ჩაიტაროს (აქ არის ლაპარაკი ადამიანებზე, რომლებიც ასეთ ტენდენციას გრძნობენ, მაგრამ არანაირი აქტი ამ მიმართულებით არ ჩაუდენიათ). მხოლოდ ასე შეიძლება ავირიდოთ თავიდან და შევძლოთ მომხდარი ძალადობის საზიზღარი ფაქტების პრევენცია. ეს ერთადერთი გზაა!"

"ლინჩიო??? უი, თქვე უკიდეგანოდ ჩარჩენილებო! ეგ, მემგონი, კიდევ იმაზე უარესია, რაც მოხდა - დასჯაზე პრეტენზია შიზოფრენიის ფორმაა - კარმის სრული იგნორირება - ინდური სიბრძნეა: "არავინ იცის რა გამოვა საიდან"! ნენე ჩერი ქუჩაში ხუთმა კაცმა გააუპატიურა და ინტერვიუში ამბობს მერე: ამ შთხვევამ გამხადა ის რაც ეხლა ვარ და დამაყენა პიროვნებაო".

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა გუშინ შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მიიღო. პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში გაიმართა და ის მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურული იყო. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.