საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს" - პროკურატურა სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დაზარალებულია კიდევ ერთი მოზარდი
"8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს" - პროკურატურა სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დაზარალებულია კიდევ ერთი მოზარდი

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­მეგ­რე­ლო­ში მომ­ხდა­რი არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტზე ბ.გ-ს და ზ.გ-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ასე­ვე ზ.გ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ძა­ლა­დო­ბით, ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლი­დან 2021 წლის 21 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით ბ.გ და ზ.გ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ასა­კის გამო მისი უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, 8 წლის გო­გო­ნა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2018 წლის 21 იან­ვარს ზ.გ-მ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ასა­კის გამო უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ძა­ლა­დო­ბით 9 წლის გო­გო­ნას მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა.

ბ.გ და ზ.გ და­ზა­რა­ლე­ბულ არას­რულ­წლოვ­ნებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუ ისი­ნი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ვინ­მეს მო­უყ­ვე­ბოდ­ნენ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა 2021 წლის 23 ივ­ნისს მი­ი­ღო და ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა იმა­ვე დღეს და­ი­წყო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.გ და ზ.გ 23 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ ( გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ბ.გ.-ს ორი ეპი­ზო­დი, ზ.გ.-ს სამი ეპი­ზო­დი), ხოლო ზ.გ-ს ასე­ვე ბრალ­დე­ბა 138-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან) წა­რედ­გი­ნა. ორი­ვე პი­რის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თხუთ­მე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს" - პროკურატურა სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დაზარალებულია კიდევ ერთი მოზარდი

"8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს" - პროკურატურა სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დაზარალებულია კიდევ ერთი მოზარდი

საქართველოს პროკურატურამ სამეგრელოში მომხდარი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბ.გ-ს და ზ.გ-ს ბრალდება წარუდგინა. ასევე ზ.გ.-ს ბრალდება წარედგინა, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით ბ.გ და ზ.გ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

ბ.გ და ზ.გ დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დანაშაულის შესახებ შეტყობინება 2021 წლის 23 ივნისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. სამართალდამცველებმა ბ.გ და ზ.გ 23 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე 13 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ქუთაისში 65 წლის მამაკაცი დააკავეს

"მთელი სოფელი ფეხზე დგას... ფიზიკური დაპირისპირებაც იყო" - სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა