პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიშნები იმისა, რომ ზედმეტს ხარჯავთ
ნიშნები იმისა, რომ ზედმეტს ხარჯავთ

ჯერ სკო­ლა­ში და შემ­დეგ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ცოდ­ნა მი­ვი­ღოთ, რათა სა­მო­მავ­ლოდ, ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ და შე­მო­სა­ვა­ლიც კარ­გი გვქონ­დეს, თუმ­ცა ცო­ტას ან თით­ქმის არა­ფერს გვას­წავ­ლი­ან ეფექ­ტუ­რად ხარ­ჯვის შე­სა­ხებ.

არა­და შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბას­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მისი ეფექ­ტუ­რად ხარ­ჯვის უნა­რი და თუ მას ბავ­შვო­ბი­დან გა­მო­ვი­მუ­შა­ვებთ, უფრო უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. შე­მო­სა­ვალს ბევ­რი შრო­მი­სა და მთე­ლი ჩვე­ნი ენერ­გი­ის გა­ღე­ბის ხარ­ჯზე ვი­ღებთ, შე­სა­ბა­მი­სად ვიმ­სა­ხუ­რებთ, რომ ის ეფექ­ტუ­რად დავ­ხარ­ჯოთ და მის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ვი­ღოთ.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, როცა „ლო­ქ­და­უ­ნის“ გამო სახ­ლებ­ში აღ­მოვ­ჩნდით, ზედ­მე­ტად მხარ­ჯვე­ლებს მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გაგ­ვირ­თულ­და, რად­გან მთლი­ა­ნად მო­ი­შა­ლა სა­ზღვრე­ბი ჩვენ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს შო­რის, რო­მე­ლიც ყო­ველ წამს ხან ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ახალ კო­ლექ­ცი­ას, ხან ქე­შ­ბე­ქებს და ხა­ნაც ისეთ სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო ნივ­თებს გვთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმი­ტომ უნდა შე­ვი­ძი­ნოთ, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა... მარ­თლაც რთუ­ლია, ცდუ­ნე­ბას გა­უძ­ლო, თუმ­ცა თუ ამას შეძ­ლებ და სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში ფულს გო­ნივ­რუ­ლად და­ხარ­ჯავ, იმა­ზე უკე­თეს შე­დეგს მი­ი­ღებ, ვიდ­რე არა­ე­ფექ­ტუ­რად ხარ­ჯვი­სას.

გა­დავ­წყვი­ტეთ, არა­ე­ფექ­ტუ­რად ხარ­ჯვის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი, გა­გი­ზი­ა­როთ და მათი აღ­მო­ფხვრის გზე­ბიც შე­მოგ­თა­ვა­ზოთ:

არას­დროს აკონ­ტრო­ლებ ყო­ველ­დღი­ურ ხარ­ჯებს

რა შე­მო­სა­ვა­ლიც არ უნდა გქონ­დეს, ხარ­ჯე­ბის კონ­ტრო­ლი ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ფული ყვე­ლა­ფერ­ზე სწო­რად გა­და­ა­ნა­წი­ლო და ხარ­ჯე­ბიც და­ზო­გო. რე­ა­ლუ­რად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩვენს ბევრ სურ­ვილ­ზე უარი არ ვთქვათ, ისე დავ­ზო­გოთ თან­ხა. შეგ­ვიძ­ლია, დი­ლის ყავა იქ შე­ვი­ძი­ნოთ, სა­დაც გემ­რი­ე­ლია და თან უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ყო­ველ­დღი­უ­რად ლანჩზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ კა­ფე­ებ­ში არ გა­ვი­დეთ და თუ წა­ხემ­სე­ბა მოგ­ვინ­დე­ბა, პრო­დუქ­ტე­ბი იქ შე­ვი­ძი­ნოთ, სა­დაც ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფასი აქვს.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბობს ქსე­ლუ­რი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი, რო­მე­ლიც და­ზოგ­ვას გვთა­ვა­ზობს, თა­ნაც ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნის ხარ­ჯზე (მა­გა­ლი­თად, „2 ნა­ბი­ჯის“ კონ­ცეფ­ცია პირ­და­პირ ჭკვი­ა­ნუ­რად და­ზოგ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა).

ყო­ველ­დღი­უ­რი ხარ­ჯე­ბის კონ­ტრო­ლი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, მომ­დევ­ნო ხელ­ფა­სამ­დე თან­ხა სტა­ბი­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და მისი ნა­წი­ლის გა­და­დე­ბაც მო­ვა­ხერ­ხოთ.

საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის ლი­მიტს ხში­რად ამო­წუ­რავ და შემ­დეგ მის შე­სავ­სე­ბად პრო­ცენტს იხდი

ძნე­ლია, ცდუ­ნე­ბას გა­უძ­ლო და საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი არ გახ­სნა, რად­გან გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის დროს სეს­ხის აღე­ბას ნამ­დვი­ლად სჯობს. თა­ნაც საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით სარ­გებ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ ბან­კე­ბი სხვა­დას­ხვა და­მა­ტე­ბით სერ­ვისს, ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა­სა თუ ფას­დაკ­ლე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ.

თუ ბან­კის­გან ნა­სეს­ხებ თან­ხას ისეთ რა­ღა­ცებ­ში ვხარ­ჯავთ, რაც მხო­ლოდ და მხო­ლოდ სურ­ვი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ეს უკვე ნი­შა­ნია იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა, არა­ე­ფექ­ტურ მხარ­ჯველ­თა რი­გებ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლოთ. გარ­და ამი­სა, თუ სურ­ვი­ლე­ბის სიამ ხში­რად ჩავ­გა­ყე­ნა ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის ლი­მი­ტი ამო­ი­წუ­რა და ახლა პრო­ცენტს ვიხ­დით, მა­შინ ალ­ბათ უმ­ჯო­ბე­სია, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სწო­რად გან­სა­ზღვრა­ზე დავ­ფიქ­რდეთ.

შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და შე­მო­სავ­ლის ოდე­ნო­ბას შო­რის დიდი დის­ბა­ლან­სია

ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ კომ­ფორ­ტუ­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი და ხან­და­ხან მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­სე­ირ­ნე­ბა სა­ჭი­როა, თუმ­ცა ხში­რად მა­გა­ლი­თად ბრენ­დულ ფეხ­საც­მელ­ში იმა­ზე სამ­ჯერ მეტს ვიხ­დით, ვიდ­რე არაბ­რენ­დულ, მაგ­რამ ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ტში გა­და­ვიხ­დი­დით. ბრენ­დუ­ლი ნივ­თის შე­სა­ძე­ნად კი შე­სა­ბა­მი­სი შე­მო­სა­ვა­ლი არ გვაქვს.

თუ და­ზოგ­ვა და ეფექ­ტუ­რად ხარ­ჯვა პრი­ო­რი­ტე­ტად და­ვი­სა­ხეთ, ალ­ბათ, დროა დავ­ფიქ­რდეთ, რამ­დე­ნად გვჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმი­ტომ შე­ვი­ძი­ნეთ, რომ ტრენ­დუ­ლია და დი­ზა­ი­ნე­რის სა­ხე­ლი აწე­რია?

სურ­სათს იძენ იქ, სა­დაც მა­ღა­ლი ფა­სე­ბია მა­შინ, როცა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ­სე­ბობს

როცა არა­ეფ­ქ­ტუ­რად ხარ­ჯვა­ზე ვსა­უბ­რობთ, არ ვგუ­ლის­ხმობთ მხო­ლოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ხში­რად შე­ძე­ნა­სა და იმა­ზე მე­ტის გა­დახ­დას, ვიდ­რე შეგ­ვიძ­ლია. რე­ა­ლუ­რად, ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლის დიდი ნა­წი­ლი პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტებ­ში იხარ­ჯე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს სწო­რად გა­ვა­კე­თოთ.

ჩვენს სა­ბო­ლოო მი­ზანს წარ­მო­ად­გენს, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი გა­და­ვი­ხა­დოთ და მო­გე­ბუ­ლე­ბი დავ­რჩეთ. მა­შინ რა­ტომ ვიხ­დით ერთი და იგი­ვე ხა­რის­ხი­სა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში უფრო ძვირს, როცა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ­სე­ბობს?

იმან, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ თა­ო­ბა­ში ფი­ნან­სე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­ნა­წი­ლე­ბა და და­ზოგ­ვა ტრენ­დუ­ლი გახ­და, ორ­გა­ნი­ზე­ბულ ბა­ზარ­ზე წა­ა­ხა­ლი­სა ბიზ­ნე­სი, მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დოს. შე­დე­გად გაჩ­ნდა ქსე­ლუ­რი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი, მათ შო­რის „2 ნა­ბი­ჯი“, რო­მე­ლიც ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის სწო­რედ იმ ფა­სად შე­ძე­ნას გვთა­ვა­ზობს, რაც რე­ა­ლუ­რად ღირს.

თუ ვხვდე­ბით, რომ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს სწო­რედ იმ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ვი­ძენთ, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ფა­სე­ბით არის ცნო­ბი­ლი, ალ­ბათ დროა, უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ავირ­ჩი­ოთ, სა­დაც რაც მთა­ვა­რია, ხა­რის­ხი პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს.

ხში­რად ვსეს­ხუ­ლობთ ფულს

რა თქმა უნდა, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის­გან არა­ვინ ვართ და­ზღვე­უ­ლი და ამ დროს მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბიც უპ­რობ­ლე­მოდ გვა­სეს­ხე­ბენ ხოლ­მე ფულს, თუმ­ცა თუ ეს რე­გუ­ლა­რულ ხა­სი­ათს იღებს, შე­საძ­ლოა, არა­ე­ფექ­ტუ­რად ხარ­ჯვას­თან გვქონ­დეს საქ­მე.

თუ გვსურს, უფრო ეფექ­ტუ­რად მხარ­ჯვე­ლე­ბი გავ­ხდეთ, ალ­ბათ სა­ჭი­როა, და­ვაკ­ვირ­დეთ, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­გორ ახერ­ხე­ბენ სხვე­ბი, რომ თა­ვი­ან­თი შე­მო­სა­ვა­ლი ეყოთ და თა­ნაც სხვებ­საც ასეს­ხონ?! პა­სუ­ხი ალ­ბათ ისაა, რომ თა­ვი­ანთ შე­მო­სა­ვალს სწო­რად ანა­წი­ლე­ბენ.

გარ­შე­მო ყვე­ლას გვყავს ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც, ვი­საც ჩვენ­ზე და­ბა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, მაგ­რამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­საც ახერ­ხებს, მისი ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ბა­მის ტან­საც­მელ­საც ყი­დუ­ლობს და არც მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა­ზე ამ­ბობს უარს. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ შე­ი­ტყობთ, რომ ის და­ნა­ზოგ­საც აკე­თებს.

და ბო­ლოს, ყო­ველ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია არა­ეფ­ქ­ტუ­რად ხარ­ჯვი­დან შე­მო­სავ­ლის ეფექ­ტუ­რად გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლა. თუ ყო­ველ­თვი­უ­რად ჩა­მოვ­წერთ ჩვენს მთა­ვარ ხარ­ჯებს და გა­ვა­კე­თებთ ბი­უ­ჯეტს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სურ­ვი­ლე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად შეგ­ვიძ­ლია დავ­ხარ­ჯოთ, თუ უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ფა­სებ­ზე და სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტებს შე­ვი­ძენთ იქ, სა­დაც და­ზოგ­ვას გვთა­ვა­ზო­ბენ, შე­დე­გიც არ და­ა­ყოვ­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
1

მინდოდა ახალი ფეხსაცმელი მეყიდა, ვერ გავანაწილე ჩემი 400 ლარიანი ხელფასი

ლალუკა
0

ჯერ ისევ ზამთრის ტანსაცმლით დავდივართ.

ავტორი:

ნიშნები იმისა, რომ ზედმეტს ხარჯავთ

ნიშნები იმისა, რომ ზედმეტს ხარჯავთ

ჯერ სკოლაში და შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვცდილობთ, მაქსიმალური ცოდნა მივიღოთ, რათა სამომავლოდ, ჩვენს პროფესიაში წარმატებულები ვიყოთ და შემოსავალიც კარგი გვქონდეს, თუმცა ცოტას ან თითქმის არაფერს გვასწავლიან ეფექტურად ხარჯვის შესახებ.

არადა შემოსავლის მიღებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი ეფექტურად ხარჯვის უნარი და თუ მას ბავშვობიდან გამოვიმუშავებთ, უფრო უკეთესი იქნება. შემოსავალს ბევრი შრომისა და მთელი ჩვენი ენერგიის გაღების ხარჯზე ვიღებთ, შესაბამისად ვიმსახურებთ, რომ ის ეფექტურად დავხარჯოთ და მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.

პანდემიის პერიოდში, როცა „ლოქდაუნის“ გამო სახლებში აღმოვჩნდით, ზედმეტად მხარჯველებს მდგომარეობა კიდევ უფრო გაგვირთულდა, რადგან მთლიანად მოიშალა საზღვრები ჩვენსა და სოციალურ ქსელებს შორის, რომელიც ყოველ წამს ხან ჩვენი საყვარელი დიზაინერის ახალ კოლექციას, ხან ქეშბექებს და ხანაც ისეთ სრულიად უსარგებლო ნივთებს გვთავაზობს, რომელიც მხოლოდ იმიტომ უნდა შევიძინოთ, რომ ლამაზად გამოიყურება... მართლაც რთულია, ცდუნებას გაუძლო, თუმცა თუ ამას შეძლებ და სურვილების ასრულებაში ფულს გონივრულად დახარჯავ, იმაზე უკეთეს შედეგს მიიღებ, ვიდრე არაეფექტურად ხარჯვისას.

გადავწყვიტეთ, არაეფექტურად ხარჯვის ყველაზე გავრცელებული ნიშნები, გაგიზიაროთ და მათი აღმოფხვრის გზებიც შემოგთავაზოთ:

არასდროს აკონტროლებ ყოველდღიურ ხარჯებს

რა შემოსავალიც არ უნდა გქონდეს, ხარჯების კონტროლი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რათა ფული ყველაფერზე სწორად გადაანაწილო და ხარჯებიც დაზოგო. რეალურად, შესაძლებელია, ჩვენს ბევრ სურვილზე უარი არ ვთქვათ, ისე დავზოგოთ თანხა. შეგვიძლია, დილის ყავა იქ შევიძინოთ, სადაც გემრიელია და თან უფრო ხელმისაწვდომი, ყოველდღიურად ლანჩზე ძვირადღირებულ კაფეებში არ გავიდეთ და თუ წახემსება მოგვინდება, პროდუქტები იქ შევიძინოთ, სადაც ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

ქართულ ბაზარზე არსებობს ქსელური სუპერმარკეტები, რომელიც დაზოგვას გვთავაზობს, თანაც ხარისხიანი პროდუქტების შეძენის ხარჯზე (მაგალითად, „2 ნაბიჯის“ კონცეფცია პირდაპირ ჭკვიანურად დაზოგვას ემსახურება).

ყოველდღიური ხარჯების კონტროლი დაგვეხმარება, მომდევნო ხელფასამდე თანხა სტაბილურად შევინარჩუნოთ და მისი ნაწილის გადადებაც მოვახერხოთ.

საკრედიტო ბარათის ლიმიტს ხშირად ამოწურავ და შემდეგ მის შესავსებად პროცენტს იხდი

ძნელია, ცდუნებას გაუძლო და საკრედიტო ბარათი არ გახსნა, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯების დროს სესხის აღებას ნამდვილად სჯობს. თანაც საკრედიტო ბარათით სარგებლობის სანაცვლოდ ბანკები სხვადასხვა დამატებით სერვისს, ქულების დაგროვებასა თუ ფასდაკლებას გვთავაზობენ.

თუ ბანკისგან ნასესხებ თანხას ისეთ რაღაცებში ვხარჯავთ, რაც მხოლოდ და მხოლოდ სურვილების შესრულებას ემსახურება, ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ შეიძლება, არაეფექტურ მხარჯველთა რიგებში გადავინაცვლოთ. გარდა ამისა, თუ სურვილების სიამ ხშირად ჩავგაყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ საკრედიტო ბარათის ლიმიტი ამოიწურა და ახლა პროცენტს ვიხდით, მაშინ ალბათ უმჯობესია, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაზე დავფიქრდეთ.

შეძენილი ნივთების ღირებულებასა და შემოსავლის ოდენობას შორის დიდი დისბალანსია

ყველას კარგად გვესმის, რომ კომფორტული და ხარისხიანი ტანსაცმელი და ხანდახან მეგობრებთან ერთად გასეირნება საჭიროა, თუმცა ხშირად მაგალითად ბრენდულ ფეხსაცმელში იმაზე სამჯერ მეტს ვიხდით, ვიდრე არაბრენდულ, მაგრამ ხარისხიან პროდუქტში გადავიხდიდით. ბრენდული ნივთის შესაძენად კი შესაბამისი შემოსავალი არ გვაქვს.

თუ დაზოგვა და ეფექტურად ხარჯვა პრიორიტეტად დავისახეთ, ალბათ, დროა დავფიქრდეთ, რამდენად გვჭირდება კონკრეტული ფეხსაცმელი, რომელიც მხოლოდ იმიტომ შევიძინეთ, რომ ტრენდულია და დიზაინერის სახელი აწერია?

სურსათს იძენ იქ, სადაც მაღალი ფასებია მაშინ, როცა ალტერნატივა არსებობს

როცა არაეფქტურად ხარჯვაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ძვირადღირებული ნივთების ხშირად შეძენასა და იმაზე მეტის გადახდას, ვიდრე შეგვიძლია. რეალურად, ჩვენი შემოსავლის დიდი ნაწილი პირველადი მოხმარების პროდუქტებში იხარჯება და მნიშვნელოვანია, ეს სწორად გავაკეთოთ.

ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს, საუკეთესო შედეგის მისაღებად რაც შეიძლება ნაკლები გადავიხადოთ და მოგებულები დავრჩეთ. მაშინ რატომ ვიხდით ერთი და იგივე ხარისხისა და გემოვნური თვისებების საკვებ პროდუქტებში უფრო ძვირს, როცა ალტერნატივა არსებობს?

იმან, რომ განსაკუთრებით ახალ თაობაში ფინანსების ეფექტურად განაწილება და დაზოგვა ტრენდული გახდა, ორგანიზებულ ბაზარზე წაახალისა ბიზნესი, მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს. შედეგად გაჩნდა ქსელური სუპერმარკეტები, მათ შორის „2 ნაბიჯი“, რომელიც ხარისხიანი პროდუქციის სწორედ იმ ფასად შეძენას გვთავაზობს, რაც რეალურად ღირს.

თუ ვხვდებით, რომ საკვებ პროდუქტებს სწორედ იმ სუპერმარკეტებში ვიძენთ, რომელიც მაღალი ფასებით არის ცნობილი, ალბათ დროა, უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივა ავირჩიოთ, სადაც რაც მთავარია, ხარისხი პრიორიტეტს წარმოადგენს.

ხშირად ვსესხულობთ ფულს

რა თქმა უნდა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან არავინ ვართ დაზღვეული და ამ დროს მეგობრები და ოჯახის წევრებიც უპრობლემოდ გვასესხებენ ხოლმე ფულს, თუმცა თუ ეს რეგულარულ ხასიათს იღებს, შესაძლოა, არაეფექტურად ხარჯვასთან გვქონდეს საქმე.

თუ გვსურს, უფრო ეფექტურად მხარჯველები გავხდეთ, ალბათ საჭიროა, დავაკვირდეთ, ჩვენგან განსხვავებით, როგორ ახერხებენ სხვები, რომ თავიანთი შემოსავალი ეყოთ და თანაც სხვებსაც ასესხონ?! პასუხი ალბათ ისაა, რომ თავიანთ შემოსავალს სწორად ანაწილებენ.

გარშემო ყველას გვყავს ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ჩვენზე დაბალი შემოსავალი აქვს, მაგრამ მოგზაურობასაც ახერხებს, მისი ანაზღაურების შესაბამის ტანსაცმელსაც ყიდულობს და არც მეგობრებთან ერთად გართობაზე ამბობს უარს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეიტყობთ, რომ ის დანაზოგსაც აკეთებს.

და ბოლოს, ყოველთვის შესაძლებელია არაეფქტურად ხარჯვიდან შემოსავლის ეფექტურად განაწილებაზე გადასვლა. თუ ყოველთვიურად ჩამოვწერთ ჩვენს მთავარ ხარჯებს და გავაკეთებთ ბიუჯეტს, რომელიც მხოლოდ სურვილების ასასრულებლად შეგვიძლია დავხარჯოთ, თუ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ ფასებზე და საჭირო პროდუქტებს შევიძენთ იქ, სადაც დაზოგვას გვთავაზობენ, შედეგიც არ დააყოვნებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სტუდენტი ბადრი ხატისკაცი კი ევროპის ჩემპიონი გახდა

Jeep-ის ახალი ყველგანმავლები ზაფხულის სეზონს განსაკუთრებულად უხდება!

მოძრავი გამოფენა "რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე" ქალაქ მარნეულში არ გაიმართა