საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორჯერ მივიღე ფსიქოლოგიური დარტყმა... საფრთხემ დიდი როლი ითამაშა, რომ სოფიკო ჩემი მეუღლეა" - ბადრი ჯაფარიძის ოჯახური ცხოვრება და ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური წარსული
"ორჯერ მივიღე ფსიქოლოგიური დარტყმა... საფრთხემ დიდი როლი ითამაშა, რომ სოფიკო ჩემი მეუღლეა" - ბადრი ჯაფარიძის ოჯახური ცხოვრება და ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური წარსული

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე პო­ლი­ტი­კა­ში სულ რა­ღაც ორი წლის წინ გა­მოჩ­ნდა. რე­ა­ლუ­რად კი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი 1991 წლი­დან იწყე­ბა. მა­შინ პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი ონის რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტი გახ­და და ის ერთ-ერთი მათ­გა­ნია, ვინც 1991 წლის 31 მარ­ტის რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქტს ხელი მო­ა­წე­რა...

ამ­ჯე­რად კი მი­ლი­ო­ნე­რი ჯა­ფა­რი­ძე სა­ი­უ­ბი­ლეო, მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რია. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯა­ფა­რი­ძე იხ­სე­ნებს, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ორი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა იყო და ორი­ვე პო­ლი­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა:

"ცხოვ­რე­ბა­ში სულ ორ­ჯერ მი­ვი­ღე მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა - პირ­ვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბა იყო, მე­ო­რე - რუ­სუ­ლი არ­მი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რა. პირ­ველ­მა შემ­თხვე­ვამ ისე იმოქ­მე­და, პო­ლი­ტი­კას შე­ვეშ­ვი. მე­ო­რე შემ­თხვე­ვას გა­მოც­დი­ლი და რწმე­ნა­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი შევ­ხვდი. რო­დე­საც რუ­სუ­ლი არ­მია გორ­ში შე­მო­ვი­და, ჩე­მებს ვუ­თხა­რი, არა უშავს, თუ რუ­სე­ბი დაგ­ვი­პყრო­ბენ, ჩვენ თა­ვი­დან მო­ვი­პო­ვებთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას-მეთ­ქი..." - ამ­ბობ­და ჯა­ფა­რი­ძე.

თბი­ლი­სის ომის დროს ჯა­ფა­რი­ძე ე.წ. "ბუნ­კერ­ში" ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გუნდთან ერ­თად იყო. ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ბუნ­კე­რი­დან გა­მო­ვი­და, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო ისე ცხოვ­რობ­და, თით­ქოს ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი კი არა, პა­ტა­რა კონ­ფლიქ­ტიც არ მომ­ხდა­რი­ყოს. თუმ­ცა სწო­რედ იმ "ბუნ­კერ­ში“ მოხ­და ისე­თი რა­ღაც, რა­მაც მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა.

"სო­ფი­კო ნო­ემ­ბერ­ში გა­ვი­ცა­ნი და მარ­ტში დავ­ქორ­წინ­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად, გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე. საფრ­თხემ, რო­მელ­შიც მე აღ­მოვ­ჩნდი, ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა სო­ფი­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, გამ­ხდა­რი­ყო ჩემი მე­უღ­ლე. რო­დე­საც ბუნ­კერ­ში ვი­ყა­ვი, მე და სო­ფი­კო ერ­თმა­ნეთს ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე­ბო­დით. ერთ-ერთი სა­უბ­რი­სას, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენტს მსხვილ­კა­ლიბ­რი­ან ია­რაღს ეს­რო­და, ტყვი­ე­ბი ოთახ­ში შე­მოც­ვივ­და და სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი გა­წყდა. სო­ფი­კომ იფიქ­რა, რა­ღაც ცუდი მოხ­დაო. მე მო­მენ­ტით ვი­სარ­გებ­ლე და ხელი ვთხო­ვე..." - იხ­სე­ნებს ჯა­ფა­რი­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ ჯერ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე სცა­და ბედი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ცო­ლის ძმას­თან ერ­თად დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ბან­კი შექ­მნა. უყ­ვარს ნა­დი­რო­ბა და ღვი­ნო, თუმ­ცა ორი­ვეს მი­მართ გა­მორ­ჩე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

"ვა­ზი­სა და ღვი­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბავ­შვო­ბი­დან გა­მომ­ყვა. მახ­სოვს, ოთხმოც წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ბა­ბუ­ა­ჩე­მი ვაზს ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი­ვით რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბო­და. ქარ­თვე­ლი კაცი სუფ­რას­თან სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად ჯდე­ბო­და და არა სათ­რო­ბად. ღვი­ნის მის­ტი­კუ­რო­ბას მთვრა­ლი კაცი ვე­რას­დროს შე­იგ­რძნობს" - ამ­ბობს ჯა­ფა­რი­ძე.

პო­ლი­ტი­კა­ში მე­ო­რედ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ მე­უღ­ლე სო­ფი­კო ხა­ზა­რა­ძეს­თან ერ­თად სამი შვი­ლი - თა­მა­რი, მა­რი­ა­მი და ლუკა გა­ზარ­და. უფ­რო­სი - მა­რი­ა­მი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჯა­ფა­რი­ძე პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუა გახ­და.

"შვი­ლებს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვე­ცი. მე ძა­ლი­ან მომ­წონს ახა­ლი თა­ო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი არი­ან, თა­ვი­სუ­ფა­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტით და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ხა­სი­ა­თით. უფ­როს­მა შვი­ლებ­მა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბა და დაბ­რუნ­დნენ, ახლა უმ­ცრო­სი სწავ­ლობს ლონ­დონ­ში და მა­საც ერთი სული აქვს, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა. მი­ხა­რია, რომ მათ ჩემ­სა­ვით არ შე­უძ­ლი­ათ უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბა. აქ არის ჩვე­ნი სახ­ლი...“ - ამ­ბობს ჯა­ფა­რი­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მა­რი­ამ ჯა­ფა­რი­ძე

თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე

  • მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბა

თუმ­ცა მის დეკ­ლა­რა­ცი­ას რომ გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი, აღ­მო­ვა­ჩენთ რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ძე­ნი­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გარ­და, ჯა­ფა­რი­ძე-ხა­ზა­რა­ძის წყვი­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­კუ­თარ ბი­ნას ფლობს.

რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მის სა­კუთ­რე­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Volkswagen Amarok. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ჯამ­ში - 179 307 ლარი; 2 653 789 დო­ლა­რი; 524 998 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი და 222 073 ევრო ჰქონ­და.

ამას­თან, ჯა­ფა­რი­ძე არის სს „ატ­ლან­ტა ლენ­დის“, სს „თბი­ლი­სი ჯგუ­ფის“, სს „ლისი ლე­ი­ქის“, სს „ჰიდ­რო­კა­პი­ტა­ლის“, სს TBC Bank Group PLC-ს, სს GRDC Holding B.V.-ს, სს Georgian Reconstruction and Development Company-სა და სს GP Alliance N.V.-ს აქ­ცი­ო­ნე­რი.

ფლობს წი­ლებს ისეთ კომ­პა­ნი­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა - შპს „ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია“, შპს „გე­ოპ­ლან­ტი“, შპს „ეიჩ-არ-სი თბი­ლი­სი““, შპს „ვა­ზი­სუბ­ნის მა­მუ­ლი“, შპს „ვარ­ძი­ის ტე­რა­სე­ბი“, შპს „მწვა­ნე გა­რე­მო“; შპს „ნა­ფა­რე­უ­ლის მა­მუ­ლი“; შპს „რო­ი­ალ ხვან­ჭკა­რა“; შპს „სო­ლა­რი სა­ქარ­თვე­ლო“; შპს „ქარ­თუ­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ვა­ზი­სა და ღვი­ნის ჰოლ­დინ­გი“; შპს „ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია“; შპს „ჯორ­ჯი­ან რიელ ის­თე­ით მე­ნე­ჯმენტ“; შპს „აგა­რა­კი უწე­რა­ში“; შპს „ბორ­ბა­ლო ჯგუ­ფი“; შპს „დი ეს პორტ ინ­ვეს­ტი“; შპს „ზარზმა­ჰე­სი“;შპს „სა­ქარ­თვე­ლოს ორი­გი­ნა­ლუ­რი ღვი­ნო­ე­ბი“; შპს „ხე­ო­რი­ჰე­სი“;შპს Bicester Motion Limited; სს Le Club des Automobiles du Chateau de Sermet; შპს GRDC Management Company; შპს Equity Partners Ltd; შპს CCP Caucasus Capital Partners Limited; შპს Dunmore Corporation.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ოჯახს, 3 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი არის მისი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში. ასე­ვე მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა: 4 ავ­ტო­ფა­რე­ხი და 1 სარ­და­ფი თბი­ლის­ში; 3 ბინა და სხვე­ნი თბი­ლის­ში; მი­წის ნაკ­ვე­თი წყნეთ­ში; ასე­ვე შვი­ლის სა­ხელ­ზეა 1 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი წყნეთ­ში. ამას­თან, მისი ვაჟი ფლობს აქ­ცი­ებს ისეთ კომ­პა­ნი­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა AIRBNB INC- CLASS A და C3.AI INC. გარ­და ამი­სა, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მე­უღ­ლე ფლობს წილს შპს „მე­გა­კო­ში“; ხოლო ვაჟი - შპს „ელ­ვი­სი­ში“.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

მძულს 90-იან წლებში გამდიდრებულები;

ერთერთი მათგანი ბადრი ჯაფარიძეა

ოტო
6

პარლამენტში არუნდა იყოს მარტო მილიონერების ბუმი.აქ უნდა იყონ აგრონომები,ეკონომისტები.იურისტები და განსაკუთრებით სოფლის სპეციალისტები,მაძღარი კაცი არასოდეს მშიერზე არ იფიქრებს,ეს აქსიომააა

ავტორი:

"ორჯერ მივიღე ფსიქოლოგიური დარტყმა... საფრთხემ დიდი როლი ითამაშა, რომ სოფიკო ჩემი მეუღლეა" - ბადრი ჯაფარიძის ოჯახური ცხოვრება და ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური წარსული

"ორჯერ მივიღე ფსიქოლოგიური დარტყმა... საფრთხემ დიდი როლი ითამაშა, რომ სოფიკო ჩემი მეუღლეა" - ბადრი ჯაფარიძის ოჯახური ცხოვრება და ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური წარსული

ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკაში სულ რაღაც ორი წლის წინ გამოჩნდა. რეალურად კი, მისი პოლიტიკური წარსული 1991 წლიდან იწყება. მაშინ პროფესიით ფსიქოლოგი ონის რაიონის დეპუტატი გახდა და ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგად სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერა...

ამჯერად კი მილიონერი ჯაფარიძე საიუბილეო, მეათე მოწვევის პარლამენტარია. დაახლოებით ერთი წლის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჯაფარიძე იხსენებს, რომ მის ცხოვრებაში ორი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო და ორივე პოლიტიკას უკავშირდება:

"ცხოვრებაში სულ ორჯერ მივიღე მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა - პირველი კანონიერი ხელისუფლების დამხობა იყო, მეორე - რუსული არმიის საქართველოში შემოჭრა. პირველმა შემთხვევამ ისე იმოქმედა, პოლიტიკას შევეშვი. მეორე შემთხვევას გამოცდილი და რწმენაში გაძლიერებული შევხვდი. როდესაც რუსული არმია გორში შემოვიდა, ჩემებს ვუთხარი, არა უშავს, თუ რუსები დაგვიპყრობენ, ჩვენ თავიდან მოვიპოვებთ დამოუკიდებლობას-მეთქი..." - ამბობდა ჯაფარიძე.

თბილისის ომის დროს ჯაფარიძე ე.წ. "ბუნკერში" ზვიად გამსახურდიას გუნდთან ერთად იყო. ამბობს, რომ როდესაც ბუნკერიდან გამოვიდა, აღმოაჩინა, რომ ნახევარი საქართველო ისე ცხოვრობდა, თითქოს ქვეყანაში სამოქალაქო ომი კი არა, პატარა კონფლიქტიც არ მომხდარიყოს. თუმცა სწორედ იმ "ბუნკერში“ მოხდა ისეთი რაღაც, რამაც მისი პირადი ცხოვრება შეცვალა.

"სოფიკო ნოემბერში გავიცანი და მარტში დავქორწინდით. ფაქტობრივად, გაცნობისთანავე ცოლად მოვიყვანე. საფრთხემ, რომელშიც მე აღმოვჩნდი, ძალიან დიდი როლი ითამაშა სოფიკოს გადაწყვეტილებაზე, გამხდარიყო ჩემი მეუღლე. როდესაც ბუნკერში ვიყავი, მე და სოფიკო ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებოდით. ერთ-ერთი საუბრისას, როდესაც ოპოზიცია პარლამენტს მსხვილკალიბრიან იარაღს ესროდა, ტყვიები ოთახში შემოცვივდა და სატელეფონო კავშირი გაწყდა. სოფიკომ იფიქრა, რაღაც ცუდი მოხდაო. მე მომენტით ვისარგებლე და ხელი ვთხოვე..." - იხსენებს ჯაფარიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ჯერ ფარმაცევტულ ბაზარზე სცადა ბედი, მოგვიანებით კი ცოლის ძმასთან ერთად დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკი შექმნა. უყვარს ნადირობა და ღვინო, თუმცა ორივეს მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება აქვს.

"ვაზისა და ღვინის მიმართ დამოკიდებულება ბავშვობიდან გამომყვა. მახსოვს, ოთხმოც წელს გადაცილებული ბაბუაჩემი ვაზს ცოცხალი ადამიანივით როგორ ელაპარაკებოდა. ქართველი კაცი სუფრასთან საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად ჯდებოდა და არა სათრობად. ღვინის მისტიკურობას მთვრალი კაცი ვერასდროს შეიგრძნობს" - ამბობს ჯაფარიძე.

პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებულმა ბადრი ჯაფარიძემ მეუღლე სოფიკო ხაზარაძესთან ერთად სამი შვილი - თამარი, მარიამი და ლუკა გაზარდა. უფროსი - მარიამი დაოჯახებულია და რამდენიმე თვის წინ ჯაფარიძე პირველი შვილიშვილის ბაბუა გახდა.

"შვილებს სრული თავისუფლება მივეცი. მე ძალიან მომწონს ახალი თაობა, თავისუფლებაში დაბადებული არიან, თავისუფალი მენტალიტეტით და პასუხისმგებლიანი ხასიათით. უფროსმა შვილებმა უცხოეთში მიიღეს განათლება და დაბრუნდნენ, ახლა უმცროსი სწავლობს ლონდონში და მასაც ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება. მიხარია, რომ მათ ჩემსავით არ შეუძლიათ უცხოეთში ცხოვრება. აქ არის ჩვენი სახლი...“ - ამბობს ჯაფარიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

მარიამ ჯაფარიძე

თამარ ჯაფარიძე

  • მილიონერი დეპუტატის შთამბეჭდავი ქონება

თუმცა მის დეკლარაციას რომ გადავავლოთ თვალი, აღმოვაჩენთ რომ საქართველოში შეძენილი დიდი რაოდენობით უძრავი ქონების გარდა, ჯაფარიძე-ხაზარაძის წყვილი დიდ ბრიტანეთში საკუთარ ბინას ფლობს.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Volkswagen Amarok. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 179 307 ლარი; 2 653 789 დოლარი; 524 998 გირვანქა სტერლინგი და 222 073 ევრო ჰქონდა.

ამასთან, ჯაფარიძე არის სს „ატლანტა ლენდის“, სს „თბილისი ჯგუფის“, სს „ლისი ლეიქის“, სს „ჰიდროკაპიტალის“, სს TBC Bank Group PLC-ს, სს GRDC Holding B.V.-ს, სს Georgian Reconstruction and Development Company-სა და სს GP Alliance N.V.-ს აქციონერი.

ფლობს წილებს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა - შპს „ახალი სამშენებლო კომპანია“, შპს „გეოპლანტი“, შპს „ეიჩ-არ-სი თბილისი““, შპს „ვაზისუბნის მამული“, შპს „ვარძიის ტერასები“, შპს „მწვანე გარემო“; შპს „ნაფარეულის მამული“; შპს „როიალ ხვანჭკარა“; შპს „სოლარი საქართველო“; შპს „ქართული ორიგინალური ვაზისა და ღვინის ჰოლდინგი“; შპს „ქართული ტრადიცია“; შპს „ჯორჯიან რიელ ისთეით მენეჯმენტ“; შპს „აგარაკი უწერაში“; შპს „ბორბალო ჯგუფი“; შპს „დი ეს პორტ ინვესტი“; შპს „ზარზმაჰესი“;შპს „საქართველოს ორიგინალური ღვინოები“; შპს „ხეორიჰესი“;შპს Bicester Motion Limited; სს Le Club des Automobiles du Chateau de Sermet; შპს GRDC Management Company; შპს Equity Partners Ltd; შპს CCP Caucasus Capital Partners Limited; შპს Dunmore Corporation.

რაც შეეხება მის ოჯახს, 3 მსუბუქი ავტომობილი არის მისი მეუღლისა და შვილის საკუთრებაში. ასევე მეუღლის სახელზე ფიქსირდება: 4 ავტოფარეხი და 1 სარდაფი თბილისში; 3 ბინა და სხვენი თბილისში; მიწის ნაკვეთი წყნეთში; ასევე შვილის სახელზეა 1 საცხოვრებელი სახლი წყნეთში. ამასთან, მისი ვაჟი ფლობს აქციებს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა AIRBNB INC- CLASS A და C3.AI INC. გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძის მეუღლე ფლობს წილს შპს „მეგაკოში“; ხოლო ვაჟი - შპს „ელვისიში“.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"