სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის, კერძოდ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა მიიტაცა - მოხდა საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსია
რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის, კერძოდ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა მიიტაცა - მოხდა საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსია

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მი­ი­ტა­ცა აფხა­ზე­თის, კერ­ძოდ გაგ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი აი­ბღა. ოკუ­პან­ტმა სა­ხელ­მწი­ფომ ღიად, ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ში გა­ა­ფორ­მა, რომ აი­ბღა კრას­ნო­და­რის ოლ­ქის, ად­ლე­რის რა­ი­ო­ნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ასარა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი [DRI] ავ­რცე­ლებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, სო­ფელ აი­ბღას ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლურ­მა რუ­სეთ­მა კრას­ნო­და­რის ოლ­ქის გამ­გე­ბელს და­ა­ვა­ლა.

"ეს გახ­ლავთ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა რუ­სეთ­მა ასე აშ­კა­რად და მკა­ფი­ოდ მო­ახ­დი­ნა აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ანექ­სია და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ი­ფორ­მა აფხა­ზუ­რი სო­ფე­ლი. მათ ეს ღია წყა­რო­ებ­ში, მათ შო­რის რუ­კა­ზეც და­ი­ტა­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აი­ბღას ანექ­სი­ის სურ­ვი­ლი რუ­სეთ­მა პირ­ვე­ლად 2001 წელს, იმ­ჟა­მინ­დელ დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას­გან გა­ახ­მა­უ­რა. რად­გან იმ დროს რუ­სეთს აფხა­ზე­თის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და და ამ თე­მის გან­ხილ­ვა ქარ­თულ მხა­რეს­თან მო­უ­წევ­დათ. მა­შინ სა­კი­თხი დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, თუმ­ცა 2008 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი აღი­ა­რა და აფხა­ზეთ­თან ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო, ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. 2010 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ყვე­ლა ხერ­ხს მი­მარ­თავ­და, რათა სა­წა­დე­ლის­თვის მი­ეღ­წია", - აცხა­დებს ambebi.ge -სთან ანა გა­ხო­კი­ძე, DRI- ის პრო­ექ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი აი­ბღას ანექ­სი­ის პრო­ცე­სი. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოკუ­პა­ცი­ურ ზრახ­ვებს აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თავ­და­პირ­ვე­ლად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, რუ­სეთ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა აფხა­ზუ­რი სო­ფე­ლი მი­ეთ­ვი­სე­ბი­ნა.

"შე­საძ­ლო ანექ­სი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, 2010 წლის 21 მა­ისს დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ: "სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი აფხა­ზეთ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის გა­დის სსრკ-ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის პე­რი­მეტრზე". ამით სო­ფე­ლი აი­ბღა რჩე­ბო­და აფხა­ზე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. 2010 წელს აფხა­ზებ­მა რუ­სე­თის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, სო­ფე­ლი და­ეთ­მოთ, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვეს, თუმ­ცა რუ­სეთ­მა პრო­ცე­სი 2014 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის დროს გა­ნა­ახ­ლა. აფხა­ზეთს შეს­თა­ვა­ზეს შე­ჯიბ­რე­ბე­ბის ნა­წი­ლის აი­ბღა­ში ჩა­ტა­რე­ბა, სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში სოფ­ლის ჩარ­თვა, თუმ­ცა აფხა­ზურ­მა მხა­რემ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა უარ­ყო. ფაქ­ტობ­რი­ვი ანექ­სია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ 2014 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით მო­ა­ხერ­ხა. 2021 წლის მა­ის­ში გამ­გებ­ლის და­ნიშ­ვნა აღ­ნიშ­ნუ­ლის მა­უ­წყე­ბე­ლია", - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სოფ­ლის ანექ­სი­ას ორმა ფაქ­ტორ­მა შე­უ­წყო ხელი - ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ღა­რი­ბე და სო­ფელ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბა.

"2019 წლის­თვის სო­ფელ­ში აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და ორი არ­სე­ბუ­ლი სკო­ლი­დან არ­ცერ­თი, არ იყო სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი, გაჩ­ნდა პრობ­ლე­მე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ზვა­ვე­ბის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად გზე­ბი ისე გა­ფუჭ­და, რომ დაბ­ლობ­ზე ჩა­მოს­ვლა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. მე­ო­რე, აი­ბღა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რად რუ­სია. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ისარ­გებ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბით სოფ­ლის ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი ანექ­სია მო­ახ­დი­ნა.

2020 წლის და­სა­წყის­ში ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კრას­ნო­და­რის მხა­რის გამ­გე­ბელს მი­მარ­თა და ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის შეც­ვლა­ში "დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა“.

აფხა­ზე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს მი­მარ­თვა რუ­სუ­ლი ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (FSB) ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. "ხალ­ხის მი­მარ­თვას“ რუ­სე­თის მხრი­დან მყი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბიც მოჰ­ყვა, ისე, რომ აფხა­ზე­ბის­თვის ნე­ბარ­თვა არა­ვის უკი­თხავს. "რუ­სებ­მა სო­ფელს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და სატ­რან­სპორ­ტო ლო­ჯის­ტი­კის პრობ­ლე­მა მო­უგ­ვა­რეს, ზა­ფხულ­ში სო­ჭის მე­რი­ის და­ფი­ნან­სე­ბით, გა­იყ­ვა­ნეს ახა­ლი გზა, აა­შე­ნეს ხიდი და სო­ფე­ლი მდი­ნა­რე ფსო­უს­თან პირ­და­პირ და­ა­კავ­ში­რეს, თუმ­ცა ამ გზით ჩა­მო­სუ­ლე­ბი ფსო­უს რუ­სულ და არა აფხა­ზურ მხა­რეს ხვდე­ბი­ან. აი­ბღა­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს ექი­მე­ბის ბრი­გა­დე­ბის და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა, ასე­ვე, სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის და­საქ­მე­ბა ად­ლერ­სა და სოჭ­ში. 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, აფხა­ზურ­მა მხა­რემ მდი­ნა­რე ფსო­უს­თან ახ­ლად აშე­ნე­ბულ, და­მა­კავ­ში­რე­ბელ გა­და­სას­ვლელ ხიდ­ზე სა­სა­ზღვრო პუნ­ქტი გახ­სნა", - ვკი­თხუ­ლობთ ან­გა­რიშ­ში. დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რებს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ანა გა­ხო­კი­ძე ambebi.ge - ს ეუბ­ნე­ბა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან აფხა­ზე­თის ანექ­სი­ის პრო­ცეს­ზე სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბი­სა და რუ­სე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­სა­ყე­ნებ­ლად და­უ­ყო­ნებ­ლივ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა შე­საძ­ლო ბერ­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
172

თქვენ ნატოში შედით და მიტაცება მერე ნახეთ, გაოცდებით

!!!
27

ამ დროს ჩვენს ხელისუფლებას სძინავს! ზუსტად ეხლა უნდა ითქვას ყველა ტრიბუნიდან ,რომ ქართული მიწები ოფიციალურად ანექსირებულია რუსეთის მიერ! ამას აფხაზების მოაზროვნე ნაწილიც დაინახავს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის, კერძოდ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა მიიტაცა - მოხდა საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსია

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის, კერძოდ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა მიიტაცა - მოხდა საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსია

რუსეთის ფედერაციამ მიიტაცა აფხაზეთის, კერძოდ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა. ოკუპანტმა სახელმწიფომ ღიად, ოფიციალურ წყაროებში გააფორმა, რომ აიბღა კრასნოდარის ოლქის, ადლერის რაიონის შემადგენელი ნაწილია. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა ოფიციალურმა რუსეთმა კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაავალა.

"ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა რუსეთმა ასე აშკარად და მკაფიოდ მოახდინა აფხაზეთის ტერიტორიის ანექსია და ოფიციალურად გაიფორმა აფხაზური სოფელი. მათ ეს ღია წყაროებში, მათ შორის რუკაზეც დაიტანეს. აღსანიშნავია, რომ აიბღას ანექსიის სურვილი რუსეთმა პირველად 2001 წელს, იმჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასგან გაახმაურა. რადგან იმ დროს რუსეთს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ ჰქონდა და ამ თემის განხილვა ქართულ მხარესთან მოუწევდათ. მაშინ საკითხი დროებით შეჩერდა, თუმცა 2008 წელს, როდესაც რუსეთმა აფხაზეთი აღიარა და აფხაზეთთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი დაიწყო, ვითარება შეიცვალა. 2010 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაცია ყველა ხერხს მიმართავდა, რათა საწადელისთვის მიეღწია", - აცხადებს ambebi.ge -სთან ანა გახოკიძე, DRI- ის პროექტების მონიტორი.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში დეტალურად არის აღწერილი აიბღას ანექსიის პროცესი. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ოკუპაციურ ზრახვებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ თავდაპირველად წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, საბოლოოდ, რუსეთმა მაინც მოახერხა აფხაზური სოფელი მიეთვისებინა.

"შესაძლო ანექსიის პრევენციისთვის, 2010 წლის 21 მაისს დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო კანონი "აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების შესახებ“, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ: "სახელმწიფო საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გადის სსრკ-ში აღიარებული საზღვრების პერიმეტრზე". ამით სოფელი აიბღა რჩებოდა აფხაზეთის შემადგენლობაში. 2010 წელს აფხაზებმა რუსეთის შეთავაზებაზე, სოფელი დაეთმოთ, კატეგორიული უარი თქვეს, თუმცა რუსეთმა პროცესი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს განაახლა. აფხაზეთს შესთავაზეს შეჯიბრებების ნაწილის აიბღაში ჩატარება, სპორტულ ღონისძიებებში სოფლის ჩართვა, თუმცა აფხაზურმა მხარემ ეს შეთავაზება უარყო. ფაქტობრივი ანექსია რუსეთის ფედერაციამ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ წარმატებით მოახერხა. 2021 წლის მაისში გამგებლის დანიშვნა აღნიშნულის მაუწყებელია", - ნათქვამია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, სოფლის ანექსიას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი - ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბე და სოფელში ინფრასტრუქტურის არარსებობა.

"2019 წლისთვის სოფელში აღარ ფუნქციონირებდა ორი არსებული სკოლიდან არცერთი, არ იყო სამედიცინო პუნქტი, გაჩნდა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ზვავების ჩამოწოლის შედეგად გზები ისე გაფუჭდა, რომ დაბლობზე ჩამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მეორე, აიბღაში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად რუსია. რუსეთის ფედერაციამ ისარგებლა აღნიშნული გარემოებებით სოფლის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსია მოახდინა.

2020 წლის დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის გამგებელს მიმართა და ადგილზე არსებული გაუსაძლისი პირობების შეცვლაში "დახმარება სთხოვა“.

აფხაზები ვარაუდობენ, რომ ეს მიმართვა რუსული ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ორგანიზებული იყო. "ხალხის მიმართვას“ რუსეთის მხრიდან მყისიერი ქმედებებიც მოჰყვა, ისე, რომ აფხაზებისთვის ნებართვა არავის უკითხავს. "რუსებმა სოფელს ელექტროენერგიის და სატრანსპორტო ლოჯისტიკის პრობლემა მოუგვარეს, ზაფხულში სოჭის მერიის დაფინანსებით, გაიყვანეს ახალი გზა, ააშენეს ხიდი და სოფელი მდინარე ფსოუსთან პირდაპირ დააკავშირეს, თუმცა ამ გზით ჩამოსულები ფსოუს რუსულ და არა აფხაზურ მხარეს ხვდებიან. აიბღაში აქტიურად დაიწყეს ექიმების ბრიგადების და ჰუმანიტარული დახმარებების გაგზავნა, ასევე, სოფელში მცხოვრები მამაკაცების დასაქმება ადლერსა და სოჭში. 2020 წლის აგვისტოში ზემოაღნიშნული პროცესების საპასუხოდ, აფხაზურმა მხარემ მდინარე ფსოუსთან ახლად აშენებულ, დამაკავშირებელ გადასასვლელ ხიდზე სასაზღვრო პუნქტი გახსნა", - ვკითხულობთ ანგარიშში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საერთაშორისო აქტორებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ანა გახოკიძე ambebi.ge - ს ეუბნება, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესზე სათანადო რეაგირებისა და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაყენებლად დაუყონებლივ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებამ.

ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს