მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაბადების დღეს გილოცავ, ნონა" - ლეო მესიმ ლეგენდარულ მოჭადრაკეს 80 წლის იუბილეზე საკუთარი მაისური აჩუქა
"დაბადების დღეს გილოცავ, ნონა" - ლეო მესიმ ლეგენდარულ მოჭადრაკეს 80 წლის იუბილეზე საკუთარი მაისური აჩუქა

ლე­გენ­და­რულ ქარ­თველ მო­ჭად­რა­კეს, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს 80 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ­გენ­ტი­ნელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ლი­ო­ნელ მე­სიმ სა­ჩუქ­რად სა­კუ­თა­რი მა­ი­სუ­რი გა­მო­უგ­ზავ­ნა. მა­ი­სურ­ზე მე­სის ავ­ტოგ­რა­ფია: "და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, ნონა".

"ეს სა­ჩუ­ქა­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ჩემი პრი­ზე­ბის მუ­ზე­უმ­ში მე­სის მა­ი­სუ­რი თა­ვის ად­გილს და­ი­კა­ვებს. მახ­სენ­დე­ბა მე­სის­თან ინ­ტერ­ვიუ, თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლამ­დე მას სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და. თბი­ლის­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შა, გო­ლე­ბი გა­ი­ტა­ნა, მარ­თლა კარ­გი მატ­ჩი გა­მო­ვი­და. ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლია, რომ მე­სიმ არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­თან ერ­თად ტი­ტუ­ლი მო­ი­გოს", - გა­ნა­ცხა­და ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

სა­ჩუ­ქა­რი ლე­გენ­და­რულ მო­ჭად­რა­კეს ფი­დეს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, აკა­კი იაშ­ვილ­მა გა­დას­ცა.

"მე­სიმ იცის ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ. მან იცის, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ჭად­რა­კე და მსოფ­ლი­ოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნია. როცა მან გა­ი­გო, რომ ნო­ნას 80 წელი უს­რულ­დე­ბო­და, ფი­დეს გად­მო­უგ­ზავ­ნა მა­ი­სუ­რი სა­კუ­თა­რი ავ­ტოგ­რა­ფით", - აღ­ნიშ­ნა აკა­კი იაშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­ლია, რომ მსოფ­ლიო ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი და სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დის თერ­თმეტგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნონა გა­რინ­დაშ­ვი­ლი ზო­გა­დად "ბლა­უგ­რა­ნა­სა" და მე­სის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ლეო მე­სის მსოფ­ლი­ოს თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში პე­ლე­სა და მა­რა­დო­ნას გვერ­დით აყე­ნებს.

"არ მომ­წონს, როცა მთე­ლი გუნ­დი დაც­ვა­ში დგე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი პლუ­სია. ადა­რე­ბენ ხოლ­მე, ვინ უფრო ძლი­ე­რია, პელე, მა­რა­დო­ნა, მესი, რო­ნალ­დო. თა­ო­ბებს შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა, ყვე­ლას თა­ვი­სი დრო აქვს და ძა­ლი­ან რთუ­ლია, შე­ა­და­რო. მესი და რო­ნალ­დო რომ შე­ა­და­რო, სხვა ამ­ბა­ვია, ერთი თა­ო­ბაა. როცა მო­ჭად­რა­კე­ებ­ზე მე­კი­თხე­ბი­ან, ვის რო­მელ ნომ­რად და­ვა­ყე­ნებ, ვპა­სუ­ხობ - რო­გორ გან­ვას­ხვა­ვო? ყვე­ლას თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ტა­ნი­ლი.

დღე­ვან­დე­ლი ფეხ­ბურ­თი კი სულ სხვა დო­ნე­ზეა, ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­შე­ბია და სულ სხვა მიდ­გო­მა. მთა­ვა­რია, ორი­ვე გუნ­დმა სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი ფეხ­ბურ­თი ითა­მა­შოს, ეს ყვე­ლას მოს­წონს", - ამ­ბობ­და პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­ცე­მა "ტა­ი­მა­უ­ტში" ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს სქარ­თვე­ლოს ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცია:

"ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დის სა­ჩუ­ქა­რი ჭად­რა­კის ლე­გენ­დას! 80 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ოს ხუთ­გის ჩემ­პი­ონს, ნონა გა­ფინ­დაშ­ვი­ლის ლი­ო­ნელ მე­სიმ თა­ვის ავ­ტოგ­რა­ფით მა­ი­სუ­რი გა­მო­უგ­ზავ­ნა. სა­ჩუ­ქა­რი იუ­ბი­ლარს სა­ერ­ღა­შო­რი­სო სა­ჭად­რა­კო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა აკა­კი იაშ­ვილ­მა გა­დას­ცა!

ოქ­როს ბურ­თის 6-გზის მფლო­ბელ­მა ლი­ო­ნელ მე­სიმ ქარ­თველ ჩემ­პი­ონს მა­ი­სუ­რი ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რით გა­მო­უგ­ზავ­ნა: ნონა, და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ!

ეს სა­ჩუ­ქა­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ აქ ისე­თი სი­ტყვე­ბი წე­რია, ჩემი სა­ხე­ლიც მი­წე­რი­ლია, გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს - ლეო მესი. ჩემს მუ­ზე­უმ­ში ეს მა­ი­სუ­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ლიქ­ვი­ის ად­გილს და­ი­კა­ვებს - გა­ნა­ცხა­და ქარ­თველ­მა ჩემ­პი­ონ­მა.

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი წლე­ბია ბარ­სე­ლო­ნას და მე­სის ქო­მა­გობს რის შე­სა­ხე­ბაც არ­გენ­ტი­ნელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ფი­დეს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან შე­ი­ტყო, სი­ურპრი­ზის მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი ფი­დეს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი აკა­კი იაშ­ვი­ლი გახ­ლდათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სიმ 34 ტი­ტუ­ლი მო­ი­გო და 520 შეხ­ვედ­რა­ში 474 გოლი გა­ი­ტა­ნა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ფე­დე­რა­ცი­ის გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
22

აი, ამიტომაც არის მესი საუკეთესო ფეხბურთელი-ყველაფერში სამაგალითოა,ზოგიერთ სულელ ყეყეჩისგან(პელე) ,ნარკომანისგან(მარადონა) და ნარცისისგან(რონალდო) განსხვავებით!

vava
1

და ქართველებმა მივულოცეთ სათანადოდ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დაბადების დღეს გილოცავ, ნონა" - ლეო მესიმ ლეგენდარულ მოჭადრაკეს 80 წლის იუბილეზე საკუთარი მაისური აჩუქა

"დაბადების დღეს გილოცავ, ნონა" - ლეო მესიმ ლეგენდარულ მოჭადრაკეს 80 წლის იუბილეზე საკუთარი მაისური აჩუქა

ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საჩუქრად საკუთარი მაისური გამოუგზავნა. მაისურზე მესის ავტოგრაფია: "დაბადების დღეს გილოცავ, ნონა".

''ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი პრიზების მუზეუმში მესის მაისური თავის ადგილს დაიკავებს. მახსენდება მესისთან ინტერვიუ, თბილისში ჩამოსვლამდე მას საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. თბილისში შესანიშნავად ითამაშა, გოლები გაიტანა, მართლა კარგი მატჩი გამოვიდა. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტული მოიგოს'', - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

საჩუქარი ლეგენდარულ მოჭადრაკეს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა გადასცა.

''მესიმ იცის ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის შესახებ. მან იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილი ლეგენდარული მოჭადრაკე და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. როცა მან გაიგო, რომ ნონას 80 წელი უსრულდებოდა, ფიდეს გადმოუგზავნა მაისური საკუთარი ავტოგრაფით'', - აღნიშნა აკაკი იაშვილმა.

ცნობილია, რომ მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტგზის გამარჯვებული ნონა გარინდაშვილი ზოგადად "ბლაუგრანასა" და მესის დიდი გულშემატკივარია. გაფრინდაშვილი ლეო მესის მსოფლიოს თანავარსკვლავედში პელესა და მარადონას გვერდით აყენებს.

"არ მომწონს, როცა მთელი გუნდი დაცვაში დგება. თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი დანარჩენი პლუსია. ადარებენ ხოლმე, ვინ უფრო ძლიერია, პელე, მარადონა, მესი, რონალდო. თაობებს შორის დიდი სხვაობაა, ყველას თავისი დრო აქვს და ძალიან რთულია, შეადარო. მესი და რონალდო რომ შეადარო, სხვა ამბავია, ერთი თაობაა. როცა მოჭადრაკეებზე მეკითხებიან, ვის რომელ ნომრად დავაყენებ, ვპასუხობ - როგორ განვასხვავო? ყველას თავისი ისტორია აქვს და თავისი წვლილი შეტანილი.

დღევანდელი ფეხბურთი კი სულ სხვა დონეზეა, ბევრად საინტერესო თამაშებია და სულ სხვა მიდგომა. მთავარია, ორივე გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს, ეს ყველას მოსწონს", - ამბობდა პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ნონა გაფრინდაშვილი.

თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს სქართველოს ჭადრაკის ფედერაცია:

"ფეხბურთის ლეგენდის საჩუქარი ჭადრაკის ლეგენდას! 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს ხუთგის ჩემპიონს, ნონა გაფინდაშვილის ლიონელ მესიმ თავის ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი იუბილარს საერღაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გადასცა!

ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა: ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!

ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს - ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.

ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის განმავლობაში მესიმ 34 ტიტული მოიგო და 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა", - აღნიშნულია ფედერაციის გვერდზე.

"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილბას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით