მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილჰამ და მეჰრიბან ალიევებმა ერდოღანს მთიან ყარაბაღში უმასპინძლეს - პომპეზური ღონისძიება შუშაში და აზერბაიჯანის პირველი ლედის შთამბეჭდავი სტილი (ფოტოები)
ილჰამ და მეჰრიბან ალიევებმა ერდოღანს მთიან ყარაბაღში უმასპინძლეს - პომპეზური ღონისძიება შუშაში და აზერბაიჯანის პირველი ლედის შთამბეჭდავი სტილი (ფოტოები)

აზერ­ბა­ი­ჯანს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა. მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რებს მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში, ქა­ლაქ შუ­შა­ში უმას­პინ­ძლეს, სა­დაც ილ­ჰამ ალი­ევ­მა და რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა ხელი მო­ა­წე­რეს დეკ­ლა­რა­ცი­ას სა­მო­კავ­ში­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

"ეს დეკ­ლა­რა­ცია წა­მო­წევს ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბებს ყვე­ლა­ზე მა­ღალ დო­ნე­ზე. დღე­ის­თვის ჩვენ შევ­ქმე­ნით ხა­რის­ხობ­რი­ვად ახა­ლი კავ­ში­რი და ამ დეკ­ლა­რა­ცი­ის ყვე­ლა პუნ­ქტი წარ­მო­ად­გენს გა­რან­ტი­ას ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ილ­ჰამ ალი­ევ­მა თურ­ქე­თის ლი­დერ­თან შეხ­ვედ­რის შე­ჯა­მე­ბი­სას.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქე­თი მსოფ­ლიო არე­ნა­ზე წარ­მო­ად­გე­ნენ ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მყოფ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თა ერ­თო­ბა აიხ­სნე­ბა ის­ტო­რი­ით, კულ­ტუ­რით, სა­ერ­თო ეთ­ნი­კუ­რი ფეს­ვე­ბით, ენით, რე­ლი­გი­ით და ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­თა და ინ­ტე­რე­სე­ბით.

მისი თქმით, შუ­შის დეკ­ლა­რა­ცი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პუნ­ქტე­ბია აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და თურ­ქე­თის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თავ­დაც­ვით სფე­რო­ში.

"დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასა­ხუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი, ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც არის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, კულ­ტუ­რა, გა­ნათ­ლე­ბა, სპორ­ტი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა, სამ­ხრე­თის გა­ზის დე­რეფ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ყვე­ლა სა­კი­თხი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ორ მათ­გან­ზე შევ­ჩერ­დე­ბო­დი. ეს არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და თურ­ქე­თის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თავ­დაც­ვით წარ­მო­ე­ბა­ში და ურ­თი­ერთ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა. მან დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რას ის­ტო­რი­უ­ლი მიღ­წე­ვა უწო­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი ლედი, მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა და თურ­ქე­თის პირ­ვე­ლი ლედი, ემი­ნე ერ­დო­ღა­ნი

შეხ­ვედ­რა­ზე ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­ქე­თი შუ­შა­ში სა­კონ­სუ­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბას გახ­სნის.

ორი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი შუ­შა­ში მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ისი­ნი და­ეს­წრნენ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ფო­ტო­ე­ბი კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვამ, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში იყო. მისი ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად იქცა და არა­ერ­თი კომ­პლი­მენ­ტიც მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
18

შარში ვართ ქრთველებო და ვერ ვხვდებით

გიორგი
22

ნეტავ როდესმე ჩვენც თუ ვეღირსებით რომ ვინმეს უმასპინძლოთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში.

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.

ავტორი:

ილჰამ და მეჰრიბან ალიევებმა ერდოღანს მთიან ყარაბაღში უმასპინძლეს - პომპეზური ღონისძიება შუშაში და აზერბაიჯანის პირველი ლედის შთამბეჭდავი სტილი (ფოტოები)

ილჰამ და მეჰრიბან ალიევებმა ერდოღანს მთიან ყარაბაღში უმასპინძლეს - პომპეზური ღონისძიება შუშაში და აზერბაიჯანის პირველი ლედის შთამბეჭდავი სტილი (ფოტოები)

აზერბაიჯანს თურქეთის პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად ესტუმრა. მაღალი რანგის სტუმრებს მთიან ყარაბაღში, ქალაქ შუშაში უმასპინძლეს, სადაც ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სამოკავშირო ურთიერთობების შესახებ.

"ეს დეკლარაცია წამოწევს ჩვენ ურთიერთობებს ყველაზე მაღალ დონეზე. დღეისთვის ჩვენ შევქმენით ხარისხობრივად ახალი კავშირი და ამ დეკლარაციის ყველა პუნქტი წარმოადგენს გარანტიას ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა თურქეთის ლიდერთან შეხვედრის შეჯამებისას.

მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი მსოფლიო არენაზე წარმოადგენენ ყველაზე ახლოს მყოფ ქვეყნებს, რომელთა ერთობა აიხსნება ისტორიით, კულტურით, საერთო ეთნიკური ფესვებით, ენით, რელიგიით და ეროვნული ფასეულობებითა და ინტერესებით.

მისი თქმით, შუშის დეკლარაციის უმნიშვნელოვანესი პუნქტებია აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა თავდაცვით სფეროში.

"დეკლარაციაში ასახულია მნიშვნელოვანი საკითხები, ისეთები, როგორებიც არის თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე, პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, კულტურა, განათლება, სპორტი, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა. ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ორ მათგანზე შევჩერდებოდი. ეს არის აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა თავდაცვით წარმოებაში და ურთიერთ სამხედრო დახმარება“, - განაცხადა ალიევმა. მან დოკუმენტის ხელმოწერას ისტორიული მიღწევა უწოდა.

აზერბაიჯანის პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა და თურქეთის პირველი ლედი, ემინე ერდოღანი

შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შუშაში საკონსულო განყოფილებას გახსნის.

ორი ქვეყნის პირველი პირები შუშაში მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ. ისინი დაესწრნენ სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ ღონისძიებებს. ფოტოები კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ, რომელიც ტრადიციულად, შესანიშნავ ფორმაში იყო. მისი ახალი ფოტოები ინტერნეტჰიტად იქცა და არაერთი კომპლიმენტიც მიიღო.

"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

იტალიელმა პროფესორმა G20-ის მონაწილეებს "შოუ მოჰპარა“ - წელს ზემოთ შიშველი ნიკოლა ფრანჯიონეს ფოტოები, რომელსაც პოლიტიკოსებმა მყუდროება დაურღვიეს

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"