საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რკინის მუშტი" "ცეცხლოვანი ბუშტების" საპასუხოდ" - ისრაელმა დღეს დილით, ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმა მიიტანა
"რკინის მუშტი" "ცეცხლოვანი ბუშტების" საპასუხოდ" - ისრაელმა დღეს დილით, ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმა მიიტანა

ის­რა­ელ­მა დღეს დი­ლით ღა­ზას სექ­ტორ­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბი გა­უშ­ვეს, რო­მელ­მაც სა­ზღვარ­თან, გაშ­ლილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 20-მდე ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ­მა საფ­რენ­მა აპა­რა­ტებ­მა ქა­ლაქ ხან იუ­ნის­სა და ღა­ზა­ში დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰა­მა­სის“ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს.

”ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი მზად არი­ან ყვე­ლა სცე­ნა­რის­თვის, მათ შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის, ღა­ზას სექ­ტო­რი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ფონ­ზე”, - გა­ნა­ცხა­დეს ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში.

"რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა, ღა­ზას სექ­ტორ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი "ცე­ცხლო­ვა­ნი ბუშ­ტე­ბის" სა­პა­სუ­ხოდ.

ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში ათე­უ­ლო­ბით ხან­ძრის შემ­დეგ, არ­მია აცხა­დებს, რომ მათ "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტულ-სტრა­ტე­გი­ულ ად­გი­ლებ­ზე მი­ი­ტა­ნეს სა­რა­კე­ტო იე­რი­ში. პა­ლეს­ტი­ნის ცნო­ბით, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

"რკი­ნის მუშ­ტი" "ცე­ცხლო­ვა­ნი ბუშ­ტე­ბის" სა­პა­სუ­ხოდ. ასე აფა­სე­ბენ ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებს. ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია კვლავ უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა. მშვი­დო­ბა ის­რა­ელს", - წერს ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ხე­ილ ხე­ცო­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი პირ­ვე­ლი იყო მას შემ­დეგ, რაც ეგ­ვიპ­ტის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნის დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის 11-დღი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი დას­რულ­და.

პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მე­მარ­ჯვე­ნე რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის მიერ აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლიმ­ში მო­წყო­ბილ­მა აღ­ლუმ­მა და ათა­სო­ბით დრო­შის ფრი­ალ­მა გა­მო­იწ­ვია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ლუ­მი თავ­და­პირ­ვე­ლად 10 მა­ისს, იე­რუ­სა­ლი­მის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mixo
86

მშვიდობა ისრაელს!

goga
1

ერთი კითხვა გამიჩნდა: რამდენი სამხედრო ობიექტი აქვს ამ ჰამასს ყოველ თავდასხმაზე რომ უნადგურებენ და რომ არ ელევათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რკინის მუშტი" "ცეცხლოვანი ბუშტების" საპასუხოდ" - ისრაელმა დღეს დილით, ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმა მიიტანა

"რკინის მუშტი" "ცეცხლოვანი ბუშტების" საპასუხოდ" - ისრაელმა დღეს დილით, ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმა მიიტანა

ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. მედიის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რომელმაც საზღვართან, გაშლილ ტერიტორიაზე 20-მდე ხანძარი გააჩინა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში დაჯგუფება "ჰამასის“ სამხედრო ობიექტები გაანადგურეს.

”ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან ყველა სცენარისთვის, მათ შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის, ღაზას სექტორიდან განხორციელებული ტერორისტული აქტების ფონზე”, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

"რამდენიმე საათის წინ, ისრაელის საჰაერო ძალებმა, ღაზას სექტორში განახორციელეს სარაკეტო დარტყმები "ცეცხლოვანი ბუშტების" საპასუხოდ.

ისრაელის სამხრეთ ნაწილში ათეულობით ხანძრის შემდეგ, არმია აცხადებს, რომ მათ "ჰამასის" ტერორისტულ-სტრატეგიულ ადგილებზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. პალესტინის ცნობით, არავინ დაშავებულა.

"რკინის მუშტი" "ცეცხლოვანი ბუშტების" საპასუხოდ. ასე აფასებენ ისრაელში მიმდინარე ამბებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაიძაბა. მშვიდობა ისრაელს", - წერს ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

საჰაერო თავდასხმები პირველი იყო მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა.

პალესტინელების გაღიზიანება მემარჯვენე რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმში მოწყობილმა აღლუმმა და ათასობით დროშის ფრიალმა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ აღლუმი თავდაპირველად 10 მაისს, იერუსალიმის დღის აღსანიშნავად, უნდა გამართულიყო.

გაერთიანებული სამეფო უარყოფს ინფორმაციას ბრიტანული სამხედრო ხომალდისთვის გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შესახებ

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

იაპონიის მთავრობა კომპანიებს 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესებას სთავაზობს