მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში ტექნოლოგიების ფესტივალი ჩატარდება
ქუთაისში ტექნოლოგიების ფესტივალი ჩატარდება

რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ინ­ტერ­ნე­ტი უსაფრ­თხოდ და სა­ერ­თოდ, რას ნიშ­ნავს ინ­ტერ­ნე­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა ან რა საფრ­თხის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოვ­ჩნდეთ ინ­ტრნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს? მე­წარ­მე­ო­ბა და სტუ­დენ­ტუ­რი სტარ­ტა­პე­ბი - რა ციფ­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ სა­კუ­თა­რი საქ­მე და­ვი­წყოთ და რო­გორ გვეხ­მა­რე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში? რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და რა არის უკა­ნას­კნე­ლი ტრენ­დე­ბი, რო­გო­რია მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ, თუ გვსურს, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­საქ­მე­ბუ­ლი ან დამ­საქ­მე­ბე­ლი ვი­ყოთ?

თუ ეს და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა კი­თხვე­ბი გიჩ­ნდე­ბათ, მათ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ეს­წროთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფეს­ტი­ვალს. ღო­ნის­ძი­ე­ბას ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (BTU) ქუ­თა­ის­ში ივ­ნი­სის თვე­ში ჩა­ა­ტა­რებს. ქუ­თა­ის­ში და­გეგ­მილ ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია და ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და უბ­რა­ლოდ ბიზ­ნე­სი­თა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იმარ­თე­ბა.

რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ღო­ნის­ძი­ე­ბა ახალ­გაზ­რდებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად იმარ­თე­ბა.

„ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­სე­ბის დღი­დან ზრუ­ნავს არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ სტუ­დენ­ტებ­ზე, არა­მედ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე, ზო­გა­დად ახალ­გაზ­რდებ­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევრ ადა­მი­ანს გა­ვაც­ნოთ ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­საც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სინ­თე­ზი გვაძ­ლევს. ამ პრო­ცეს­ში ახალ­გაზ­რდე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით ვი­თარ­დე­ბა სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მა ქვე­ყა­ნა­ში, რაც ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის შექ­მნა­სა და ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე მათ წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ­ჯე­რად კი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფეს­ტი­ვალს ვმარ­თავთ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სამ ძი­რი­თად თე­მა­ზე ვიმ­სჯე­ლებთ. ესე­ნია კი­ბერ­ჰი­გი­ე­ბა, მე­წარ­მე­ო­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრენ­დე­ბი,“ - აცხა­დებს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ნინო ენუ­ქი­ძე.

ფეს­ტი­ვალ­ზე წი­ნას­წარ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ჩა­ტარ­დე­ბა ვორ­ქშო­ფე­ბი შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით:

  • კი­ბერ­ჰი­გი­ე­ნა - რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნო ინ­ტერ­ნე­ტი უსაფრ­თოდ;
  • მე­წარ­მე­ო­ბა - რო­გორ შევ­ქმნა სტარ­ტა­პი სტუ­დენ­ტო­ბის დროს;
  • ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრენ­დე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი - რა არის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი დღეს და რა იქ­ნე­ბა მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გია;

ვორ­ქშო­ფე­ბი შოთა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

შოთა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის საგ­რან­ტო კონ­კურ­სი მიზ­ნად ისა­ხავს მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის გა­შუ­ქე­ბას, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რცე­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი პროგ­რა­მე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

მიმ­დი­ნა­რე­ობს დამ­სწრე­თა რე­გის­ტრა­ცია შემ­დეგ ბმულ­ზე.

R

ავტორი:

ქუთაისში ტექნოლოგიების ფესტივალი ჩატარდება

ქუთაისში ტექნოლოგიების ფესტივალი ჩატარდება

როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი უსაფრთხოდ და საერთოდ, რას ნიშნავს ინტერნეტის უსაფრთხოება ან რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ინტრნეტის გამოყენების დროს? მეწარმეობა და სტუდენტური სტარტაპები - რა ციფრული ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რომ საკუთარი საქმე დავიწყოთ და როგორ გვეხმარება ინტერნეტი წარმატების მიღწევაში? როგორ ვითარდება ტექნოლოგიები და რა არის უკანასკნელი ტრენდები, როგორია მომავლის ტექნოლოგიები, რომლებიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ გვსურს, რომ წარმატებული დასაქმებული ან დამსაქმებელი ვიყოთ?

თუ ეს და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სხვა კითხვები გიჩნდებათ, მათზე პასუხის მისაღებად აუცილებლად უნდა დაესწროთ ტექნოლოგიების ფესტივალს. ღონისძიებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ქუთაისში ივნისის თვეში ჩაატარებს. ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ის აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და უბრალოდ ბიზნესითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის იმართება.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, ღონისძიება ახალგაზრდებში ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად იმართება.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ზრუნავს არა მხოლოდ საკუთარ სტუდენტებზე, არამედ აბიტურიენტებზე, ზოგადად ახალგაზრდებსა და ფართო საზოგადოებაზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების სინთეზი გვაძლევს. ამ პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით ვითარდება სამეწარმეო ეკოსისტემა ქვეყანაში, რაც ინოვაციური სტარტაპების შექმნასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე მათ წარმატებულ საქმიანობას გულისხმობს. ამჯერად კი ტექნოლოგიების ფესტივალს ვმართავთ, რომლის ფარგლებშიც სამ ძირითად თემაზე ვიმსჯელებთ. ესენია კიბერჰიგიება, მეწარმეობა და ტექნოლოგიური ტრენდები,“ - აცხადებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე.

ფესტივალზე წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილეებისთვის ჩატარდება ვორქშოფები შემდეგი მიმართულებებით:

  • კიბერჰიგიენა - როგორ გამოვიყენო ინტერნეტი უსაფრთოდ;
  • მეწარმეობა - როგორ შევქმნა სტარტაპი სტუდენტობის დროს;
  • ტექნოლოგიური ტრენდები და სიახლეები - რა არის ყველაზე აქტუალური დღეს და რა იქნება მომავლის ტექნოლოგია;

ვორქშოფები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში გაიმართება.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქებას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო და გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

მიმდინარეობს დამსწრეთა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

R

"დოიჩე აფთიაქის“ პეკინის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით გრანდიოზული აქციები, ფასდაკლებები და საჩუქრები გელოდებათ

მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის

ლექსუს თბილისი ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-is უმნიშვნელოვანესი ჯილდო