საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება" - რას გეგმავს მთავრობა ზაფხულში და რას შესთავაზებენ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას
"ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება" - რას გეგმავს მთავრობა ზაფხულში და რას შესთავაზებენ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ივ­ლი­სი­დან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის გა­ფარ­თო­ე­ბა იგეგ­მე­ბა რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში. რო­გორც მან სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ე­მა­ტე­ბა და ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი ცენ­ტრე­ბი მო­ე­წყო­ბა.

„სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ გა­ნი­ხი­ლა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის გა­ფარ­თო­ე­ბის ოპე­რა­ცი­უ­ლი გეგ­მა. ივ­ლი­სის თვი­დან უკვე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის გა­ფარ­თო­ე­ბა მოხ­დე­ბა, რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში იმ დო­ზე­ბის ხა­ჯზე, რის მი­ღე­ბა­საც ქვე­ყა­ნა ელო­დე­ბა ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში და ასე შემ­დეგ. პირ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ად­გი­ლე­ბის შექ­მნა და ბრი­გა­დე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მა­ტე­ბა და ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის მო­წყო­ბა.

ჯა­მუ­რად დღეს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მოქ­მე­დებს 200-მდე ბრი­გა­და, და­მა­ტე­ბით კი­დევ სა­ჭი­როა თით­ქმის ამ­დე­ნი­ვეს მო­ბი­ლი­ზე­ბა, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი და­მა­ტე­ბი­თი სა­ჭი­რო­ე­ბა არის თბი­ლის­ში, თუმ­ცა, თბი­ლის­ში დღეს მათი მო­თხოვ­ნის გამო, რო­გორც იცით ად­გი­ლე­ბი მუდ­მი­ვად შევ­სე­ბუ­ლია, მაგ­რამ რე­გი­ო­ნებ­ში იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მოც­ვა შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დეს და თვის მან­ძილ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა იყოს ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი ბრი­გა­დე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მისი თქმით, უკვე და­წყე­ბუ­ლია კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მო­ლებ­თან, ასე­ვე გა­მო­ნა­ხუ­ლია დიდი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი თა­ვად აი­ღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სივ­რცის მო­წყო­ბა­ზე და იქ ჩა­ა­ტა­რე­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას იმ პი­რე­ბის­თვის, ვინც და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თავს.

„ასე­ვე გეგ­მე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ად­გი­ლე­ბის შექ­მნა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ჰოლ­დინგთან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს ე.წ. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ოფიც­რე­ბის პროგ­რა­მას, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­მე­დი­ცი­ნო რე­ზი­დენ­ტე­ბი, მა­ღა­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი, ისი­ნი ივ­ლი­ან მა­გა­ლი­თად, სკო­ლებ­ში ან სხვა სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში იმის­თვის, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია აც­რე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე და­ეხ­მა­რონ მათ რი­გის და­ჯავ­შნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ამას­თან, გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო იმ ქვეყ­ნებს შო­რის მო­ი­აზ­რე­ბა, რო­მე­ლიც „დიდი შვი­დე­უ­ლის“ წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან ვაქ­ცი­ნის გარ­კვე­ულ დო­ზას მი­ი­ღებს.

რო­გორც თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია რო­მელ ვაქ­ცი­ნას, ან რამ­დენ დო­ზას მი­ი­ღებს სა­ქარ­თვე­ლო.

"სა­ქარ­თვე­ლო აქ მო­ი­აზ­რე­ბა. ერთი მხრივ, და­მო­უ­კი­დებ­ლად, პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში, ასე­ვე რო­გორც "კო­ვაქს" პლატ­ფორ­მის ერთ-ერთი მო­სარ­გებ­ლე. ჯერ­ჯე­რო­ბით დე­ტა­ლე­ბი, რო­მელ ვაქ­ცი­ნას მი­ვი­ღებთ და რა რა­ო­დე­ნო­ბით, არ გვაქვს", - აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

ცნო­ბის­თვის, "დიდი შვი­დე­უ­ლის“ წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებს ვაქ­ცი­ნე­ბის 1 მი­ლი­არდ დო­ზას გა­უ­ნა­წი­ლე­ბენ.

გარ­და ამი­სა, გა­ბუ­ნი­ას თქმით, გა­ნი­ხი­ლე­ბა წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და მუ­შავ­დე­ბა ის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ შე­იძ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზოს სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას. გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც, რათა კომ­პა­ნი­ებ­მა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის­თვის და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი წა­ა­ხა­ლი­სოს.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კორ­პო­რა­ტი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის­თვის. ასე­ვე, გან­ვი­ხი­ლავთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟი­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბას, ანუ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟიმს ეტა­პობ­რი­ვად ჩა­ა­ნაც­ვლებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. რა თქმა უნდა, გა­ნი­ხი­ლე­ბა, ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბიზ­ნეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, გარ­კვე­უ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბის პა­კე­ტის ამოქ­მე­დე­ბის იმ პი­რე­ბის­თვის, ვი­საც ექ­ნე­ბა ასე­თი ე.წ. მწვა­ნე საშ­ვი. მი­დის, ასე­ვე, მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. გარ­კვე­უ­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მას ჰქონ­და და ამ­დე­ნად, რამ­დე­ნი­მე უწყე­ბის ჯგუ­ფი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ გაზ­რდი­ლი დატ­ვირ­თვის პი­რო­ბებ­ში ამ­გვა­რი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­იქ­მნას“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუბო
2

ვაი თქვენს პატრონს!

რატი
1

,,გა­ნი­ხი­ლე­ბა წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და მუ­შავ­დე­ბა ის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ შე­იძ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზოს სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას''. - ,,მათრახი და თაფლაკვერის'' ხერხი. საცდელი ვაქცინის პირდაპირ მოსახლეობაზე გამოცდა.

ავტორი:

"ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება" - რას გეგმავს მთავრობა ზაფხულში და რას შესთავაზებენ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას

"ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება" - რას გეგმავს მთავრობა ზაფხულში და რას შესთავაზებენ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება იგეგმება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, სამედიცინო დაწესებულებები დაემატება და ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში ვაქცინაციის დამატებითი ცენტრები მოეწყობა.

„საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა. ივლისის თვიდან უკვე ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში იმ დოზების ხაჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში და ასე შემდეგ. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების, სამედიცინო დაწესებულებების დამატება და ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა.

ჯამურად დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 200-მდე ბრიგადა, დამატებით კიდევ საჭიროა თითქმის ამდენივეს მობილიზება, ყველაზე ნაკლები დამატებითი საჭიროება არის თბილისში, თუმცა, თბილისში დღეს მათი მოთხოვნის გამო, როგორც იცით ადგილები მუდმივად შევსებულია, მაგრამ რეგიონებში იმისთვის, რომ მოსახლეობის მოცვა შესაბამისად მოხდეს და თვის მანძილზე ადამიანების საკმარისი რაოდენობა იყოს ვაქცინირებული, საჭიროა დამატებითი ბრიგადების მობილიზება რეგიონებში“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია კონსულტაციები მოლებთან, ასევე გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე და იქ ჩაატარებენ ვაქცინაციას იმ პირებისთვის, ვინც დაწესებულებას მიმართავს.

„ასევე გეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად ახორციელებს ე.წ. ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართულები არიან სამედიცინო რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები, ისინი ივლიან მაგალითად, სკოლებში ან სხვა საჯარო ადგილებში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრების შესახებ და ასევე დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოიაზრება, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოებისგან ვაქცინის გარკვეულ დოზას მიიღებს.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ეტაპზე უცნობია რომელ ვაქცინას, ან რამდენ დოზას მიიღებს საქართველო.

"საქართველო აქ მოიაზრება. ერთი მხრივ, დამოუკიდებლად, პირდაპირი კომუნიკაციის ნაწილში, ასევე როგორც "კოვაქს" პლატფორმის ერთ-ერთი მოსარგებლე. ჯერჯერობით დეტალები, რომელ ვაქცინას მივიღებთ და რა რაოდენობით, არ გვაქვს", - აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, "დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები დანარჩენ ქვეყნებს ვაქცინების 1 მილიარდ დოზას გაუნაწილებენ.

გარდა ამისა, გაბუნიას თქმით, განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და მუშავდება ის პაკეტი, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება შესთავაზოს სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. გაბუნიას ინფორმაციით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობაც, რათა კომპანიებმა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დასაქმებულები წაახალისოს.

„მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, განიხილება, ასევე, შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი. მიდის, ასევე, მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები ბოლო პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო სისტემას ჰქონდა და ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს სავარაუდო თარიღს, როდესაც კორონავირუსის მეოთხე ტალღას ელოდებიან - "...ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს"

"თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ..." - მეუფე იაკობი ხვალ ომბუდსმენს შეხვდება

"მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ... ასევე მძიმე შემთხვევებმა" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე ინდურ და ბრიტანულ შტამებზე?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"