დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ.
როგორც გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვაქცინის გაკეთების პერიოდის შემცირება ივლისში იგეგმება, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინების რაოდენობა იქნება. თუმცა, ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს რამდენი თვის, ან კვირის შემდეგ შეძლებენ აღნიშნული პირები ვაქცინის გაკეთებას.
"ბევრ ქვეყანას აქვს 1-3 თვე, ზოგს კი 2 კვირა. ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების საფუძველზე ამას გადავხედავთ და ალბათ, ივლისში შემცირდება", - აღნიშნავს გამყრელიძე.
ჩემი და ჩემი ოჯახის დოზაც დაირჭე ამირან!!!
ფსიქოავადმყოფებს რომ წამალი არ აქვს ერთი თვეა, ვინმეს გაწუხებთ ეს ამბავი? და საერთოდ ჩვენ თვითონ რომ შევიძინოთ მთელ რესპუბლიკაში არ არის შემოტანილი. კოვიდი მომკლავს თუ შიზოფრენიკი ჩამარტყამს თავში რამეს ფეხებზე გკიდიათ.