საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღემდე მიკვირს, როგორ შეიკავა პეტრემ თავი" -  საბჭოთა და უნგრელი წყალბურთელების დაპირისპირება და "სისხლისღვრა აუზში", რომლის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი კაპიტანი იყო
"დღემდე მიკვირს, როგორ შეიკავა პეტრემ თავი" -  საბჭოთა და უნგრელი წყალბურთელების დაპირისპირება და "სისხლისღვრა აუზში", რომლის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი კაპიტანი იყო
  • ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე: ერ­ვინ ზა­დო­რი, დეჟე დი­არ­მა­ტი, პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძე

1956 წლის 6 დე­კემ­ბე­რი.

დე­და­მი­წის სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში, მზი­ურ ავ­სტრა­ლი­ა­ში, დე­კემ­ბრის მი­უ­ხე­და­ვად, ზა­ფხუ­ლი ძა­ლა­ში შე­დის. მელ­ბურ­ნი ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს მას­პინ­ძლობს... წყალ­ბურ­თის დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ექ­ვსი ათას კაცს იტევს, რვა ათა­სი მა­ყუ­რებ­ლით არის გა­დავ­სე­ბუ­ლი, ხალ­ხი ფეხ­ზე დგას და რო­გორც იტყვი­ან, "ნემ­სი არ ჩა­ვარ­დე­ბა“...

წყალ­ბურ­თელ­თა გუნ­დე­ბი მატჩს იწყე­ბენ, მაგ­რამ აუზ­ში რა­ღაც უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი ხდე­ბა... სპორ­ტსმე­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­მე­ტე­ბით ურტყა­მენ, წყალ­ში პირ­და­პირ ცემა-ტყე­პაა ატე­ხი­ლი, შე­ტე­ვას უკან­და­ხე­ვა ცვლის, მუშ­ტით დარ­ტყმას - თა­ვუ­რი და წიხ­ლი...

აი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის კა­პი­ტან­მა დეჟე დი­არ­მატ­მა თა­ვის ქარ­თველ კო­ლე­გას პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძეს ცხვირ­ში მუშ­ტი უთა­ვა­ზა, პეტ­რე გა­მო­ე­კი­და, მაგ­რამ დეჟემ გა­ას­წრო... საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ე­რია.... სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი სა­ხე­ზეა: იმას, ვინც ამ­ბობ­და, რომ სპორ­ტი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე უნდა არ­სე­ბობ­დე­სო, იმე­დი მწა­რედ გა­უც­რუვ­და - სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა ძა­ლი­ან ხში­რად ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა, რაც მელ­ბურნ­ში მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა და რო­მე­ლიც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ის­ტო­რი­ა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ხე­ლით შე­ვი­და - "სის­ხლისღვრა აუზ­ში“.

მელ­ბურ­ნის წყალ­ბურ­თის დარ­ბაზ­ში ერ­თმა­ნეთ­თან სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ შე­ტა­კე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი­დან დეჟე დი­არ­მა­ტი უნ­გრე­თის გუნ­დის კა­პი­ტა­ნი იყო, პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძე კი - საბ­ჭო­თა გუნ­დი­სა... პირ­ველს იო­სებ სტა­ლი­ნი სძულ­და, მე­ო­რე კი იო­სებ სტა­ლი­ნის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იყო. არ­ცერ­თი არ იყო კრი­მი­ნა­ლი და ჩხუ­ბის­თა­ვი, ორი­ვე­ნი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ.

მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის კი ნი­ა­და­გი ოლიმ­პი­ურ თა­მა­შე­ბამ­დე ერთი თვით ადრე მომ­ზად­და...

  • უნ­გრე­თი მელ­ბურ­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის წინ

რო­გორც ცნო­ბი­ლია, უნ­გრე­თი ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის (მე­სა­მე რა­ი­ხის) მო­კავ­ში­რე თით­ქმის ომის ბო­ლომ­დე იყო და ამი­ტომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის ოკუ­პი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მი­იჩ­ნევ­და, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ბევ­რი შე­ნიღ­ბუ­ლი და არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო პი­რი­სა­გან შედ­გე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პრო­საბ­ჭო­უ­რი და პრო­კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია მო­ვი­და, მოს­კოვ­მა უნ­გრე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, მაგ­რამ და­ი­წყო რეპ­რე­სი­ე­ბიც: საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­თი­თე­ბით, ად­გი­ლობ­რივ­მა კო­მუ­ნის­ტურ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი და­ა­წე­სეს.

1953 წელს, იო­სებ სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, უნ­გრე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­შიც მოხ­და ცვლი­ლე­ბე­ბი: თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნეს, მა­გა­ლი­თად, მშრო­მელ­თა პარ­ტი­ის სტა­ლი­ნის­ტი ლი­დე­რი მა­თი­აშ რა­კო­ში, რო­მე­ლიც ლი­ბე­რალ­მა კო­მუ­ნის­ტმა იმრე ნა­დიმ შეც­ვა­ლა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კუ­ლი­სებს მიღ­მა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლის შე­დე­გად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ისევ მა­თი­აშ რა­კო­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა მცი­რე ხნით - იგი ისევ ჩა­მო­ა­შო­რეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პარ­ტი­ის ლი­დე­რად ერ­ნიო გერე აირ­ჩი­ეს. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მწიფ­დე­ბო­და - ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა "ბუქ­სა­ობ­და“, მა­ტუ­ლობ­და უმუ­შევ­რო­ბის დონე, მე­ურ­ნე­ო­ბის მარ­თვის საბ­ჭო­უ­რი პრინ­ცი­პე­ბი უნ­გრე­თის რე­ა­ლო­ბა­ში რთუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. გარ­და ამი­სა, უნ­გრე­თის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის მა­ინც უხ­დი­და საბ­ჭო­თა კავ­შირს რე­პა­რა­ცი­ებს, რო­მე­ლიც ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის მო­კავ­ში­რე­ო­ბის გამო და­უ­წეს­და. ეს ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ეკო­ნო­მი­კა­ზე. ინ­ტე­ლი­გენ­ცია რეპ­რე­სი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ო­და...

1956 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სე­გე­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ად­გი­ლობ­რი­ვი უნ­გრუ­ლი კომ­კავ­ში­რი­დან მა­სობ­რი­ვად გა­მო­ვიდ­ნენ, რომ­ლებ­საც შე­უ­ერ­თდნენ რო­გორც ბუ­და­პეშ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ასე­ვე სხვა ქა­ლა­ქე­ბის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბიც. 23 ოქ­ტომ­ბერს ბუ­და­პეშ­ტში 200 - ათა­სი­ა­ნი ან­ტი­კო­მუ­ნის­ტუ­რი და ან­ტი­საბ­ჭო­თა დე­მონ­სტრა­ცია გა­ი­მარ­თა... სხვა­თა შო­რის, იმ დროს უნ­გრეთ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ელჩი იური ან­დრო­პო­ვი იყო, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ატყო­ბი­ნებ­და მოს­კოვს სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას.

1956 წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში უნ­გრეთ­ში სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად გამ­წვავ­და, რომ ვი­თა­რე­ბა კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­და. საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა. და­ი­წყო სის­ხლისმღვრე­ლი ბრძო­ლე­ბი... ნო­ემ­ბრის ბო­ლოს საბ­ჭო­თა არ­მი­ამ "უნ­გრე­თის კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და ან­ტი­საბ­ჭო­თა აჯან­ყე­ბა“ ჩა­ახ­შო, რო­მელ­მაც, სამ­წუ­ხა­როდ, ორი­ვე მხრი­დან ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის (სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის) სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

  • უნ­გრელ წყალ­ბურ­თელ­თა სტრა­ტე­გია: შე­ტა­კე­ბა აუზ­ში

იმ დრო­ი­სათ­ვის უნ­გრე­თის წყალ­ბურ­თელ­თა გუნ­დი ბუ­და­პეშტთან ახ­ლოს, მთებ­ში მდე­ბა­რე საწ­რთვნელ ბა­ზა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ი­და­ნაც სპორ­ტსმე­ნე­ბი ცე­ცხლმო­დე­ბულ დე­და­ქა­ლაქს უყუ­რებ­დნენ და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ეს­მო­დათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისი­ნი თა­ვი­ან­თი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე და ახ­ლობ­ლე­ბის ბედ­ზე დარ­დობ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მელ­ბურნ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე, მათ გა­ი­გეს აჯან­ყე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი და ან­ტი­საბ­ჭო­უ­რად გა­ნე­წყვნენ: გა­და­წყვი­ტეს, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის დროს ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბა და­ეც­ვათ.

უნ­გრე­თის ნაკ­რე­ბი წყალ­ბურთში

მატ­ჩის წინ უნ­გრე­ლებ­მა სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ვეს: რაც შე­იძ­ლე­ბა მწვა­ვედ და მტკივ­ნე­უ­ლად და­ე­ცი­ნათ საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი­სათ­ვის - მათ­გან ყვე­ლამ კარ­გად იცო­და რუ­სუ­ლი ენა, რო­მე­ლიც უნ­გრე­თის სკო­ლებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად ის­წავ­ლე­ბო­და. რო­გორც ერ­ვინ ზა­დო­რი, უნ­გრე­თის გუნ­დის წევ­რი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და, "გა­დავ­წყვი­ტეთ რუ­სე­ბი გაგ­ვე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა, მათ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გავ­ლე­ნა მოგ­ვეხ­დი­ნა და ამით ისი­ნი მწყობ­რი­დან გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა“.

თა­მა­ში (თუ მას თა­მაშს ვუ­წო­დებთ) და­წყე­ბის­თა­ნა­ვე უკომ­პრო­მი­სოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. უნ­გრე­ლებს საბ­ჭო­ე­ლებ­ზე აშ­კა­რად უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­დათ. ან­გა­რი­ში სა­მით ნოლ­ზე მი­დი­ო­და, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შე­ძა­ხი­ლე­ბის თან­ხლე­ბით, მაგ­რამ უნ­გრე­ლებ­მა საბ­ჭო­თა წყალ­ბურ­თე­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი "დას­ჯაც“ გა­ნიზ­რა­ხეს: რა­ღაც მო­მენ­ტში უნ­გრელ­თა კა­პი­ტან­მა დეჟე დი­არ­მა­ტიმ საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის კა­პი­ტანს პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძეს ცხვირ­ში მუშ­ტი უთა­ვა­ზა...

პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძე

აი, რო­გორ ჰყვე­ბა იმ­დრო­ინ­დე­ლი არას­პორ­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­ბავს საბ­ჭო­თა წყალ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის მე­კა­რე ბო­რის გო­იხ­მა­ნი:

"რად­გა­ნაც იმ დროს საბ­ჭო­თა კავ­შირს ავ­სტრა­ლი­ას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და, ჩვე­ნი გუნ­დი მელ­ბურ­ნის ნავ­სად­გუ­რის რე­იდ­ზე მდგარ თბო­მა­ვალ "სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ცხოვ­რობ­და. თა­მა­შის დროს უნ­გრე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბით არ შე­მო­ფარ­გლუ­ლიყ­ვნენ. ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში, წყლის მო­ედ­ნის ცენ­ტრში უნ­გრელ­თა კა­პი­ტან­მა, თავ­დამ­სხმელ­მა დეჟე დი­არ­მა­ტიმ ჩვენს კა­პი­ტანს პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძეს მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ხე­ში მუშ­ტა ჩა­არ­ტყა. პეტ­რეს ცხვი­რი­დან სის­ხლი წა­მო­უ­ვი­და და ვიდ­რე მას იწ­მენ­დდა, დეჟემ კი­დევ ერთხელ და­არ­ტყა... ეს იყო სიგ­ნა­ლი... მატ­ჩის მსა­ჯი შვე­დი ცუ­კერ­მა­ნი იყო და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ან­ტი­საბ­ჭო­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა. მან უნ­გრე­ლე­ბის მხა­რე და­ი­ჭი­რა.

ერ­ვინ ზა­დო­რი

მე დღემ­დე მიკ­ვირს, რო­გორ შე­ი­კა­ვა პეტ­რემ თავი, იგი ხომ კავ­კა­სი­ე­ლი, სამ­ხრე­თუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტის მქო­ნე კაცი იყო და თან დიდი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის პატ­რო­ნი... თუმ­ცა, კაც­მა რომ თქვას, სწო­რედ ასე უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო ჭეშ­მა­რი­ტი სპორ­ტსმე­ნი და გუნ­დის ინ­ტე­რე­სებს გაფრ­თხი­ლე­ბო­და. იმ დროს რომ პეტ­რეს დეჟეს­თვის პა­სუ­ხი გა­ე­ცა, მას გა­ა­ძე­ვებ­დნენ... სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი კა­პიტ­ნის მოქ­მე­დე­ბა საბ­ჭო­თა დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს“.

2002 წელს გა­ზეთ "სო­ვეტსკი სპორ­ტი­სათ­ვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში თვი­თონ პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძე ასე ამ­ბობ­და:

"მე მა­შინ დეჟეს გა­ვე­კი­დე და რომ დავ­წე­ო­დი, ალ­ბათ, იქვე და­ვახ­რჩობ­დი, მაგ­რამ იგი ძა­ლი­ან სწრა­ფად ცუ­რავ­და და გა­მას­წრო. ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი ვე­ლო­დე­ბო­დით, რომ და­მარ­ცხე­ბის გამო ყვე­ლას დაგ­ვსჯიდ­ნენ (გვახ­სოვ­და, თუ რა ტრა­გი­კუ­ლი ბედი ეწია საბ­ჭო­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს 1952 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე და­მარ­ცხე­ბის გამო), მაგ­რამ რო­გორც გა­ვი­გეთ, ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბა მო­ი­წო­ნეს...“

რო­გორ იხ­სე­ნებს თვი­თონ უნ­გრე­ლი დეჟე დი­არ­მა­ტი ამ ინ­ცი­დენტს? მა­საც მო­ვუს­მი­ნოთ:

"ეს არ იყო წყალ­ბურ­თი, ეს უფრო კრი­ვი იყო წყალ­ში. რუ­სებ­მა ჩვე­ნი ცემა პირ­ვე­ლებ­მა თვი­თონ და­ი­წყეს, როცა ან­გა­რი­ში გავ­ხსე­ნით. მე თვი­თონ მუ­ცელ­ში გვა­რი­ა­ნი წიხ­ლი ჩა­მარ­ტყეს და ფა­შის­ტებს გვი­წო­დებ­დნენ. ერ­ვინ ზა­დორს წარ­ბი გა­უ­ხეთ­ქეს და სის­ხლი მოს­დი­ო­და. მის­მა სუ­რათ­მა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს პრე­სა მო­ი­ა­რა“.

ისევ ბო­რის გო­იხ­მა­ნის ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ერ­ვინ ზა­დორს წარ­ბი ვა­ლენ­ტინ პრო­კო­ფი­ევ­მა გა­უ­ხეთ­ქა. ამის შემ­ხედ­ვა­რე მა­ყუ­რებ­ლებ­მა, რო­მელ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი უნ­გრე­ლე­ბიც იყ­ვნენ, საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებს ბოთ­ლე­ბის სრო­ლა და­უ­წყეს. გა­ცო­ფე­ბუ­ლებ­მა ბა­რი­ე­რი გად­მო­ლა­ხეს და აუზს გარს შე­მო­ერ­ტყნენ, ხმა­მაღ­ლა გაჰ­ყვი­როდ­ნენ ან­ტი­საბ­ჭო­თა ლო­ზუნ­გებს, ზო­გი­ერ­თი მზად იყო წყალ­ში გად­მო­სახ­ტო­მად, ჩვენ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით. საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ე­რია... როცა დიქ­ტორ­მა უნ­გრელ­თა ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, მა­ყუ­რე­ბე­ლი მხო­ლოდ მა­შინ ჩა­წყნარ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა დე­რე­ფა­ნი გა­ა­კე­თეს და გა­სახ­დელ­ში ისე გა­ვე­დით“.

  • შეხ­ვედ­რა ბუ­და­პეშ­ტში, 50 წლის შემ­დეგ

2003 წელს გა­ზეთ "სო­ვეტსკი სპორ­ტში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "წყალ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი პეტ­რე პირ­ვე­ლი“, რომ­ლის ავ­ტო­რი, სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ბო­რის ვა­ლი­ე­ვი 1956 და 1960 წლე­ბის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მო­ნა­წი­ლეს ვიქ­ტორ აღე­ევს ესა­უბ­რე­ბა:

"2001 წლის მა­ი­სის ბო­ლოს, ერთ-ერ­თმა ამე­რი­კულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ მელ­ბურ­ნის "სის­ხლი­ა­ნი მატ­ჩის“ მო­თა­მა­შე­ე­ბი ბუ­და­პეშ­ტში მიგ­ვიწ­ვია. სხვებ­თან ერ­თად, წა­ვე­დით მეც და პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძეც. უნ­გრუ­ლი მხრი­დან ის სპორ­ტსმე­ნე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც 1956 წელს მელ­ბურ­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­დან სამ­შობ­ლო­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვეს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ როცა სცე­ნა­ზე ორი კა­პი­ტა­ნი გა­მო­ვი­და - ქარ­თვე­ლი პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძე და უნ­გრე­ლი დეჟე დი­არ­მა­ტი, ამ უკა­ნას­კნელ­მა თავი ვერ შე­ი­კა­ვა და... ატირ­და. ერ­ვინ ზა­დორ­მა კი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და მელ­ბურნ­ში მომ­ხდარ ჩხუბ­ში, თქვა, რომ "არა­ფე­რია, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტრავ­მა იყოო“. რა თქმა უნდა, შეხ­ვედ­რის ვარ­სკვლა­ვი პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძე იყო, რო­მელ­საც ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად "აწა­მებ­დნენ“ და ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს ეკი­თხე­ბოდ­ნენ“.

ალ­ბათ, მკი­თხველს კი­თხვა გა­უჩ­ნდა პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძი­სა და დეჟე დი­არ­მა­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით..

  • თბი­ლი­სე­ლი წყალ­ბურ­თე­ლი "დიდ ავი­ა­ცი­ა­ში“

პეტ­რე თბი­ლის­ში,1929 წელს და­ი­ბა­და. იგი ბავ­შვო­ბა­ში, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, ფეხ­ბურ­თის ფა­ნა­ტი­კუ­რად მოყ­ვა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ 1943 წელს მომ­ხდარ­მა ერ­თმა შემ­თხვე­ვამ, როცა მან თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში თა­მა­შის შემ­დეგ მე­სერს მიღ­მა მდე­ბა­რე აუზი და­ი­ნა­ხა, სა­დაც ბურ­თით თა­მა­შობ­დნენ, მისი ბედი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა...

1949 წლი­დან პეტ­რე საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. იგი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა­გან დიდი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ 1951 წელს მშვე­ნი­ე­რა­ძე უნ­გრეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ერთხანს უნ­გრელ მწვრთნელ­თან - იშტვან სი­ვოშ­თან ემ­ზა­დე­ბო­და. მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1952, 1956 და 1960 წლე­ბის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში: იყო ბრინ­ჯა­ო­სა და ვერ­ცხლის მედ­ლე­ბის პრი­ზი­ო­რი, მი­ე­ნი­ჭა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტის წო­დე­ბა.

"დიდი სპორ­ტუ­ლი ავი­ა­ცი­ი­დან“ წას­ვლის შემ­დეგ პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძემ მი­ი­ღო უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია და გახ­და იუ­რი­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი (დო­ცენ­ტი), კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს სსრკ-ის შსს აკა­დე­მი­ა­ში. წყალ­ში ცურ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი მას არც სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნე­ლე­ბია: იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მას, ოჯახ­თან ერ­თად, რი­წა­ზე ყოფ­ნის დროს, ცივი, 7 - გრა­დუ­სი­ა­ნი ტბა სიგ­რძე-სი­გა­ნე­ზე გა­და­უ­ცუ­რავს. პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძე დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­ში და რუ­სე­თის სპორ­ტულ წრე­ებ­ში. 2002 წლის დე­კემ­ბერ­ში პეტ­რე მშვე­ნი­ე­რა­ძეს მწვა­ვე ლე­ი­კო­ზი აღ­მო­აჩ­ნდა. გარ­და­იც­ვა­ლა 2003 წლის 3 ივ­ნისს, დაკ­რძა­ლუ­ლია ტრო­ე­კუ­რო­ვის სა­საფ­ლა­ო­ზე.

მა­მის სპორ­ტუ­ლი გზა მის­მა შვი­ლებ­მა - ნუგ­ზარ­მა და გი­ორ­გიმ გა­აგ­რძე­ლეს (გა­მო­დი­ოდ­ნენ რუ­სე­თის სა­ხე­ლით). ნუგ­ზა­რი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე პრი­ზი­ო­რი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ­თა თა­სის მფლო­ბე­ლია, გი­ორ­გი - ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ­თა თა­სის მფლო­ბე­ლი.

  • მიშ­კოლ­ცე­ლი ცა­ცია - სპორ­ტი­დან პო­ლი­ტი­კა­ში

დეჟე დი­არ­მა­ტი 1927 წელს, უნ­გრე­თის ქა­ლაქ მიშ­კოლცში და­ი­ბა­და. იგი ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი წყალ­ბურ­თე­ლი იყო ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ზე­დი­ზედ ხუთ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში - 1948-1964 წლებ­ში, ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­ი­გო სამი ოქ­როს, ერთი ვერ­ცხლის და ერ­თიც ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი. დეჟე დი­არ­მა­ტი იმ დრო­ის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მცუ­რა­ვი წყალ­ბურ­თე­ლიც იყო - 100 მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ას 58 წამ­ში ფა­რავ­და. იგი ცა­ცია იყო, მაგ­რამ თა­მა­შის დროს ორი­ვე ხე­ლით აქ­ტი­უ­რად სარ­გებ­ლობ­და.

დეჟე დი­არ­მა­ტი

სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დეჟე დი­არ­მა­ტი უნ­გრე­თის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი გახ­და და გუნ­დი მონ­რე­ა­ლის 1976 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. იყო უნ­გრე­თის წყალ­ბურ­თელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­წე­რა რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ზე.

1990 წელს, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვის შემ­დეგ, დეჟე დი­არ­მა­ტი უნ­გრე­თის პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის დროს, პარ­ტია "უნ­გრე­თის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფო­რუ­მის“ სიით, ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს დე­პუ­ტა­ტად აირ­ჩი­ეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლი კვლავ ცდი­ლობ­და პო­ლი­ტი­კა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, მაგ­რამ 1994 და 1998 წლე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ხელი მო­ე­ცა­რა.

დეჟე დი­არ­მა­ტის ცო­ლიც - ევა სე­კე­იც სა­წყლოს­ნო სპორ­ტის სა­ხე­ო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი იყო, მან 1952 წელს ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­გო 200 მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე ბრა­სით ცურ­ვა­ში. წყვილს 1952 წელს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ - ან­დრეა, რო­მე­ლიც დე­დის კვალს გაჰ­ყვა. დეჟე დი­არ­მა­ტი 2013 ლის 18 აგ­ვის­ტოს, ბუ­და­პეშ­ტში, 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
4

უკაცრავად, მაგრამ ვერაფერი გავიგე

Zlatan straianovich
30

1956 wels sabwota kavshirma ungretshi sisxlisgvra moawyo. Chemtvis adamianistvis romelmac sakutari tvalit ixila iugoslavia yvelanairi dzaladoba miugebelia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დღემდე მიკვირს, როგორ შეიკავა პეტრემ თავი" -  საბჭოთა და უნგრელი წყალბურთელების დაპირისპირება და "სისხლისღვრა აუზში", რომლის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი კაპიტანი იყო

"დღემდე მიკვირს, როგორ შეიკავა პეტრემ თავი" -  საბჭოთა და უნგრელი წყალბურთელების დაპირისპირება და "სისხლისღვრა აუზში", რომლის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი კაპიტანი იყო
  • ფოტოკოლაჟზე: ერვინ ზადორი, დეჟე დიარმატი, პეტრე მშვენიერაძე

1956 წლის 6 დეკემბერი.

დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში, მზიურ ავსტრალიაში, დეკემბრის მიუხედავად, ზაფხული ძალაში შედის. მელბურნი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს... წყალბურთის დარბაზი, რომელიც მხოლოდ ექვსი ათას კაცს იტევს, რვა ათასი მაყურებლით არის გადავსებული, ხალხი ფეხზე დგას და როგორც იტყვიან, "ნემსი არ ჩავარდება“...

წყალბურთელთა გუნდები მატჩს იწყებენ, მაგრამ აუზში რაღაც უცნაური ამბავი ხდება... სპორტსმენები ერთმანეთს გამეტებით ურტყამენ, წყალში პირდაპირ ცემა-ტყეპაა ატეხილი, შეტევას უკანდახევა ცვლის, მუშტით დარტყმას - თავური და წიხლი...

აი, მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანმა დეჟე დიარმატმა თავის ქართველ კოლეგას პეტრე მშვენიერაძეს ცხვირში მუშტი უთავაზა, პეტრე გამოეკიდა, მაგრამ დეჟემ გაასწრო... საქმეში პოლიცია ჩაერია.... საერთაშორისო სკანდალი სახეზეა: იმას, ვინც ამბობდა, რომ სპორტი პოლიტიკის გარეშე უნდა არსებობდესო, იმედი მწარედ გაუცრუვდა - სპორტი და პოლიტიკა ძალიან ხშირად ერთმანეთს უკავშირდება, რაც მელბურნში მომხდარმა ინციდენტმა დაადასტურა და რომელიც ოლიმპიური თამაშების ისტორიაში შთამბეჭდავი სახელით შევიდა - "სისხლისღვრა აუზში“.

მელბურნის წყალბურთის დარბაზში ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეტაკებული სპორტსმენებიდან დეჟე დიარმატი უნგრეთის გუნდის კაპიტანი იყო, პეტრე მშვენიერაძე კი - საბჭოთა გუნდისა... პირველს იოსებ სტალინი სძულდა, მეორე კი იოსებ სტალინის თანამემამულე იყო. არცერთი არ იყო კრიმინალი და ჩხუბისთავი, ორივენი სოციალისტური ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ.

მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებისთვის კი ნიადაგი ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი თვით ადრე მომზადდა...

  • უნგრეთი მელბურნის ოლიმპიური თამაშების წინ

როგორც ცნობილია, უნგრეთი ფაშისტური გერმანიის (მესამე რაიხის) მოკავშირე თითქმის ომის ბოლომდე იყო და ამიტომ საბჭოთა კავშირი, რომელმაც ქვეყნის ოკუპირება განახორციელა, მიიჩნევდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბევრი შენიღბული და არაკეთილსაიმედო პირისაგან შედგებოდა. მოგვიანებით, როცა არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლებაში პროსაბჭოური და პროკომუნისტური პარტია მოვიდა, მოსკოვმა უნგრეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ დაიწყო რეპრესიებიც: საბჭოთა კავშირის მითითებით, ადგილობრივმა კომუნისტურმა სპეცსამსახურებმა, ქვეყნის მოსახლეობაში არაკეთილსაიმედო პირების გამოვლენის მიზნით, საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლი დააწესეს.

1953 წელს, იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, უნგრეთის ხელმძღვანელობაშიც მოხდა ცვლილებები: თანამდებობიდან გადააყენეს, მაგალითად, მშრომელთა პარტიის სტალინისტი ლიდერი მათიაშ რაკოში, რომელიც ლიბერალმა კომუნისტმა იმრე ნადიმ შეცვალა, თუმცა მოგვიანებით, კულისებს მიღმა გაჩაღებული ბრძოლის შედეგად, ხელისუფლებაში ისევ მათიაშ რაკოში დაბრუნდა, თუმცა მცირე ხნით - იგი ისევ ჩამოაშორეს ხელისუფლებას და პარტიის ლიდერად ერნიო გერე აირჩიეს. მოსახლეობაში კი უკმაყოფილება მწიფდებოდა - ქვეყნის ეკონომიკა "ბუქსაობდა“, მატულობდა უმუშევრობის დონე, მეურნეობის მართვის საბჭოური პრინციპები უნგრეთის რეალობაში რთულად ხორციელდებოდა. გარდა ამისა, უნგრეთის სოციალისტურობის მიუხედავად, ის მაინც უხდიდა საბჭოთა კავშირს რეპარაციებს, რომელიც ფაშისტური გერმანიის მოკავშირეობის გამო დაუწესდა. ეს ნეგატიურ გავლენას ახდენდა ეკონომიკაზე. ინტელიგენცია რეპრესიების წინააღმდეგ გამოდიოდა...

1956 წლის ოქტომბერში სეგედის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის ნიშნად, ადგილობრივი უნგრული კომკავშირიდან მასობრივად გამოვიდნენ, რომლებსაც შეუერთდნენ როგორც ბუდაპეშტის უნივერსიტეტის, ასევე სხვა ქალაქების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც. 23 ოქტომბერს ბუდაპეშტში 200 - ათასიანი ანტიკომუნისტური და ანტისაბჭოთა დემონსტრაცია გაიმართა... სხვათა შორის, იმ დროს უნგრეთში საბჭოთა კავშირის ელჩი იური ანდროპოვი იყო, რომელიც რეგულარულად ატყობინებდა მოსკოვს სიტუაციის განვითარებას.

1956 წლის ნოემბრის დასაწყისში უნგრეთში სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ვითარება კონტროლიდან გამოვიდა. საბჭოთა კავშირმა ქვეყანაში შეიარაღებული ძალების შეყვანა გადაწყვიტა. დაიწყო სისხლისმღვრელი ბრძოლები... ნოემბრის ბოლოს საბჭოთა არმიამ "უნგრეთის კონტრრევოლუციური და ანტისაბჭოთა აჯანყება“ ჩაახშო, რომელმაც, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან ასეულობით ადამიანის (სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების) სიცოცხლე შეიწირა.

  • უნგრელ წყალბურთელთა სტრატეგია: შეტაკება აუზში

იმ დროისათვის უნგრეთის წყალბურთელთა გუნდი ბუდაპეშტთან ახლოს, მთებში მდებარე საწრთვნელ ბაზაზე იმყოფებოდა, საიდანაც სპორტსმენები ცეცხლმოდებულ დედაქალაქს უყურებდნენ და აფეთქებების ხმა ესმოდათ. რასაკვირველია, ისინი თავიანთი ოჯახის წევრებზე და ახლობლების ბედზე დარდობდნენ. მოგვიანებით, მელბურნში გამგზავრებამდე, მათ გაიგეს აჯანყების ჭეშმარიტი ტრაგიკული შედეგები და ანტისაბჭოურად განეწყვნენ: გადაწყვიტეს, ოლიმპიური თამაშების დროს ქვეყნის ეროვნული ღირსება დაეცვათ.

უნგრეთის ნაკრები წყალბურთში

მატჩის წინ უნგრელებმა სტრატეგია შეიმუშავეს: რაც შეიძლება მწვავედ და მტკივნეულად დაეცინათ საბჭოთა ნაკრების წევრებისათვის - მათგან ყველამ კარგად იცოდა რუსული ენა, რომელიც უნგრეთის სკოლებში სავალდებულო საგნად ისწავლებოდა. როგორც ერვინ ზადორი, უნგრეთის გუნდის წევრი, მოგვიანებით იხსენებდა, "გადავწყვიტეთ რუსები გაგვეღიზიანებინა, მათზე ფსიქოლოგიური გავლენა მოგვეხდინა და ამით ისინი მწყობრიდან გამოგვეყვანა“.

თამაში (თუ მას თამაშს ვუწოდებთ) დაწყებისთანავე უკომპრომისოდ მიმდინარეობდა. უნგრელებს საბჭოელებზე აშკარად უპირატესობა ჰქონდათ. ანგარიში სამით ნოლზე მიდიოდა, არასასიამოვნო შეძახილების თანხლებით, მაგრამ უნგრელებმა საბჭოთა წყალბურთელების ფიზიკური "დასჯაც“ განიზრახეს: რაღაც მომენტში უნგრელთა კაპიტანმა დეჟე დიარმატიმ საბჭოთა ნაკრების კაპიტანს პეტრე მშვენიერაძეს ცხვირში მუშტი უთავაზა...

პეტრე მშვენიერაძე

აი, როგორ ჰყვება იმდროინდელი არასპორტული დაპირისპირების ამბავს საბჭოთა წყალბურთელთა ნაკრების მეკარე ბორის გოიხმანი:

"რადგანაც იმ დროს საბჭოთა კავშირს ავსტრალიასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა, ჩვენი გუნდი მელბურნის ნავსადგურის რეიდზე მდგარ თბომავალ "საქართველოში“ ცხოვრობდა. თამაშის დროს უნგრელებმა გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ სპორტული გამარჯვებით არ შემოფარგლულიყვნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში, წყლის მოედნის ცენტრში უნგრელთა კაპიტანმა, თავდამსხმელმა დეჟე დიარმატიმ ჩვენს კაპიტანს პეტრე მშვენიერაძეს მოულოდნელად სახეში მუშტა ჩაარტყა. პეტრეს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და ვიდრე მას იწმენდდა, დეჟემ კიდევ ერთხელ დაარტყა... ეს იყო სიგნალი... მატჩის მსაჯი შვედი ცუკერმანი იყო და როგორც აღმოჩნდა, ანტისაბჭოურად განწყობილი პიროვნება. მან უნგრელების მხარე დაიჭირა.

ერვინ ზადორი

მე დღემდე მიკვირს, როგორ შეიკავა პეტრემ თავი, იგი ხომ კავკასიელი, სამხრეთული ტემპერამენტის მქონე კაცი იყო და თან დიდი ფიზიკური ძალის პატრონი... თუმცა, კაცმა რომ თქვას, სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო ჭეშმარიტი სპორტსმენი და გუნდის ინტერესებს გაფრთხილებოდა. იმ დროს რომ პეტრეს დეჟესთვის პასუხი გაეცა, მას გააძევებდნენ... სხვათა შორის, ჩვენი კაპიტნის მოქმედება საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს“.

2002 წელს გაზეთ "სოვეტსკი სპორტისათვის" მიცემულ ინტერვიუში თვითონ პეტრე მშვენიერაძე ასე ამბობდა:

"მე მაშინ დეჟეს გავეკიდე და რომ დავწეოდი, ალბათ, იქვე დავახრჩობდი, მაგრამ იგი ძალიან სწრაფად ცურავდა და გამასწრო. ნაკრების წევრები ველოდებოდით, რომ დამარცხების გამო ყველას დაგვსჯიდნენ (გვახსოვდა, თუ რა ტრაგიკული ბედი ეწია საბჭოთა საფეხბურთო ნაკრებს 1952 წლის ოლიმპიადაზე დამარცხების გამო), მაგრამ როგორც გავიგეთ, ხელმძღვანელებმა ჩვენი მოქმედება მოიწონეს...“

როგორ იხსენებს თვითონ უნგრელი დეჟე დიარმატი ამ ინციდენტს? მასაც მოვუსმინოთ:

"ეს არ იყო წყალბურთი, ეს უფრო კრივი იყო წყალში. რუსებმა ჩვენი ცემა პირველებმა თვითონ დაიწყეს, როცა ანგარიში გავხსენით. მე თვითონ მუცელში გვარიანი წიხლი ჩამარტყეს და ფაშისტებს გვიწოდებდნენ. ერვინ ზადორს წარბი გაუხეთქეს და სისხლი მოსდიოდა. მისმა სურათმა მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა“.

ისევ ბორის გოიხმანის ინტერვიუდან:

"ერვინ ზადორს წარბი ვალენტინ პროკოფიევმა გაუხეთქა. ამის შემხედვარე მაყურებლებმა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრელებიც იყვნენ, საბჭოთა ნაკრების წევრებს ბოთლების სროლა დაუწყეს. გაცოფებულებმა ბარიერი გადმოლახეს და აუზს გარს შემოერტყნენ, ხმამაღლა გაჰყვიროდნენ ანტისაბჭოთა ლოზუნგებს, ზოგიერთი მზად იყო წყალში გადმოსახტომად, ჩვენზე შურისძიების მიზნით. საქმეში პოლიცია ჩაერია... როცა დიქტორმა უნგრელთა ნაკრების გამარჯვება გამოაცხადა, მაყურებელი მხოლოდ მაშინ ჩაწყნარდა. პოლიციელებმა დერეფანი გააკეთეს და გასახდელში ისე გავედით“.

  • შეხვედრა ბუდაპეშტში, 50 წლის შემდეგ

2003 წელს გაზეთ "სოვეტსკი სპორტში“ გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "წყალბურთის ქართველი პეტრე პირველი“, რომლის ავტორი, სპორტული ჟურნალისტი ბორის ვალიევი 1956 და 1960 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეს ვიქტორ აღეევს ესაუბრება:

"2001 წლის მაისის ბოლოს, ერთ-ერთმა ამერიკულმა ტელეკომპანიამ მელბურნის "სისხლიანი მატჩის“ მოთამაშეები ბუდაპეშტში მიგვიწვია. სხვებთან ერთად, წავედით მეც და პეტრე მშვენიერაძეც. უნგრული მხრიდან ის სპორტსმენებიც იყვნენ, რომლებიც 1956 წელს მელბურნის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში აღარ დაბრუნებულან და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს. საინტერესოა, რომ როცა სცენაზე ორი კაპიტანი გამოვიდა - ქართველი პეტრე მშვენიერაძე და უნგრელი დეჟე დიარმატი, ამ უკანასკნელმა თავი ვერ შეიკავა და... ატირდა. ერვინ ზადორმა კი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა მელბურნში მომხდარ ჩხუბში, თქვა, რომ "არაფერია, ეს ჩვეულებრივი ტრავმა იყოო“. რა თქმა უნდა, შეხვედრის ვარსკვლავი პეტრე მშვენიერაძე იყო, რომელსაც ტელეჟურნალისტები ყველაზე მეტად "აწამებდნენ“ და ცხოვრების დეტალებს ეკითხებოდნენ“.

ალბათ, მკითხველს კითხვა გაუჩნდა პეტრე მშვენიერაძისა და დეჟე დიარმატის ბიოგრაფიებთან დაკავშირებით..

  • თბილისელი წყალბურთელი "დიდ ავიაციაში“

პეტრე თბილისში,1929 წელს დაიბადა. იგი ბავშვობაში, თანატოლებთან ერთად, ფეხბურთის ფანატიკურად მოყვარული იყო, მაგრამ 1943 წელს მომხდარმა ერთმა შემთხვევამ, როცა მან თბილისის ერთ-ერთ უბანში თამაშის შემდეგ მესერს მიღმა მდებარე აუზი დაინახა, სადაც ბურთით თამაშობდნენ, მისი ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა...

1949 წლიდან პეტრე საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაშია. იგი თანაგუნდელებისაგან დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა. საინტერესო ფაქტია, რომ 1951 წელს მშვენიერაძე უნგრეთში იმყოფებოდა და ერთხანს უნგრელ მწვრთნელთან - იშტვან სივოშთან ემზადებოდა. მონაწილეობდა 1952, 1956 და 1960 წლების ოლიმპიურ თამაშებში: იყო ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლების პრიზიორი, მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

"დიდი სპორტული ავიაციიდან“ წასვლის შემდეგ პეტრე მშვენიერაძემ მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება, დაიცვა დისერტაცია და გახდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (დოცენტი), კითხულობდა ლექციებს სსრკ-ის შსს აკადემიაში. წყალში ცურვის სიყვარული მას არც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ განელებია: იყო შემთხვევები, როცა მას, ოჯახთან ერთად, რიწაზე ყოფნის დროს, ცივი, 7 - გრადუსიანი ტბა სიგრძე-სიგანეზე გადაუცურავს. პეტრე მშვენიერაძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველებში და რუსეთის სპორტულ წრეებში. 2002 წლის დეკემბერში პეტრე მშვენიერაძეს მწვავე ლეიკოზი აღმოაჩნდა. გარდაიცვალა 2003 წლის 3 ივნისს, დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე.

მამის სპორტული გზა მისმა შვილებმა - ნუგზარმა და გიორგიმ გააგრძელეს (გამოდიოდნენ რუსეთის სახელით). ნუგზარი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელია, გიორგი - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.

  • მიშკოლცელი ცაცია - სპორტიდან პოლიტიკაში

დეჟე დიარმატი 1927 წელს, უნგრეთის ქალაქ მიშკოლცში დაიბადა. იგი ყველაზე ტიტულოვანი წყალბურთელი იყო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. მონაწილეობდა ზედიზედ ხუთ ოლიმპიურ თამაშებში - 1948-1964 წლებში, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მოიგო სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს მედალი. დეჟე დიარმატი იმ დროის ყველაზე სწრაფად მცურავი წყალბურთელიც იყო - 100 მეტრიან დისტანციას 58 წამში ფარავდა. იგი ცაცია იყო, მაგრამ თამაშის დროს ორივე ხელით აქტიურად სარგებლობდა.

დეჟე დიარმატი

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ დეჟე დიარმატი უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა და გუნდი მონრეალის 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებამდე მიიყვანა. იყო უნგრეთის წყალბურთელთა ფედერაციის ხელმძღვანელი, დაწერა რამდენიმე წიგნი სპორტის ამ სახეობაზე.

1990 წელს, სოციალისტური სისტემის დარღვევის შემდეგ, დეჟე დიარმატი უნგრეთის პარლამენტის არჩევნების დროს, პარტია "უნგრეთის დემოკრატიული ფორუმის“ სიით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატად აირჩიეს. მოგვიანებით, ყოფილი წყალბურთელი კვლავ ცდილობდა პოლიტიკაში საქმიანობის გაგრძელებას, მაგრამ 1994 და 1998 წლების არჩევნებში ხელი მოეცარა.

დეჟე დიარმატის ცოლიც - ევა სეკეიც საწყლოსნო სპორტის სახეობის მოყვარული იყო, მან 1952 წელს ოლიმპიური ოქრო მოიგო 200 მეტრიან დისტანციაზე ბრასით ცურვაში. წყვილს 1952 წელს გოგონა შეეძინათ - ანდრეა, რომელიც დედის კვალს გაჰყვა. დეჟე დიარმატი 2013 ლის 18 აგვისტოს, ბუდაპეშტში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოამზადა სიმონ კილაძემ