ავტორი:

"იწვევს ჰალუცინაციებს, აგრესიას, გულის გაჩერებას, უეცარ სიკვდილს..." - რა ვიცით საქართველოში შემოსული ახალი ნარკოტიკის, ე.წ პინაკას შესახებ და როგორ მუშაობს ვაჭრობის "დარქ-სქემა"

"იწვევს ჰალუცინაციებს, აგრესიას, გულის გაჩერებას, უეცარ სიკვდილს..." - რა ვიცით საქართველოში შემოსული ახალი ნარკოტიკის, ე.წ პინაკას შესახებ და როგორ მუშაობს ვაჭრობის "დარქ-სქემა"

საერთაშორისო ორგანიზაციების WHO-სა და EMCDDA-ს ანგარიშების მიხედვით, ბოლო პერიოდში მსოფლიო ნარკობაზარზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება გამოჩნდა. ეს არის ე.წ პინაკა, სამედიცინო დასახელებით mdmb-4en-pinaca, რომელსაც არაოფიციალურად „მძიმე წონასაც“ (heavy weight) უწოდებენ. ნარკოლოგების ვარაუდით, ახალი ნარკოტიკი საქართველოშიც შემოვიდა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ნარკოლოგ ზურა სიხარულიძის თქმით, რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში მომხდარი ინტოქსიკაციის ფაქტი მას აღნიშნული ვარაუდის გამოთქმის საფუძველს აძლევს.

რას წარმოადგენს ახალი ნარკოტიკული ნივთიერება ე.წ. პინაკა, როგორ ხვდება მსგავსი მედიკამენტები საქართველოში და რა გავლენას ახდენენ ისინი ადამიანის ჯანმრთელობაზე - ამ და სხვა საკითხებზე Ambebi.ge ზურა სიხარულიძეს ესაუბრა.

- ზოგადი ვითარების მიმოხილვით რომ დავიწყოთ, რამდენად დიდი პრობლემაა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები მსოფლიოსთვის და როგორია ტენდენცია ამ მხრივ?

- ეს, რა თქმა უნდა, გლობალური გამოწვევაა. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვცხოვრობთ ფსიქოაქტიური ნივთიერერების ერაში, სადაც მისი გავრცელება სულ უფრო უკონტროლო ხდება, ხოლო უსაფრთხოების ხარისხი სულ უფრო იკლებს. ოფიციალური ინფორმაციით, დღეში მინიმუმ ერთი ახალი ნივთიერება მაინც ჩნდება. ცვლიან ფრომულას, ფუძე კი იგივე რჩება. ამას კონტროლის მექანიზმის შესუსტებისა და თრობის ეფექტების გაძლიერებისა და გამრავალფეროვნების მიზნით აკეთებენ. ახალი დამზადებული ნივთიერების აღნუსხვა, ტრანსპორტირებისას მათი კონტროლი და აღმოჩენა ძალიან რთულია. ასეთი ნარკოტიკების დამზადება მარტივად შეიძლება, ჩვეულბრივ სამზარეულოშიც კი. მთავარია იცოდე პრეკურსორები, რომლის მიხედვითაც გააკეთებ ამას. შარშან, საქართველოში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, სამი ლაბორატორია აღმოაჩინეს, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ამზადებდნენ Alfa p-ს, შემდეგ კი „დარქნეტის: მეშვეობით ასაღებდნენ.

- რას წარმოადგენს ე.წ. დარქნეტი და როგორ მუშაობს იგი?

- „დარქნეტი“ ანუ ე.წ. ბნელი ინტერნეტქსელი პრაქტიკულად უკონტროლოა. რადგან ამ ბიზნესით დაკავებულები მუდმივად იცვლიან ინტერენეტმისამართებს და მათი შავი ხვრელების მოძებნა თითქმის არ ხდება. რაც შეეხება მისი მუშაობის მექანიზმს, ეს გახლავთ საერთაშორისო ქსელი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერად რამდენიმე დიდ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის რუსეთსა და ჩინეთში. მათი ქსელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გავრცელებული და ინტერენეტის მეშვეობით აქვთ წვდომა პოტენციურ მომხმარებლებთან. შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა მვიღოთ Sms სხვადასხვა ონლაინ პლათფორმაზე, სადაც გვთავაზობენ როგორც ნარკოტიკს, ისე იოლი ფულის გამომუშავების შესაძლებლობას. ფულს ამა თუ იმ ნარკოტიკის კონკრეტულ ადგილას მიტანაში იხდიან. ეს ადგილები ძირითადად არის ტყეები, სასაფლაოები, მიტოვებული შენობები, ერთი სიტყვით, ისეთი ადგილები, სადაც ადამიანთა კონცენტრაცია ნაკლებია. დავალებაში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან. როცა „დამდებები“ ნარკოტიკს განათავსებენ მითითებულ ადგილას, იღებენ ამის ამსახველ ფოტოს ან ვიდეოს და უგზავნიან შემკვეთს. მხოლოდ ამის შემედეგ იღებენ გასამრჯელოს. მომხმარებლებს კი ინტერნეტის მეშვეობით ნარკოტიკის ადგილსსამყოფელზე აწვდიან ინფორმაციას და ასე მიმდინარეობს ვაჭრობის პროცესი.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მას უკვე საქართველოშიც მოიხმარენ?

- კლინიკის მიხედვით გამოვთქვით ეს ვარაუდი. ზუგდიდში შვიდმა ახალგაზრდამ მოწია უცნობი ნივთიერება, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა. 5 მათგანი ხელოვნურ სუნთქვაზეც კი იყო შეერთებული. ეს იყო სრულიად განსხვავებული სიმპტომები იმისგან, რაც აქამდე ჩვენთვის ცნობილ ნარკოტიკებს ახასიათებს: გონების დაკარგვა, სუნთქვის უკმარისობა, ძილიანობა და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს კლინიკა პირდაპირ ემთხვევა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საკუთარ ანგარიშებში აღწერილ სიმპტომებს, რაც ამ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ახასიათებს. „დარქნეტის“ მეშვეობით ახალი ნივთიერებების შემოტანა სირთულეს არ წარმოადენს, ამიტომ გასაკვირვი არ უნდა იყოს, რომ საქართველოშიც მოხვდა. დაზუსტებით თქმას ვერ ვახერხებთ, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმ დონის ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია, რომ ეს ნივთიერებები გამოვავლინთ. როგორც ვიცი, შსს-ს საკმაოდ მაღალიტექნოლოგიური ლაბორატორიას ფლობს, რომელსაც ეს შეუძლია. მაგრამ რატომღაც არ ხდება. ფატალური შემთხვევების დროსაც კი, როცა უცნობი ფსიქოაქტიური ნივთიერებებია ლეტალობის მიზეზი, ჩვენ არასოდეს ვიცით, კონკრეტულად რა ნივთიერებამ გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. წარმოიდგინეთ, შარშან ერთ-ერთ რაიონში 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა უცნობ ნარკოტიკულ ნივთიერებას და დღემდე უცნობია, რა ნივთიერება იყო ის.

- რა ზეგავლენას ახდენს ეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და საერთოდ მსგავსი ნარკოტიკული საშუალებები ადამიანის ჯანმრთელობაზე?

- ეს ახალი ნივთიერება წარმოადგენს სინთეზური კანაბინოიდებისა და კარფენტანილის ნაზავს, რომლის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს გაბრუება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და პოლი-ორგანული უკმარისობა. გარდა იმისა, რომ მას სუფთა სახით მოიხმარენ, ურევენ სხვა ნივთიერებებსაც, რის გამოც სიკვდილიანობა ბევრად მაღალია სხვა ნივთიერებებთან შედარებით.

რაც შეეხება მოხმარების წესს, მას იყენებენ როგორც მარიხუანას, სიგარეტში ურევენ და ეწევიან. მწვავე, იმ მომენტში განვითარებული ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამოვყოფდი ფსიქიკურ აშლილობებს. მათ შორის, ფსიქოზი თავისი ყველა გამოვლინებით: ბოდვა, პარანოია, ჰალუცინაციები, მძიმე აღგზნება, თვითდაზიანება, აგრესია, სუიციდალური აზრები და ა.შ. სომატურს რაც შეეხება, შეიძლება განვითარდეს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ინსულტები, ფილტვის თრომბოზი, ტვინის ინფარქტი, უეცრი სიკვდილი, გულის გაჩერება, რესპირატორული და პოლიორგანული უკმარისობები... ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ვითარდება დამოკიდებულების პათოლოგია. ადამიანს ეწყება განლევადობა, ასთენია, უხასიათობა, დეპრესია. ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემები, კახექსია, ფილტვის პრობლემები და ასე შემდეგ. საბოლოოდ, ხანგრძილივი მოხამრება იწვევს პიროვნების დეგრადაციას. ადამიანი ხდება ასოციალური, ნადგურდება და ბოლოს ძალიან ცუდად ამთავრებს.

ხანგრძილივი მოხამრება იწვევს პიროვნების დეგრადაციას. ადამიანი ხდება ასოციალური, ნადგურდება და ბოლოს ძალიან ცუდად ამთავრებს

- საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების სტატისრიკურ მონაცემებზე რას გვეტყვით?

- ამის სტატისტიკა ჩვენთან არ არსებობს და ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩამოგითვლით რამდენიმე მათგანს: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლები, სამწუხაროდ, არ მიმართავენ ნარკოლოგიურ კლინიკებს, ვინაიდან არ თვლიან, რომ აქვთ პრობლემა და მოიხმარენ ამ ნივთიერებს რეკრიაციული მიზნით.

ა) ეს ადამინები ორ შემთხვევაში ხვდებიან სტაციანრებში: მაშინ, როდესაც ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა და/ან ვითარდება ფსიქოზი, შესაბამისად, ხვდებიან ფსიქიატრიულ სტაციანრებში, სადაც ნარკოლოგიური დიაგნოზი არ ისმება. ანუ საქმე გვაქვს ორმაგ დიაგნოზთან, სადაც წამყვანი არის ფსიქოზური მდგომარეობა.

ბ) არც ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება არ არის კონტროლირებადი და შესაბამისად, აღნიშნული ნივთიერების რაობის დადგენა არსად ხდება. ამის ფონზე ვითარდება კომატოზური მდგომარეობა და დიგნოზი იწერება, როგორც უცნობი ეტიმოლოგიის კომა.

გ) გარდაცავლების შემთხევაში, ექსპერტიზის პასუხი გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით უნდა გაეცეს მხოლოდ ოჯახის წევრებს და არავის აქვს უფლება ამ პასუხის გასაჯაროვების. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე არ ვიცით, რეალურად რა იყო ამა თუ იმ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.

დ) არანირი ლაბორატორიულ-კვლევითი დადასტურება ვერ და არ ხორციელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ვინაიდან არ არსებობს არანირი ხელსაწყო.

ე) ამოღებული ნივთიერებების ნუსხაში შსს-ის მიერ არასოდეს არ ხდება ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერება იყო ამოღებული. ყველგან არის მითითებული, რომ ამოღებულ იქნა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (ანუ არის გენერალიზებული), ვინაიდან ხშირად ვერ ხერხდება დადგენა, რა ტიპის ნივთიერება არის ხელმისაწვდომი "დარკნეტში", სადაც აღნიშნული ნივთიერებების შეძენა საკმაოდ ადვილად ხდება სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე.

ვ) ქვეყანაში არ არსებობს ზიანის შემცირების სტრატეგია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება.

- პანდემიის პერიოდში, როცა კლუბები და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებები შეზღუდულად მუშაობდა, ხომ არ შემცირებულა ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი?

- ამათან დაკავშრებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, არ ჩატარებულა კვლევა, თუმცა, ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ შემცირდა მომართვიანობა. არ ვიცი ამის მიზეზი ნარკოტიკების მოხმარების შემცირებაა, თუ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, თუმცა მიმართვიანობამ საგრძნობლად იკლო.

- როგორ ხედავთ სახელმწიფოს როლს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთერებებთან ბრძოლაში?

- ეს საკმაოდ რთული საკითხია. ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. სახელმწიფომ მთლიანად უნდა შეცვალოს არსებული ნარკოპოლიტიკა. კანონმდებლობა არის მთლლიანად შესაცვლელი, რათა იგი მიმართული იყოს არა დასჯაზე, არამედ გამოჯანმრთლებაზე. მთელი რიგი პროგრამების შემუშავება და ამოქმედებაა საჭირო ამისთვის. აქტიური პრევენციული საინფორმაციო კამპანიების სწორად წარმოება და კიდევ უამრავი აქტივობა.

- რა რეკომენდაციები გაქვთ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა მიმართ, მათთვის, ვინც რეკრეაციულად მოიხმარენ და მათთვისაც, ვინც დამოკიდებულნი არიან?

- პირველ რიგში მოვუწოდებ, რომ საერთოდ არ გამოიყენონ! თუ ჯერ არ გაუსინჯავთ, ნუ გააკეთებენ ამას, რადგან კარგი არაფერი მოჰყვება. და თუ მაინც უნდა მიიღონ, უარი თქვან უცნობ ნივთიერებებზე. არ გაეკარონ იმას, რისი წარმომავლობაც არ იციან.

სპეცოპერაცია ქუთაისში - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შეიარაღებული დაპირისპირება ქუთაისში - დაჭრილია შუახნის მამაკაცი

შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისმა შვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - რა მოხდა მუხრანში?