საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული" - ზალკალიანმა სომხეთს-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებაზე
"ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული" - ზალკალიანმა სომხეთს-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებაზე

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ზე იყო გა­და­სუ­ლი და პი­რა­დად იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ერ­თად, ჩვენ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა გავ­წი­ეთ იმის­თვის, რომ ეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი აქტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­შე­წყო­ბით სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, პი­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა ამ უაღ­რე­სად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხის გა­დაჭ­რა­ში და ვფიქ­რობ, რომ ეს არის სწო­რედ ის, რის­კე­ნაც ყო­ველ­თვის მი­ის­წრა­ფო­და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი რე­გი­ონ­ში. კარ­გად იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ ჩვე­ნი მხრი­დან მუდ­მი­ვად იყო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თბი­ლი­სი გამ­ხდა­რი­ყო ერ­თგვა­რი პლატ­ფორ­მა დი­ა­ლო­გის­თვის სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის და მე ვფიქ­რობ რომ პირ­ვე­ლი, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწო­რედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის რო­ლის, ფუნ­ქცი­ის წინ წა­მო­წე­ვის თვალ­საზ­რი­სით, რად­გა­ნაც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას, რო­გორც არას­დროს, ისე ესა­ჭი­რო­ე­ბა მშვი­დო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა და აქ მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შაო იყო გა­წე­უ­ლი მთე­ლი ამ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ზე გა­და­სუ­ლი და პი­რა­დად იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი რა თქმა უნდა, ჩვენს მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ერ­თად. დე­ლე­გა­ცი­ას, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლე, ფი­ლიპ რი­კე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვუ­მას­პინ­ძლეთ თბი­ლის­ში. ამის შემ­დეგ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცია გა­ემ­გზავ­რა რე­გი­ონ­ში. ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რო­გორც ერე­ვან­ში, ისე ბა­ქო­ში, შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ ისი­ნი თბი­ლის­ში და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე თბი­ლის­ში გაგ­რძელ­და. აშ­კა­რაა და ყვე­ლა ხე­დავს, რომ მას შემ­დეგ, რაც მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჩა­ერ­თო, ჩვენ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა გავ­წი­ეთ იმის­თვის, რომ ეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი აქტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გმუ­ლია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ 15 სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ კონ­ფლიქ­ტის პრო­ცეს­ში, ბოლო პე­რი­ოდ­ში მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ირ­გვლივ ეს­კა­ლა­ცი­ის დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით, გა­დას­ცა სომ­ხურ მხა­რეს და ისი­ნი უკვე სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან, და­უბ­რუნ­დნენ თა­ვი­ანთ ოჯა­ხებს და ასე­ვე, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სომ­ხურ­მა მხა­რემ აზერ­ბა­ი­ჯანს გა­დას­ცა შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლე­ბი, ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბას­თან, შემ­დგომ გა­ნაღმვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და ვფიქ­რობ, რომ ეს არის მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იმ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, ფორ­მა­ტი­სა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სამი ქვეყ­ნის- სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბით და რა თქმა უნდა ასე­ვე სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და პირ­ველ რიგ­ში აშშ-ის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით. ეს არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწო­რედ ჩვე­ნი რო­ლის გა­მოკ­ვე­თის თვალ­საზ­რი­სით სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში”,-გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
x
26

ბრავო საქართველოს მთავრობა! საქართველო რეგიონში თავის ადგილს უნდა იმკვიდრებდეს

SOS!!!
5

"კუდა ხარი თავისთვის არ იყო და სხვებს ბუზებს უგერიებდა"- ო.

ავტორი:

"ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული" - ზალკალიანმა სომხეთს-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებაზე

"ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული" - ზალკალიანმა სომხეთს-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

"უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ უაღრესად სერიოზული საკითხის გადაჭრაში და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის, რისკენაც ყოველთვის მიისწრაფოდა ჩვენი ქვეყანა, რომ საქართველოს შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო შეთავაზებები იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისი გამხდარიყო ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და მე ვფიქრობ რომ პირველი, ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით სწორედ ჩვენი ქვეყნის როლის, ფუნქციის წინ წამოწევის თვალსაზრისით, რადგანაც სამხრეთ კავკასიას, როგორც არასდროს, ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება და აქ მართლაც ძალიან დიდი სამუშაო იყო გაწეული მთელი ამ ბოლო დღეების განმავლობაში.

უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იყო 24 საათიან რეჟიმზე გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ფილიპ რიკერი ხელმძღვანელობდა რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ თბილისში. ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია გაემგზავრა რეგიონში. ისინი იმყოფებოდნენ როგორც ერევანში, ისე ბაქოში, შემდეგ დაბრუნდნენ ისინი თბილისში და მოლაპარაკებები უკვე თბილისში გაგრძელდა. აშკარაა და ყველა ხედავს, რომ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო.

პირველი ნაბიჯი გადადგმულია, აზერბაიჯანულმა მხარემ 15 სომხეთის მოქალაქე, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ კონფლიქტის პროცესში, ბოლო პერიოდში მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ესკალაციის დროს, საქართველოს ტერიტორიის გავლით, გადასცა სომხურ მხარეს და ისინი უკვე სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს გადასცა შესაბამისი მასალები, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, შემდგომ განაღმვითი სამუშაოების განხორციელებასთან და ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობისა, ფორმატისა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის- სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ჩართულობით და რა თქმა უნდა ასევე სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მონაწილეობით და პირველ რიგში აშშ-ის აქტიური ჩართულობით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენი როლის გამოკვეთის თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.