პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს "საიდუმლო სარდაფი", სადაც მათთვის მიუღებელი ადამიანები ჩაჰყავთ" - ვინ არის ჩეჩენი გოგონა, რომლის გაუჩინარებას კადიროვის ხალხს მიაწერენ
"არსებობს "საიდუმლო სარდაფი", სადაც მათთვის მიუღებელი ადამიანები ჩაჰყავთ" - ვინ არის ჩეჩენი გოგონა, რომლის გაუჩინარებას კადიროვის ხალხს მიაწერენ

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ ერთი გა­ტა­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ხა­ლი­მატ ტა­რა­მო­ვა ოჯა­ხი­დან თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო გა­იქ­ცა და მა­ხა­ჩყა­ლას "კრი­ზის სახ­ლში" იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც tvrain.ru წერს, გო­გო­ნას მი­აგ­ნეს და ისევ ჩეჩ­ნეთ­ში და­აბ­რუ­ნეს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ხა­ლი­მატ ტა­რა­მო­ვა, ჩეჩ­ნეთ­ში თა­ვის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ანა მა­ნი­ლო­ვას­თან ერ­თად წა­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით პერ­მი­და­ნაა. რუ­სე­თის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სე­ტის" ცნო­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად, ორი­ვე გო­გო­ნას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბი იყო, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ მა­ნი­ლო­ვა გზა­ში­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ოჯახ­თან კავ­შირ­ზე გა­ვი­და.

"მას შემ­დეგ, რაც და­ღეს­ტნის პო­ლი­ცი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გო­გო­ნე­ბი "კრი­ზის სახ­ლში" იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ორი­ვე გო­გო­ნა იძებ­ნე­ბო­და. ჩე­ჩენ­მა გო­გო­ნამ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის იმის თქმა მო­ას­წრო, რომ და­ღეს­ტნის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას­ზე იძა­ლა­დეს... ამის შემ­დეგ მისი კვა­ლი იკარ­გე­ბა" - წერს tvrain.ru.

ხა­ლი­მატ ტა­რა­მო­ვა ჩეჩ­ნე­თი­დან მას შემ­დეგ გა­იქ­ცა, რაც მას სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქრნენ. 6 ივ­ნისს გო­გო­ნამ წე­რი­ლი და­წე­რა, სა­დაც წერს, რომ ის სახ­ლი­დან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით წა­მო­ვი­და, რად­გან რე­გუ­ლა­რუ­ლად ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

"გთხოვთ ჩემ­ზე ფე­დე­რა­ლურ ძებ­ნას ნუ გა­მო­ა­ცხა­დებთ, რად­გან ასე ჩემს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს შე­უქ­მნით..." - ნათ­ქვა­მია გო­გო­ნას წე­რილ­ში, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი ჩეჩ­ნუ­რი ტე­ლეგ­რამ-არხი 1Adat-ი ავ­რცე­ლებს.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ჩეჩ­ნეთ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო ადა­მი­ა­ნი გა­აქ­რეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც წე­რენ, რომ "კა­დი­როვ­ცე­ბი" შიფ­რა­ვენ და კი­თხუ­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტერ­ნეტ­მი­მო­წე­რას და შემ­დეგ მათ­ზე ნა­დი­რო­ბას იწყე­ბენ... ეს ეხე­ბა, რო­გორც სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას, ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ანს და ამ ადა­მი­ან­თა ჯგუფს.

"არ­სე­ბობს ე.წ. სა­ი­დუმ­ლო სარ­და­ფი, სა­დაც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩაჰ­ყავთ, იქი­დან ან ვე­ღარ ამო­დი­ან, ან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით აქ­ვეყ­ნე­ბენ სა­ბო­დი­შო ვი­დე­ოს, სა­დაც ამ­ბო­ბენ, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს, რო­დე­საც ჩენ­ჩე­თის ლი­დერ­ზე არას­წო­რად ისა­უბ­რეს და ამით მთელ ერს მი­ა­ყე­ნეს შე­უ­არ­ცხყო­ფა, რის გა­მოც ძა­ლი­ან სწუ­ხან..." - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ად­მი­რალ გრო­ზინ­სკი.

მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ხა­ლი­მატ ტა­რა­მო­ვას ოჯახს შე­უძ­ლია გო­გო­ნას და­ემ­შვი­დო­ბონ. "კა­დი­როვ­ცე­ბი" მას უკვე გა­აქ­რობ­დნენ" - წერს ტა­ტი­ა­ნა პრო­ხო­ვა.

"და­ღეს­ტა­ნი და ჩეჩ­ნე­თი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი არ არი­ან, თუ რამე არას­წო­რად მახ­სოვს?! რუ­სე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა არ უნდა აქ­ცევ­დეს ასეთ ფაქ­ტებს ყუ­რა­დღე­ბას? ძლე­ვა­მო­სი­ლი რუ­სე­თი მათ მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე აკონ­ტრო­ლებს? 21-ე სა­უ­კუ­ნეა, მაგ­რამ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მე-15 სა­უ­კუ­ნეც არ დამ­დგა­რა ჯერ. ამი­ტომ გა­მორ­ბის ეს ხალ­ხი რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქებ­ში, სა­მუ­შაო არ აქვთ, მათი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი არ არის, კა­დი­როვს შე­უძ­ლია მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი პერ­სო­ნა მი­წი­დან ამო­ი­ღოს და რო­გორც უნდა ისე მო­ექ­ცეს. უდა­ნა­შა­უ­ლო გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ოჯა­ხის წევ­რებს რა­მის გა­გე­ბის უფ­ლე­ბაც არ ექ­ნე­ბათ, რად­გან იცი­ან, ღირ­სე­ბის სა­სა­მარ­თლოს მო­უ­წყო­ბენ..." - წერს დმიტ­რი ბა­უ­ლი­ნი.

"აი რა მო­გი­ტა­ნათ ამ და­სავ­ლეთ­მა და მის­მა ტენ­დენ­ცი­ებ­მა?! იმის ნაც­ვლად, რომ წუხ­დეთ გზა­საც­დე­ლი გო­გო­ნას საქ­ცი­ე­ლის გამო, მის­ნა­ი­რებს უბიძ­გებთ, თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი უნდა იყოს და ხმა ამო­ი­ღე­თო. ძა­ლი­ან კარ­გს აკე­თებს კა­დი­რო­ვი, მათ რომ არ ახა­რებს..." - წერს იანა პან­ჩენ­კო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

ღმერთი ზემოდან იყურება

როკო
166

ერთი ესეთი პრეზიდენტი ჩვენც გვინდა თან სასწრაფოდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არსებობს "საიდუმლო სარდაფი", სადაც მათთვის მიუღებელი ადამიანები ჩაჰყავთ" - ვინ არის ჩეჩენი გოგონა, რომლის გაუჩინარებას კადიროვის ხალხს მიაწერენ

"არსებობს "საიდუმლო სარდაფი", სადაც მათთვის მიუღებელი ადამიანები ჩაჰყავთ" - ვინ არის ჩეჩენი გოგონა, რომლის გაუჩინარებას კადიროვის ხალხს მიაწერენ

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობა კიდევ ერთი გატაცებული ადამიანის შესახებ საუბრობს. ხალიმატ ტარამოვა ოჯახიდან თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო გაიქცა და მახაჩყალას "კრიზის სახლში" იმყოფებოდა.

როგორც tvrain.ru წერს, გოგონას მიაგნეს და ისევ ჩეჩნეთში დააბრუნეს. უფლებადამცველების ცნობით, ხალიმატ ტარამოვა, ჩეჩნეთში თავის მეგობარ გოგონასთან ანა მანილოვასთან ერთად წაიყვანეს, რომელიც წარმოშობით პერმიდანაა. რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია "სეტის" ცნობით, თავდაპირველად, ორივე გოგონას ადგილსამყოფელი უცნობი იყო, შემდეგ გაირკვა, რომ მანილოვა გზაშივე გაათავისუფლეს და ოჯახთან კავშირზე გავიდა.

"მას შემდეგ, რაც დაღესტნის პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ გოგონები "კრიზის სახლში" იმყოფებოდნენ, ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და განაცხადეს, რომ ორივე გოგონა იძებნებოდა. ჩეჩენმა გოგონამ უფლებადამცველებისთვის იმის თქმა მოასწრო, რომ დაღესტნის პოლიციის წარმომადგენლებმა მასზე იძალადეს... ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება" - წერს tvrain.ru.

ხალიმატ ტარამოვა ჩეჩნეთიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მას სექსუალური ორიენტაციის გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. 6 ივნისს გოგონამ წერილი დაწერა, სადაც წერს, რომ ის სახლიდან ნებაყოფლობით წამოვიდა, რადგან რეგულარულად ემუქრებოდნენ.

"გთხოვთ ჩემზე ფედერალურ ძებნას ნუ გამოაცხადებთ, რადგან ასე ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნით..." - ნათქვამია გოგონას წერილში, რომელსაც ოპოზიციური ჩეჩნური ტელეგრამ-არხი 1Adat-ი ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩეჩნეთში სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანი გააქრეს. ადგილობრივები სოციალურ ქსელებშიც წერენ, რომ "კადიროვცები" შიფრავენ და კითხულობენ ადამიანების ინტერნეტმიმოწერას და შემდეგ მათზე ნადირობას იწყებენ... ეს ეხება, როგორც სექსუალურ უმცირესობას, ასევე ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს და ამ ადამიანთა ჯგუფს.

"არსებობს ე.წ. საიდუმლო სარდაფი, სადაც ჩეჩნეთის ლიდერისთვის მიუღებელი ადამიანები ჩაჰყავთ, იქიდან ან ვეღარ ამოდიან, ან საკუთარი სურვილით აქვეყნებენ საბოდიშო ვიდეოს, სადაც ამბობენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც ჩენჩეთის ლიდერზე არასწორად ისაუბრეს და ამით მთელ ერს მიაყენეს შეუარცხყოფა, რის გამოც ძალიან სწუხან..." - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ადმირალ გროზინსკი.

მომხდარს ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც.

"ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ხალიმატ ტარამოვას ოჯახს შეუძლია გოგონას დაემშვიდობონ. "კადიროვცები" მას უკვე გააქრობდნენ" - წერს ტატიანა პროხოვა.

"დაღესტანი და ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის სუბიექტები არ არიან, თუ რამე არასწორად მახსოვს?! რუსეთის პროკურატურა არ უნდა აქცევდეს ასეთ ფაქტებს ყურადღებას? ძლევამოსილი რუსეთი მათ მხოლოდ ქაღალდზე აკონტროლებს? 21-ე საუკუნეა, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში მე-15 საუკუნეც არ დამდგარა ჯერ. ამიტომ გამორბის ეს ხალხი რუსეთის ცენტრალურ ქალაქებში, სამუშაო არ აქვთ, მათი უფლებები დაცული არ არის, კადიროვს შეუძლია მისთვის არასასურველი პერსონა მიწიდან ამოიღოს და როგორც უნდა ისე მოექცეს. უდანაშაულო გოგონა გაიტაცეს და დარწმუნებული ვარ, ოჯახის წევრებს რამის გაგების უფლებაც არ ექნებათ, რადგან იციან, ღირსების სასამართლოს მოუწყობენ..." - წერს დმიტრი ბაულინი.

"აი რა მოგიტანათ ამ დასავლეთმა და მისმა ტენდენციებმა?! იმის ნაცვლად, რომ წუხდეთ გზასაცდელი გოგონას საქციელის გამო, მისნაირებს უბიძგებთ, თქვენი უფლებები დაცული უნდა იყოს და ხმა ამოიღეთო. ძალიან კარგს აკეთებს კადიროვი, მათ რომ არ ახარებს..." - წერს იანა პანჩენკო.