8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, ტურისტულ სეზონზე ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა იგეგმება თუ არა.
"ვიმსჯელეთ და მიღებულია გადაწყვეტილება, დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, 2 კვირა ეპიდსიტუაციას და მერე ვიმსჯელოთ რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან მოქმედებს. 17 მაისიდან გადაადგილება 23:00 საათიდანაა შეზღუდული.
ვაქცინა რომელი თვის რომელ რიცხვში შემოვა? ვერა ხედავ გაწყდა ხალხი. ეგ კომენდატი მიიკარი შუბლზე.
ტურისტებს რომ ელოდებით და კომენდატის საათს არ ხსნით რომელი ტურისტი დაჯდება 11 საათზე სასტუმროში??