მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა" - "მარიონეტების მძევალი" გენიოსი
"რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა" - "მარიონეტების მძევალი" გენიოსი

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს რე­ჟი­სო­რი, მწე­რა­ლი, მხატ­ვა­რი და მო­ქან­და­კე რეზო გაბ­რი­ა­ძე 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იშ­ვი­ა­თია ერთ ადა­მი­ან­ში ამ­დე­ნი ნი­ჭი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის თან­ხვედ­რა, რა­საც ბა­ტო­ნო რეზო და­ა­ტა­რებ­და და სამ­ყა­როს დღე­სას­წა­უ­ლე­ბად უზი­ა­რებ­და.

  • გაბ­რი­ა­ძის კინო

მის მიერ შექ­მნილ მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატრსა და იქ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ წარ­მა­ტე­ბულ სპექ­ტაკ­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ალ­ბათ მის ბი­ოგ­რა­ფი­ას ის 40-მდე, ძალ­ზე ცნო­ბი­ლი ფილ­მიც ეყო­ფო­და, რო­მელ­თა სცე­ნა­რის ავ­ტო­რიც რეზო გაბ­რი­ა­ძეა. "მი­მი­ნო", "არ იდარ­დო", "შე­რე­კი­ლე­ბი", "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა", "ფე­ო­ლა," "ქვევ­რი" და კი­დევ ბევ­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი სუ­რა­თი, რომ­ლებ­შიც ნათ­ქვამ არა­ერთ ფრა­ზას ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­ურ მე­ტყვე­ლე­ბა­ში დღემ­დე იყე­ნე­ბენ.

"დაც­ვას მი­ხე­დე, ხვე­დე­ლი­ძე, დაც­ვას", "გოლი მინ­და, ხე­დე­ლი­ძე, ორი გოლი", - ეს "ფე­ო­ლაა". ეს კი - "ქვე­ვე­რი": "რო­გორ ტყუ­ი­ლა გაჭ­მევ პურ­სა", "რო­გორ მოხ­ვდი მან­და? - უპა­სუ­ხე უფ­როს­სა!.. ბავ­შვო­ბი­დან აქა ვზი­ვარ" და ა.შ.

"შე­რე­კი­ლე­ბი" კი, ვფიქ­რობ, ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია: "აბა, ახლა გა­ა­ღე პირი და თქვი, ააა?", "ხომ გი­თხა­რი, გაფ­რინ­დე­ბი­ა­ნო, შე, გალ­სტუ­კი­ა­ნო პე­პე­ლა", "თუ კარგ საქ­მე­ზე მი­დი­ხართ, მეც გა­მი­ყო­ლეთ", "სიყ­ვა­რუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რია და ბრუნ­ვა­დი"...

თუმ­ცა ფილ­მამ­დე იყო მო­თხრო­ბა - "უცხო ჩიტი“, რა­ზეც თა­ვად ასე წერ­და:

"აქ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლია-მეთ­ქი, რომ და­ვი­ჟი­ნო, მკი­თხვე­ლი მა­ინც არ და­მი­ჯე­რებს. ოღონდ, ერ­თში უნდა მენ­დოთ, პი­რა­დად ჩემ­თვის ნამ­დვილ­ზე უნამ­დვი­ლე­სი რომ არის ეს ამ­ბა­ვი, რად­გან ბავ­შვო­ბი­სას მაქვს მოს­მე­ნი­ლი ბუხ­რის პი­რას - არ ვიცი ქუ­თა­ის­ში, გუმბრინ­ში, სა­ქა­რა­ში თუ სა­კუთ­რივ ძუყ­ნურ­ში. მა­შინ და­ვი­ჯე­რე მი­ზა­ნა­სა და არის­ტოს, ერ­თა­ო­ზი­სა და მარ­გა­ლი­ტას, ქრის­ტე­ფო­რე­სა და თა­მუ­ნი­ას ამ­ბა­ვი და მერე კა­ციშ­ვილ­მა ვერ გა­და­მათ­ქმე­ვი­ნა. კი­ნოს ხალ­ხმაც ირ­წმუ­ნა მისი სი­ნამ­დვი­ლე, გა­და­ი­ღეს "შე­რე­კი­ლე­ბი“.

მე კი გულ­მა ვერ მო­მით­მი­ნა და ის ბუხ­რის პი­რას გა­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი ახლა უფრო წვრი­ლად აღ­ვად­გი­ნე მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. თა­ნაც ბევ­რი წა­კი­თხუ­ლი და­ვუ­მა­ტე, ბევ­რიც ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი­დან გა­ნა­გო­ნი, ბევ­რიც მეც­ნი­ე­რუ­ლი, ბევ­რიც ქუ­ჩა­ში ან სუფ­რა­ზე მოს­მე­ნი­ლი და ეგებ შენი ნათ­ქვა­მიც, საყ­ვა­რე­ლო მკი­თხვე­ლო!“

რეზო გაბ­რი­ა­ძი­სა და რე­ჟი­სორ ელ­დარ შენ­გე­ლი­ას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტან­დე­მი მხო­ლოდ "შე­რე­კი­ლებ­ში“ არ შემ­დგა­რა. მათ ხან­გრძლი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შეხ­ვედ­რა და გა­მარ­ჯვე­ბა ჰქო­ნი­ათ. და­უ­ვი­წყა­რია მათი "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნაც". რო­მე­ლიც ასე­ვე გა­მორ­ჩე­ულ სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებს.

ეს კი "მი­მი­ნოა“, რო­მელ­ზეც რეზო გაბ­რი­ა­ძემ გე­ნი­ა­ლურ რე­ჟი­სორ­თან, გია და­ნე­ლი­ას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა: "ვ ეტოი გოს­ტი­ნი­ცე ია დი­რექ­ტორ", "სნა­ჩა­ლა პო­დუ­მაი, პა­ტომ გო­ვო­რი", "ტა­კიე პი­ლო­ტი კაკ ვი, ნა ული­ცე ნე ვა­ლი­ა­ი­უტ­სი­აო, გა­ი­გე?"... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გია და­ნე­ლი­ას და რეზო გაბ­რი­ა­ძეს 50-წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­დათ.

ბა­ტო­ნი რეზო გია და­ნე­ლი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ძალ­ზე და­ამ­წუხ­რა.

"ძნე­ლია გან­შო­რე­ბა მე­გო­ბარ­თან, მით უმე­ტეს, 50 წლის მე­გო­ბარ­თან. ამ­დე­ნი რამ გვა­კავ­ში­რებს, ამ­დე­ნი ვი­მუ­შა­ვეთ ერ­თად... გი­ორ­გი და­ნე­ლია იყო დიდი რე­ჟი­სო­რი.

1969 წელს გა­მო­ვი­და მისი ფილ­მი "არ და­ი­დარ­დო“. ჩვენ შევ­ხვდით 1968 წელს, ერ­თმა­ნე­თი ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ გაგ­ვაც­ნო. ასე და­ი­წყო ფილ­მი "არ და­ი­დარ­დო“. ეს იყო თან ძა­ლი­ან რთუ­ლი და ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლიც, გა­ტა­ცე­ბით ვმუ­შა­ობ­დით, სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლო­ში“ სცე­ნარ­ზე მო­ნა­ხა­ზი გა­ვა­კე­თეთ, მერე კი მისი დედა, მერი ან­ჯა­ფა­რი­ძე ჩა­მო­ვი­და და მოს­კოვ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა. იქ გა­ვაგ­რძე­ლეთ მუ­შა­ო­ბა. ისიც ახალ­გაზ­რდა იყო, მეც. იყო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნიც. ასე და­ი­ბა­და მე­გობ­რო­ბა. შემ­დეგ იყო სხვა სუ­რა­თე­ბიც - "მი­მი­ნო“, "ქინ-ძა-ძა“. წლე­ბი მი­დო­და და ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც ჩვენ შევ­ხვდით, თით­ქმის წა­ი­შა­ლა. ქვეყ­ნა, რო­მელ­შიც და­ვი­ბა­დეთ, ვსწავ­ლობ­დით, ვიზ­რდე­ბო­დით, აღარ იყო. ის ეკ­რა­ნი, რო­მელ­საც ანა­თებ­და მისი ფილ­მე­ბი, ჩაქ­რა. გია აღა­რაა, მაგ­რამ მისი ფილ­მე­ბი დარ­ჩე­ბა.

50 წლის შემ­დეგ მე­გობ­რო­ბა ცოტა ღა­რი­ბი სი­ტყვაა, ეს უფრო მეტს ნიშ­ნავს. კარ­გია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ­ხანს ემახ­სოვ­რე­ბათ გი­ორ­გი და­ნე­ლია“, - ამ­ბობ­და რეზო გაბ­რი­ა­ძე.

  • მა­რი­ო­ნე­ტე­ბი - თო­ჯი­ნუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბი უფ­რო­სე­ბის­თვის

რეზო გაბ­რი­ა­ძემ თბი­ლის­ში, 1981 წელს მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რი და­ა­არ­სა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი­ვე სპექ­ტაკ­ლი­დან - "ალფ­რე­დი და ვი­ო­ლე­ტა" მა­ყუ­რებ­ლის გული მო­ი­ნა­დი­რა... თე­ატრმა არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ლე­ბით მო­ი­ა­რა. რეზო გაბ­რი­ა­ძე იყო სპექ­ტაკ­ლე­ბის პი­ე­სის ავ­ტო­რი, რე­ჟი­სო­რი, მხატ­ვა­რი და მუ­სი­კა­ლუ­რი გამ­ფორ­მე­ბე­ლიც. დიახ, ის ერთი რე­ჟი­სო­რის თე­ატ­რია, სა­დაც თო­ჯი­ნუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბი უფ­რო­სე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი...

"რო­გორც ბავ­შო­ბა­ში ჩემი ჯი­ბე­ე­ბი ისევ გა­ივ­სო ჭან­ჭი­კე­ბით, ბოლ­ტე­ბით, ხის ნაჭ­რე­ბით, ზამ­ბა­რე­ბით, რე­ზი­ნი­თა და ათა­სი სი­სუ­ლე­ლით, რაც ასე სა­ჭი­როა თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რში… ასე გა­მო­ვი­და, რომ მხო­ლოდ უფ­რო­სე­ბის­თვის ვდგამ სპექ­ტაკ­ლებს. თით­ქოს გა­მო­ვი­გო­ნე ჩემ­თვის პა­ტა­რა თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი, რათა თავი და­ვაღ­წიო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, არ ვიყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ­ტის­ტებ­ზე, არ და­ვა­ნაგ­ვი­ა­ნო ბუ­ნე­ბა, ვი­ყო­ლიო რაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა მა­ყუ­რე­ბე­ლი, რომ ნაკ­ლე­ბად შევ­ცო­დო მო­უმ­წი­ფა­რი აზ­რე­ბი­თა და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბით. მე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მო­ვი­ფიქ­რე პა­ტა­რა თე­ატ­რი. ვი­მე­დოვ­ნებ­დი, იქ და­მეს­ვე­ნა და მუ­შა­ო­ბით სა­კუ­თარ სა­ხე­ლოს­ნო­ში მე­მუ­შა­ვა... ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბამ გა­ა­ფუ­ჭა. მე, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მძევ­ლად ვი­ქე­ცი.

თუმ­ცა ჩემი ოც­ნე­ბა ახდა - და­ვუბ­რუნ­დი ფერ­წე­რა­სა და ქან­და­კე­ბას და უკვე სა­მუ­და­მოდ. მად­ლი­ე­რი ვარ ბე­დის, თო­ჯი­ნე­ბის და პა­ტა­რა კო­ლექ­ტი­ვის, რო­მე­ლიც და­ფუს­ფუ­სებს ძვე­ლი შე­ნო­ბის კუ­თხე­ებ­ში.

მა­რი­ო­ნე­ტე­ბი თი­თებ­ზე მი­კი­დია, მე კი ან­ტი­პო­დი­ვით ჭერ­ზე დავ­დი­ვარ და ვხა­ტავ", - წერ­და რეზო გაბ­რი­ა­ძე.

  • აღი­ა­რე­ბა

ნი­ჭი­ე­რი და მრა­ვალ­მხრი­ვი შე­მოქ­მე­დი არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ, - მათ შო­რი­საა, საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კო­მან­დო­რის ორ­დე­ნი და არა­ერ­თი სა­პა­ტიო პრე­მია...

"მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. ამ ქვე­ყა­ნამ ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი დღე მა­ჩუ­ქა. მახ­სოვს ჩემი მე­გობ­რე­ბი, მათ შო­რის, რეზო გაბ­რი­ა­ძე, ჩემი აზ­რით, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვა­რია", - წერ­და ბა­ტონ რე­ზო­ზე იტა­ლი­ე­ლი მწე­რა­ლი და სცე­ნა­რის­ტი ტო­ნი­ნო გუ­ე­რა.

"ის ნამ­ვი­ლად უდი­დე­სი გა­მომ­გო­ნე­ბე­ლია. მხატ­ვრუ­ლი სა­ხე­ე­ბის მი­სე­უ­ლი სის­ტე­მა უაღ­რე­სად პი­რა­დი, ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის მა­ტა­რე­ბე­ლია და თე­ატ­რში პო­ე­ტუ­რი, ტრან­სცენ­დენ­ტუ­რი რე­ა­ლიზ­მი შე­მო­აქვს. მე არ ვიც­ნობ სხვა მსგავს სის­ტე­მას. თე­ატ­რის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მი­ღე­ბულ­მა უზარ­მა­ზარ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მას მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ეღ­წია დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რის ისე­თი იდე­ა­ლის­თვის, რო­გო­რიც იყო გორ­დონ კრე­გი. მისი ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვი­სი მხატ­ვრუ­ლი ძა­ლი­თა და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ხედ­ვით ამ­დიდ­რებს ევ­რო­პულ თე­ატრს, თან ისეთ დროს, რო­დე­საც მას ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა", - პი­ტერ ბრუ­კი, ბრი­ტა­ნუ­ლი თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი.

"გაბ­რი­ა­ძის სამ­ყა­რო - ეს სა­ქარ­თვე­ლოა, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო და სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო. იმ­დე­ნად სა­ქარ­თვე­ლო, რომ აზ­რა­დაც არა­ვის მო­უ­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ სა­ხეს შე­იძ­ლე­ბა, სხვა შემ­ქმნე­ლი ყავ­დეს", - მწე­რა­ლი ან­დრეი ბი­ტო­ვი.

"რეზო გაბ­რი­ა­ძე უნი­კა­ლუ­რი დი­ა­პა­ზო­ნის ხე­ლო­ვა­ნია," - ქო­რე­ოგ­რა­ფი და მსა­ხი­ო­ბი მი­ხა­ილ ბა­რიშ­ნი­კო­ვი.

* * *

გაბ­რი­ა­ძემ 1964 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა. 1967 წელს კი, მოს­კოვ­ში უმაღ­ლე­სი სა­რე­ჟი­სო­რო და სას­ცე­ნა­რო კურ­სე­ბი.

რო­გორც მხატ­ვარს, მრა­ვალ გა­მო­ფე­ნა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის, მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟულ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებ­ში, სა­დაც გრა­ფი­კუ­ლი, კე­რა­მი­კუ­ლი, სკულპ­ტუ­რუ­ლი და თო­ჯი­ნუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ასე­ვე ევ­რო­პი­სა და აშშ-ს მუ­ზე­უ­მებ­სა და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­შია და­ცუ­ლი. გაბ­რი­ა­ძის სკულპ­ტუ­რე­ბი ოდე­სა­სა და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში­ცაა. მხატ­ვა­რი 50-ზე მეტი წიგ­ნის ილუსტრა­ცი­ის ავ­ტო­რია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე საფ­რან­გეთ­სა და რუ­სეთ­ში. შვე­ი­ცა­რი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში რამ­დე­ნი­მე რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რის ავ­ტო­რი­ცაა. 2004 წელს და­წე­რა და ბროდ­ვე­ი­ზე დად­გა პი­ე­სა - "აკ­რძა­ლუ­ლი შობა ანუ ექი­მი და ავად­მყო­ფი", სა­დაც ჩი­ტოს როლი ბა­ლე­ტის არ­ტის­ტმა მი­ხა­ილ ბა­რიშ­ნი­კოვ­მა შე­ას­რუ­ლა, ხოლო ერ­მო­ნი­ის - ლუის პე­რეს­მა, ჩი­კა­გოს ცნო­ბი­ლი "ჯოფ­რი-ბა­ლე­ტის" და­სის ყო­ფილ­მა სო­ლის­ტმა. პრე­მი­ე­რა მი­ნე­ა­პო­ლის­ში (აშშ), თე­ატრ "გატ­რი­ში" გა­ი­მარ­თა.

რეზო გაბ­რი­ა­ძის თე­ატ­რი არა­ერ­თხელ მო­ნა­წი­ლე­ობ­და თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ში ავი­ნი­ონ­ში, ედინ­ბურ­გში, ნიუ-იორკში, ტო­რონ­ტო­ში, ბელგრად­ში, ჩარლსტონ­ში, მოს­კოვ­სა და სხვა ქა­ლაქ­ში.

"ეს რეზო გაბ­რი­ა­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­ნი­აა, ეპი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი პა­ტა­რა მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მას­შტა­ბით წარ­მო­ა­ჩი­ნოს", - AMERIKAN THEATER.

მისი თე­ატ­რის ფა­სად­ზე ოქ­როს ასო­ე­ბი­თაა და­წე­რი­ლი რეზო გაბ­რი­ა­ძის დე­ვი­ზი - "EXTRA CHEPAM NIHIL COGITO NOS LACRIMARE", რაც ნიშ­ნავს: "დაე, ცრემ­ლე­ბი მხო­ლოდ ხახ­ვის ჭრი­სა­გან გვდი­ო­დეს".

"რეზო გაბ­რი­ა­ძის თე­ატ­რი არ­ტის­ტი­სა და პო­ე­ტის სუ­ლის ანა­რეკ­ლია. ის თა­ვად წარ­მო­ად­გენს თე­ატრს მთელ თა­ვის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში: დრა­მა­ტურ­გი, პრო­დი­უ­სე­რი, მუ­სი­კო­სი, დი­ზა­ი­ნე­რი. ამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი შე­სა­ნიშ­ნა­ვია. მისი ნიჭი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია", - ამას კი მას­ზე - LE FIGARO წერ­და.

"გაბ­რი­ა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სიმ­დიდ­რეს წარ­მო­ად­გენს. რო­დე­საც 10 წლის წინ პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში მა­შინ ვნა­ხე “სტა­ლინ­გრა­დი” და ერთი ნახ­ვით შე­მიყ­ვარ­და. შე­მიყ­ვა­ნეს ძველ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი შევ­ცქე­რო­დი თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ გაბ­რი­ა­ძის სა­თა­მა­შო ტან­კე­ბი შოს­ტა­კო­ვი­ჩის მუ­სი­კის ფონ­ზე. ეს და­უ­ვი­წყა­რი იყო…” - ამო­ნა­რი­დი The New York Times-ის სტა­ტი­ი­დან.

ის რომ დიდი იუ­მო­რის, კვი­მა­ტი და სხარ­ტი ენის პატ­რო­ნი გახ­ლდათ, ამა­ზე მისი კი­ნოს­ცე­ნა­რე­ბიც მე­ტყვე­ლებს, რო­მე­ლიც მსმე­ნელ­სა და მა­ყუ­რე­ბელს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ამა­ში კი წვლი­ლი ალ­ბათ გარ­კვე­ულ­წი­ლად იუ­მო­რი­სა და დიდი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ქა­ლაქს, ქუ­თა­ისს მი­უ­ძღვის, რად­გან გაბ­რი­ა­ძე 1936 წელს სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და.

"ჩემი მსა­ხი­ო­ბე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ ეს არა­ფე­რია. ჩემი აზ­რით, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბია. ეს სპექ­ტაკ­ლი არ­სე­ბობს ფუ­ლის გა­რე­შე და იმ პრინ­ცი­პით, რომ უფუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ფუ­ლი­ა­ნებ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან", - ამ­ბობ­და ის.

"თაყ­ვა­ნი უნდა ვცეთ პუბ­ლი­კას და პა­ტი­ვი ვცეთ თო­ჯი­ნებს, რო­მელ­თაც არ სი­ა­მოვ­ნებთ, რო­დე­საც უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ექ­ცე­ვი­ან", - ესეც მისი აზ­რია.

  • ნამ­დვი­ლი ხე­ლო­ვა­ნი

ბოლო წლებ­ში კულ­ტუ­რის არა­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­ერ­თო პო­ლი­ტი­კა­ში, რეზო გაბ­რი­ა­ძის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი კი იმა­ზე მე­ტყვე­ლებ­და, რომ ის ამ სფე­როს აშ­კა­რად გა­ურ­ბო­და, თუმ­ცა მისი ასე­თი მო­საზ­რე­ბა ერთ ად­გი­ლას ამო­ვი­კი­თხე: "ჩვენ ბოლო ხანს ახა­ლი ხილი შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს - დე­მოკ­რა­ტია. პირ­ვე­ლად ის ძალ­ზე ტკბი­ლი მოგ­ვეჩ­ვე­ნა და ისე, რო­გორც აღ­მო­სავ­ლე­ლებს შეგ­ვე­ფე­რე­ბა, მისი სწრა­ფად გა­დაყ­ლაპ­ვა გვინ­დო­და. ახლა კი კბი­ლე­ბი გვემტვრე­ვა. ჩვენ დაგ­ვა­ვი­წყდა, თქვენ - ევ­რო­პე­ლებს რამ­დე­ნი ომი და სა­უ­კუ­ნე დაგ­ჭირ­დათ, ვიდ­რე ამ ხი­ლის მო­ნე­ლე­ბას შეძ­ლებ­დით".

  • სა­ა­თი­ა­ნი კოშ­კი

გაბ­რი­ა­ძის თე­ატ­რი თბი­ლი­სის ძველ უბან­ში, შავ­თე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც 1981 წელს რეზო გაბ­რი­ა­ძემ თა­ვად აა­შე­ნა... თე­ატ­რი ქა­ლა­ქის უძ­ვე­ლეს ტა­ძარს – VI სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბულ ან­ჩის­ხა­ტის ბა­ზი­ლი­კას ემე­ზობ­ლე­ბა.

თე­ატ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ან­სამ­ბლის მთა­ვა­რი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა კი სა­ა­თი­ა­ნი კოშ­კია, რო­მე­ლიც რეზო გაბ­რი­ა­ძემ უკვე 2010 წელს ააგო.

ყო­ვე­ლი სა­ა­თის ბო­ლოს, მო­ხა­ტუ­ლი კა­რე­ბი­დან გა­მო­დის ან­გე­ლო­ზი და პა­ტა­რა ჩა­ქუ­ჩით ზარს რე­კავს. მცი­რე თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი თა­ვად კოშკშიც არის გან­თავ­სე­ბუ­ლი და დღე­ში ორ­ჯერ, 12:00 სა­ათ­სა და 19:00 სა­ათ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ო­ცა­რი თო­ჯი­ნუ­რი წარ­მოდ­გე­ნის - "ცხოვ­რე­ბის წრებ­რუნ­ვის“ ნახ­ვა.

კოშ­კის ქვე­და მხა­რეს ორი კე­რა­მი­კუ­რი პა­ნოა, რომ­ლის შე­მად­გე­ნე­ლი რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ფილა რეზო გაბ­რი­ა­ძემ სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ამ­ზა­და და მო­ხა­ტა. კოშ­კი თბი­ლი­სის ერთ-ერთ მთა­ვარ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბად იქცა.

"კოშ­კის მშნე­ბე­ლო­ბა, რომ და­ვი­წყე, თით­ქოს დამ­სვეს რა­ღაც მან­ქა­ნა­ზე, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რობს დრო­ში. ასე აღ­მოვ­ჩნდი სა­დღაც X-XIII სა­უ­კუ­ნე­ში, შო­რე­ულ და ზრაპ­რულ ბი­ზან­ტი­ა­ში. კოშ­კი უნდა ჩა­წე­რი­ლი­ყო არ­სე­ბულ დრო­სა და სივ­რცე­ში.

ჩემი მა­გი­და აივ­სო ორ­ნა­მენ­ტე­ბით სავ­სე წიგ­ნე­ბით. იმ ორ­ნა­მენ­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც ასე უხ­ვად და­უ­ტო­ვა ბი­ზან­ტი­ამ სამ­ყა­როს.

მე ვი­მოგ­ზა­უ­რე შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და მინ­და გი­თხრათ, რომ ისი­ნი არც ისე ბნე­ლი ყო­ფი­ლა. და თუ იყო გარ­კვე­უ­ლი სიბ­ნე­ლე, ეს ჩვე­ნი საქ­მე არ არის. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სჯობს დუ­მი­ლი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ.

მაგ­რამ ვინ აა­შე­ნებს? სად ვე­ძე­ბო ეს ხალ­ხი? ერთი კედ­ლი­დან გა­მო­ვი­და, მე­ო­რე კი ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­ვი­და.

ერთს ოთა­რი ერ­ქვა (ოთარ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძე), ჩემი ხნის კაცი, სა­მოც­და­ათს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ან ოთხმოცს მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. იმათ­გა­ნი ვინც ჯგუ­ფურ სუ­რა­თებ­ში სულ კი­დე­ში ხვდე­ბა და სა­ნა­ხევ­როდ სა­ხე­ჩა­მოჭ­რი­ლი გა­მო­დის.

მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე მან სულ 50 წელი გა­ა­ტა­რა და ორ­მოც­და­ა­თი­ვე წელი მუ­შად. ლა­მა­ზი კა­რი­ე­რაა! ჩვენ დავ­მე­გობ­რდით. დღე­საც ვმე­გობ­რობთ და უკვე სა­მუ­და­მოდ, ისე რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში მე­გობ­რო­ბენ ხოლ­მე.

მე­ო­რეს ერ­ქვა ავ­თან­დი­ლი (ავ­თან­დილ ლეჟა­ვა). ის 1300 ან 1500 წლის იქ­ნე­ბო­და. ხა­სი­ა­თით მდუ­მა­რე და არა­კონ­კრე­ტუ­ლი. მორ­ცხვი ღი­მი­ლით გა­რი­დებ­დათ თვალს და მზე­რა გა­და­ქონ­და არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი სახ­ლის კუ­თხე­ზე. ხუთ სი­ტყვა­ზე უფრო გრძე­ლი ფრა­ზე­ბი მას თრგუ­ნავ­და. ის ჩვენ­თან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბის შემ­დეგ მო­ვი­და. ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­ა­ნი ჩან­თი­თა და ბოხ­ჩით, რო­გორც XII სა­უ­კუ­ნე­ში. სხვა და­ნარ­ჩე­ნი კი ცოლ­მა მო­უ­ტა­ნა, უკ­მა­ყო­ფი­ლო თა­ვის ქნე­ვით.

მე მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ინ­ჟინ­რე­ბი - ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, გელა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი, არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძე, კოტე ოდიშ­ვი­ლი და სხვ. მათ გა­და­ყავ­დათ ჩემი ნა­ხა­ტე­ბი და იდე­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე და მშე­ნებ­ლე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი ნა­ხა­ზე­ბის ენა­ზე. რის­თვი­საც მათი ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ“, - იხ­სე­ნებ­და რეზო გაბ­რი­ა­ძე.

ასე და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ამ დიდ ადა­მი­ან­სა და გე­ნი­ოს­ზე ლა­პა­რა­კი, რომ­ლის ამ ქეყ­ნი­დან წას­ვლა ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის და სამ­ყა­როს­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

კიდევ ერთი ბუმბერაზი ხელოვანი წავიდა... მსოფლიო მასშტაბის!!! მოზიარე ვარ მწუხარების...

ერმონია
22

დარჩა ქვეყანა ბუღაძეებს...

ავტორი:

"რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა" - "მარიონეტების მძევალი" გენიოსი

"რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა" - "მარიონეტების მძევალი" გენიოსი

თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იშვიათია ერთ ადამიანში ამდენი ნიჭისა და შემოქმედების თანხვედრა, რასაც ბატონო რეზო დაატარებდა და სამყაროს დღესასწაულებად უზიარებდა.

  • გაბრიაძის კინო

მის მიერ შექმნილ მარიონეტების თეატრსა და იქ განხორციელებულ წარმატებულ სპექტაკლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ალბათ მის ბიოგრაფიას ის 40-მდე, ძალზე ცნობილი ფილმიც ეყოფოდა, რომელთა სცენარის ავტორიც რეზო გაბრიაძეა. "მიმინო", "არ იდარდო", "შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "ფეოლა," "ქვევრი" და კიდევ ბევრი პოპულარული სურათი, რომლებშიც ნათქვამ არაერთ ფრაზას ადამიანები ყოველდღიურ მეტყველებაში დღემდე იყენებენ.

"დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას", "გოლი მინდა, ხედელიძე, ორი გოლი", - ეს "ფეოლაა". ეს კი - "ქვევერი": "როგორ ტყუილა გაჭმევ პურსა", "როგორ მოხვდი მანდა? - უპასუხე უფროსსა!.. ბავშვობიდან აქა ვზივარ" და ა.შ.

"შერეკილები" კი, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულია: "აბა, ახლა გააღე პირი და თქვი, ააა?", "ხომ გითხარი, გაფრინდებიანო, შე, გალსტუკიანო პეპელა", "თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც გამიყოლეთ", "სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი"...

თუმცა ფილმამდე იყო მოთხრობა - "უცხო ჩიტი“, რაზეც თავად ასე წერდა:

"აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია-მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. ოღონდ, ერთში უნდა მენდოთ, პირადად ჩემთვის ნამდვილზე უნამდვილესი რომ არის ეს ამბავი, რადგან ბავშვობისას მაქვს მოსმენილი ბუხრის პირას - არ ვიცი ქუთაისში, გუმბრინში, საქარაში თუ საკუთრივ ძუყნურში. მაშინ დავიჯერე მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი და მერე კაციშვილმა ვერ გადამათქმევინა. კინოს ხალხმაც ირწმუნა მისი სინამდვილე, გადაიღეს "შერეკილები“.

მე კი გულმა ვერ მომითმინა და ის ბუხრის პირას გაგონილი ამბავი ახლა უფრო წვრილად აღვადგინე მეხსიერებაში. თანაც ბევრი წაკითხული დავუმატე, ბევრიც ჭკვიანი ხალხიდან განაგონი, ბევრიც მეცნიერული, ბევრიც ქუჩაში ან სუფრაზე მოსმენილი და ეგებ შენი ნათქვამიც, საყვარელო მკითხველო!“

რეზო გაბრიაძისა და რეჟისორ ელდარ შენგელიას წარმატებული ტანდემი მხოლოდ "შერეკილებში“ არ შემდგარა. მათ ხანგრძლივი და საინტერესო შემოქმედებითი შეხვედრა და გამარჯვება ჰქონიათ. დაუვიწყარია მათი "არაჩვეულებრივი გამოფენაც". რომელიც ასევე გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს.

ეს კი "მიმინოა“, რომელზეც რეზო გაბრიაძემ გენიალურ რეჟისორთან, გია დანელიასთან ითანამშრომლა: "ვ ეტოი გოსტინიცე ია დირექტორ", "სნაჩალა პოდუმაი, პატომ გოვორი", "ტაკიე პილოტი კაკ ვი, ნა ულიცე ნე ვალიაიუტსიაო, გაიგე?"... აღსანიშნავია, რომ გია დანელიას და რეზო გაბრიაძეს 50-წლიანი მეგობრობა აკავშირებდათ.

ბატონი რეზო გია დანელიას გარდაცვალებამ რამდენიმე წლის წინ ძალზე დაამწუხრა.

"ძნელია განშორება მეგობართან, მით უმეტეს, 50 წლის მეგობართან. ამდენი რამ გვაკავშირებს, ამდენი ვიმუშავეთ ერთად... გიორგი დანელია იყო დიდი რეჟისორი.

1969 წელს გამოვიდა მისი ფილმი "არ დაიდარდო“. ჩვენ შევხვდით 1968 წელს, ერთმანეთი ელდარ შენგელაიამ გაგვაცნო. ასე დაიწყო ფილმი "არ დაიდარდო“. ეს იყო თან ძალიან რთული და ძალიან მხიარულიც, გატაცებით ვმუშაობდით, სასტუმრო "საქართველოში“ სცენარზე მონახაზი გავაკეთეთ, მერე კი მისი დედა, მერი ანჯაფარიძე ჩამოვიდა და მოსკოვში წაგვიყვანა. იქ გავაგრძელეთ მუშაობა. ისიც ახალგაზრდა იყო, მეც. იყო ძალიან სერიოზული და ხალისიანიც. ასე დაიბადა მეგობრობა. შემდეგ იყო სხვა სურათებიც - "მიმინო“, "ქინ-ძა-ძა“. წლები მიდოდა და ქვეყანა, რომელშიც ჩვენ შევხვდით, თითქმის წაიშალა. ქვეყნა, რომელშიც დავიბადეთ, ვსწავლობდით, ვიზრდებოდით, აღარ იყო. ის ეკრანი, რომელსაც ანათებდა მისი ფილმები, ჩაქრა. გია აღარაა, მაგრამ მისი ფილმები დარჩება.

50 წლის შემდეგ მეგობრობა ცოტა ღარიბი სიტყვაა, ეს უფრო მეტს ნიშნავს. კარგია, რომ საქართველოში დიდხანს ემახსოვრებათ გიორგი დანელია“, - ამბობდა რეზო გაბრიაძე.

  • მარიონეტები - თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვის

რეზო გაბრიაძემ თბილისში, 1981 წელს მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან - "ალფრედი და ვიოლეტა" მაყურებლის გული მოინადირა... თეატრმა არსებობის განმავლობაში მსოფლიო წარმატებული გასტროლებით მოიარა. რეზო გაბრიაძე იყო სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც. დიახ, ის ერთი რეჟისორის თეატრია, სადაც თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვისაა განკუთვნილი...

"როგორც ბავშობაში ჩემი ჯიბეები ისევ გაივსო ჭანჭიკებით, ბოლტებით, ხის ნაჭრებით, ზამბარებით, რეზინითა და ათასი სისულელით, რაც ასე საჭიროა თოჯინების თეატრში… ასე გამოვიდა, რომ მხოლოდ უფროსებისთვის ვდგამ სპექტაკლებს. თითქოს გამოვიგონე ჩემთვის პატარა თოჯინების თეატრი, რათა თავი დავაღწიო პასუხისმგებლობას, არ ვიყო დამოკიდებული არტისტებზე, არ დავანაგვიანო ბუნება, ვიყოლიო რაც შეიძლება ცოტა მაყურებელი, რომ ნაკლებად შევცოდო მოუმწიფარი აზრებითა და მათი განხორციელების შეუძლებლობით. მე საკუთარი თავისთვის მოვიფიქრე პატარა თეატრი. ვიმედოვნებდი, იქ დამესვენა და მუშაობით საკუთარ სახელოსნოში მემუშავა... ყველაფერი წარმატებამ გააფუჭა. მე, მრავალი წლის განმავლობაში მარიონეტების მძევლად ვიქეცი.

თუმცა ჩემი ოცნება ახდა - დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას და უკვე სამუდამოდ. მადლიერი ვარ ბედის, თოჯინების და პატარა კოლექტივის, რომელიც დაფუსფუსებს ძველი შენობის კუთხეებში.

მარიონეტები თითებზე მიკიდია, მე კი ანტიპოდივით ჭერზე დავდივარ და ვხატავ", - წერდა რეზო გაბრიაძე.

  • აღიარება

ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახლდათ, - მათ შორისაა, საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი და არაერთი საპატიო პრემია...

"მიყვარს საქართველო. ამ ქვეყანამ ბევრი ბედნიერი დღე მაჩუქა. მახსოვს ჩემი მეგობრები, მათ შორის, რეზო გაბრიაძე, ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია", - წერდა ბატონ რეზოზე იტალიელი მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა.

"ის ნამვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება, მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს, თან ისეთ დროს, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება", - პიტერ ბრუკი, ბრიტანული თეატრის რეჟისორი.

"გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა, მხოლოდ საქართველო და სწორედ საქართველო. იმდენად საქართველო, რომ აზრადაც არავის მოუვა, რომ საქართველოს ამ სახეს შეიძლება, სხვა შემქმნელი ყავდეს", - მწერალი ანდრეი ბიტოვი.

"რეზო გაბრიაძე უნიკალური დიაპაზონის ხელოვანია," - ქორეოგრაფი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი.

* * *

გაბრიაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1967 წელს კი, მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

როგორც მხატვარს, მრავალ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის, მსოფლიოს პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზებში, სადაც გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული და თოჯინური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

მისი ნამუშევრები ასევე ევროპისა და აშშ-ს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. გაბრიაძის სკულპტურები ოდესასა და სანკტ-პეტერბურგშიცაა. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორია, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთსა და რუსეთში. შვეიცარიასა და საფრანგეთში რამდენიმე რეჟისორული ნამუშევრის ავტორიცაა. 2004 წელს დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა - "აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი", სადაც ჩიტოს როლი ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა შეასრულა, ხოლო ერმონიის - ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი "ჯოფრი-ბალეტის" დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ "გატრიში" გაიმართა.

რეზო გაბრიაძის თეატრი არაერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქში.

"ეს რეზო გაბრიაძის განსაკუთრებული გენიაა, ეპიკური პრობლემები პატარა მარიონეტების მასშტაბით წარმოაჩინოს", - AMERIKAN THEATER.

მისი თეატრის ფასადზე ოქროს ასოებითაა დაწერილი რეზო გაბრიაძის დევიზი - "EXTRA CHEPAM NIHIL COGITO NOS LACRIMARE", რაც ნიშნავს: "დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს".

"რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია", - ამას კი მასზე - LE FIGARO წერდა.

"გაბრიაძე საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს. როდესაც 10 წლის წინ პირველად ვიყავი თბილისში მაშინ ვნახე “სტალინგრადი” და ერთი ნახვით შემიყვარდა. შემიყვანეს ძველ შენობაში, სადაც აღფრთოვანებული შევცქეროდი თუ როგორ გადაადგილდებოდნენ გაბრიაძის სათამაშო ტანკები შოსტაკოვიჩის მუსიკის ფონზე. ეს დაუვიწყარი იყო…” - ამონარიდი The New York Times-ის სტატიიდან.

ის რომ დიდი იუმორის, კვიმატი და სხარტი ენის პატრონი გახლდათ, ამაზე მისი კინოსცენარებიც მეტყველებს, რომელიც მსმენელსა და მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამაში კი წვლილი ალბათ გარკვეულწილად იუმორისა და დიდი ტრადიციების მქონე ქალაქს, ქუთაისს მიუძღვის, რადგან გაბრიაძე 1936 წელს სწორედ ამ ქალაქში დაიბადა.

"ჩემი მსახიობები პროფესიონალები არ არიან, მაგრამ ეს არაფერია. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი მსახიობია. ეს სპექტაკლი არსებობს ფულის გარეშე და იმ პრინციპით, რომ უფულო ადამიანები ფულიანებზე უკეთესები არიან", - ამბობდა ის.

"თაყვანი უნდა ვცეთ პუბლიკას და პატივი ვცეთ თოჯინებს, რომელთაც არ სიამოვნებთ, როდესაც უპატივცემულოდ ექცევიან", - ესეც მისი აზრია.

  • ნამდვილი ხელოვანი

ბოლო წლებში კულტურის არაერთი წარმომადგენელი ჩაერთო პოლიტიკაში, რეზო გაბრიაძის ცხოვრების სტილი კი იმაზე მეტყველებდა, რომ ის ამ სფეროს აშკარად გაურბოდა, თუმცა მისი ასეთი მოსაზრება ერთ ადგილას ამოვიკითხე: "ჩვენ ბოლო ხანს ახალი ხილი შემოგვთავაზეს - დემოკრატია. პირველად ის ძალზე ტკბილი მოგვეჩვენა და ისე, როგორც აღმოსავლელებს შეგვეფერება, მისი სწრაფად გადაყლაპვა გვინდოდა. ახლა კი კბილები გვემტვრევა. ჩვენ დაგვავიწყდა, თქვენ - ევროპელებს რამდენი ომი და საუკუნე დაგჭირდათ, ვიდრე ამ ხილის მონელებას შეძლებდით".

  • საათიანი კოშკი

გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თავად ააშენა... თეატრი ქალაქის უძველეს ტაძარს – VI საუკუნეში აგებულ ანჩისხატის ბაზილიკას ემეზობლება.

თეატრის არქიტექტურული ანსამბლის მთავარი ღირშესანიშნაობა კი საათიანი კოშკია, რომელიც რეზო გაბრიაძემ უკვე 2010 წელს ააგო.

ყოველი საათის ბოლოს, მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი თავად კოშკშიც არის განთავსებული და დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია, საოცარი თოჯინური წარმოდგენის - "ცხოვრების წრებრუნვის“ ნახვა.

კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკური პანოა, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა. კოშკი თბილისის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობად იქცა.

"კოშკის მშნებელობა, რომ დავიწყე, თითქოს დამსვეს რაღაც მანქანაზე, რომელიც მოგზაურობს დროში. ასე აღმოვჩნდი სადღაც X-XIII საუკუნეში, შორეულ და ზრაპრულ ბიზანტიაში. კოშკი უნდა ჩაწერილიყო არსებულ დროსა და სივრცეში.

ჩემი მაგიდა აივსო ორნამენტებით სავსე წიგნებით. იმ ორნამენტებით, რომლებიც ასე უხვად დაუტოვა ბიზანტიამ სამყაროს.

მე ვიმოგზაურე შუა საუკუნეებში და მინდა გითხრათ, რომ ისინი არც ისე ბნელი ყოფილა. და თუ იყო გარკვეული სიბნელე, ეს ჩვენი საქმე არ არის. ამასთან დაკავშირებით სჯობს დუმილი შევინარჩუნოთ.

მაგრამ ვინ ააშენებს? სად ვეძებო ეს ხალხი? ერთი კედლიდან გამოვიდა, მეორე კი ავტობუსიდან ჩამოვიდა.

ერთს ოთარი ერქვა (ოთარ მაგრაქველიძე), ჩემი ხნის კაცი, სამოცდაათს გადაცილებული ან ოთხმოცს მიახლოებული. იმათგანი ვინც ჯგუფურ სურათებში სულ კიდეში ხვდება და სანახევროდ სახეჩამოჭრილი გამოდის.

მშენებლობებზე მან სულ 50 წელი გაატარა და ორმოცდაათივე წელი მუშად. ლამაზი კარიერაა! ჩვენ დავმეგობრდით. დღესაც ვმეგობრობთ და უკვე სამუდამოდ, ისე როგორც ბავშვობაში მეგობრობენ ხოლმე.

მეორეს ერქვა ავთანდილი (ავთანდილ ლეჟავა). ის 1300 ან 1500 წლის იქნებოდა. ხასიათით მდუმარე და არაკონკრეტული. მორცხვი ღიმილით გარიდებდათ თვალს და მზერა გადაქონდა არაფრით გამორჩეული სახლის კუთხეზე. ხუთ სიტყვაზე უფრო გრძელი ფრაზები მას თრგუნავდა. ის ჩვენთან დასავლეთ საქართველოში სოფლის ეკლესიის მშენებლობის შემდეგ მოვიდა. ინსტრუმენტებიანი ჩანთითა და ბოხჩით, როგორც XII საუკუნეში. სხვა დანარჩენი კი ცოლმა მოუტანა, უკმაყოფილო თავის ქნევით.

მე მეხმარებოდნენ ინჟინრები - ზურაბ ჯაფარიძე, გელა ჯანგირაშვილი, არჩილ ჯაფარიძე, კოტე ოდიშვილი და სხვ. მათ გადაყავდათ ჩემი ნახატები და იდეები თანამედროვე და მშენებლებისთვის გასაგები ნახაზების ენაზე. რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ“, - იხსენებდა რეზო გაბრიაძე.

ასე დაუსრულებლად შეიძლება ამ დიდ ადამიანსა და გენიოსზე ლაპარაკი, რომლის ამ ქეყნიდან წასვლა ხელოვნებისთვის და სამყაროსთვის დიდი დანაკლისია.

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები