Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 505 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 783 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 349 098-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.99%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 201 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 333 505-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 910 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 15, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 657, საიდანაც: 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 908, აჭარაში - 328, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 354, აჭარაში - 89, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 630 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 - თბილისში, 227- აჭარაში. 6 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 25 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 25, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 824 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 212, პირი, აჭარაში - 2 210, იმერეთში - 1 201.
აღარ დასრულდა ამ შეუგნებელი ხალხის ბოგინი რა. ვინც იცავს ყველა წესს მაგრამ შემთხვევით დაემართათ მაგათ არ ვგულისხმობ. კაი ქვეყანა ფეხებზე კიდიათ და ეკონომიკა მარა კაცებში იწვევს სპერმის ხარისხის სერიოზულ დაქვეითებას და ანუ უშვილობა გირჩევნიათ პირბადის სახეზე აფარებას? გაიხედეთ ბათუმის ბულვარში რახდება, პატრული რატო არ აკონტროლებს? გუშინ ჩინელმა ჩამომირბინა და იმას ეკეთა სირბილის დროს პირბადე იმდენად შეგნებულია ადამიანი და ქართველებს შეხედეთ. სირცხვილია რა
გარდაცვალების ყველა შემთხვევა გამოსაკვლევია