კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა
22:03 / 03-06-2021
30 მაისს რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ბლოგერი, ინფლუენსერი და ფოტომოდელი მირანდა (მიმი) შელია დაოჯახდა. ამის შესახებ Ambebi.ge ჯერ კიდევ სამი დღის წინ წერდა, თუმცა შელიას ქორწინება არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა რუსული მედიისთვისაც, რადგან ქალის რჩეული რუსი მილიარდერის შვილიშვილი გრიგორი (გრიშა) მამურინი აღმოჩნდა.
თუმცა მილიარდერის ახალ რძალს ხელმოწერის ცერემონიალზე ტომ ფორდის ძვირადღირებული კაბა და ფეხსაცმელი ეცვა. საყვარელმა მამაკაცმა კი რჩეულს „კარტიეს“ ფირმის ძვირადღირებული საქორწინო ბეჭედი აჩუქა.
მირანდას რჩეული გარდაცვლილი რუსი მილიარდერის იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილია. ნეკლუდოვი ხაბაროვსკის რაიონში რამდენიმე კომპანიას ფლობდა. მის მემკვიდრეობაშია კინოთეატრების ქსელი, რუსეთის სრულ ტერიტორიაზე ფინტეს-კლუბების ქსელი. ნეკლუდოვი გახლდათ ტელეკომპანია Dal TV-TNT დამფუძნებელი.
ბიზნესმენი, რომლის ქონებაც 150 მილიარდ რუბლად არის შეფასებული, 2017 წლის 19 ივლისს გულის შეტევით 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. გრიშას დედა ოჯახური ბიზნესიდან ფიტნეს კლუბების ქსელს ხელმძღვანელობს მშობლიურ ხაბაროვსკში. მამა კონსტანტინე მამურინი წარსულში სპორტსმენი გახლდათ და წლების მანძილზე დაკავებული იყო კარატეთი.
თავად გრიგორი მამურინი "ცნობილი გახდა" 16 წლის ასაკში, როდესაც გორკის პარკში გადაღებულ მის ერთ-ერთ ბლოგზე გამვლელებს ფულის სანაცვლოდ არასტანდარტულ დავალებებს აძლევდა - მაგალითად, უნდა მიერთმიათ გაფუჭებული საკვები, ნაგავი, დაელიათ საკუთარი შარდი.
ამ სკანდალის შემდეგ ბაბუამ იგი ხაბაროვსკში დააბრუნა და მისი განმეორებითი განათლება გადაწყვიტა. რის შემდეგაც დიდი ხანი უცნობი იყო, რას საქმიანობდა გრიშა.
რაც შეეხება მირანდას ცხოვრებას, მას შემდეგ რაც ქართველ ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიასთან მოკლევადიანი ქორწინება დაასრულა, მისი ახალი რჩეული რუსი ფეხბურთელი ფიოდორ სმოლოვი გახდა.
მირანდა შელია და ფიოდორ სმოლოვი
წყვილმა შეხვედრები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი მოდელ ვიქტორია ლოპირევას დაშორდა. სმოლოვი და ლოპირევა 2013 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ და 2015 წლის მაისში განშორების შესახებ განაცხადეს. სმოლოვი და შელია წელიწადზე მეტი იყვნენ ერთად. მაშინ მედიაში იწერებოდა, რომ ფიოდორი მირანდას სამოდელო საქმიანობას მხარს უჭერდა.
წყვილმა დაშორების შესახებ გადაწყვეტილება არ გაახმაურა. მათ ჩუმად წაშალეს ყველა ერთობლივი სურათი ინსტაგრამიდან. მოგვიანებით, მოდელმა თქვა, რომ სპორტსმენმა იგი მიატოვა, სმოლოვს კი ამ თემაზე კომენტარი დღემდე არ გაუკეთებია.
რაც შეეხება გრიშა მამურინის პირად ცხოვრებას, როგორც რუსულ მედიაში ვკითხულობთ, მისი მეგობარი გოგონა დიანა მელისონი გახლდათ, რომელიც არანაკლებ სკანდალურია მასზე.

წყვილის ხელისმოწერის ცერემონიალის შემდეგ მედიაში გაჩნდა საინტერესო სათაურები:
"ფიოდორ სმოლოვას ყოფილი შეყვარებული ცოლად მილიარდერის შვილიშვილს გაჰყვა..."
"მილიარდერის შვილიშვილმა ცოლად 6 წლით უფროსი ქალი მოიყვანა"
მირანდასა და გრიშას შორის სხვაობა ნამდვილად 6 წელია. 28 წლის მოდელის მეორე მეუღლე 22 წლის ბლოგერია. რუსულ მედიაში ვკითხულობთ, რომ წყვილის გასაიდუმლოებული რომანი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა შელიას "ინსტაგრამის" მილიონამდე მიმდევრისთვის.
ხელისმოწერის ცერემონიალს ცნობილი სახეებიდან ქეთა თოფურია და მოსკოვში მცხოვრები ქართული წარმოშობის დიზაინერი ლიკა ალადაშვილი ესწრებოდნენ. წყვილს ქორწილი არ ჰქონია, ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე მეგობრის თანდასწრებით დააკანონეს.
თუმცა მილიარდერის ახალ რძალს ხელმოწერის ცერემონიალზე ტომ ფორდის ძვირადღირებული კაბა და ფეხსაცმელი ეცვა. საყვარელმა მამაკაცმა კი რჩეულს „კარტიეს“ ფირმის ძვირადღირებული საქორწინო ბეჭედი აჩუქა.
მირანდას რჩეული გარდაცვლილი რუსი მილიარდერის იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილია. ნეკლუდოვი ხაბაროვსკის რაიონში რამდენიმე კომპანიას ფლობდა. მის მემკვიდრეობაშია კინოთეატრების ქსელი, რუსეთის სრულ ტერიტორიაზე ფინტეს-კლუბების ქსელი. ნეკლუდოვი გახლდათ ტელეკომპანია Dal TV-TNT დამფუძნებელი.
ბიზნესმენი, რომლის ქონებაც 150 მილიარდ რუბლად არის შეფასებული, 2017 წლის 19 ივლისს გულის შეტევით 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. გრიშას დედა ოჯახური ბიზნესიდან ფიტნეს კლუბების ქსელს ხელმძღვანელობს მშობლიურ ხაბაროვსკში. მამა კონსტანტინე მამურინი წარსულში სპორტსმენი გახლდათ და წლების მანძილზე დაკავებული იყო კარატეთი.
თავად გრიგორი მამურინი "ცნობილი გახდა" 16 წლის ასაკში, როდესაც გორკის პარკში გადაღებულ მის ერთ-ერთ ბლოგზე გამვლელებს ფულის სანაცვლოდ არასტანდარტულ დავალებებს აძლევდა - მაგალითად, უნდა მიერთმიათ გაფუჭებული საკვები, ნაგავი, დაელიათ საკუთარი შარდი.
ამ სკანდალის შემდეგ ბაბუამ იგი ხაბაროვსკში დააბრუნა და მისი განმეორებითი განათლება გადაწყვიტა. რის შემდეგაც დიდი ხანი უცნობი იყო, რას საქმიანობდა გრიშა.
რაც შეეხება მირანდას ცხოვრებას, მას შემდეგ რაც ქართველ ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიასთან მოკლევადიანი ქორწინება დაასრულა, მისი ახალი რჩეული რუსი ფეხბურთელი ფიოდორ სმოლოვი გახდა.
მირანდა შელია და ფიოდორ სმოლოვი
წყვილმა შეხვედრები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი მოდელ ვიქტორია ლოპირევას დაშორდა. სმოლოვი და ლოპირევა 2013 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ და 2015 წლის მაისში განშორების შესახებ განაცხადეს. სმოლოვი და შელია წელიწადზე მეტი იყვნენ ერთად. მაშინ მედიაში იწერებოდა, რომ ფიოდორი მირანდას სამოდელო საქმიანობას მხარს უჭერდა.
წყვილმა დაშორების შესახებ გადაწყვეტილება არ გაახმაურა. მათ ჩუმად წაშალეს ყველა ერთობლივი სურათი ინსტაგრამიდან. მოგვიანებით, მოდელმა თქვა, რომ სპორტსმენმა იგი მიატოვა, სმოლოვს კი ამ თემაზე კომენტარი დღემდე არ გაუკეთებია.
რაც შეეხება გრიშა მამურინის პირად ცხოვრებას, როგორც რუსულ მედიაში ვკითხულობთ, მისი მეგობარი გოგონა დიანა მელისონი გახლდათ, რომელიც არანაკლებ სკანდალურია მასზე.
დიანას ინსტაგრამზე 2 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და საკუთარ მიმდევრებს ხშირად ანებივრებს ბიკინებში გადაღებული სექსუალური ფოტოებით. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე მეგობრების გარემოცვაში გაიცნო, თუმცა როგორც ჩანს, მილიარდერის ცოლის სტატუსი მირანდა შელიამ მოირგო.
კარგი გარეგნობა არ განაპირობებს კარგ ჭკუას.