პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ნინოწმინდის პანსიონატში დაწყებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს
შსს ნინოწმინდის პანსიონატში დაწყებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს-მ ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნატ­ში აღ­საზ­რდე­ლე­ბის მი­მართ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

უწყე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც აღ­საზ­რდე­ლე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა.

შსს-ს ცნო­ბით, 2016 წლი­დან დღემ­დე აღ­ნიშ­ნულ პან­სი­ო­ნატ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 4 საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ობოლ, უპატ­რო­ნო და მზრუნ­ვე­ლო­ბა მოკ­ლე­ბულ ბავ­შვთა პან­სი­ო­ნატ­ში აღ­საზ­რდე­ლე­ბის მი­მართ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლით.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ჩა­ა­ტა­რებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბას რათა შეს­წავ­ლილ იქ­ნეს ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო ფაქ­ტი.

აქვე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც აღ­საზ­რდე­ლე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა.

2016 წლი­დან დღემ­დე აღ­ნიშ­ნულ პან­სი­ო­ნატ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 4 საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ორ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი­დან შე­მო­სუ­ლი წე­რი­ლი, ხოლო და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში სსიპ - სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან მო­მარ­თვა გახ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თი­თო­ე­ულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე უზ­რუნ­ველ­ყო და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა საქ­მის გა­რე­მო­ე­ბის დად­გე­ნი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. თი­თო­ე­ულ საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლია არა­ერ­თი მოწ­მე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა და სხვა მოქ­მე­დე­ბე­ბი. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე საქ­მე­ში არ არის საკ­მა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ის სტან­დარ­ტი, რომ­ლი­თაც დად­გინ­დე­ბა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, თი­თო­ე­ულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მუდ­მივ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას რათა სრულ­ყო­ფი­ლად და ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბულ იქ­ნეს და­ნა­შა­უ­ლის ყვე­ლა შე­საძ­ლო ჩა­დე­ნის ფაქ­ტი”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბუცა.
526

თუ არ დადასტურდა, უარყოფითი ფაქტები, ვის დაადანაშაულებთ, ძალადობისა და ცილისწამებლობისთვის.

???
29

იქ არავის უშვებენ და თქვენ რა გამოძიებას ატარებთ ან როგორ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

შსს ნინოწმინდის პანსიონატში დაწყებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს ნინოწმინდის პანსიონატში დაწყებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

უწყება ინფორმაციას ავრცელებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება.

შსს-ს ცნობით, 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას რათა შესწავლილ იქნეს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი.

აქვე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება.

2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება. თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი”, - ნათქვამია განცხადებაში.

"ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება" - გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

კახეთის პოლიციამ სოფელ ნახიდურიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვა