საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა - დაკავებულის ახლობლებმა ციხის მანქანას, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს
ქუთაისის სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა - დაკავებულის ახლობლებმა ციხის მანქანას, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან კვლავ ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. და­პი­რის­პი­რე­ბა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი ბა­თუ­მე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას მოჰ­ყვა.

მო­სა­მარ­თლემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და შვი­დი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

და­კა­ვე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლებ­მა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­მო­ბი­ლებს, რომ­ლებ­შიც პა­ტიმ­რე­ბი ის­ხდნენ, გზა გა­და­უ­კე­ტეს. ისი­ნი სპორ­ტსმე­ნებს ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე ბრა­ხუ­ნით ამ­ხნე­ვებ­დნენ და მათ უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გზის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სცა­დეს, რა­საც შეკ­რე­ბი­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

ცნო­ბის­თვის, 15 აპ­რილს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბა­თუმ­ში 6 პირი და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.წ. 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.წ. 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ჭ. 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ჭ. 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჭ. და 2000 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ჭ. ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უწყე­ბამ ასე­ვე ერთი პირი და­ა­კა­ვა.

ავტორი:

ქუთაისის სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა - დაკავებულის ახლობლებმა ციხის მანქანას, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს

ქუთაისის სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა - დაკავებულის ახლობლებმა ციხის მანქანას, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან კვლავ ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული ბათუმელი სპორტსმენების პატიმრობაში დატოვებას მოჰყვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და შვიდივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულის ახლობლებმა პენიტენციური სამსახურის ავტომობილებს, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს. ისინი სპორტსმენებს ავტომობილებზე ბრახუნით ამხნევებდნენ და მათ უკანონო პატიმრობას აპროტესტებდნენ.

სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლება სცადეს, რასაც შეკრებილების უკმაყოფილება მოჰყვა.

ცნობისთვის, 15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ბათუმში 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოგვიანებით უწყებამ ასევე ერთი პირი დააკავა.

"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა

"მხოლოდ ერთხელ ინტერნეტით ჰქონდათ კავშირი" - მშობლების ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც გაიტაცეს

"რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი - ვერ მოვიშორეთ "გაიშნიკური“ სტრატეგია" - რას აპროტესტებს იაგო ხვიჩია