პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატრია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ერთადერთი ამოცანა აქვს, რომ როგორმე "ქართული ოცნება" 43-პროცენტიან ზღვარს დაუახლოვოს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ამოცანა შესრულებადი არ არის.
"მას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რაღაცნაირად მოახერხოს და "ქართული ოცნება" დაუახლოვოს 43 პროცენტს, მაგრამ ეს ამოცანა შესრულებადი არ არის არც მისი მხრიდან და არც რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ გიორგი გახარია "ქართული ოცნების" პროექტია, კობახიძე ამბობს: "შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და მიხვდებით, ეს არის "ოცნება 2" თუ "სხვა რამე 2". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს კობახიძე.
მელიას ხმაურით დაჭერამ ოცნებას პრობლემები ხომ შეუქმნა? დასავლეთი, რომელსაც მანამდე ა ფაქტიურად არც აკი ინტერესებდა ბოიკოტი და ცოცხისტანი, დაჭერის მერე პოზიცია გაამკვეთრა; ჯერ პოლიტიკური კრიმინალი მელია და ბანდიტი რურუა გაგაშვებინათ, მერე კი 43%-ზეც მოგაწერინათ ხელი! ამით: 1.პოლიტპატიმრობა გაღიარებინათ ირიბად 2. მანამდე უეჭვო არჩევნები "თუ"-ზე დაკიდა
იმ 43%-ა აიღებს ოცნება თუ არა ეს სხვა საკითხია და დღეის მდგომარეობით მიჯირყვნილები რომ ხართ (და ეს უდაოა, ვინც აზროვნებს, ამას ყველა ხვდება) ეს მელიას იმ ფორმით დაჭერის ბრალია ამას ოპოზ-ც არ უარყოფს: ბევრმა საჯაროდ თქვა, რომ რომ არა მელიას ავანტიურა, რომელსაც ოცნება წამოეგო, ბოიკოტის თემა მკვდარი იყო!
ახლა შენ გახარიას მიშისტობას დააბრალებ, თუ უცხო პლანეტელობას, სისულელეს ვინ დაიჯერებს! ჯობს თქვენი დოყლაპიობა აღიაროთ და აზრზე მოხვიდეთ, თორემ ოქტომბერში წახვალთ სახლებში ( კი, იქაც თუ გაგაჩერებთ მიშა)
კაი რა ქოჩორა,შენ იმდენს იზამ ამდენი ტყუილების გამო სახლიდან გამოგაგდებენ. აბა ვინღა დაიჯერებს შენს ერთგულებას?