პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ნაციონალური ტელევიზიების "თოქ შოუების" წამყვანებს შეხვდა და მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.
"როდესაც საუბრობთ კონკრეტულ კორფციულ რისკებზე, სახელ-გვარები: ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ალბათ, ბევრ რამეზე მეტყველებს თქვენთვის... ეს ადამიანები ხელს უწყობდნენ ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას?" - ეს შეკითხვა ექსპრემიერს "პალიტრანიუსის“ ჟურნალისტმა ემა ტუხიაშვილმა დაუსვა, რაზეც გახარიამ უპასუხა:
"სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას ხელს უწყობს სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები. შესაძლოა ამ ადამიანებს, როგორც გარკვეული გავლენის ჯგუფებს, ზემოქმედების ძალა ამ ინსტიტუტებზე ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ, ზოგ შემთხვევაში - არა, ამის დასაბუთებას სჭირდება კონკრეტული ფაქტები. მე სადაც მქონია შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სადაც ასეთი ფაქტები ყოფილა, მე კარი დამიკეტავს“, - განაცხადა მან.
კითხვაზე "დაუკეტია თუ არა კარი", კონკრეტულად ამ ადამიანებისთვის, გახარიამ განაცხადა, რომ კარი დაუკეტავს "ყველასთვის არა, მაგრამ რამდენიმესთვის კი...“
რა კარგი პოლიტიკური და ეკონომიური "ელიტა" ყავს ქვეყანას. სულ ხალხზე ფიქრობენ და მასზე ზრუნვით არ სძინავთ. იმედია გეი ევროპა - ამერიკები აიღებენ ჩვენგან მაგალითს.
გახარია მიხედავს ეკონომიკას.