სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანდემიისას რომის ცენტრში მაღაზია გავხსენი... თან ბიზნესში ვარ ჩართული და თან ოპერის მომღერლობას არ ვივიწყებ" - ქართველი გოგონას წარმატება იტალიაში
"პანდემიისას რომის ცენტრში მაღაზია გავხსენი... თან ბიზნესში ვარ ჩართული და თან ოპერის მომღერლობას არ ვივიწყებ" - ქართველი გოგონას წარმატება იტალიაში

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი გოგო, მერი ჯორ­ჯი­ნი გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც უკვე 11 წე­ლია, იტა­ლი­ა­ში, რომ­ში ცხოვ­რობს. მერი ოპე­რის მომ­ღე­რა­ლია, ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც რო­მის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ა­ბა­რა, წლე­ბის შემ­დეგ პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო და დღემ­დე იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. ხან­გრძლი­ვი სა­უბ­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ჯორ­ჯინს წინ დიდი გეგ­მე­ბი აქვს და კა­რი­ე­რუ­ლი თუ ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბის მხრივ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს გეგ­მავს. მე­რის თა­ვი­სი ამ­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ მო­ყო­ლა ვთხო­ვე.

- სა­ი­დან მო­დის შენი ფსევ­დო­ნი­მი - ჯორ­ჯი­ნი?

- ამ სა­ხელს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს. ჩემი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი მერი ღონ­ღა­ძეა, თუმ­ცა ღონ­ღა­ძე რთუ­ლი გა­მო­სათ­ქმე­ლი გვა­რია, ამი­ტომ უკვე წლე­ბია მიც­ნო­ბენ, რო­გორც მერი ჯორ­ჯინს. ბავ­შვო­ბა­ში თა­მარ ივე­რის დიდი ფანი ვი­ყა­ვი, ბა­თუმ­ში ჩავ­დი­ო­დი, რომ მის­თვის მო­მეს­მი­ნა. ერთ-ერთი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ თა­მარ ივე­რის გვა­რი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლია და ივე­რი ფსევ­დო­ნი­მია. მეც დავ­ფიქ­რდი, ამ სფე­რო­ში უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა კა­რი­ე­რა და ფსევ­დო­ნი­მი დამ­ჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ მა­ლე­ვე ჯორ­ჯი­ნი ავარ­ჩიე და მას შემ­დეგ ყვე­ლა ასე მიც­ნობს - მერი ჯორ­ჯი­ნი.

- რო­გორ და­ი­წყო შენი და სიმ­ღე­რის ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი. 6 წლის ასაკ­ში ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე მი­მიყ­ვა­ნეს, ასე­ვე, ვმღე­რო­დი ან­სამ­ბლ "გვი­რი­ლა­ში" და პირ­ვე­ლად სწო­რედ ან­სამ­ბლთან ერ­თად ჩა­ვე­დი იტა­ლი­ა­ში, სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე, სა­დაც ვე­ნე­ცი­ის სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვა­ლის პრე­მია მო­ვი­გე. იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ შე­მიყ­ვარ­და ოპე­რა, რამ­დე­ნი­მე წელ­ში ან­სამ­ბლი­დან გა­მო­ვე­დი და ლი­ა­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს­თან გა­ვაგ­რძე­ლე სიმ­ღე­რა. ქალ­ბა­ტონ­მა ლი­ა­ნამ შვი­ლი­ვით გამ­ზარ­და.

12 წლი­დან ოპე­რა­ში აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, ყვე­ლა დად­გმა და ყვე­ლა გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია მაქვს ნა­ნა­ხი. 12 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში "ტრა­ვი­ა­ტა" ვნა­ხე და მივ­ხვდი, რომ ოპე­რა გა­გი­ჟე­ბით მიყ­ვარ­და. 2 წელი ოპე­რა­ში სტა­ჟი­ო­რად ვმუ­შა­ობ­დი და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სიც გა­ვი­ა­რე. მარ­თა­ლია არ გა­მი­მარ­თლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩა­ვა­ბა­რე, სა­მა­გი­ე­როდ - იტა­ლი­ა­ში წა­მო­ვე­დი.

იმ დროს ცუდი პე­რი­ო­დი და­მემ­თხვა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა შე­იც­ვა­ლა და პირ­ვე­ლი წელი იყო, რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და­ი­წყეს, მე ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ნა­კა­დი. იმა­ვე წელს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მი­სა­ღე­ბი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც შე­ამ­ცი­რეს, მხო­ლოდ 8 ბავ­შვს იღებ­დნენ - 4 გო­გო­სა და 4 ბიჭს. ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მე-5 ვი­ყა­ვი და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვერ მოვ­ხვდი. დეპ­რე­სი­ა­ში ჩავ­ვარ­დი, ვი­ნერ­ვი­უ­ლე და სახ­ლში ვთქვი, რომ იტა­ლი­ა­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ვთქვი და იმა­ვე წელს წა­ვე­დი. ჩა­ვა­ბა­რე ოზი­მოს აკა­დე­მი­ა­ში. მე რომ ჩა­ვა­ბა­რე, მა­შინ იქ 5 ქარ­თვე­ლი სწავ­ლობ­და. იტა­ლი­ა­ში არა­ვინ მყავ­და, მარ­ტო ვი­ყა­ვი და იქ ჩა­ბა­რე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პი­რა­დი გა­მარ­ჯვე­ბა იყო.

- სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე წახ­ვე­დი იტა­ლი­ა­ში, ამ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო წას­ვლა დიდი გამ­ბე­და­ო­ბაა...

- ოპე­რის მომ­ღერ­ლო­ბა მინ­დო­და, ეს ოჯა­ხის წევ­რებ­მაც იცოდ­ნენ და ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათ­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა. იტა­ლი­ურ ენას ბავ­შვო­ბი­დან ვსწავ­ლობ­დი და იქ ჩას­ვლი­სას გა­მარ­თუ­ლად ვწერ­დი და ვსა­უბ­რობ­დი. მარ­ტო ცხოვ­რე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ღრმა ბავ­შვო­ბი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას შე­მაჩ­ვი­ეს. იტა­ლი­ა­ში ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი და ეს გა­რე­მო ბო­ლომ­დე უცხო არ იყო ჩემ­თვის. ზო­გა­დად, ამ მხა­რე­ში ბევ­რი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია, ამას­თან შე­გუ­ე­ბა გა­მი­ჭირ­და. თბი­ლი­სის შემ­დეგ ისეთ ქა­ლაქ­ში აღ­მოვ­ჩნდი, რომ­ლის შე­მოვ­ლაც ერთ დღე­ში შე­იძ­ლე­ბო­და და ეს მე­უ­ცხო­ვა. თა­ვი­დან ყვე­ლა ქარ­თვე­ლი გა­დის პე­რი­ოდს, რო­დე­საც თავს მარ­ტოდ გრძნობს, თუმ­ცა შემ­დეგ ეგუ­ე­ბი ყვე­ლა­ფერს.

- რთუ­ლი იყო ოზი­მოს აკა­დე­მი­ა­ში მოხ­ვედ­რა?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ - ძა­ლი­ან რთუ­ლიც კი. გა­ვი­ა­რე 2 ტური და ვიმ­ღე­რე 6 ნა­წარ­მო­ე­ბი. ჩა­ვა­ბა­რე, თუმ­ცა ორ­მა­გი სირ­თუ­ლე წინ მე­ლო­და. აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს დი­ლის 10 სა­ა­თი­დან პირ­ველ სა­ა­თამ­დე, შემ­დეგ, შუ­ა­დღეს იკე­ტე­ბა და 4 სა­ა­თი­დან 8-ის ნა­ხევ­რამ­დე გრძელ­დე­ბა.

ერთი სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვიც გა­დამ­ხდა. იმ პე­რი­ოდ­ში ცენ­ტრა­ლურ იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი უც­ნა­უ­რად იყო და­წყო­ბი­ლი. თუ არ ვცდე­ბი, დღემ­დე ასეა, იტა­ლი­ე­ლე­ბი 1-მდე მუ­შა­ო­ბენ შემ­დეგ ის­ვე­ნე­ბენ და 4-დან აგ­რძე­ლე­ბენ სა­მუ­შაო დღეს. შუ­ა­დღეს შე­დი­ან სახ­ლებ­ში, კე­ტა­ვენ ფან­ჯრებს და იძი­ნე­ბენ. ეს უც­ნა­უ­რი წესი ჩემ­თვის ახა­ლი იყო და ერთ დღეს, აკა­დე­მი­ი­დან გა­მო­სუ­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი - პირ­ველ სა­ათ­ზე ქა­ლა­ქი ცა­რი­ე­ლი დამ­ხვდა. ისე ემ­თხვე­ო­და, რომ დი­ლით, აკა­დე­მი­ა­ში მის­ვლამ­დე, ვერ­სად წას­ვლას ვა­ხერ­ხებ­დი, შუ­ა­დღეს ყვე­ლა­ფე­რი ის­ვე­ნებ­და და სა­ღა­მოს, აკა­დე­მი­ი­დან გა­მო­სულს, მა­ღა­ზი­ე­ბი უკვე და­კე­ტი­ლი მხვდე­ბო­და. ოზი­მოს აკა­დე­მი­ა­ში 2 წელი ვის­წავ­ლე და შემ­დეგ რომ­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. იქ მოხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და­მეხ­მა­რა.

პირ­და­პირ შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი რო­მის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, სან­ტა ჩე­ჩი­ლი­ა­ში. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, რო­მის კონ­სერ­ვა­ტო­რია მხო­ლოდ ერთ ქარ­თველს აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მე­ო­რე - მე ვარ. ჩა­ვი­რი­ცი­ხე მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლით, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, თუმ­ცა მზად ვი­ყა­ვი ახა­ლი შან­სის­თვის. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში 5 წელს ვის­წავ­ლე...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
2

უჰ კაი კი ხარ ვიღაცა ხარ და ვინც გინდა იყავი.

მარიამი
5

წარმატებები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პანდემიისას რომის ცენტრში მაღაზია გავხსენი... თან ბიზნესში ვარ ჩართული და თან ოპერის მომღერლობას არ ვივიწყებ" - ქართველი გოგონას წარმატება იტალიაში

"პანდემიისას რომის ცენტრში მაღაზია გავხსენი... თან ბიზნესში ვარ ჩართული და თან ოპერის მომღერლობას არ ვივიწყებ" - ქართველი გოგონას წარმატება იტალიაში

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგო, მერი ჯორჯინი გავიცანი, რომელიც უკვე 11 წელია, იტალიაში, რომში ცხოვრობს. მერი ოპერის მომღერალია, ერთადერთი ქართველია, რომელმაც რომის კონსერვატორიაში სრული დაფინანსებით ჩააბარა, წლების შემდეგ პატარა ბიზნესი წამოიწყო და დღემდე იტალიაში ცხოვრობს. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჯორჯინს წინ დიდი გეგმები აქვს და კარიერული თუ ბიზნესის წარმატების მხრივ ბევრ საინტერესო სიახლეს გეგმავს. მერის თავისი ამბისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოყოლა ვთხოვე.

- საიდან მოდის შენი ფსევდონიმი - ჯორჯინი?

- ამ სახელს თავისი ისტორია აქვს. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი მერი ღონღაძეა, თუმცა ღონღაძე რთული გამოსათქმელი გვარია, ამიტომ უკვე წლებია მიცნობენ, როგორც მერი ჯორჯინს. ბავშვობაში თამარ ივერის დიდი ფანი ვიყავი, ბათუმში ჩავდიოდი, რომ მისთვის მომესმინა. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ გავიგე, რომ თამარ ივერის გვარი ჯავახიშვილია და ივერი ფსევდონიმია. მეც დავფიქრდი, ამ სფეროში უნდა გამეგრძელებინა კარიერა და ფსევდონიმი დამჭირდებოდა, ამიტომ მალევე ჯორჯინი ავარჩიე და მას შემდეგ ყველა ასე მიცნობს - მერი ჯორჯინი.

- როგორ დაიწყო შენი და სიმღერის ურთიერთობა?

- ღრმა ბავშვობიდან ვმღერი. 6 წლის ასაკში ფორტეპიანოზე მიმიყვანეს, ასევე, ვმღეროდი ანსამბლ "გვირილაში" და პირველად სწორედ ანსამბლთან ერთად ჩავედი იტალიაში, სიმღერის კონკურსზე, სადაც ვენეციის საბავშვო ფესტივალის პრემია მოვიგე. იტალიაში მოგზაურობის შემდეგ შემიყვარდა ოპერა, რამდენიმე წელში ანსამბლიდან გამოვედი და ლიანა კალმახელიძესთან გავაგრძელე სიმღერა. ქალბატონმა ლიანამ შვილივით გამზარდა.

12 წლიდან ოპერაში აქტიურად დავიწყე სიარული, ყველა დადგმა და ყველა გენერალური რეპეტიცია მაქვს ნანახი. 12 წლის ვიყავი, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრში "ტრავიატა" ვნახე და მივხვდი, რომ ოპერა გაგიჟებით მიყვარდა. 2 წელი ოპერაში სტაჟიორად ვმუშაობდი და კონსერვატორიაში ჩაბარებამდე სპეციალური მოსამზადებელი კურსიც გავიარე. მართალია არ გამიმართლა და საქართველოში ვერ ჩავაბარე, სამაგიეროდ - იტალიაში წამოვედი.

იმ დროს ცუდი პერიოდი დამემთხვა, განათლების სისტემა შეიცვალა და პირველი წელი იყო, როდესაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება დაიწყეს, მე ვიყავი პირველი ნაკადი. იმავე წელს კონსერვატორიაში მისაღები ბავშვების რაოდენობაც შეამცირეს, მხოლოდ 8 ბავშვს იღებდნენ - 4 გოგოსა და 4 ბიჭს. ქულების მიხედვით მე-5 ვიყავი და კონსერვატორიაში ვერ მოვხვდი. დეპრესიაში ჩავვარდი, ვინერვიულე და სახლში ვთქვი, რომ იტალიაში უნდა წავსულიყავი. ვთქვი და იმავე წელს წავედი. ჩავაბარე ოზიმოს აკადემიაში. მე რომ ჩავაბარე, მაშინ იქ 5 ქართველი სწავლობდა. იტალიაში არავინ მყავდა, მარტო ვიყავი და იქ ჩაბარება ჩემთვის ძალიან დიდი პირადი გამარჯვება იყო.

- სკოლის დასრულების შემდეგ მალევე წახვედი იტალიაში, ამხელა ქვეყანაში მარტო წასვლა დიდი გამბედაობაა...

- ოპერის მომღერლობა მინდოდა, ეს ოჯახის წევრებმაც იცოდნენ და ჩემი გადაწყვეტილება მათთვის უცხო არ ყოფილა. იტალიურ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი და იქ ჩასვლისას გამართულად ვწერდი და ვსაუბრობდი. მარტო ცხოვრება არ გამჭირვებია, ოჯახის წევრებმა ღრმა ბავშვობიდან დამოუკიდებლობას შემაჩვიეს. იტალიაში ნამყოფი ვიყავი და ეს გარემო ბოლომდე უცხო არ იყო ჩემთვის. ზოგადად, ამ მხარეში ბევრი პატარა ქალაქია, ამასთან შეგუება გამიჭირდა. თბილისის შემდეგ ისეთ ქალაქში აღმოვჩნდი, რომლის შემოვლაც ერთ დღეში შეიძლებოდა და ეს მეუცხოვა. თავიდან ყველა ქართველი გადის პერიოდს, როდესაც თავს მარტოდ გრძნობს, თუმცა შემდეგ ეგუები ყველაფერს.

- რთული იყო ოზიმოს აკადემიაში მოხვედრა?

- შეიძლება ითქვას, რომ - ძალიან რთულიც კი. გავიარე 2 ტური და ვიმღერე 6 ნაწარმოები. ჩავაბარე, თუმცა ორმაგი სირთულე წინ მელოდა. აკადემიაში სწავლა მიმდინარეობს დილის 10 საათიდან პირველ საათამდე, შემდეგ, შუადღეს იკეტება და 4 საათიდან 8-ის ნახევრამდე გრძელდება.

ერთი სასაცილო ამბავიც გადამხდა. იმ პერიოდში ცენტრალურ იტალიაში სამუშაო საათები უცნაურად იყო დაწყობილი. თუ არ ვცდები, დღემდე ასეა, იტალიელები 1-მდე მუშაობენ შემდეგ ისვენებენ და 4-დან აგრძელებენ სამუშაო დღეს. შუადღეს შედიან სახლებში, კეტავენ ფანჯრებს და იძინებენ. ეს უცნაური წესი ჩემთვის ახალი იყო და ერთ დღეს, აკადემიიდან გამოსული, გაოგნებული დავრჩი - პირველ საათზე ქალაქი ცარიელი დამხვდა. ისე ემთხვეოდა, რომ დილით, აკადემიაში მისვლამდე, ვერსად წასვლას ვახერხებდი, შუადღეს ყველაფერი ისვენებდა და საღამოს, აკადემიიდან გამოსულს, მაღაზიები უკვე დაკეტილი მხვდებოდა. ოზიმოს აკადემიაში 2 წელი ვისწავლე და შემდეგ რომში გავაგრძელე სწავლა. იქ მოხვედრაში საქართველოს საელჩო დამეხმარა.

პირდაპირ შევიტანე საბუთები რომის კონსერვატორიაში, სანტა ჩეჩილიაში. დღეის მონაცემებით, რომის კონსერვატორია მხოლოდ ერთ ქართველს აქვს დამთავრებული და მეორე - მე ვარ. ჩავირიციხე მაქსიმალური ქულით, მოულოდნელი იყო, თუმცა მზად ვიყავი ახალი შანსისთვის. კონსერვატორიაში 5 წელს ვისწავლე...წაიკითხეთ სრულად

ინფორმაცია მშობლებისთვის - რა ღონისძიებები გაიმართება მზიურის პარკში 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

ცნობილი ტელეწამყვანი და მეცნიერი არნოლდ გეგეჭკორი კორონავირუსს ემსხვერპლა