სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, თუმცა..." - კარლ ჰარცელი
"საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, თუმცა..." - კარლ ჰარცელი

გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად ვი­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ფე­რი აქვს ცაში ასაჭ­რე­ლად, ბა­ლის­ტი­კუ­რი ხო­მალ­დი­თაც კი. მე არა­ერ­თხელ გავ­ხდი მოწ­მე ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კის დაბ­რკო­ლე­ბე­ბის­გან გაწ­მენ­დი­სა, თუმ­ცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ით­ქვას, რომ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ქვის ნა­ტე­ხე­ბი­სა კვლა­ვაც რჩე­ბა საფ­რენ ბი­ლიკ­ზე, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფო­რუ­მის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის ერ­თობ­ლივ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი - გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჰარ­ცე­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა მყარ სა­ძირ­კველ­ზე შენ­დე­ბა.

"ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო და მე­გობ­რე­ბო, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია დღეს თქვენ­თან ყოფ­ნა ვიცე-პრე­მი­ერ და­ვით ზალ­კა­ლი­ან­თან, ევ­რო­კო­მი­სარ ვარ­ჰე­ის­თან, ასე­ვე ქალ­ბა­ტო­ნებ­თან ნა­თია კუპ­რაშ­ვილ­თან და ირი­ან სუ­ხის­თან ერ­თად.

ნება მი­ბო­ძეთ და­ვი­წყო მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვი­თა და მი­ლოც­ვით ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც თუ უახ­ლო­ე­სი ორი დღის გეგ­მას გა­დავ­ხე­დავთ, მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კა შე­არ­ჩი­ეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ისა­უბ­რე­ბენ მომხსე­ნებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მორ­ჩე­ულ­ნი არი­ან სა­დის­კუ­სიო თე­მებ­ზე სა­უბ­რის გა­მოც­დი­ლე­ბით და მნიშ­ვნე­ლო­ბით.

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვან­სა და მის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, მახ­სენ­დე­ბა ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სას, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო თვითმფრი­ნავს შე­ვა­და­რე, რო­მე­ლიც მზად იყო ასაფ­რე­ნად, რო­გორც კი საფ­რე­ნი ბი­ლი­კი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის­გან გა­იწ­მინ­დე­ბო­და.

დღე­საც იგი­ვეს ვი­ტყო­დი. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად ვი­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ფე­რი აქვს ცაში ასაჭ­რე­ლად, ბა­ლის­ტი­კუ­რი ხო­მალ­დი­თაც კი. მე არა­ერ­თხელ გავ­ხდი მოწ­მე ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კის დაბ­რკო­ლე­ბე­ბის­გან გაწ­მენ­დი­სა, თუმ­ცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ით­ქვას, რომ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ქვის ნა­ტე­ხე­ბი­სა კვლა­ვაც რჩე­ბა საფ­რენ ბი­ლიკ­ზე. ყვე­ლა ეს დაბ­რკო­ლე­ბა შიდა წარ­მო­ე­ბის არ არის, მათი ნა­წი­ლი პან­დე­მი­ი­თა და რე­გი­ონ­ში გა­მოწ­ვე­ვე­ბის ზრდით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა მყარ სა­ძირ­კველ­ზე შენ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო არამ­ხო­ლოდ ევ­რო­პის უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, ის არამ­ხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის წინა ხაზ­ზე იყო ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის წინ, რა­საც 1921 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­აც მოწ­მობს, არა­მედ ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბა დღემ­დე ღრმად არის გამ­ჯდა­რი ამ ულა­მა­ზე­სი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

და ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. რად­გან ერ­თია გე­ო­პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ ანა­ლიზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო-ევ­რო­პუ­ლი სტრა­ტე­გი­ის ფორ­მუ­ლი­რე­ბა და სულ სხვაა ამ სუ­ლის­კვე­თე­ბის გა­მო­ხატ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის 80%-ზე მე­ტის მხარ­და­ჭე­რით”,- აღ­ნიშ­ნავს ჰარ­ცე­ლი.

ჰარ­ცე­ლის თქმით, ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სწო­რედ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს.

„რო­გორც ცნო­ბი­ლია, ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სწო­რედ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. და აქ მე სრუ­ლი­ად მყა­რად ვრჩე­ბი ჩემ მო­საზ­რე­ბა­ზე, რომ - რა მცდე­ლო­ბე­ბიც არ უნდა იყოს ქარ­თულ და ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შო­რის შე­საძ­ლო გან­სხვა­ვე­ბე­ბის ხაზ­გა­სას­მე­ლად - ისი­ნი არა მხო­ლოდ სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ერ­თმა­ნეთ­თან, არა­მედ სწო­რედ ერ­თი­და­ი­მა­ვე წყა­რო­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ეს კი და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლაა.

გუ­შინ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ვნიშ­ნავ­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა დღე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეა, თუმ­ცა, რო­გორც ვი­ცით, ეს ყო­ველ­თვის ასე არ ყო­ფი­ლა და არა­ფე­რი უნდა მი­ვი­ღოთ რო­გორც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის, ეკო­ნო­მი­კის, სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის, ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის, გა­რე­მო­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის წარ­მო­ად­გენს იმ საქ­მი­ა­ნო­ბის ნა­წილს, რო­მელ­შიც ყვე­ლა დღეს აქ შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. და სწო­რედ ეს ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ სა­ქარ­თვე­ლო კვლა­ვაც იყოს ძლი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რისი სურ­ვი­ლიც ყვე­ლა ჩვენ­თა­განს აქვს.

ამ კონ­ფე­რენ­ცი­ას მე გან­ვი­ხი­ლავ, რო­გორც უდი­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვი­სა­უბ­როთ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბა­ზე; ამავდრო­უ­ლად, კონ­ფე­რენ­ცია ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა და მათი ნა­წი­ლი ევ­რო­კო­მი­სარ­მა დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე უკვე ახ­სე­ნა.

ვფიქ­რობ კო­მი­სარ­მა ამომ­წუ­რა­ვად ისა­უბ­რა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლ­ზე ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. ჩვენ ვი­ცით რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წვლი­ლი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ჩვენ ასე­ვე ვი­ცით რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა ხმის მი­საწ­ვდე­ნად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის, რე­გი­ო­ნე­ბი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ.

იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ თქვენც იცით რამ­დე­ნად ვა­ფა­სებთ თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რად­გან თქვენც ეხ­მა­რე­ბით ევ­რო­კავ­შირს იმ ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა და პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ში კონ­სულ­ტი­რე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მსურს ამ სი­ტყვე­ბით და­ვას­რუ­ლო და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბულ ორ დღეს გი­სურ­ვებთ!”, - აღ­ნიშ­ნავს ჰარ­ცე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paata
61

ამას ნაღდად ლენჩები ვგონივართ,(ალბათ ვართ).ასე აფრიკის ველურ ტომებსაც ვეღარ აბოლებენ!

))))
10

პილოტები არ გვყავს! სხვა პერსონალი თვითმფრინავიდან ყველაფერს იპარავენ, შემოაცალეს გვერდები, ჩონჩხი დარჩა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, თუმცა..." - კარლ ჰარცელი

"საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, თუმცა..." - კარლ ჰარცელი

გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი. მე არაერთხელ გავხდი მოწმე ასაფრენი ბილიკის დაბრკოლებებისგან გაწმენდისა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე "ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ განაცხადა.

როგორც ჰარცელი აღნიშნავს, საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება.

"ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ყოფნა ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, ევროკომისარ ვარჰეისთან, ასევე ქალბატონებთან ნათია კუპრაშვილთან და ირიან სუხისთან ერთად.

ნება მიბოძეთ დავიწყო მადლიერების გამოხატვითა და მილოცვით ღონისძიების ორგანიზატორების მიმართ, რომლებმაც თუ უახლოესი ორი დღის გეგმას გადავხედავთ, მართლაც ძალიან საჭირო და აქტუალური თემატიკა შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ისაუბრებენ მომხსენებლები, რომლებიც გამორჩეულნი არიან სადისკუსიო თემებზე საუბრის გამოცდილებით და მნიშვნელობით.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მის გამოწვევებზე, მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პირველი ინტერვიუ საქართველოში ჩამოსვლისას, სადაც საქართველო თვითმფრინავს შევადარე, რომელიც მზად იყო ასაფრენად, როგორც კი საფრენი ბილიკი დაბრკოლებებისგან გაიწმინდებოდა.

დღესაც იგივეს ვიტყოდი. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი. მე არაერთხელ გავხდი მოწმე ასაფრენი ბილიკის დაბრკოლებებისგან გაწმენდისა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე. ყველა ეს დაბრკოლება შიდა წარმოების არ არის, მათი ნაწილი პანდემიითა და რეგიონში გამოწვევების ზრდით არის განპირობებული.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება. საქართველო არამხოლოდ ევროპის უძველესი ისტორიისა და კულტურის ნაწილია, ის არამხოლოდ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის წინა ხაზზე იყო ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, რასაც 1921 წლის კონსტიტუციაც მოწმობს, არამედ ეს მემკვიდრეობა დღემდე ღრმად არის გამჯდარი ამ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქეებსა და საზოგადოებაში.

და ეს უმნიშვნელოვანესია. რადგან ერთია გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებული პრო-ევროპული სტრატეგიის ფორმულირება და სულ სხვაა ამ სულისკვეთების გამოხატვა საზოგადოების 80%-ზე მეტის მხარდაჭერით”,- აღნიშნავს ჰარცელი.

ჰარცელის თქმით, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და თანამშრომლობა სწორედ საერთო ღირებულებებიდან იღებს სათავეს.

„როგორც ცნობილია, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და თანამშრომლობა სწორედ საერთო ღირებულებებიდან იღებს სათავეს. და აქ მე სრულიად მყარად ვრჩები ჩემ მოსაზრებაზე, რომ - რა მცდელობებიც არ უნდა იყოს ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის შესაძლო განსხვავებების ხაზგასასმელად - ისინი არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არამედ სწორედ ერთიდაიმავე წყაროდან მომდინარეობს. ეს კი დამატებითი ძალაა.

გუშინ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით. ფაქტობრივად ახლა საქართველოში ყველა დღე დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა, როგორც ვიცით, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა და არაფერი უნდა მივიღოთ როგორც გარანტირებული მოცემულობა. ყოველდღიური შრომა საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის, საექსპორტო პოტენციალის, ტურისტული ინდუსტრიის, საგანმანათლებლო სისტემის, გარემოსა და ენერგეტიკული რესურსების, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისთვის წარმოადგენს იმ საქმიანობის ნაწილს, რომელშიც ყველა დღეს აქ შეკრებილი ადამიანი ვმონაწილეობთ. და სწორედ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კვლავაც იყოს ძლიერი, წარმატებული, სუვერენული სახელმწიფო, რისი სურვილიც ყველა ჩვენთაგანს აქვს.

ამ კონფერენციას მე განვიხილავ, როგორც უდიდეს შესაძლებლობას, ვისაუბროთ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საპასუხო ქმედებაზე; ამავდროულად, კონფერენცია ქვეყნის წინაშე არსებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებაა და მათი ნაწილი ევროკომისარმა დღევანდელ შეხვედრაზე უკვე ახსენა.

ვფიქრობ კომისარმა ამომწურავად ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვიცით რაოდენ მნიშვნელოვანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წვლილი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე ვიცით რა მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ხმის მისაწვდენად გადაწყვეტილების მიმღები პირების, რეგიონებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზოგადოებისგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენც იცით რამდენად ვაფასებთ თქვენთან თანამშრომლობას, რადგან თქვენც ეხმარებით ევროკავშირს იმ ამოცანების შესრულებაში, რომლებსაც საქართველოსთვის ჩვენი დახმარება და პოლიტიკის სფეროში კონსულტირება ითვალისწინებს.

მსურს ამ სიტყვებით დავასრულო და მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების თითოეულ მონაწილეს. ყველას წარმატებულ ორ დღეს გისურვებთ!”, - აღნიშნავს ჰარცელი.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო" - ერი-ს განცხადება

"მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნა დამთხვევაა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია და ბოლომდეც მივა" - კობახიძე