საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლობით უვლიდა საწოლს მიჯაჭვულ დედას... ხელოვნური ბაღი მოუწყო, პატარა "წყაროსთავით" და "ხეებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე მაკა სულაძის შესახებ
"წლობით უვლიდა საწოლს მიჯაჭვულ დედას... ხელოვნური ბაღი მოუწყო, პატარა "წყაროსთავით" და "ხეებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე მაკა სულაძის შესახებ

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე რი­ო­ნის ხე­ო­ბის ერთ-ერთ მცველ­თან, მაკა სუ­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ში" პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"მაკა სუ­ლა­ძე და მისი ოჯა­ხი გა­ვი­ცა­ნი ორი თვის წინ, მექ­ვე­ნა­ში. სა­კუ­თარ სახ­ლში მი­მას­პინ­ძლა, იქ პა­ტა­რა ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ვუ­წყვეთ და მერე, დრო გვე­ყო და სა­კუ­თა­რი ამ­ბე­ბი მო­მიყ­ვა. მე, ადა­მი­ანს, რო­მელ­საც იო­ლად მეს­მის მშობ­ლის და­კარ­გვის სევ­და, ყვე­ლა­ზე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბად უც­ნა­უ­რი გა­რე­მო გა­მომ­ყვა და თუ რა­ტომ უც­ნა­უ­რი, მო­გიყ­ვე­ბით მი­ზეზს - მაკა წლო­ბით უვ­ლი­და სა­წოლს მი­ჯაჭ­ვულ დე­დას და ბოლო თვე­ებ­ში, როცა სი­ცო­ცხლის გან­ცდის სხვაგ­ვა­რად მი­ნი­ჭე­ბა ჭირ­და - ხე­ლოვ­ნუ­რი ბაღი მო­უ­წყო, პა­ტა­რა "წყა­როს­თა­ვით" და "ხე­ე­ბით".

ეტ­ლით გა­მო­ყავ­და "ბაღ­ში სა­სე­ირ­ნოდ", რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში, ორი­ოდ ოთა­ხი იყო და ბედ­ნი­ერს, სა­წოლ­ში აბ­რუ­ნებ­და.

მე ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მიყ­ვარს. დიდი აკ­ვი­ა­ტე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი ვე­რას­დროს იქ­ნე­ბი­ან სწორ­ხა­ზო­ვა­ნი და სტე­რი­ლუ­რი, ჩვენ კი მხო­ლოდ ამას ვი­თხოვთ - გვე­თან­ხმე­ბოდ­ნენ და გვგავ­დნენ - ყვე­ლაფ­რით. ერთ დღეს, ერ­თნი "სიბ­ნე­ლის გამო" გავ­კი­ცხავთ და მე­ო­რე დღეს, მე­ო­რე­ნი "ქრის­ტი­ა­ნო­ბის უარ­ყო­ფას" მო­ვუ­გო­ნებთ.

ეს ნა­წე­რი ჩემი გზავ­ნი­ლია მის­და­მი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი­სა ადა­მი­ა­ნი­სად­მი და თქვენ­და­მიც - და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია სა­კუ­თარ თავ­ში ცხო­ვე­ლის­გან, თო­რემ თუ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბით, შეგ­ჭამთ და მხე­ცად გაქ­ცევთ. გა­აკ­რი­ტი­კეთ, არ და­ე­თან­ხმოთ, და­უმ­ტკი­ცეთ სა­პი­რის­პი­რო - ამას ვე­რა­ვინ და­გიშ­ლით - ოღონდ გა­ა­კე­თეთ არა ისე, რო­გო­რა­დაც ეს მო­ურ­ჩე­ნელ და სამ­წუ­ხა­რო ეროვ­ნულ სპორ­ტად გვექ­ცა", - წერს კე­კე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
buka
12

dzma xar

მემარცხენე.
20

ეს ხალხი გამოირჩევა ძვველი ქართული სინდის-ნამუსით, ამიტომ არ აქვთ დიდი მხარდაჭერა. ქვეყანა ჩაძირულია უსინდისობის ჭაობში. ღმერთი იმიტომ არ იღებს საბოლოოდ ჩვენზედ ხელს, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"წლობით უვლიდა საწოლს მიჯაჭვულ დედას... ხელოვნური ბაღი მოუწყო, პატარა "წყაროსთავით" და "ხეებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე მაკა სულაძის შესახებ

"წლობით უვლიდა საწოლს მიჯაჭვულ დედას... ხელოვნური ბაღი მოუწყო, პატარა "წყაროსთავით" და "ხეებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე მაკა სულაძის შესახებ

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველთან, მაკა სულაძესთან დაკავშირებით "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს.

"მაკა სულაძე და მისი ოჯახი გავიცანი ორი თვის წინ, მექვენაში. საკუთარ სახლში მიმასპინძლა, იქ პატარა ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ და მერე, დრო გვეყო და საკუთარი ამბები მომიყვა. მე, ადამიანს, რომელსაც იოლად მესმის მშობლის დაკარგვის სევდა, ყველაზე დიდ შთაბეჭდილებად უცნაური გარემო გამომყვა და თუ რატომ უცნაური, მოგიყვებით მიზეზს - მაკა წლობით უვლიდა საწოლს მიჯაჭვულ დედას და ბოლო თვეებში, როცა სიცოცხლის განცდის სხვაგვარად მინიჭება ჭირდა - ხელოვნური ბაღი მოუწყო, პატარა "წყაროსთავით" და "ხეებით".

ეტლით გამოყავდა "ბაღში სასეირნოდ", რომელიც სინამდვილეში, ორიოდ ოთახი იყო და ბედნიერს, საწოლში აბრუნებდა.

მე ასეთი ადამიანები მიყვარს. დიდი აკვიატების ადამიანები. ისინი ვერასდროს იქნებიან სწორხაზოვანი და სტერილური, ჩვენ კი მხოლოდ ამას ვითხოვთ - გვეთანხმებოდნენ და გვგავდნენ - ყველაფრით. ერთ დღეს, ერთნი "სიბნელის გამო" გავკიცხავთ და მეორე დღეს, მეორენი "ქრისტიანობის უარყოფას" მოვუგონებთ.

ეს ნაწერი ჩემი გზავნილია მისდამი, როგორც ადამიანისა ადამიანისადმი და თქვენდამიც - დაიცავით დისტანცია საკუთარ თავში ცხოველისგან, თორემ თუ მიუახლოვდებით, შეგჭამთ და მხეცად გაქცევთ. გააკრიტიკეთ, არ დაეთანხმოთ, დაუმტკიცეთ საპირისპირო - ამას ვერავინ დაგიშლით - ოღონდ გააკეთეთ არა ისე, როგორადაც ეს მოურჩენელ და სამწუხარო ეროვნულ სპორტად გვექცა", - წერს კეკელიძე.

"ის, რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, ნორმალურია. ვაქცინა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან" - ნანა გეგეჭკორი

დღის ფოტო - წყლის თოფებით შეიარაღებული "გირჩის" წევრები "ნაცმოძრაობის" მოლოდინში...

"არაჩვეულებრივი იყო, როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა და გულში ჩაიკრა ნაგროვები სიყვარული" - ეკა ბესელია შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს