სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს ყველაზე პლატონური სიყვარულის ამბავი
"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს ყველაზე პლატონური სიყვარულის ამბავი

მო­დის სამ­ყა­როს ასე­თი ლა­მა­ზი და მტკი­ცე პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია არ ახ­სოვს. სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ფილ­მის სცე­ნარს უფრო ჰგავს, რომ­ლის "სი­უ­ჟე­ტის“ თა­ნახ­მად, 1953 წელს, ფილმ "საბ­რი­ნას“ გა­და­ღე­ბი­სას, ოდრი ჰე­პ­ბერნ­მა პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას, გა­ი­გო ჟი­ვენ­შის თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის შე­სა­ხებ, მის­მა სუფ­თა ჭრი­ლებ­მა და სი­ლუ­ე­ტებ­მა ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მან მა­ლე­ვე და­ნიშ­ნა ვი­ზი­ტი, ფრანგ კუ­ტუ­რიე უბერ დე ჟი­ვენშთან და მის სტუ­დი­ას ეწ­ვია. ოდ­რის ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იყო, გა­ერ­კვია, შეძ­ლებ­და თუ არა, იმ დრო­ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნერ­თან "საბ­რი­ნას­თვის" მდიდ­რუ­ლი კა­ბე­ბის შექ­მნას. ეს იყო მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა და უც­ნა­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლის და­სა­წყი­სი.

ჟი­ვენ­ში ოდ­რის სტუმ­რო­ბას არ ელო­და, არც კი იცო­და ვინ იყო. ის ელო­და იმ დრო­ის­თვის ბევ­რად ცნო­ბილ და პო­პუ­ლა­რულ კეტ­რინ ჰე­პ­ბერნს...”მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი კეტ­რინ ჰე­პ­ბერნს, დად­გა ეს დღეც, კარი იღე­ბა და შე­მო­დის ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი. ამ მო­მენ­ტში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ... ეს იყო ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ადა­მი­ა­ნი, ლა­მა­ზი, მაგ­რამ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით სავ­სე თვა­ლე­ბით, მოკ­ლე თმით, სქე­ლი წარ­ბე­ბით, რო­მელ­საც ეცვა ძა­ლი­ან ვიწ­რო კოჭს ზე­მოთ გა­დაჭ­რი­ლი შარ­ვა­ლი, ბა­ლე­რი­ნის ფეხ­საც­მე­ლი და პა­ტა­რა მა­ი­სუ­რი, რო­მელ­შიც ჭიპი უჩან­და. თავ­ზე ჩა­ლის გონ­დო­ლი­ე­რის ქუდი ეხუ­რა, რო­მელ­საც წი­თე­ლი ლენ­ტი ეკე­თა წარ­წე­რით - "ვე­ნე­ცია”, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენ­და ჩემ­ზე? მე­უბ­ნე­ბა, რომ ის არის "რო­მა­უ­ლი არ­და­დე­გე­ბის“ გმი­რი, რომ მზად­დე­ბა კი­დევ ერთი კი­ნოპ­რო­ექ­ტი, "საბ­რი­ნა“, რომ­ლის გმი­რიც თვი­თო­ნაა და "პა­რი­ზის სუ­ლის­კვე­თე­ბით" უნდა ჩა­იც­ვას“...

ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტონ­მა ჟი­ვენშს ჰკი­თხა: - სურ­და, თუ არა მისი გარ­დე­რო­ბის შექ­მნა „საბ­რი­ნას­თვის“? დი­ზა­ი­ნერ­მა უარი გა­ნუ­ცხა­და: - "არა, ქალ­ბა­ტო­ნო, ბო­დი­ში, მაგ­რამ მე ვერ ჩა­გაც­მევთ, რად­გან მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მე­ყო­ლე­ბა საკ­მა­რი­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი 15-20 კა­ბის შე­სა­კე­რად, ჩემი კო­ლექ­ცი­ის შექ­მნით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი". "გა­ა­კე­თეთ, რაც შე­გიძ­ლი­ათ, მაგ­რამ მსურს რომ ჩა­მაც­ვათ“ - გა­ნუ­ცხა­და ოდ­რიმ. ერ­თთ­მა­ნეთს უა­რით და­ემ­შვი­დობ­ნენ, მაგ­რამ ოდ­რიმ ეს უარი არ მი­ი­ღო. მი­უ­ხე­და­ვად ნაზი გა­რეგ­ნო­ბი­სა, მას მტკი­ცე და ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ოდ­რიმ ჟი­ვენ­ში სა­დილ­ზე და­პა­ტი­ჟა, დი­ზა­ი­ნერ­მაც მი­ი­ღო მიწ­ვე­ვა. "მან მი­მი­პა­ტი­ჟა სა­დილ­ზე, რაც მა­შინ ქა­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო იყო"...

სწო­რედ ეს ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღა­მო აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლაფ­რის შემ­ცვლე­ლი. "ვახ­შმის დროს არ ვიცი მისი ხიბ­ლი მოქ­მე­დებ­და თუ არა, მაგ­რამ მან და­მარ­წმუ­ნა, რომ მის­თვის კა­ბე­ბი უნდა შე­მექ­მნა. ვახ­შამ­ზე მივ­ხვდი, რომ ის ან­გე­ლო­ზი იყო. მე­ო­რე დღეს, ის დაბ­რუნ­და სტუ­დი­ა­ში, ჩვენ ერ­თად და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ სა­მო­მავ­ლო კო­ლექ­ცი­ის ტან­საც­მე­ლი, მას ჰქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზომა. იგი­ვე მო­დე­ლის პრო­პორ­ცი­ე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონ­და, რაც ვაჩ­ვე­ნე. შემ­დეგ შევ­თა­ვა­ზე, რომ მის­თვის სხვა კა­ბე­ბიც შე­მექ­მნა. ეს იყო ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­სა­წყი­სი.“ - იხ­სე­ნებს ჟი­ვენ­ში. ფაქ­ტია, სა­დილ­ზე ოდ­რიმ ჟი­ვენ­შის მო­ჯა­დო­ე­ბა შეძ­ლო, მისი გული ოდ­რის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბამ და­ი­პყრო და და­ი­წყო მათი ნა­ყო­ფი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ოდ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე გაგ­რძელ­და. წლე­ბის შემ­დეგ ოდ­რი­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავ­და: „მისი სი­ლა­მა­ზით, ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­თა და სუ­ლის სიმ­სუ­ბუ­ქით მო­ვი­ხიბ­ლე“...

„ის მარ­წმუ­ნებ­და, რო­გორ გა­მი­მარ­თლა, რომ მისი წი­ნა­და­დე­ბა მი­ვი­ღე“, - ხუმ­რობ­და ჟი­ვენ­ში. თუმ­ცა, ამით მო­გე­ბუ­ლი მხო­ლოდ ფრან­გი დი­ზა­ი­ნე­რი არ ყო­ფი­ლა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი სტი­ლი ოდ­რის ფილ­მე­ბი­დან სწო­რედ ჟი­ვენ­შის ნა­ხე­ლა­ვი გახ­ლდათ.

ფილმმა “საბ­რი­ნამ“ დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი ედიტ ჰედი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო ფილ­მის ყვე­ლა კა­ბის შექ­მნა­ზე, თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რის­თვის "ოს­კა­რით“ და­ა­ჯილ­დო­ვა. „ოდრი გან­რის­ხდა... მე ცოტა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ამ "ოთხი ხე­ლით" მუ­შა­ო­ბით, ამ მშვე­ნი­ე­რი შეხ­ვედ­რის შე­დე­გად და­ბა­დე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით. ოდ­რიმ, თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერ­თგუ­ლე­ბით, მო­ი­თხო­ვა, რომ მის ყვე­ლა მო­მა­ვალ ფილმში მე ჩა­მეც­ვა. "საბ­რი­ნას“ შემ­დეგ, ეს იყო "სიყ­ვა­რუ­ლი ნა­შუ­ა­დღევს“, "მხი­ა­რუ­ლი სახე“ და სხვა... ეს მე­გობ­რო­ბა მხო­ლოდ გა­ი­ზარ­და, ჩვენ გვეს­მო­და ერ­თმა­ნე­თის, მე ვხა­ტავ­დი, ზოგ­ჯერ ის ხე­დავ­და ნივ­თებს კო­ლექ­ცი­ა­ში და მე მის­თვის ვცვლი­დი...“

ოდრი და ჟი­ვენ­ში პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას

შემ­დეგ ბევ­რი ვი­მოგ­ზა­უ­რეთ ერ­თად : ეს­პა­ნე­თი, კა­ლი­ფორ­ნია, იტა­ლია ... ფილ­მი­დან ფილ­მამ­დე ოდ­რის წარ­მა­ტე­ბა გა­ი­ზარ­და, ყვე­ლას სურ­და მას დამ­სგავ­სე­ბო­და, მისი ნიჭი და უპირ­ვე­ლე­სად ოდ­რის აურა დი­დე­ბუ­ლი იყო! ქა­ლებ­საც და კა­ცებ­საც უყ­ვარ­დათ იგი. იმ დრო­ის არ­ცერთ ვარ­სკვლავს არ ჰგავ­და, უნი­კა­ლუ­რი იყო. მას შე­ეძ­ლო ყვე­ლაფ­რის თა­მა­ში. სხვა უამ­რავ მსა­ხი­ობს ჩა­ვაც­ვი, მაგ­რამ ასე­თი მე­გობ­რო­ბა, ასე­თი სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი, ვინ­მეს­თან ასე­თი ტან­დე­მი არას­დროს მქო­ნია. ეს ახა­ლი სტი­ლი, ჩაც­მუ­ლო­ბის ახა­ლი გზა, პა­რა­ლე­ლუ­რად წარ­მო­იშ­ვა...

40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჰეფ­ბერ­ნი ჟი­ვენ­შის მუზა და მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ. ოდ­რიმ ერთხელ თქვა, რომ თავს და­ცუ­ლად გრძნობ­და ჟი­ვენ­შის მიერ შექ­მნილ სა­მოს­ში. „მა­გა­ლი­თად, Unicef - ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლამ­დე და­მი­რე­კავ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იყო იმ პა­ტა­რა ატ­ლა­სის პი­ჯაკ­ში, რო­მე­ლიც მის­თვის შევ­ქმე­ნი. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ღრმა მე­გობ­რო­ბას, ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­სა და რე­ა­ლურ ნდო­ბას ემ­ყა­რე­ბო­და. ისე ვი­თარ­დე­ბო­და მისი იმი­ჯი, რო­გორც ფილ­მე­ბი, სრულ­ყო­ფის გან­სა­ხი­ე­რე­ბით, ის გახ­და სრულ­ყო­ფი­ლე­ბა. მან ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და სა­კუ­თა­რი თავი, იცო­და, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი იყო მისი სა­უ­კე­თე­სო პრო­ფი­ლი. ხში­რად სა­თა­ნა­დო სე­სი­ე­ბის დროს იგი დიდ­ხანს უყუ­რებ­და, ათ­ვა­ლი­ე­რებ­და სა­კუ­თარ თავს და ზუს­ტად იცო­და, რა იყო მის­თვის სა­უ­კე­თე­სო.

დიახ, ოდრი ჩემ­თვის ყო­ველ­თვის არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვე­რას­დროს და­ი­ვი­წყებ. არა­მარ­ტო სი­ლა­მა­ზის და სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭის, არა­მედ ათა­სი მი­ზე­ზის გამო, ის უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ადა­მი­ა­ნი იყო, რო­გორც ეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბით აჩ­ვე­ნა. იგი ბევ­რს მუ­შა­ობ­და Unicef- სთვის. რო­დე­საც ბან­გლა­დეშ­ში, ეთი­ო­პი­ა­ში ან მსოფ­ლი­ოს სხვა ნა­წი­ლებ­ში წა­ვი­და, სა­დაც ბავ­შვებ­სა და ქა­ლებს ცხოვ­რე­ბის სა­ში­ნე­ლი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­დათ, იგი ღრმად შეძრწუ­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და, რად­გან გა­აც­ნო­ბი­ე­რა თა­ვი­სი უძ­ლუ­რე­ბა ამ სა­ში­ნე­ლე­ბის და ჯო­ჯო­ხე­თის წი­ნა­შე. მას სურ­და ბრძო­ლა, მაგ­რამ იცო­და, რომ ბრძო­ლა წი­ნას­წარ იყო წა­გე­ბუ­ლი. მას ხში­რად ვა­ტა­რებ­დი დიდ მი­ღე­ბებ­ზე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. სა­უბ­რის და­წყე­ბამ­დე სულ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვი­ყა­ვით, მა­გი­დას­თან მსხდო­მებ­საც მა­გი­დის ქვეშ ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის ხელი გვე­ჭი­რა და ერ­თმა­ნე­თის ყვე­ლა ემო­ცი­ას ვგრძნობ­დით... მან და­ხარ­ჯა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ენერ­გია მსოფ­ლი­ოს შეც­ვლის­თვის, ის ხში­რად გა­მო­დი­ო­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და BBC- ში, რომ ესა­უბ­რა გა­ე­როს ბავ­შვთა ფონდსა და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. ის ამას არ აკე­თებ­და რეკ­ლა­მი­რე­ბის­თვის, ან რა­ი­მე დი­დე­ბის მი­სა­ღე­ბად. იგი მი­დი­ო­და იქ, სა­დაც მას აგ­ზავ­ნიდ­ნენ, სა­რის­კო ად­გი­ლებ­ში, ავად­მყო­ფი ბავ­შვე­ბის და­სახ­ვედ­რად... ხელ­ში აჰ­ყავ­და, უარი არა­ფერ­ზე უთ­ქვამს, რად­გან მას დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და სხვე­ბის მი­მართ..

ეს იყო მომ­გე­ბი­ა­ნი ტან­დე­მი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, გე­მოვ­ნე­ბა­სა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და რაც მთა­ვა­რია, დიდ მო­წო­ნე­ბა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

სი­ცო­ცხლის ბო­ლოს­კენ, ოდ­რიმ ჟი­ვენშს მუქი ლურ­ჯი პალ­ტო აჩუ­ქა, რო­მელ­საც დი­ზა­ი­ნე­რი ხში­რად ატა­რებ­და. ამ სახ­სო­ვარს ოდ­რიმ ასე­თი სი­ტყვე­ბი და­ურ­თო: "რო­დე­საც თავს მო­წყე­ნი­ლად იგ­რძნობ, ატა­რე ეს პალ­ტო, ის სი­მა­მა­ცეს შეგ­მა­ტებს“. ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 20 წლის შემ­დე­გაც კი, ჟი­ვენ­ში ამ­ბობ­და: "ჟე­ნე­ვა­სა თუ პა­რიზ­ში, მე ვა­ტა­რებ­დი პალ­ტოს, რო­მე­ლიც მან მი­სახ­სოვ­რა..."

რო­დე­საც ჰე­პ­ბერნ­მა კი­ბოს შე­სა­ხებ შე­ი­ტყო 1992 წელს, მისი უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი იყო დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო საყ­ვა­რელ სახ­ლში შვე­ი­ცა­რი­ა­ში. ჟი­ვენ­შიმ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი და სი­ცო­ცხლის შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი სის­ტე­მა უზ­რუნ­ველ­ყო, რათა ევ­რო­პა­ში ჩას­ვლამ­დე სუნ­თქვა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. პა­ტა­რა სო­ფელ ტო­ლო­ჩე­ნაზ­ში ჩას­ვლი­სას მათ კი­დევ ერთი შობა გა­ა­ტა­რეს ერ­თად, სა­ნამ 1993 წლის 20 იან­ვარს 63 წლის ასაკ­ში, ოდრი გარ­და­იც­ვა­ლა. ჟი­ვენ­ში ბო­ლომ­დე მის გვერ­დით იყო...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე მათ­განს სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, 90 წლის ასაკ­ში ჟი­ვენ­შიმ აღი­ა­რა, რომ ის და მსა­ხი­ო­ბი ყო­ველ­თვის ახ­ლოს იყ­ვნენ და ეს იყო მათი პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი.

ასე­თი იყო სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ელე­გან­ტუ­რო­ბი­სა და დახ­ვე­წი­ლო­ბის ოს­ტატ­სა და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და მო­დის კერპს შო­რის. „ის იყო ჯა­დო­ქა­რი, რო­მე­ლიც შთა­ა­გო­ნებ­და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და სი­ლა­მა­ზის­თვის, ხოლო ზღაპ­რე­ბი ად­ვი­ლად არას­დროს ქრე­ბა...“, დას­ძენ­და დი­ზა­ი­ნე­რი.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო ქუთათელაძე
2

ასეთი სასიმოვნო პოზიტიური ამბების მოსმენა და კითხვა არასდროს მომბეზრდება გაიხარეთ💖💖💖💖💖💖

მანანა
0

 ძალიან ლანაზი სტატიაა!

მადლობა თქვენ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს ყველაზე პლატონური სიყვარულის ამბავი

"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს ყველაზე პლატონური სიყვარულის ამბავი

მოდის სამყაროს ასეთი ლამაზი და მტკიცე პლატონური სიყვარულის ისტორია არ ახსოვს. სიყვარულის ამბავი, რომელიც ფილმის სცენარს უფრო ჰგავს, რომლის "სიუჟეტის“ თანახმად, 1953 წელს, ფილმ "საბრინას“ გადაღებისას, ოდრი ჰეპბერნმა პარიზში ყოფნისას, გაიგო ჟივენშის თანამედროვე დიზაინის შესახებ, მისმა სუფთა ჭრილებმა და სილუეტებმა ახალგაზრდა ქალბატონის ყურადღება მიიპყრო. მან მალევე დანიშნა ვიზიტი, ფრანგ კუტურიე უბერ დე ჟივენშთან და მის სტუდიას ეწვია. ოდრის ვიზიტის მთავარი მიზეზი იყო, გაერკვია, შეძლებდა თუ არა, იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინერთან "საბრინასთვის" მდიდრული კაბების შექმნას. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა და უცნაური სიყვარულის დასაწყისი.

ჟივენში ოდრის სტუმრობას არ ელოდა, არც კი იცოდა ვინ იყო. ის ელოდა იმ დროისთვის ბევრად ცნობილ და პოპულარულ კეტრინ ჰეპბერნს...”მოუთმენლად ველოდები კეტრინ ჰეპბერნს, დადგა ეს დღეც, კარი იღება და შემოდის ოდრი ჰეპბერნი. ამ მომენტში იმედგაცრუებული ვარ... ეს იყო ძალიან გამხდარი ადამიანი, ლამაზი, მაგრამ ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით, მოკლე თმით, სქელი წარბებით, რომელსაც ეცვა ძალიან ვიწრო კოჭს ზემოთ გადაჭრილი შარვალი, ბალერინის ფეხსაცმელი და პატარა მაისური, რომელშიც ჭიპი უჩანდა. თავზე ჩალის გონდოლიერის ქუდი ეხურა, რომელსაც წითელი ლენტი ეკეთა წარწერით - "ვენეცია”, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე? მეუბნება, რომ ის არის "რომაული არდადეგების“ გმირი, რომ მზადდება კიდევ ერთი კინოპროექტი, "საბრინა“, რომლის გმირიც თვითონაა და "პარიზის სულისკვეთებით" უნდა ჩაიცვას“...

ახალგაზრდა ქალბატონმა ჟივენშს ჰკითხა: - სურდა, თუ არა მისი გარდერობის შექმნა „საბრინასთვის“? დიზაინერმა უარი განუცხადა: - "არა, ქალბატონო, ბოდიში, მაგრამ მე ვერ ჩაგაცმევთ, რადგან მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მეყოლება საკმარისი თანამშრომელი 15-20 კაბის შესაკერად, ჩემი კოლექციის შექმნით ვარ დაკავებული". "გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ, მაგრამ მსურს რომ ჩამაცვათ“ - განუცხადა ოდრიმ. ერთთმანეთს უარით დაემშვიდობნენ, მაგრამ ოდრიმ ეს უარი არ მიიღო. მიუხედავად ნაზი გარეგნობისა, მას მტკიცე და ძლიერი ხასიათი ჰქონდა. რამდენიმე დღეში ოდრიმ ჟივენში სადილზე დაპატიჟა, დიზაინერმაც მიიღო მიწვევა. "მან მიმიპატიჟა სადილზე, რაც მაშინ ქალისთვის უჩვეულო იყო"...

სწორედ ეს ერთი ჩვეულებრივი საღამო აღმოჩნდა ყველაფრის შემცვლელი. "ვახშმის დროს არ ვიცი მისი ხიბლი მოქმედებდა თუ არა, მაგრამ მან დამარწმუნა, რომ მისთვის კაბები უნდა შემექმნა. ვახშამზე მივხვდი, რომ ის ანგელოზი იყო. მეორე დღეს, ის დაბრუნდა სტუდიაში, ჩვენ ერთად დავათვალიერეთ სამომავლო კოლექციის ტანსაცმელი, მას ჰქონდა განსაკუთრებული ზომა. იგივე მოდელის პროპორციები. ყველაფერი მოსწონდა, რაც ვაჩვენე. შემდეგ შევთავაზე, რომ მისთვის სხვა კაბებიც შემექმნა. ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისი.“ - იხსენებს ჟივენში. ფაქტია, სადილზე ოდრიმ ჟივენშის მოჯადოება შეძლო, მისი გული ოდრის მომხიბვლელობამ დაიპყრო და დაიწყო მათი ნაყოფიერი პროფესიონალური და პირადი ცხოვრება, რომელიც ოდრის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. წლების შემდეგ ოდრიზე საუბრისას აღნიშნავდა: „მისი სილამაზით, ადამიანური თვისებებითა და სულის სიმსუბუქით მოვიხიბლე“...

„ის მარწმუნებდა, როგორ გამიმართლა, რომ მისი წინადადება მივიღე“, - ხუმრობდა ჟივენში. თუმცა, ამით მოგებული მხოლოდ ფრანგი დიზაინერი არ ყოფილა, წლების განმავლობაში თითქმის ყველა შთამაგონებელი სტილი ოდრის ფილმებიდან სწორედ ჟივენშის ნახელავი გახლდათ.

ფილმმა “საბრინამ“ დიდი წარმატება მოიპოვა, მაგრამ ჰოლივუდის ცნობილი კოსტიუმების დიზაინერი ედიტ ჰედი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ფილმის ყველა კაბის შექმნაზე, თავისი ნამუშევრისთვის "ოსკარით“ დააჯილდოვა. „ოდრი განრისხდა... მე ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ბედნიერი ვიყავი ამ "ოთხი ხელით" მუშაობით, ამ მშვენიერი შეხვედრის შედეგად დაბადებული მეგობრობით და სიყვარულით. ოდრიმ, თავისი დამახასიათებელი ერთგულებით, მოითხოვა, რომ მის ყველა მომავალ ფილმში მე ჩამეცვა. "საბრინას“ შემდეგ, ეს იყო "სიყვარული ნაშუადღევს“, "მხიარული სახე“ და სხვა... ეს მეგობრობა მხოლოდ გაიზარდა, ჩვენ გვესმოდა ერთმანეთის, მე ვხატავდი, ზოგჯერ ის ხედავდა ნივთებს კოლექციაში და მე მისთვის ვცვლიდი...“

ოდრი და ჟივენში პარიზის ქუჩებში სეირნობისას

შემდეგ ბევრი ვიმოგზაურეთ ერთად : ესპანეთი, კალიფორნია, იტალია ... ფილმიდან ფილმამდე ოდრის წარმატება გაიზარდა, ყველას სურდა მას დამსგავსებოდა, მისი ნიჭი და უპირველესად ოდრის აურა დიდებული იყო! ქალებსაც და კაცებსაც უყვარდათ იგი. იმ დროის არცერთ ვარსკვლავს არ ჰგავდა, უნიკალური იყო. მას შეეძლო ყველაფრის თამაში. სხვა უამრავ მსახიობს ჩავაცვი, მაგრამ ასეთი მეგობრობა, ასეთი სულიერი კავშირი, ვინმესთან ასეთი ტანდემი არასდროს მქონია. ეს ახალი სტილი, ჩაცმულობის ახალი გზა, პარალელურად წარმოიშვა...

40 წლის განმავლობაში, ჰეფბერნი ჟივენშის მუზა და მეგობარი გახლდათ. ოდრიმ ერთხელ თქვა, რომ თავს დაცულად გრძნობდა ჟივენშის მიერ შექმნილ სამოსში. „მაგალითად, Unicef - ის სატელევიზიო გამოსვლამდე დამირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თავდაჯერებული იყო იმ პატარა ატლასის პიჯაკში, რომელიც მისთვის შევქმენი. შეიძლება იმიტომ, რომ ყველაფერი ღრმა მეგობრობას, ნამდვილ სიყვარულსა და რეალურ ნდობას ემყარებოდა. ისე ვითარდებოდა მისი იმიჯი, როგორც ფილმები, სრულყოფის განსახიერებით, ის გახდა სრულყოფილება. მან ძალიან კარგად იცოდა საკუთარი თავი, იცოდა, მაგალითად, რომელი იყო მისი საუკეთესო პროფილი. ხშირად სათანადო სესიების დროს იგი დიდხანს უყურებდა, ათვალიერებდა საკუთარ თავს და ზუსტად იცოდა, რა იყო მისთვის საუკეთესო.

დიახ, ოდრი ჩემთვის ყოველთვის არის ის ადამიანი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ. არამარტო სილამაზის და სამსახიობო ნიჭის, არამედ ათასი მიზეზის გამო, ის უპირველეს ყოვლისა ადამიანი იყო, როგორც ეს მთელი ცხოვრებით აჩვენა. იგი ბევრს მუშაობდა Unicef- სთვის. როდესაც ბანგლადეშში, ეთიოპიაში ან მსოფლიოს სხვა ნაწილებში წავიდა, სადაც ბავშვებსა და ქალებს ცხოვრების საშინელი პირობები ჰქონდათ, იგი ღრმად შეძრწუნებული დაბრუნდა, რადგან გააცნობიერა თავისი უძლურება ამ საშინელების და ჯოჯოხეთის წინაშე. მას სურდა ბრძოლა, მაგრამ იცოდა, რომ ბრძოლა წინასწარ იყო წაგებული. მას ხშირად ვატარებდი დიდ მიღებებზე შეერთებულ შტატებში. საუბრის დაწყებამდე სულ ერთმანეთის გვერდით ვიყავით, მაგიდასთან მსხდომებსაც მაგიდის ქვეშ ყოველთვის ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ერთმანეთის ყველა ემოციას ვგრძნობდით... მან დახარჯა წარმოუდგენელი ენერგია მსოფლიოს შეცვლისთვის, ის ხშირად გამოდიოდა ტელევიზიასა და BBC- ში, რომ ესაუბრა გაეროს ბავშვთა ფონდსა და მის საქმიანობაზე. ის ამას არ აკეთებდა რეკლამირებისთვის, ან რაიმე დიდების მისაღებად. იგი მიდიოდა იქ, სადაც მას აგზავნიდნენ, სარისკო ადგილებში, ავადმყოფი ბავშვების დასახვედრად... ხელში აჰყავდა, უარი არაფერზე უთქვამს, რადგან მას დიდი სიყვარული ჰქონდა სხვების მიმართ..

ეს იყო მომგებიანი ტანდემი, რომელიც პროფესიონალიზმზე, გემოვნებასა და ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულსა და რაც მთავარია, დიდ მოწონებაზე იყო დაფუძნებული.

სიცოცხლის ბოლოსკენ, ოდრიმ ჟივენშს მუქი ლურჯი პალტო აჩუქა, რომელსაც დიზაინერი ხშირად ატარებდა. ამ სახსოვარს ოდრიმ ასეთი სიტყვები დაურთო: "როდესაც თავს მოწყენილად იგრძნობ, ატარე ეს პალტო, ის სიმამაცეს შეგმატებს“. ჰოლივუდის ვარსკვლავის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგაც კი, ჟივენში ამბობდა: "ჟენევასა თუ პარიზში, მე ვატარებდი პალტოს, რომელიც მან მისახსოვრა..."

როდესაც ჰეპბერნმა კიბოს შესახებ შეიტყო 1992 წელს, მისი უკანასკნელი სურვილი იყო დაბრუნებულიყო საყვარელ სახლში შვეიცარიაში. ჟივენშიმ ტრანსპორტირებისთვის კერძო თვითმფრინავი და სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისტემა უზრუნველყო, რათა ევროპაში ჩასვლამდე სუნთქვა შეენარჩუნებინა. პატარა სოფელ ტოლოჩენაზში ჩასვლისას მათ კიდევ ერთი შობა გაატარეს ერთად, სანამ 1993 წლის 20 იანვარს 63 წლის ასაკში, ოდრი გარდაიცვალა. ჟივენში ბოლომდე მის გვერდით იყო...

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს საკუთარი პირადი ცხოვრება ჰქონდა, 90 წლის ასაკში ჟივენშიმ აღიარა, რომ ის და მსახიობი ყოველთვის ახლოს იყვნენ და ეს იყო მათი პლატონური სიყვარული.

ასეთი იყო სიყვარულის ამბავი ელეგანტურობისა და დახვეწილობის ოსტატსა და ყველასათვის საყვარელი მსახიობისა და მოდის კერპს შორის. „ის იყო ჯადოქარი, რომელიც შთააგონებდა სიყვარულისთვის და სილამაზისთვის, ხოლო ზღაპრები ადვილად არასდროს ქრება...“, დასძენდა დიზაინერი.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია