საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ..." - პოლონეთის პრეზიდენტის ემოციური მიმართვა
"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ..." - პოლონეთის პრეზიდენტის ემოციური მიმართვა

ქარ­თვე­ლე­ბო, გე­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ევ­რო­პა­ში, რად­გან სა­უ­კუ­ნე­ე­ბია თქვენ მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლი ხართ - გე­ლო­დე­ბით ქარ­თვე­ლე­ბო ნატო-ში, რად­გან ხართ ამა­ყი ერი, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ანდჟეი დუ­დამ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში არის საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლომ რე­ფორ­მე­ბი გა­ნაგ­რძოს.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ევ­რო­პა­ში და ნატო-ში არის საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის­თვის ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლე­თი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, ამ­ჟა­მინ­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას ნატო-ს და ევ­რო­კავ­ში­რის ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, პო­ლო­ნე­თი­სა და პო­ლო­ნე­ლე­ბის სა­ხით გყავთ სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ღო­ნეს იხ­მარს, რათა მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თვე­ლოს და მის მის­წრა­ფე­ბას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ. ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ცით, რა­ო­დენ დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს რე­ფორ­მე­ბი და რომ ევ­რო­კავ­ში­რამ­დე და ნატო-მდე მი­მა­ვა­ლი გზა არის რთუ­ლი, ის ზოგ­ჯერ და­უს­რუ­ლე­ბე­ლიც კი გვეჩ­ვე­ნე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ აღ­ვნიშ­ნეთ პო­ლო­ნე­თის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მე-17 წელი და ამ პერ­სპექ­ტი­ვი­დან შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბოლო სწო­რი გზა ხში­რად მომ­დევ­ნო მო­სახ­ვე­ვად გა­და­იქ­ცე­ო­და ხოლ­მე, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­ჭი­რო იყო ძა­ლე­ბის ხე­ლახ­ლა მოკ­რე­ფა, რათა ფი­ნი­შამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვით. თუმ­ცა, მერ­წმუ­ნეთ დრო­ის გად­მო­სა­ხე­დი­დან და­ნა­ხუ­ლი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღრმა რე­ფორ­მებს მო­ი­თხოვ­და, ნამ­დვი­ლად ღირ­და მცდე­ლო­ბად. ამი­ტო­მაც მო­გი­წო­დებთ გა­მო­ი­ჩი­ნოთ და­ჟი­ნე­ბუ­ლო­ბა რე­ფორ­მე­ბის გზა­ზე, ასე­ვე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის პა­ტი­ვის­ცე­მა­ში. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ აქ არის ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი, ეს არის ან­ტი­კუ­რი კოლ­ხი­და, ეს არის თქვე­ნი ქარ­თუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა დღეს ნიშ­ნავს ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას, დე­მოკ­რა­ტია, სი­ტყვის და თავ­შეყ­რის პა­ტი­ვის­ცე­მას. თა­ვი­სუფ­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, დე­მოკ­რა­ტია, პა­ტი­ვის­ცე­მა და სო­ლი­და­რო­ბა - ეს ის პრინ­ცი­პე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბებს ედე­ბა სა­ფუძ­ვლად. ქარ­თვე­ლე­ბო, გე­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ევ­რო­პა­ში, რად­გან სა­უ­კუ­ნე­ე­ბია თქვენ მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლი ხართ. გე­ლო­დე­ბით ქარ­თვე­ლე­ბო ნატო-ში, რად­გან ხართ ამა­ყი ერი, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. პო­ლო­ნე­თის სა­ხით გყავთ მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლი გა­აგ­რძე­ლებს თქვენს მხარ­და­ჭე­რას ამ გზა­ზე, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნათ და­წე­რა დიდ­მა შოთა რუს­თა­ველ­მა - "ვინ­ცა კაც­მან ძმა იძ­მოს, თუ დაცა იდოს,

ხამს, თუ მის­თვის სიკ­ვდილ­სა და ჭირ­სა თავი არ დაჰ­რი­დოს,“ - გა­ნა­ცხა­და პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
29

ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინ ვისი მემკვიდრეობის ნაწილია?!

vava
18

აი როსოფობია რომ გაიაფდება, მერე რას დაწერ?

ავტორი:

"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ..." - პოლონეთის პრეზიდენტის ემოციური მიმართვა

"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ..." - პოლონეთის პრეზიდენტის ემოციური მიმართვა

ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ - გელოდებით ქართველებო ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-სა და ევროკავშირში არის საკმარისი ადგილი მეგობრებისთვის და აუცილებელია, საქართველომ რეფორმები განაგრძოს.

"გაერთიანებულ ევროპაში და ნატო-ში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის ევროპის აღმოსავლეთიდან. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას ნატო-ს და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და ნატო-მდე მიმავალი გზა არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება. რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე-17 წელი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად გადაიქცეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭირო იყო ძალების ხელახლა მოკრეფა, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა, მერწმუნეთ დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა რეფორმებს მოითხოვდა, ნამდვილად ღირდა მცდელობად. ამიტომაც მოგიწოდებთ გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები, პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში. ევროკავშირის ქვეყნებს უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ეს არის ანტიკური კოლხიდა, ეს არის თქვენი ქართული მემკვიდრეობა, ევროპული კულტურა დღეს ნიშნავს ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას, დემოკრატია, სიტყვის და თავშეყრის პატივისცემას. თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა - ეს ის პრინციპებია, რომლებიც ჩვენ ურთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით ქართველებო ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა - "ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,

ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

"მივესალმები "ნაცმოძრაობის" შესვლას პარლამენტში - გარეთ აქციების ტარებას, სჯობს, შიგნით იყვნენ და შიგნით იკამათონ" - ვახტანგ გომელაური

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი