საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა
"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

2021 წლის 26 მა­ისს გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე ას­წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ უბ­რუნ­დე­ბა სამ­შობ­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლა­ვენ მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის გვერ­დით.

სა­გან­გე­ბოდ ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ გე­ნერ­ლის შთა­მო­მავ­ლე­ბი, მათ შო­რის კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ამ დ'აბო, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­ცე­მა "ახალ დღე­ში" ისა­უბ­რა, რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია მის­თვის ეს დღე:

"ეს ქვეყ­ნის­თვის, ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია... ბა­ბუ­ა­ჩემს ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბად ჰქონ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ბე­ბი­ა­ჩე­მიც, მა­რი­ამ მა­ყაშ­ვი­ლიც ოც­ნე­ბობ­და იმა­ზე, რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სახ­ლში. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 103-ე წლის­თავ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც, ოჯახ­მაც დიდი ძა­ლის­ხმე­ვა ჩადო მისი ნეშ­ტის დაბ­რუ­ნე­ბის საქ­მე­ში და ბა­ბუ­ას ბოლო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პან­თე­ო­ნი.

მე პა­ტა­რა გო­გო­ნა, 8 წლის ვი­ყა­ვი, როცა ბა­ბუა გარ­და­იც­ვა­ლა და შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის ამ ქვე­ყა­ნა­ში, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში. ბევ­რს ვი­ცი­ნო­დი ხოლ­მე მას­თან ერ­თად, ის "მა­ლინ­კა დუშ­კას" მე­ძახ­და... ბა­ბუ­ას­გან გა­მომ­ყვა იუ­მო­რი, შე­მარ­თე­ბა, რწმე­ნა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა, სუ­ლის სიმ­ტკი­ცე და ერ­თგუ­ლე­ბა. იგი არას­დროს ჩერ­დე­ბო­და, სულ რა­ღა­ცას მას­წავ­ლი­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
6

შვილიშვილმა რომელმაც ბაბუის ენა არ იცის ყოჩაღ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

2021 წლის 26 მაისს გენერალი კვინიტაძე ასწლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება სამშობლოს - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ მთაწმინდის პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით.

საგანგებოდ ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოვიდნენ გენერლის შთამომავლები, მათ შორის კინოსა და ტელევიზიის მსახიობი მარიამ დ'აბო, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალ დღეში" ისაუბრა, რამდენად ემოციურია მისთვის ეს დღე:

"ეს ქვეყნისთვის, ოჯახისთვის ძალიან ემოციურია... ბაბუაჩემს ყოველთვის ოცნებად ჰქონდა სამშობლოში დაბრუნება. ბებიაჩემიც, მარიამ მაყაშვილიც ოცნებობდა იმაზე, რომ დაბრუნებულიყო სახლში. საქართველოს დამოუკიდებლობის 103-ე წლისთავზე ხელისუფლებამაც, ოჯახმაც დიდი ძალისხმევა ჩადო მისი ნეშტის დაბრუნების საქმეში და ბაბუას ბოლო განსასვენებელი იქნება პანთეონი.

მე პატარა გოგონა, 8 წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა და შემდეგ აღმოვაჩინე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ამ ქვეყანაში, ჩემს ქვეყანაში. ბევრს ვიცინოდი ხოლმე მასთან ერთად, ის "მალინკა დუშკას" მეძახდა... ბაბუასგან გამომყვა იუმორი, შემართება, რწმენა, კეთილსინდისიერება, სულის სიმტკიცე და ერთგულება. იგი არასდროს ჩერდებოდა, სულ რაღაცას მასწავლიდა...წაიკითხეთ სრულად

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გამწვანების ღონისძიებაში ჩაერთო

"თემომ მითხრა, მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო... ერთად უნდა ჩამეწერა და მოულოდნელად გახდა ავად" - როგორ იხსენებენ ცნობილ მსახიობს მეგობრები და კოლეგები?