სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს?" - როგორ პასუხობს მიხეილ სარჯველაძე ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციას და რას ამბობს დოკუმენტის შინაარსზე?
"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს?" - როგორ პასუხობს მიხეილ სარჯველაძე ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციას და რას ამბობს დოკუმენტის შინაარსზე?

მე არ მახ­სოვს, რომ კა­ბა­ლურ პი­რო­ბებ­ზე გვე­სა­უბ­როს, იყო პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მოგ­ვეჩ­ვე­ნა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში ერთი ან მე­ო­რე მხა­რის­გან ყო­ფი­ლი­ყო და­სათ­მო­ბი, - ასე უპა­სუ­ხა პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ კი­თხვას, ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს 2019 წლის 30 მარ­ტის შე­ფა­სე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტით „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სე­ბის“ კას­კა­დი და­წუ­ნე­ბუ­ლია და ამ დო­კუ­მენტს უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლი ში­ნა­არ­სი აქვს.

სარ­ჯვე­ლა­ძემ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან დღეს ვერ გა­იხ­სე­ნა დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­სი, რო­მელ­საც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ხელ­მო­წე­რა აქვს.

მან მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნა, რომ ზუს­ტად არ ახ­სოვს არის თუ არა მას­ში 22 კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნა, რა­ზეც „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ.

ამას­თან, უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ დო­კუ­მენ­ტი თით­ქოს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო.

"ვინ­მემ ითხო­ვა ეს დო­კუ­მენ­ტი და არ მის­ცეს? არ მგო­ნია, რომ აქ ასე იდ­გეს სა­კი­თხი. არის სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­დე­საც მთავ­რო­ბა ან რო­მე­ლი­მე სა­მი­ნის­ტრო დებს მნიშ­ვნე­ლო­ვან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ჩარ­თუ­ლია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვი ექ­სპერ­ტი­ზის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ერთ-ერთი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იყო, რო­მელ­მაც გა­ი­ა­რა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ექ­სპერ­ტი­ზის პრო­ცე­სი. იქ ბუ­ნებ­რი­ვია, რომ რჩე­ვე­ბი გა­ი­ცე­მა და ამ რჩე­ვებ­ზეა რო­გორც ჩანს სა­უ­ბა­რი. ასე არ მახ­სოვს შე­ნიშ­ვნე­ბი, უნდა ვნა­ხოთ დო­კუ­მენ­ტი და იქე­დან უნდა აღ­მო­ა­ჩი­ნოთ რა იყო მოგ­ვი­ა­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და რა არა. მა­გა­ლი­თად, იქ გა­ი­ცე­მა ხოლ­მე რე­კო­მენ­და­ცია და შე­იძ­ლე­ბა აქაც ეგრე იყო, მაგ­რამ ამას გა­და­მოწ­მე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ გარ­ჩე­ვა ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლით ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა, ყო­ველ­თვის ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და, რად­გან ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს თა­ვა­დაც ერ­ჩივ­ნა ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თუ­ლი სა­მარ­თა­ლი, თუმ­ცა, ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­გა­ნი იყო.

დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­სის დე­ტა­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს. მი­ჭირს კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბის აღ­დგე­ნა. თუმ­ცა, რა იქ­ნე­ბო­და რჩე­ვე­ბი მი­ცე­მუ­ლი, რომ სა­კი­თხებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო და ამის შემ­დეგ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის აწონ­ვა. მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ზე იქ­ნე­ბო­და და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ამ შე­ნიშ­ვნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ან არ­გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­კი­თხი. მე არ მახ­სოვს, რომ კა­ბა­ლურ პი­რო­ბებ­ზე გვე­სა­უბ­როს, იყო პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მოგ­ვეჩ­ვე­ნა რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში ერთი ან მე­ო­რე მხა­რის­გან ყო­ფი­ლი­ყო და­სათ­მო­ბი. ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მხა­რე­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, ჩვე­ნი რჩე­ვე­ბი კო­რექ­ტუ­ლი იყო. 22 შე­ნიშ­ვნის ავ­ტო­მა­ტუ­რად და მე­ქა­ნი­კუ­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ხერ­ხდე­ბა ხოლ­მე. ერ­თია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის ექ­სპერ­ტი­ზა და მე­ო­რე ის, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და მის შეს­რუ­ლე­ბას ამოწ­მებს“, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ნა­მოხ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­სა­ჯა­როვ­და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს 2019 წლის 30 მარ­ტის შე­ფა­სე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც და­წუ­ნე­ბუ­ლია „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სე­ბის“ კას­კა­დი და ამ დო­კუ­მენტს უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლი ში­ნა­არ­სი აქვს.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი აქამ­დე კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
35

რომც წაიკითხონ, ვინ რას გაიგებს? ეს საკმაოდ რთული ხელშეკრულებებია. ყველაფერ სისულელეს "აღმოაჩენენ" და დაიწყება მერე მეორე სერია. 

ლელა
0

რას ჰქვია,არ გახსოვთ? ნინიას ბაღი ხომ არ იყო,99 წლით გადაგეცათ სხვა ქვეყნისთვის ჩვენი მიწა და დღეს არ გახსოვდეთ 2 წლის წინანდელ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში რა ეწერა და რას მოაწერეთ ხელი?!

ავტორი:

"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს?" - როგორ პასუხობს მიხეილ სარჯველაძე ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციას და რას ამბობს დოკუმენტის შინაარსზე?

"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს?" - როგორ პასუხობს მიხეილ სარჯველაძე ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციას და რას ამბობს დოკუმენტის შინაარსზე?

მე არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს, იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა, რომ შესაძლებელი იყო მოლაპარაკების პროცესში ერთი ან მეორე მხარისგან ყოფილიყო დასათმობი, - ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტით „ნამახვანჰესების“ კასკადი დაწუნებულია და ამ დოკუმენტს უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს.

სარჯველაძემ მედიის წარმომადგენლებთან დღეს ვერ გაიხსენა დოკუმენტის შინაარსი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელმოწერა აქვს.

მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ზუსტად არ ახსოვს არის თუ არა მასში 22 კრიტიკული შენიშვნა, რაზეც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საუბრობენ.

ამასთან, უარყო ინფორმაცია, რომ დოკუმენტი თითქოს გასაიდუმლოებული იყო.

"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს? არ მგონია, რომ აქ ასე იდგეს საკითხი. არის სტანდარტული პროცედურა, როდესაც მთავრობა ან რომელიმე სამინისტრო დებს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ჩართულია იუსტიციის სამინისტრო როგორც სამართლებრივი ექსპერტიზის განმახორციელებელი სუბიექტი. შესაბამისად, ეს ერთ-ერთი ხელშეკრულება იყო, რომელმაც გაიარა იუსტიციის სამინისტროში ექსპერტიზის პროცესი. იქ ბუნებრივია, რომ რჩევები გაიცემა და ამ რჩევებზეა როგორც ჩანს საუბარი. ასე არ მახსოვს შენიშვნები, უნდა ვნახოთ დოკუმენტი და იქედან უნდა აღმოაჩინოთ რა იყო მოგვიანებით გათვალისწინებული და რა არა. მაგალითად, იქ გაიცემა ხოლმე რეკომენდაცია და შეიძლება აქაც ეგრე იყო, მაგრამ ამას გადამოწმება სჭირდება, რომ გარჩევა ქართული სამართლით ყოფილიყო, თუმცა, ყოველთვის ამის გათვალისწინება ვერ ხერხდებოდა, რადგან ყველა სამინისტროს თავადაც ერჩივნა ყოფილიყო ქართული სამართალი, თუმცა, ეს მოლაპარაკების საგანი იყო.

დოკუმენტის შინაარსის დეტალები ნამდვილად არ მახსოვს. მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა. თუმცა, რა იქნებოდა რჩევები მიცემული, რომ საკითხებზე მოლაპარაკება უნდა მომხდარიყო და ამის შემდეგ ხელშეკრულების გარკვეული პირობების აწონვა. მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ შენიშვნის გათვალისწინება ან არგათვალისწინების საკითხი. მე არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს, იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა რომ შესაძლებელი იყო მოლაპარაკების პროცესში ერთი ან მეორე მხარისგან ყოფილიყო დასათმობი. ეს მოლაპარაკების მხარეებზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ჩვენი რჩევები კორექტული იყო. 22 შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ხოლმე. ერთია ხელშეკრულების პროექტის ექსპერტიზა და მეორე ის, რომ იუსტიციის სამინისტრო დადებულ ხელშეკრულებას და მის შესრულებას ამოწმებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტი, სადაც დაწუნებულია „ნამახვანჰესების“ კასკადი და ამ დოკუმენტს უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი აქამდე კონფიდენციალური იყო.

როგორ ულოცავს შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ახლა გავიგე, რომ ხვალ სასამართლო პროცესი მაქვს - არც მინდა, რომ ჩემი ენერგიის თუნდაც იოტისოდენა ნაწილი ამაზე იყოს მიმართული" - მელია