ოკუპირებულ გალის რაიონ სოფელ რეჩხის მკვიდრი, 35 წლის გოჩა კორსანტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე ხრამში გადაიჩეხა. ინფორმაციას "აფხაზური ამბები" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გოჩა კორსანტიას პროდუქტებით დატვირთული ცხენი მოჰყავდა ჯვარში, რომელთან ერთადაც დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ქუთაისში გადაიყვანეს. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რა ხდება , რა არის ეს , ნუთუ გადაადგილებაც შეუძლებელია . მიაქციეთ ამ ადამიანებს ყურადღება ასე უმოწყალოდ რომ იტანჯებიან . ნეტავ ცოდვა მადლი არ არსებობს ამ ქვეყანაში . საპატრიარქო სადაა , ხალხს რატომ არ პატრონობს .
janmrTELOBAS GISURVEBT