პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციასა და პროექტის შესახებ
რას ამბობენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციასა და პროექტის შესახებ

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უს­მენ­დეს, გა­ნი­ხი­ლავ­დეს და მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღებ­დეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­ლან­სის დაც­ვა, რათა სა­ქარ­თვე­ლო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გამო არ იყოს რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ შეშ­ფო­თე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უს­მენ­დეს, გა­ნი­ხი­ლავ­დეს და მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღებ­დეს. გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ამ შეშ­ფო­თე­ბის გა­მოთ­ქმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მთავ­რო­ბამ და­უთ­მოს დრო ამ შეშ­ფო­თე­ბის მოს­მე­ნას და იმუ­შა­ოს მის გა­და­სა­წყვე­ტად.

მთავ­რო­ბამ უნდა გა­მო­ნა­ხოს ბა­ლან­სი სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ისე, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სეთ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის კუ­თხით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ ჰქონ­დეთ ბევ­რი გა­და­სა­ხა­დი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გამო. ეს რთუ­ლი ბა­ლან­სია, თუმ­ცა, უმ­თავ­რე­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მღელ­ვა­რე­ბის მოს­მე­ნა და მათი ჩარ­თვა ამ ენერ­გოპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი კარლ ჰარ­ცე­ლი კი „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მხა­რე­ებს დი­ა­ლო­გის და­წყე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის თქმით, მსგავს სა­კი­თხებ­თან და­კავ­შრე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გამჭვირ­ვა­ლო­ბა.

„მო­ვუ­წო­დებ დი­ა­ლო­გის და­წყე­ბის­კენ, პლატ­ფორ­მის შექ­მნის­კენ, სა­დაც ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს შე­ეძ­ლე­ბა ჩარ­თვა, რად­გან ვფიქ­რობ, რომ მსგავს სა­კი­თხებ­თან და­კავ­შრე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გამჭვირ­ვა­ლო­ბა და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბა, თუ რა დგას საფრ­თხის წი­ნა­შე.

ასე­ვე, მი­ვე­სალ­მე­ბი და მხარს ვუ­ჭერ ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ჩარ­თუ­ლო­ბას, რაც მჯე­რა, ორი­ვე მხა­რის მიერ პო­ზი­ტი­უ­რად იქნა შე­ფა­სე­ბუ­ლი. იმე­დი მაქვს, რომ ეს სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა პრო­ცე­სის კარ­გი ინ­კლუ­ზი­უ­რი გზით წას­ვლის­კენ“, - გა­ნა­ცხა­და ჰარ­ცელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეუუუფფფ
93

ეხლა ესეც ამათ უნდა ვკითხოთ???

ალექს
89

რით ვერ გაიგეთ თქვენა, რომ ერთიანია ნაცქოცმოქკავშირი , კომკავშირია ეგა ?! გობთან ადგილს ვერ იყოფენ, აბა რა, გგონიათ დასავლეთი , არადასავლეთი ვერ გაიყვენ ?! იდეოლოგიურ მსოფლმხედველობითი დავა აქვთ გადასაწყვეტი ? სად მიიღეს პოლიტიკოსის განათლება , კომკავშირში ?! მოხელე ფუნქციონერები, ან მათი შვილებია სამი ღერი ინგლისურით , ორიც რუსული და აიფონ , ეგარი !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

რას ამბობენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციასა და პროექტის შესახებ

რას ამბობენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციასა და პროექტის შესახებ

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ის „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა საქართველო ელექტროენერგიის გამო არ იყოს რუსეთზე დამოკიდებული.

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს მის გადასაწყვეტად.

მთავრობამ უნდა გამონახოს ბალანსი საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დივერსიფიკაციასთან მიმართებაში ისე, რომ საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის კუთხით, საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბევრი გადასახადი ელექტროენერგიის გამო. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების მღელვარების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგოპროექტების განვითარებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კი „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის ელჩის თქმით, მსგავს საკითხებთან დაკავშრებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა.

„მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა, რადგან ვფიქრობ, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშრებით, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და საფუძვლიანი შეფასება, თუ რა დგას საფრთხის წინაშე.

ასევე, მივესალმები და მხარს ვუჭერ ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც მჯერა, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა შეფასებული. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი ინკლუზიური გზით წასვლისკენ“, - განაცხადა ჰარცელმა.