მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე
"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ ცხოვ­რე­ბის რიტ­მი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. ვირუ­სის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე ცდი­ლო­ბენ, ახალ, პან­დე­მი­ურ ცხოვ­რე­ბას შე­ე­გუ­ონ. უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია ვუ­ყუ­რებთ, რო­გორ იკე­ტე­ბა მა­ღა­ზი­ე­ბი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი რა ძლი­ერ აზი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს. პან­დე­მია შე­ე­ხო ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის, მო­დის სფე­რო­საც, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსხვილ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა გა­დარ­ჩე­ნა და კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა შეძ­ლეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დი - "ავ­თან­დი­ლი" ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ გას­ვლას გა­ნაგ­რძობს და ახა­ლი სა­მო­სი­თა თუ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას არ წყვეტს. მალე ზა­ფხუ­ლი მოვა და მო­დას ახა­ლი ფე­რე­ბი შე­ე­მა­ტე­ბა, თა­ნაც, პა­რა­ლე­ლუ­რად, ქვე­ყა­ნა პან­დე­მი­ის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობს. ახალ ტრენ­დულ ფე­რებ­ზე, სტილ­სა და ამ რთულ პე­რი­ოდ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძეს ესა­უბ­რა:

- მალე ზა­ფხუ­ლი მოვა, რო­გო­რი სტი­ლის სა­მო­სი იტ­რი­ა­ლებს 2021 წლის ზა­ფხულ­ში?

- ზა­ფხუ­ლი ნა­თელ ფე­რებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­გო­რიც არის თეთ­რი, ცის­ფე­რი, ვარ­დის­ფე­რი, ყვი­თე­ლი, მოკ­ლედ - რაც გვა­ხა­რებს და რაც პო­ზი­ტი­ურ ენერ­გი­ას გვა­ნი­ჭებს ადა­მი­ა­ნებს. რა თქმა უნდა, შავი არას­დროს წა­სუ­ლა და არც გა­და­ვა მო­დი­დან, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უნდა ვე­ცა­დოთ, ზა­ფხულ­ში გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ შავი ტო­ნა­ლო­ბა და ნა­თე­ლი ფე­რე­ბით, თუნ­დაც - აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ სა­მო­სი. მო­და­ში შე­მო­დის და გა­დის ფე­რე­ბი, თუმ­ცა შავი მუდ­მი­ვად რჩე­ბა, მე­ფეა.

- ახლა, გა­ზა­ფხულ­ზე რა ტრენ­დებს ვხვდე­ბით და რა და­ე­მა­ტე­ბა ზა­ფხუ­ლის­თვის?

- ეს პან­დე­მია დიდი პა­უ­ზა და შე­ჩე­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა მო­დის­თვის. მოდა სწრა­ფად ტრი­ა­ლებს, 6 თვე­ში ერთხელ იც­ვლე­ბა და ახლა მეტი აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია უფრო სპორ­ტულ სა­მოს­ზე, ისეთ ტან­საც­მელ­ზე, რო­მე­ლიც კომ­ფორ­ტუ­ლია. იმე­დია, ეს პე­რი­ო­დი მალე დას­რულ­დე­ბა და და­ვუბ­რუნ­დე­ბით "პრან­ჭვის" პე­რი­ოდს. პან­დე­მი­ის გამო, სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო გა­სას­ვლე­ლი ტა­ნი­სა­მო­სის, მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტულ სა­მოსს მო­ვერ­გეთ, თუმ­ცა ამა­ნაც სახე იც­ვა­ლა. სპორ­ტუ­ლი სა­მო­სი გახ­და "Fashion"-ი, ტრენ­დუ­ლი და უკვე მისი გა­მო­სას­ვლე­ლი ვერ­სი­ე­ბიც ვი­ხი­ლეთ სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნე­რის­გან...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ng
1

შენ რათა გაქვს საწუწუნო...

იღუპება საქართველო
2

ოოოოხ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოაგილე. ხათო . სასაცილოა და რომელ პიჯაკზეა ლაპარაკი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე

"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრების რიტმი რადიკალურად შეცვალა. ვირუსის გამო ადამიანები დღემდე ცდილობენ, ახალ, პანდემიურ ცხოვრებას შეეგუონ. უკვე წელიწადზე მეტია ვუყურებთ, როგორ იკეტება მაღაზიები და ეკონომიკური ცვლილებები რა ძლიერ აზიანებს საქართველოს და მსოფლიოს. პანდემია შეეხო ყველაფერს, მათ შორის, მოდის სფეროსაც, თუმცა, საბედნიეროდ, მსხვილმა კომპანიებმა გადარჩენა და კრიზისის დაძლევა შეძლეს.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი - "ავთანდილი" ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლას განაგრძობს და ახალი სამოსითა თუ საინტერესო სიახლეებით განვითარებას არ წყვეტს. მალე ზაფხული მოვა და მოდას ახალი ფერები შეემატება, თანაც, პარალელურად, ქვეყანა პანდემიისგან თავის დაღწევას ცდილობს. ახალ ტრენდულ ფერებზე, სტილსა და ამ რთულ პერიოდზე "კვირის პალიტრას" ავთანდილ ცქვიტინიძეს ესაუბრა:

- მალე ზაფხული მოვა, როგორი სტილის სამოსი იტრიალებს 2021 წლის ზაფხულში?

- ზაფხული ნათელ ფერებთან ასოცირდება, როგორიც არის თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, მოკლედ - რაც გვახარებს და რაც პოზიტიურ ენერგიას გვანიჭებს ადამიანებს. რა თქმა უნდა, შავი არასდროს წასულა და არც გადავა მოდიდან, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ზაფხულში გავანეიტრალოთ შავი ტონალობა და ნათელი ფერებით, თუნდაც - აქსესუარებით გავამრავალფეროვნოთ სამოსი. მოდაში შემოდის და გადის ფერები, თუმცა შავი მუდმივად რჩება, მეფეა.

- ახლა, გაზაფხულზე რა ტრენდებს ვხვდებით და რა დაემატება ზაფხულისთვის?

- ეს პანდემია დიდი პაუზა და შეჩერება აღმოჩნდა მოდისთვის. მოდა სწრაფად ტრიალებს, 6 თვეში ერთხელ იცვლება და ახლა მეტი აქცენტი გაკეთებულია უფრო სპორტულ სამოსზე, ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც კომფორტულია. იმედია, ეს პერიოდი მალე დასრულდება და დავუბრუნდებით "პრანჭვის" პერიოდს. პანდემიის გამო, საჭიროება არ იყო გასასვლელი ტანისამოსის, მაქსიმალურად კომფორტულ სამოსს მოვერგეთ, თუმცა ამანაც სახე იცვალა. სპორტული სამოსი გახდა "Fashion"-ი, ტრენდული და უკვე მისი გამოსასვლელი ვერსიებიც ვიხილეთ სხვადასხვა დიზაინერისგან...წაიკითეთ სრულად

"ევროვიზიის" გამარჯვებული სკანდალში გაეხვა - საზოგადოების აზრით, ის სცენაზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო: რას აცხადებს მომღერალი

"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა

"ევროვიზია 2021"-ის გამარჯვებული იტალია გახდა