ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლავ აგარვალმა ქვეყნის 29 შტატს "შავი სოკოს“ ეპიდემიის გამოცხადებისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით სამინისტრო უფრო ყურადღებით შეძლებს დააკვირდეს, რა ხდება თითოეულ შტატში "შავი სოკოს“ გავრცელების კუთხით და მკურნალობის ინტეგრაციის უკეთესი საშუალება ექნება.
ბოლო თვეების განმავლობაში ინდოეთში კოვიდგადატანილ, ან მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებში მუკორმიკოზის, ანუ "შავი სოკოს“ შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
ექიმები ვარაუდობენ, რომ დაავადების გავრცელება, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ია, იმ სტეროიდებთან არის დაკავშირებული, რომლითაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ.
მუკორმიკოზი არის ძალიან იშვიათი ინფექცია, სოკოვანი დაავადება, რომელიც დაბალი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში იჩენს თავს. სიცოცხლისთვის შესაძლოა საშიში იყოს, რადგანაც გავლენას ახდენს სასუნთქ გზებსა და ტვინზე. სიცოცხლისთვის საშიშია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეხვდებათ დიაბეტით დაავადებულებს, აივ ინფიცირებულებს, ან ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან.
ახლა მაგით დაზაფრეთ ხალხი! ცნობისათვის_ ინდოეთში ყვავილის, ქოლერის, შავი ჭირის ეპიდემია ჩვეულებრივი ამბავია. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ინდოეთში ცხვირს არ შეგაყოფინებდნენ, თუ გამგზავრებამდე რამდენიმე აცრას არ ჩაგიტარებდნენ. ადმინ, შეგიძლიათ არ გამოაქვეყნოთ, მაგრამ წაკითხვით წაიკითხავთ.
ჩემო თანამემამულეებო უმორჩილესად გთხოვთ ყველას ატარეთ პირბადე ისე როგორც წესი და რიგია. რამნიშვნელობა აქვს პოზიცია ხარ თუ ოპოზიცია. არ გვყავს ჩვენ დასაკარგი ადამიანები, დედები მამები ბებიები ბაბუები. მიიტანეთ გულთან ჩემი თხოვნა და გარეთ გასვლის წინ უფრო ყურადღებით ვიყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თითოეულ თქვენგას. ყველას მოულოდნელი სიხარული, წარმატება, ბედნიერება და სიყვარული გწვეოდეთ. მიყვარხართ.