საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი", რომელიც უკრაინაში დააკავეს - დანაშაულები საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და იტალიაში
ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი", რომელიც უკრაინაში დააკავეს - დანაშაულები საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და იტალიაში

უკ­რა­ი­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­კა­ვეს 2 ცნო­ბი­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", მათ­გან ერთი - მეტ­სა­ხე­ლად: "უმკა" აიყ­ვა­ნეს დნეპ­რის აე­რო­პორ­ტში, ხოლო მე­ო­რე "ლაშა სვა­ნი" - სას­ტუმ­რო­ში. "ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ - პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა 2 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი". ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ნელ-ნელა აღ­მო­ფხვრის ჩვენ­ში ამ სა­მარ­ცხვი­ნო გა­მოვ­ლი­ნე­ბას", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრმა არ­სენ ავა­კოვ­მა.

ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი "ლაშა სვა­ნი" ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტია, მისი ნამ­დვი­ლი გვარ-სა­ხე­ლია ლაშა ჯაჭვლი­ა­ნი. უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა ჯაჭვლი­ა­ნი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი გახ­ლდათ. მან "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ტი­ტუ­ლი ჯერ კი­დევ 1995 წელს, 21 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო. ბოლო წლებ­ში კი უკ­რა­ი­ნის ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ოლ­ქში აკონ­ტრო­ლებ­და კრი­მი­ნა­ლურ ქსელს, მათ შო­რის დნეპ­რო­პეტ­როვ­სკში, ოდე­სა­ში, მი­კო­ლა­ივ­ში, ზა­პო­რო­ჟი­ა­სა და და­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნის ნა­წილ­ში.

ლაშა ჯაჭვლი­ა­ნის აყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ჩა­ტარ­და.

ჯაჭვლი­ა­ნი უკ­რა­ი­ნა­ში აქამ­დეც არა­ერ­თხელ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მა­ნამ­დე მან სას­ჯე­ლი ქარ­თულ ცი­ხე­შიც მო­ი­ხა­და. ბო­ლოს ჯაჭვლი­ა­ნი კი­ევ­ში 2019 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს. ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ე­მიგ­რა­ციო იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იმ­ჟა­მად და­კა­ვე­ბა კი­ე­ვის ცენ­ტრში მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­ში მოხ­და, სა­დაც კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რეს­ტო­რან­ში შეკ­რე­ბას, სა­დაც გავ­ლე­ნის სფე­რო­ებს ინა­წი­ლებ­დნენ, სწო­რედ ჯაჭვლი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

მას სხვა­დას­ხვა დროს ამ ქვეყ­ნებ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო ეძებ­დნენ რო­გორც იტა­ლი­ე­ლი, ასე­ვე რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც.

ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნი­ლი ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ 2015 წელ­საც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლემ ის სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და მი­ზე­ზად არა­საკ­მა­რი­სი სამ­ხი­ლე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

ამას პრო­ტეს­ტი მოყ­ვა იტა­ლი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან და უკ­რა­ი­ნა­შიც დიდი სკან­და­ლი აგორ­და. იმ­ჟა­მად იტა­ლი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ლაშა ჯაჭვლი­ანს ედა­ვე­ბოდ­ნენ იტა­ლი­ა­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნის, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გამო… მას უკ­რა­ი­ნა­შიც ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე კრი­მი­ნა­ლურ ეპი­ზოდ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

2019 წელს და­კა­ვე­ბუ­ლი ჯაჭვლი­ა­ნი 2020 წელს სა­ე­მეგ­რა­ციო იზო­ლა­ტო­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ის იმა­ვე დღეს კვლავ და­ა­პა­ტიმ­რა, თუმ­ცა მან კა­ნო­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მა­ინც შეძ­ლო. რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს ახლა კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის­გან თა­ვის დახ­სნას, მალე გა­ირ­კვე­ვა.

ჯაჭვლი­ა­ნი 1973 წლის 16 აპ­რილს ოჩამ­ჩი­რე­ში და­ი­ბა­და, მას ქურ­დულ სა­მა­ყა­რო­ში "ლაშა ოჩამ­ჩირსკის" სა­ხე­ლი­თაც იც­ნო­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სუ­ლი წლის ივ­ნი­სი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლა­ში შე­ვი­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნი­სა და სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რებს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
2

ისეა ცხოვრება აწყობილი საქართველოში ეს ამბავი განტვირთვისთვის წაადგება ხალხს კაი ამბავია. პ.ს ნეტა ვინმესთუ აინტერესებს ეს ამბავი ამ ქვეყანაში გარდა ოჯახის წევრებისა ? 

ქეთი
7

ღმერთო, ნეტა არ იქნება, რომ სულ ერთიანად გადაგვარდეს ეს კასტა, ეს ცოდვის ხროვა და მოვლენა, კანონიერი ქურდობა რასაც ჰქვია!!!! ამაზრზენი და გულისამრევი პრაქტიკაა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი", რომელიც უკრაინაში დააკავეს - დანაშაულები საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და იტალიაში

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი", რომელიც უკრაინაში დააკავეს - დანაშაულები საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და იტალიაში

უკრაინის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ინფორმაციით, დააკავეს 2 ცნობილი "კანონიერი ქურდი", მათგან ერთი - მეტსახელად: "უმკა" აიყვანეს დნეპრის აეროპორტში, ხოლო მეორე "ლაშა სვანი" - სასტუმროში. "ვაგრძელებთ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ - პოლიციამ დააკავა 2 ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდი". ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიტიკური ნება და ოპერატიული თანამშრომლების პროფესიონალიზმი ნელ-ნელა აღმოფხვრის ჩვენში ამ სამარცხვინო გამოვლინებას", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა.

ერთ-ერთი დაკავებული "ლაშა სვანი" ქართველი კრიმინალური ავტორიტეტია, მისი ნამდვილი გვარ-სახელია ლაშა ჯაჭვლიანი. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი გახლდათ. მან "კანონიერი ქურდის" ტიტული ჯერ კიდევ 1995 წელს, 21 წლის ასაკში მიიღო. ბოლო წლებში კი უკრაინის ერთდროულად რამდენიმე ოლქში აკონტროლებდა კრიმინალურ ქსელს, მათ შორის დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, მიკოლაივში, ზაპოროჟიასა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში.

ლაშა ჯაჭვლიანის აყვანის სპეცოპერაცია უკრაინის ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა.

ჯაჭვლიანი უკრაინაში აქამდეც არაერთხელ იყო დაკავებული. მანამდე მან სასჯელი ქართულ ციხეშიც მოიხადა. ბოლოს ჯაჭვლიანი კიევში 2019 წელს დააპატიმრეს. ის დიდი ხნის განმავლობაში საემიგრაციო იზოლატორში იმყოფებოდა, იმჟამად დაკავება კიევის ცენტრში მდებარე რესტორანში მოხდა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრა მიმდინარეობდა. რესტორანში შეკრებას, სადაც გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ, სწორედ ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.

მას სხვადასხვა დროს ამ ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულების გამო ეძებდნენ როგორც იტალიელი, ასევე რუსი სამართალდამცავებიც.

ინტერპოლით ძებნილი ქართველი "კანონიერი ქურდი" უკრაინელი სამართალდამცავების მიერ 2015 წელსაც იყო დაკავებული, მაგრამ მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და მიზეზად არასაკმარისი სამხილები დაასახელა.

ამას პროტესტი მოყვა იტალიელი სამართალდამცავების მხრიდან და უკრაინაშიც დიდი სკანდალი აგორდა. იმჟამად იტალიელი სამართალდამცავები ლაშა ჯაჭვლიანს ედავებოდნენ იტალიაში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის, ადამიანების გატაცების, ფულის გათეთრებისა და დოკუმენტების გაყალბების გამო… მას უკრაინაშიც ჰქონდა რამდენიმე კრიმინალურ ეპიზოდში მონაწილეობა მიღებული.

2019 წელს დაკავებული ჯაჭვლიანი 2020 წელს საემეგრაციო იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ის იმავე დღეს კვლავ დააპატიმრა, თუმცა მან კანონისგან თავის დაღწევა მაინც შეძლო. რამდენად მოახერხებს ახლა კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინული კანონმდებლობისგან თავის დახსნას, მალე გაირკვევა.

ჯაჭვლიანი 1973 წლის 16 აპრილს ოჩამჩირეში დაიბადა, მას ქურდულ სამაყაროში "ლაშა ოჩამჩირსკის" სახელითაც იცნობენ.

შეგახსენებთ, გასული წლის ივნისიდან უკრაინაში ძალაში შევიდა კანონმდებლობა, რომლითაც კრიმინალური გავლენისა და სტატუსის მქონე პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

"გუმათში შეკრებილები პოლიციის ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ... დაწყებულია გამოძიება" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

სქესობრივი დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ - გორის რაიონში ერთი პირია დაკავებული

"საუბრები, რომ "კლანი" არსებობს, დემაგოგიაა -  შეგიძლიათ, ჩემი კავშირები გამოიკვლიოთ" - რას ამბობს იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრი?