მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი, რომელიც მთელ საქართველოს დააკლდა... " - რას წერს კოვიდით გარდაცვლილ რუსო ზუკაკიშვილზე ლევან რატიანი და როგორ იხსენებენ მას მეგობრები?
"ქალი, რომელიც მთელ საქართველოს დააკლდა... " - რას წერს კოვიდით გარდაცვლილ რუსო ზუკაკიშვილზე ლევან რატიანი და როგორ იხსენებენ მას მეგობრები?

დღეს დი­ლით ქარ­თულ-ჰო­ლან­დი­უ­რი კლი­ნი­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი 45 წლის რუსო ზუ­კა­კიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. "ქალი, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და­აკ­ლდა" - ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ მას მე­გობ­რე­ბი. რუსო რამ­დე­ნი­მე კვი­რის მან­ძილ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ და­ტო­ვე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებს პირ­ველ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ებ­რძო­და, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი­სა და კო­ლე­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი:

"მიდი-მო­დია ცხოვ­რე­ბა, მი­დი­ან, გვტო­ვე­ბენ და ჩვენც წა­ვალთ, ამ შეგ­რძნე­ბით და იმე­დით ვცხოვ­რობთ, რა არ ხდე­ბა, რას არ გა­ი­გებ, ისეთს გა­ი­გებ, ისეთს მო­ის­მენ, ისეთს და­ი­ნა­ხავ, რისი შეგ­რძნე­ბა არ გინ­და, არ გინ­და იყო მომსწრე ამ ამ­ბის, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მომსწრე ხარ, გინ­და უშ­ვე­ლო, მაგ­რამ ვერ შვე­ლი, იტყვი - არ გა­მო­მი­ვი­და, ღვთის ნება იყო, ღვთის ნე­ბაა ყვე­ლა­ფე­რი.... ეს კი ყვე­ლა­ფე­რი ცხოვ­რე­ბა.... ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გტ­კენს.... დღეს ის დი­ლაა, რა­მაც მატ­კი­ნა სას­ტი­კად გული, მატ­კი­ნა არ ჰქვია გა­მიგ­ლი­ჯა, ჩემო რუსო ..." - წერს ლე­ვან რა­ტი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რუსო ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში კახი კავ­სა­ძეს­თან ერ­თად იწვა. მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, 28 აპ­რილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"ბა­ტო­ნი კახი, სამ­წუ­ხა­როდ, ოთხი დღე და ღამე ერთ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­ვა­ტა­რეთ, გვერ­დიგ­ვერდ სა­წოლ­ზე. შევ­ყუ­რებ­დი მის უსი­ცო­ცხლო სხე­ულს და მტკი­ო­და გული, რომ ეს ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნი, ბო­ბო­ქა­რი მსა­ხი­ო­ბი მდუ­მა­რედ იყო. ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, დიდი თუ პა­ტა­რა უვ­ლიდ­ნენ და ვერ ჩერ­დე­ბოდ­ნენ მის სა­წოლ­თან ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე. სული მეწ­ვო­და ბა­ტო­ნი ირაკ­ლი კავ­სა­ძის და ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძის და­ნახ­ვა­ზე. ვტი­რო­დი მაგ­რამ, ბოლო წამს ნა­ნუ­კას სამ­ძიმ­რის სი­ტყვაც ვერ უთხა­რი, უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვი იყო ჩემ­თვის. ბა­ტო­ნი კახი, მსოფ­ლიო ლე­გენ­და მისი უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი ჩა­ა­ტა­რეს ჩემს სა­წოლ­თან, აქამ­დე ემო­ცი­უ­რად ვერ შევ­ძე­ლი ამის და­წე­რა! გი­სამ­ძიმ­რებ სა­ქარ­თვე­ლო, უფალ­მა და­გიმ­კვიდ­როთ ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი, სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ..." - წერ­და რუსო.

რუსო ზუ­კა­კიშ­ვი­ლი თა­თუ­ლი კა­ხი­ა­ნის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი და მისი შვი­ლის ნათ­ლი­აა. Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­თუ­ლი უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­ზე გვიყ­ვე­ბა:

- რუსო ზუ­კა­კიშ­ვი­ლი, ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა უყ­ვარ­და და ყვე­ლას უყ­ვარ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბელ სამ­სა­ხურ­ში, 112-ის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რი იყო. არ მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გა­ჭირ­ვე­ბა­ში არ დახ­მა­რე­ბია... ახლა შპს "ქარ­თულ ჰო­ლან­დი­ურ ჰოს­პი­ტალ­ში" მუ­შა­ობ­და. ყვე­ლა ტი­რის, ყვე­ლას უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბო­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჰყავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი.

- რო­დის და­ა­ვად­და კო­რო­ნა­ვირუ­სით?

-კო­ვი­დი მთელ ოჯახს დე­კემ­ბერ­ში და­ე­მარ­თა. კო­ვი­დით გარ­და­ეც­ვა­ლა მა­მაც. რუ­სოს თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც ჰქონ­და და პოს­ტკო­ვი­დუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გარ­თულ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე პი­რა­დად ბო­დიშს ვუხ­დი მას, რად­გან ვერ ვუშ­ვე­ლე. მე­გობ­რებს ჯგუ­ფი გვქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­დაც რუ­სოც იყო. თა­ვი­დან გვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და, სა­ნამ უფრო დამ­ძიმ­დე­ბო­და. იქ ვლო­ცუ­ლობ­დით მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, მარ­თლა ყვე­ლას პატ­რო­ნი. მე­გობ­რე­ბი გა­ვერ­თი­ან­დით მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ გვი­ღა­ლა­ტა და დაგვტო­ვა, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის.

- ოჯა­ხი ჰყავ­და რუ­სოს?

- გო­გო­ნა ჰყავს 15 წლის, დედა, ძმა, რძა­ლი, ძმიშ­ვი­ლე­ბი, არ­მია ხალ­ხს უღა­ლა­ტა და და­ტო­ვა. იმ­დე­ნი რამე მინ­და გი­თხრათ, მაგ­რამ მარ­თლა ძალა არ მაქვს. მთე­ლი სა­მე­გობ­როს სა­ხე­ლით გე­ტყვით, რომ ჩვენ დავ­კარ­გეთ შე­უც­ვლე­ლი მე­გო­ბა­რი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
11

ძალიან გულდასაწყვეტია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანის უდროოდ წასვლა. ნათელში იყოს.

გამყრელიძე
26

ძალიან სამწუხაროა, კლინიკის თანამშრომელი წესით აცრილი უნდა იყოს, ნეტავ რა მოხდა? საინტერესოა, უფალმა ნათელში ამყოფოს ახალგაზრდა ქალბატონი,

ავტორი:

"ქალი, რომელიც მთელ საქართველოს დააკლდა... " - რას წერს კოვიდით გარდაცვლილ რუსო ზუკაკიშვილზე ლევან რატიანი და როგორ იხსენებენ მას მეგობრები?

"ქალი, რომელიც მთელ საქართველოს დააკლდა... " - რას წერს კოვიდით გარდაცვლილ რუსო ზუკაკიშვილზე ლევან რატიანი და როგორ იხსენებენ მას მეგობრები?

დღეს დილით ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის თანამშრომელი 45 წლის რუსო ზუკაკიშვილი გარდაიცვალა. "ქალი, რომელიც მთელ საქართველოს დააკლდა" - ასე მოიხსენიებენ მას მეგობრები. რუსო რამდენიმე კვირის მანძილზე კორონავირუსის შემდეგ დატოვებულ გართულებებს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ებრძოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახალგაზრდა ქალბატონისა და კოლეგის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი:

"მიდი-მოდია ცხოვრება, მიდიან, გვტოვებენ და ჩვენც წავალთ, ამ შეგრძნებით და იმედით ვცხოვრობთ, რა არ ხდება, რას არ გაიგებ, ისეთს გაიგებ, ისეთს მოისმენ, ისეთს დაინახავ, რისი შეგრძნება არ გინდა, არ გინდა იყო მომსწრე ამ ამბის, მაგრამ, სამწუხაროდ, მომსწრე ხარ, გინდა უშველო, მაგრამ ვერ შველი, იტყვი - არ გამომივიდა, ღვთის ნება იყო, ღვთის ნებაა ყველაფერი.... ეს კი ყველაფერი ცხოვრება.... ცხოვრება, რომელიც ძალიან გტკენს.... დღეს ის დილაა, რამაც მატკინა სასტიკად გული, მატკინა არ ჰქვია გამიგლიჯა, ჩემო რუსო ..." - წერს ლევან რატიანი სოციალურ ქსელში.

რუსო ოთხი დღის განმავლობაში რეანიმაციაში კახი კავსაძესთან ერთად იწვა. მსახიობის გარდაცვალების დღეს, 28 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა:

"ბატონი კახი, სამწუხაროდ, ოთხი დღე და ღამე ერთ რეანიმაციაში გავატარეთ, გვერდიგვერდ საწოლზე. შევყურებდი მის უსიცოცხლო სხეულს და მტკიოდა გული, რომ ეს ბუმბერაზი ადამიანი, ბობოქარი მსახიობი მდუმარედ იყო. ექიმები, ექთნები, დიდი თუ პატარა უვლიდნენ და ვერ ჩერდებოდნენ მის საწოლთან ცრემლების გარეშე. სული მეწვოდა ბატონი ირაკლი კავსაძის და ნანუკა ხუსკივაძის დანახვაზე. ვტიროდი მაგრამ, ბოლო წამს ნანუკას სამძიმრის სიტყვაც ვერ უთხარი, უმძიმესი სანახავი იყო ჩემთვის. ბატონი კახი, მსოფლიო ლეგენდა მისი უსიცოცხლო სხეული ჩაატარეს ჩემს საწოლთან, აქამდე ემოციურად ვერ შევძელი ამის დაწერა! გისამძიმრებ საქართველო, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ..." - წერდა რუსო.

რუსო ზუკაკიშვილი თათული კახიანის ბავშვობის მეგობარი და მისი შვილის ნათლიაა. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში თათული უახლოეს მეგობარზე გვიყვება:

- რუსო ზუკაკიშვილი, ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. წლების განმავლობაში მუშაობდა სასწრაფო გადაუდებელ სამსახურში, 112-ის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერი იყო. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გაჭირვებაში არ დახმარებია... ახლა შპს "ქართულ ჰოლანდიურ ჰოსპიტალში" მუშაობდა. ყველა ტირის, ყველას უანგაროდ ეხმარებოდა და უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი.

- როდის დაავადდა კორონავირუსით?

-კოვიდი მთელ ოჯახს დეკემბერში დაემართა. კოვიდით გარდაეცვალა მამაც. რუსოს თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა და პოსტკოვიდურიდან გამომდინარე გართულდა მისი მდგომარეობა. მე პირადად ბოდიშს ვუხდი მას, რადგან ვერ ვუშველე. მეგობრებს ჯგუფი გვქონდა გაკეთებული, სადაც რუსოც იყო. თავიდან გვეკონტაქტებოდა, სანამ უფრო დამძიმდებოდა. იქ ვლოცულობდით მისი გადარჩენისთვის. უკეთილშობილესი ადამიანი იყო, მართლა ყველას პატრონი. მეგობრები გავერთიანდით მის გადასარჩენად, მაგრამ გვიღალატა და დაგვტოვა, სიტყვები არ მყოფნის.

- ოჯახი ჰყავდა რუსოს?

- გოგონა ჰყავს 15 წლის, დედა, ძმა, რძალი, ძმიშვილები, არმია ხალხს უღალატა და დატოვა. იმდენი რამე მინდა გითხრათ, მაგრამ მართლა ძალა არ მაქვს. მთელი სამეგობროს სახელით გეტყვით, რომ ჩვენ დავკარგეთ შეუცვლელი მეგობარი.

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს?

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს?

"ადამიანებს ასეთ დაწესებულებებში კი არა, პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები, რა გასაკვირია, უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა პატარას, ძალა გამოიყენოს" - მეუფე იაკობი ბავშვთა პანსიონზე