საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე
"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე

უკე­თე­სიც იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში არ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში შე­მო­ვა თუ არა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის.

„ეს არა არის არც სუ­ბი­ექ­ტუ­რად, არც ობი­ექ­ტუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო არა­ვის­თვის, მათ შო­რის არც ჩვენ­თვის. მთა­ვა­რია, რომ პარ­ლა­მენ­ტი სა­თა­ნა­დოდ არის და­კომ­პლექ­ტე­ბუყლი, ოპო­ზი­ცია არის სა­თა­ნა­დოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ხელ­მო­წე­რი­ლია შე­სა­ბა­მი­სი შე­თან­ხმე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთე­ლი ეს ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სი უვე წარ­სულს არის ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში შე­მო­ვა თუ არ შე­მო­ვა, ამას არა­ვის­თვის, არც სუ­ბექ­ტუ­რად და არც ობი­ექ­ტუ­რად, აღარ აქვს არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სიც იყოს და ალ­ბათ, უკე­თე­სიც იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ეს მათი გა­და­სა­წყვე­ტია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ას ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბის რე­სურ­სი არ აქვს.

„თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დით, რომ მათ მო­უ­წევ­დათ 15 მა­ი­სის აქ­ცი­ის გა­და­ვა­დე­ბა და ეს რე­ა­ლუ­რად ასე მოხ­და. მათ არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ აქვს ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის, არც მა­ნამ­დე ჰქონ­დათ და არც ახლა აქვთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აშ­კა­რაა, რომ ისი­ნი და­მარ­ცხდნენ ამ ბრძო­ლა­ში, რა­საც ერ­ქვა ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სის შექ­მნა, რა­საც ერ­ქვა პარ­ლა­მენ­ტის სა­ბო­ტა­ჟი და ა.შ. გუ­შინ, რო­დე­საც ჩვენ გა­ვი­გეთ იმის შე­სა­ხებ, რომ 15 მა­ი­სის აქ­ცია გა­და­ი­დე­ბო­და, უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სა­ბო­ლო­ოდ გა­ფორმ­და მათი მარ­ცხი", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ გუ­შინ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ 15 მა­ისს ოპო­ზი­ცი­ის მიერ და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ის გა­მარ­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა აღარ არ­სე­ბობს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
1

დაამსგავსეს ქვეყანა მათ ცხვირპირს! ამ მანჭია-პრანჭიების სამასხარაო გავხდით!

ზვიო
10

თქვენი რუსული დემოკრატიისთვის კი აჯობებს ეგრე გადამგდებებო.

ავტორი:

"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე

"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე

უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა, მნიშვნელოვანი არ არის.

„ეს არა არის არც სუბიექტურად, არც ობიექტურად საინტერესო არავისთვის, მათ შორის არც ჩვენთვის. მთავარია, რომ პარლამენტი სათანადოდ არის დაკომპლექტებუყლი, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი უვე წარსულს არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ამას არავისთვის, არც სუბექტურად და არც ობიექტურად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას ხალხის მობილიზების რესურსი არ აქვს.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ მოუწევდათ 15 მაისის აქციის გადავადება და ეს რეალურად ასე მოხდა. მათ არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის მობილიზაციის, არც მანამდე ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ამ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ იმის შესახებ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.

"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი "ოცნება 2" არ არის" - ოხანაშვილი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"