პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სადღაც შევხვდებით...  ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ" - ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე
"სადღაც შევხვდებით...  ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ" - ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე

ბა­ტონ მე­ლი­ას და მის გა­ბან­ძე­ბულ პარ­ტი­ას ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­საც ლა­პა­რა­კობ­დნენ, ყვე­ლა სი­ტყვა­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევთ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ნიკა მე­ლი­ას აუ­ცი­ლებ­ლად შეხ­ვდე­ბა და ეს შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო.

"სა­დღაც შევ­ხვდე­ბით მე და ნიკა მე­ლია რა თქმა უნდა, მაგ­რამ ეს შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო. სად და რა­ნა­ი­რად შევ­ხვდე­ბი, ამას ყვე­ლა და­ი­ნა­ხავთ. ან­გა­რი­შე­ბი მაქვს მას­თან და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვარ­კვევ. ბა­ტონ მე­ლი­ას და მის გა­ბან­ძე­ბულ პარ­ტი­ას ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­საც ლა­პა­რა­კობ­და ყვე­ლა სი­ტყვა­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევს. კაცს რომ ნაგ­ვის ყუთი ჩა­მო­ამ­ხეს თავ­ზე ხომ გახ­სოვთ?! - რა­ტომ შეხ­ვე­დი აჭა­რის უზე­ნა­ეს საბ­ჭო­შიო. ჩვენ სამი თვე რომ გვლან­ძღავ­დნენ, გვწყევ­ლიდ­ნენ და გვკრუ­ლავ­დნენ, პარ­ლა­მენ­ტში რა­ტომ შეხ­ვე­დი­თო და თვი­თონ არ შე­მო­დი­ან?

ნელ-ნელა რომ იპა­რე­ბი­ან? ხომ არი­ან ღირ­სე­ბი ის ნაგ­ვის ყუ­თე­ბი თავ­ზე და­ვამ­ხოთ. ღირ­სე­ბი არი­ან, ნამ­დვი­ლად ღირ­სე­ბი არი­ან, იმი­ტომ რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ თავი გა­ი­ბან­ძა. სხვას რა­ზეც ლან­ძღავ­დნენ, თვი­თო­ნაც იგი­ვეს აკე­თებ­დნენ. ერთი სული აქვთ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ რო­დის შე­მოვ­ლენ პარ­ლა­მენ­ტში, 99%-ს უნდა შე­მოს­ვლა, რამ­დე­ნი­მეა, ვი­საც არ უნდა შე­მოს­ვლა. მე და ლე­ვანს ვერ გაგ­ვი­ბე­დეს, იმ წე­სი­ერ კაცს და­ა­ხუ­რეს ნაგ­ვის ყუთი თავ­ზე. სა­ნაგ­ვის­ყუ­თე საქ­ცი­ელს თვი­თონ არ ჩა­დი­ან? ცოტა წინ ხომ უნდა გა­ი­ხე­დო?!

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნებს, პო­ლი­ტი­კოსს თა­ვი­სი შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა უნდა შე­ეძ­ლოს. ყვე­ლა­ზე ადრე მივ­ხვდით, რომ არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა იმ მას­შტა­ბით, რო­გორც იქამ­დე გვე­გო­ნა. ვერ ამ­ტკი­ცებ ამ გა­ყალ­ბე­ბას. პირ­ველ დღე­ებ­ში გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ გა­ცი­ლე­ბით მე­ტად გა­ყალბ­და. ამას ვა­ღი­ა­რებთ, რომ ეს იყო ჩვე­ნი შეც­დო­მა, მაგ­რამ ამას დრო­ზე მივ­ხვდით. „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ უნდა სხვი­სი ხე­ლით ნა­რის გლე­ჯა. პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლე­ბი ლან­ძღონ, ცი­ხი­დან ვინც შე­თან­ხმე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნა ისი­ნიც ლან­ძღონ და მერე ქუს­ლე­ბით, შე­მო­კა­კუნ­დნენ ქუს­ლე­ბი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბით პარ­ლა­მენ­ტში.

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში არ­ცერთ ტურ­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ კან­დი­დატს მხარს არ და­ვუ­ჭერთ,“- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
8

მიდი უსტა))

ki
69

კი გაგისწორებს მაგ მოღუნულ ცხვირს.ნიკა კაი კარატისტია ანზორა ამეცადენებდა ჩუბინიძე. ცვეტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"სადღაც შევხვდებით...  ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ" - ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე

"სადღაც შევხვდებით...  ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ" - ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე

ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდნენ, ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევთ, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას აუცილებლად შეხვდება და ეს შეხვედრა იქნება საჯარო.

"სადღაც შევხვდებით მე და ნიკა მელია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შეხვედრა იქნება საჯარო. სად და რანაირად შევხვდები, ამას ყველა დაინახავთ. ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდა ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს. კაცს რომ ნაგვის ყუთი ჩამოამხეს თავზე ხომ გახსოვთ?! - რატომ შეხვედი აჭარის უზენაეს საბჭოშიო. ჩვენ სამი თვე რომ გვლანძღავდნენ, გვწყევლიდნენ და გვკრულავდნენ, პარლამენტში რატომ შეხვედითო და თვითონ არ შემოდიან?

ნელ-ნელა რომ იპარებიან? ხომ არიან ღირსები ის ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ. ღირსები არიან, ნამდვილად ღირსები არიან, იმიტომ რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიბანძა. სხვას რაზეც ლანძღავდნენ, თვითონაც იგივეს აკეთებდნენ. ერთი სული აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ როდის შემოვლენ პარლამენტში, 99%-ს უნდა შემოსვლა, რამდენიმეა, ვისაც არ უნდა შემოსვლა. მე და ლევანს ვერ გაგვიბედეს, იმ წესიერ კაცს დაახურეს ნაგვის ყუთი თავზე. სანაგვისყუთე საქციელს თვითონ არ ჩადიან? ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედო?!

რაც შეეხება არჩევნებს, პოლიტიკოსს თავისი შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს. ყველაზე ადრე მივხვდით, რომ არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც იქამდე გვეგონა. ვერ ამტკიცებ ამ გაყალბებას. პირველ დღეებში გვეჩვენებოდა, რომ გაცილებით მეტად გაყალბდა. ამას ვაღიარებთ, რომ ეს იყო ჩვენი შეცდომა, მაგრამ ამას დროზე მივხვდით. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა სხვისი ხელით ნარის გლეჯა. პარლამენტში შესულები ლანძღონ, ციხიდან ვინც შეთანხმებით გამოიყვანა ისინიც ლანძღონ და მერე ქუსლებით, შემოკაკუნდნენ ქუსლებიანი ფეხსაცმელებით პარლამენტში.

თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ ტურში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ,“- განაცხადა ელისაშვილმა.

"ჩვენი მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება" - რითი ემუქრება ირაკლი კობახიძე "ნაცმოძრაობას", თუ ისინი მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ

გოგავა, ხოფერია, ლორთქიფანიძე - კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ ლევან ვასაძის პარტიაში?

"საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების შემთხვევები აღარ დადასტურებულა" - ამირან გამყრელიძე